Home Blog Page 2112

,,რუსეთის ფოსტა“ საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირი საჰაერო გადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს

,,რუსეთის ფოსტა“ საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირი საჰაერო გადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს. „რამდენიმე ავიაკომპანიიდან, სტაბილური ფრენების გამოჩენის შემდეგ, ჩვენ ოპერატიულად განვიხილავთ ფოსტის (საქართველოში) პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახლა რუსეთიდან საქართველოში ავია-გზავნილები მესამე ქვეყნებით მიდის.

,,ვაშინგტონში ბევრი ადამიანი „პროექტ უკრაინის“ მიმართ ინტერესს კარგავს” – კონგრესმენი რონ პოლი

იმ დროს, როცა უკრაინაში NATO-ს კატასტროფული პროქსი ომი გრძელდება, როგორც ჩანს, დედაქალაქ ვაშინგტონში ბევრი ადამიანი „პროექტ უკრაინის“ მიმართ ინტერესს კარგავს. იმის ნაცვლად, რომ ინტერვენციონიზმის უგუნურობა აღიარონ, მათ კიდევ უფრო დიდი მიზნები ამოძრავებთ. … ომი ჩინეთთან! სირია ‘არაბულ ლიგაში’ დაბრუნდა. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ‘ვარშავის პაქტის’ გაუქმების შემდეგ 1990-იანი წლების მიწურულს ნატომ გადაწყვიტა, რომ კლინტონის ადმინისტრაციის მმართველობისას „ადამიანის უფლებებს“ ძალისმიერი მეთოდებით დაიცავდა. გაქრა „გლობალური კომუნიზმის საფრთხე“, რომელსაც ნატო 40 წლის განმავლობაში თავისი ქმედებების გასამართლებლად იყენებდა. ნატო ხელახლა წარმოგვიდგა შეიარაღებული ატლანტისტი სუპერგმირების ჯგუფად. ყველგან, სადაც „უსამართლობა“ (ვაშინგტონელი ნეოკონების აზრით) სუფევდა, NATO მზად იყო პრობლემები იარაღითა და ბომბებით მოეგვარებინა. აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უფრო კმაყოფილი ვერ იქნებოდა. Beltway-ს ყველა ანალიტიკურმა ცენტრმა, რომელსაც ისინი უხვად აფინანსებენ, საბოლოოდ საიმედო გამარჯვებული იპოვა, რათა ფულის ნაკადი შეენარჩუნებინა. საქმე ყოველთვის ფულს ეხებოდა და არა უსაფრთხოებას. NATO-ს, როგორც ადამიანის უფლებების დამცველი სუპერგმირის, პირველი გამოცდა იუგოსლავია (1999 წ.) იყო. ალიანსის, ვაშინგტონში მოკალათებული მისი ნეოკონსერვატორი მომთვინიერებლებისა და მრავალი ევროპელი პოლიტიკოსის გარდა, ეს გამოცდა ყველასთვის საშინელი, გაუმართლებელი კატასტროფა იყო. იუგოსლავიას, რომელიც ნატოს ინტერესებს არ ემუქრებოდა, სამოცდათვრამეტი დღე ბომბავდნენ, ამ დროის განმავლობაში ასობით მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, განადგურდა ინფრასტრუქტურა, ხოლო ჭურვებმა, რომელთა თავები ურანით იყო დატენილი, მომავალ თაობებს ლანდშაფტი მოუწამლა. გასულ კვირას სერბმა ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, გაიხსენა როგორ გაიქცა შუაღამისას ბაბუის სახლიდან, როცა NATO-ს ჩამოგდებულმა ბომბებმა იგი მთლიანად გაანადგურა. რა საშინელებაა! NATO ლიბიაში კადაფის მთავრობის დამხობაშიც მონაწილეობდა. კორპორაციული პრესა ნეოკონსერვატორების (ნეოკონების) ტყუილებს ამართლებდა, ვითომც ქვეყნის დაბომბვა, ადამიანების მკვლელობა და კადაფის მთავრობის დამხობა ლიბიაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას მოაგვარებდა. ნატოს ბომბებმა ლიბიის პრობლემები ვერ გადაჭრეს, პირიქით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესეს. ქაოსი, სამოქალაქო ომი, ტერორიზმი, მონებით ვაჭრობის ბაზარი, საყოველთაო სიღარიბე – გასაკვირი არ არის, რომ ჰილარი კლინტონი, ბარაკ ობამა და ნეოკონსერვსტორები ლიბიაზე საუბარს თავს არიდებენ. რამდენიმე წარუმატებელი სერიის შემდეგ ვაშინგტონის კონტროლირებული ნატო ვა-ბანკზე წავიდა და 2014 წელს რუსეთში „რეჟიმის შეცვლა“ გადაწყვიტა. პირველი ნაბიჯი იყო დემოკრატიულად არჩეული უკრაინის მთავრობის დამხობა, რაზეც ვიქტორია ნულანდმა და სხვა ნეოკონსერვატორებმა იზრუნეს. NATO სახელმწიფო გადატრიალების მეშვეობით უკრაინის ხელისუფლების სათავეში მოსულ მთავრობას მასშტაბურ სამხედრო დახმარებას უწევდა და რუსეთთან საბრძოლველად ამზადებდა. ბოლო აკორდი იყო 2022 წელს რუსეთის თხოვნის უგულებელყოფა, რაც ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებას ეხებოდა. ეს შეთანხმება NATO-ს ჯარებს მის საზღვართან მიახლოებაში ხელს შეუშლიდა. მეინსტრიმული მედიისა და აშშ-ის მთავრობის პროპაგანდის მიუხედავად, NATO-მ უკრაინაში ისეთივე წარმატებას მიაღწია, როგორც ლიბიაში. გაქრა ასობით მილიარდი აშშ დოლარი, სეიმურ ჰერშმა და სხვა ჟურნალისტებმა მასიური კორუფციული ფაქტები დოკუმენტურად დაადასტურეს. ამჯერად ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ NATO-ს სამიზნეს – რუსეთს – ბირთვული იარაღი აქვს. მოსკოვისთვის ეს პროქსი ომი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მის შემდგომ არსებობას უკავშირდება. წარუმატებლობის მიუხედავად, NATO-მ ჩინეთთან კონფლიქტის დაწყება გადაწყვიტა, შესაძლოა იმიტომ, რომ უკრაინაში განცდილი კატასტროფიდან ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. გასულ კვირას NATO-მ განაცხადა, რომ იაპონიაში თავის პირველ აზიურ ოფისს გახსნის. შემდეგი ნაბიჯი ტაივანის ნატოში გაწევრიანება იქნება? ტაივანი NATO-ს ახალი „უკრაინა“ ხომ არ გახდება და NATO-ს სახელით, რომელსაც კონფლიქტებისადმი უსაზღვრო მიდრეკილება აქვს, ჩინეთს მსხვერპლად შესწირავს თავს? იმედი ვიქონიოთ, რომ 2024 წელს ამერიკა აირჩევს პრეზიდენტს, რომელიც NATO-ს მომაკვდინებელ მსოფლიო ‘ტურნეს’ საბოლოოდ დაასრულებს.

 

წყარო: https://www.zerohedge.com/geopolitical/ron-paul-says-forget-ukraine-dc-hawks-dragging-nato-taiwan-war

,,კრემლი, ალბათ, აღფრთოვანებულია ასეთი შედეგით“- ოლეგ ნიკოლენკო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოსთან საჰაერო კომუნიკაციის აღდგენას ეხმაურება.

უკრაინის საგარეო უწყების სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულად რჩება, კრემლი ფრენების აღდგენით აღფრთოვანებული იქნება.

„მსოფლიო ახორციელებს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი შეწყვიტოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარ ავიახაზებს მოსკოვში აგზავნის.

ამავდროულად, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულად რჩება. კრემლი, ალბათ, აღფრთოვანებულია ასეთი შედეგით“, – წერს ნიკილენკო „ტვიტერზე“.

AFP-ის ჟურნალისტის გარდაცვალების გამოსაძიებლად, უკრაინაში ფრანგი გამომძიებლები ჩავიდნენ

AFP-ის ჟურნალისტის, არმან სოლდინის გარდაცვალების გამოსაძიებლად, უკრაინაში ფრანგი გამომძიებლები ჩავიდნენ. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა, ჟან კაველიემ განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება უკრაინის ომში არმან სოლდინის დაღუპვის ფაქტზე და საქმე საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა.

“ჩვენ კავშირში ვართ გამოძიების ფრანგულ ნაწილთან, რადგან ისინი თანამშრომლობენ უკრაინის გენერალურ პროკურორთან. ჩვენ ვიცით, რომ გუშინ ოთხი გამომძიებელი ჩამოვიდა აქ საფრანგეთიდან და მათ დაიწყეს ჩვენების მოსმენა”, – განაცხადა კაველიემ.

მისივე თქმით, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ამ საქმეს დიდ ყურადღებას აქცევს, რადგან ჟურნალისტის მკვლელობა არ არის მხოლოდ სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ.

ცნობილია, რომ 10 მაისს უკრაინის ომში AFP-ის რეპორტიორის არმან სოლდინის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება
საფრანგეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა პროკურატურამ დაიწყო. ის კლასიფიცირებულია, როგორც ომის დანაშაული.

არმან სოლდინი სექტემბრიდან უკრაინაში ცხოვრობდა და ფრონტის ხაზზე რეგულარულად დადიოდა.

IMI-ს ცნობით, არმან სოლდინი გახდა 57-ე მედია პროფესიონალი, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა.

,,ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, რათა შევაჩეროთ ნავთობის ნაკადი რუსეთიდან ინდოეთში”- ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მკაცრი ზომები უნდა მიიღოს ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის ევროპაში გადაყიდვის წინააღმდეგ.

ბორელის თქმით, ბრიუსელმა იცის, რომ ინდური გადამამუშავებელი მწარმოებლები ყიდულობენ დიდი მოცულობის რუსულ ნედლ ნავთობს, სანამ გადაამუშავებენ მას ევროპაში გასაყიდ საწვავად.

ბორელმა აღნიშნა, რომ „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, რათა შევაჩეროთ ნავთობის ნაკადი რუსეთიდან ინდოეთში, რომელიც რუსული ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მყიდველი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

„თუ დიზელი ან ბენზინი ევროპაში შემოდის ინდოეთიდან და იწარმოება რუსული ნავთობის საფუძველზე, ეს, რა თქმა უნდა, სანქციების გვერდის ავლაა და წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები“, – დასძინა ბორელმა.

კორუფციული სკანდალი უკრაინის უზენაეს სასამართლოში

უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობა და მოსამართლეები ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილები. გამოძიების ფარგლებში, უკვე დაკავებულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ბრალის ოფიციალურად წაყენების მოლოდინშია.

დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში „თიბისი ბანკის“ ოფისში კრედიტოფიცერი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ი.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში, ნაცნობი, ამავე ბანკის თანამშრომელი – 1988 წელს დაბადებული ჯ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

პოლიციამ ი.შ. შემთხვევის ადგილზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტალიაში 2.7 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, რომელიც ბათუმის გავლით სომხეთში იგზავნებოდა

იტალიის პოლიციამ 800 მილიონი ევროს ღირებულების 2 700 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა, რომლის გადატანაც ბათუმის პორტის გავლით სომხეთში იგეგმებოდა.

Routers-ი წერს, ნარკოტიკული ნივთიერება ორ სამაცივრე კონტეინერში ბანანებთან ერთად ინახებოდა და იტალიაში ეკვადორიდან ჩავიდა. გამოცემა ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ კონტეინერის საბოლოო დანიშნულება სომხეთი იყო, სადაც თითქმის 3 ტონა კოკაინის ჩატანა საქართველოს, კერძოდ კი ბათუმის პორტის გავლით იგეგმებოდა.

იტალიის პოლიციის განცხადებით, ნარკოტიკები 12-მეტრიან კონტეინერში სპეციალური სკანერებისა და პოლიციის გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით აღმოაჩინეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იტალიის პოლიციამ ეკვადორიდან მომავალ ტვირთში ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინა. Routers-ის ცნობით, რამდენიმე დღით ადრე პოლიციამ ასევე გამოავლინა, ჯამში, 600 კილოგრამამდე კოკაინის გადატანის მცდელობა. აღნიშნულ შემთხვევებშიც ტვირთის დანიშნულების ადგილი ხორვატია, საბერძნეთი და საქართველო იყო.

,,20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გავათავისუფლეთ,,- ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.

„რამდენიმე დღეში ჩვენმა ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრი ბახმუტის გარეუბნის ჩრდილოეთით და სამხრეთით. ამავდროულად, მტერი გარკვეულწილად წინ მიიწევს თავად ბახმუტში და მთლიანად ანადგურებს ქალაქს არტილერიით. მძიმე ბრძოლები გრძელდება სხვადასხვა შედეგებით“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

„რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ!“ – პარლამენტის უკან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობის უკან საპროტესტო აქცია – „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ!“ მიმდინარეობს.

შეკრებილი მოქალაქეები რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას აპროტესტებენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ გარდამტეხ მომენტში, როდესაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია, რუსეთთან ფრენების აღდგენა გაუმართლებელი ნაბიჯია.

უკრაინას სრული აღდგენისთვის შესაძლოა, 250 მილიარდი დოლარი დასჭირდეს – EBRD

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ვარაუდობს, რომ უკრაინას ომის შემდეგ ინფრასტრუქტურის სრული აღდგენისთვის 250 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

EBDRD-ის განცხადებით უკრაინას 5 წლიანი გეგმა სჭირდება, რომლის ფარგლებშიც ყოველ წელს ქვეყანაში 50 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

„ხუთწლიანი აღდგენის პერიოდი მოითხოვს ყოველ წელს 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციას უცხოური კაპიტალის შემოდინების გზით. პოსტკონფლიქტური ეკონომიკის უმეტესობა მშვიდობის დროინდელი პერიოდის მაჩვენებელს სულ მცირე 25 წლის განმავლობაში ვერ უბრუნდება, თუმცა ეკონომიკების 29% რეალურად აღწევს ომამდელ მშპ-ის დონეს ერთ სულ მოსახლეზე კონფლიქტიდან 5 წლის შემდეგ. ეს კვლევა აერთიანებს წარმატებული რეკონსტრუქციის საერთო მახასიათებლებს, რომლებსაც შესაძლოა, უკრაინა მიჰყვეს.

იმისთვის, რომ უკრაინა ხუთ წელიწადში აღდგეს, ამ პერიოდის განმავლობაში მისი ეკონომიკა წელიწადში 14%-ით უნდა გაიზარდოს. ძირითადი მახასიათებელი, რომელიც საერთოა მდგრადი უკიდურესად მაღალი ეკონომიკური ზრდის პერიოდებისთვის არის ინვესტიციების მაღალი თანაფარდობა მშპ-სთან“, – აღნიშნულია EBRD-ის ანგარიშში.

საფრანგეთი, კანის 76-ე კინოფესტივალისთვის ემზადება (ფოტოები)

. ფრანგული რივიერა ლეონარდო დიკაპრიოს, ნატალი პორტმანს, ჰარისონ ფორდსა და სხვა მეგავარსკვლავებს ელოდება.

კინოფესტივალი 16 მაისს გაიხსნება, 27 მაისს კი ღონისძიების მთავარი ჯილდოს – ოქროს პალმის რტოს წლევანდელი მფლობელი გამოცხადდება. მთავარი პრიზისთვის 21 ფილმი იბრძოლებს.