იმის დაშვება, რომ შეიძლება სანქცირებული თვითმფრინავი ჩამოფრინდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას მოვემსახურებით – საქართველოს არც ერთი აეროპორტი, არ მოემსახურება არც ერთ სანქცირებულ საავიაციო ხომალდს ან ავიაკომპანიას, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც არ ხდება სანქცირებული ავია – ხომალდების მიღება, არის უსაფრთხოება, რადგან მათ მწარმოებელ კომპანიას სანქციების გამო შეზღუდული აქვთ თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება. „საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია თუ ავია -ხომალდი არ შემოვა საქართველოს აეროპორტებში. მეორე, რაც მინდა ხაზგასმით აღნიშნოს, ავიაცია არის მკაცრად კონტროლირებადი ინდუსტრია და იმის დაშვება, რომ შეიძლება სანქცირებული თვითმფრინავი ჩამოფრინდეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას მოვემსახურებით. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, საქართველოს არც ერთი აეროპორტი, არც თბილისის, არც ქუთაისის და არც ბათუმის აეროპორტები, არ მოემსახურება არც ერთ სანქცირებულ საავიაციო ხომალდს ან ავიაკომპანიას. ის კომპანიები, რომლებზეც ნებართვა გასცა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ავიაციის სააგენტოს პრეროგატივა, არ არიან სანქცირებული არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც ევროკავშირის მიერ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ხელმძღვანელობს საერთაშორისო პრინციპებით და სტანდარტებით, რის საფუძველზეც გასცემს ნებართვებს, შესაბამისად, თუ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გასცა ნებართვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის საერთაშორისო სტანდარტი, რაც არსებობს, დაკმაყოფილებულია. კიდევ ერთხელ, სწორედ ეს არის ის მიზეზი, რის გამოც არ ვემსახურებით საქართველოში სანქცირებულ საავიაციო ხომალდებს, რომელთაც შეზღუდული აქვთ მწარმოებლის მიერ კონკრეტული სერვისების მიწოდება“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
“არ გსმენიათ ტელეფონზე ზრდასრული მამაკაცის ტირილი, რომელსაც დედის ცხედრის თბილისში ჩასვენება სურს “- ზახაროვა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ქართველი პოლიტიკოსების უარყოფით რეაქციას ეხმაურება მოსკოვის გადაწყვეტილებაზე, თბილისთან საჰაერო კავშირების აღდგენის შესახებ. თავის Telegram არხზე მან აღნიშნა, რომ ფრენების გარშემო არსებული ვითარება აჩვენებს მათ დამოკიდებულებას მათი მოქალაქეების მიმართ. „თუ თქვენ წარმოადგენთ საკუთარ ხალხს და ასრულებთ არა ვინმეს შეკვეთას, ვერ იქნებით პირდაპირი ფრენის წინააღმდეგი, თუ გავითვალისწინებთ ორ ქვეყანაში ერთდროულად მცხოვრები მოქალაქეების და ოჯახების რაოდენობას. ასე რომ, თქვენ არასოდეს დაეხმარეთ ჩვილებს, მძიმე ავადმყოფებს და გაჭირვებულ ადამიანებს სახლში მისვლაში. ასე რომ, ჯერ არ გსმენიათ ტელეფონზე ტირილი ზრდასრული მამაკაცის, რომელსაც სურს დედის ცხედრის თბილისში დასაკრძალად ჩასვენება. ასე რომ, არასდროს გილაპარაკიათ მამასთნ, რომელმაც ბავშვისთვის ბილეთის ფული შეაგროვა, რათა საქართველოში ნათესავები ენახა“, – წერს ზახაროვა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, საქართველოდან პირდაპირი ფრენების აღდგენის კრიტიკოსებს, სავარაუდოდ, ეს არ გაუვლიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ „შერცხვებოდათ ამ სიგიჟეში მონაწილეობის“. მან ასევე დასძინა, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ პოზიციას არ ეხება. „დამიჯერეთ, თუ ერთხელ მაინც ვინმე ამჟამინდელი ყვირილიდან მსგავსი რამ განიცადა, ახლა შერცხვებოდა ამ სიგიჟეში მონაწილეობა. ეს ამბავი არის არა პოლიტიკური პოზიციის ყოფნის ან არარსებობის მაჩვენებელი, არამედ სიყვარული მათთვის, ვისაც სიტყვებით ზრუნავთ“, – ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსკოვიდან თბილისში ჩამოსულ რუსული ავიაკომპანია Azimuth-ის ფრენას არასასურველი უწოდა.
“მიხეილ სააკაშვილის ხმებია “ნაციონალური მოძრაობა”… “- დეკანოიძე
“ნაციონალურმა მოძრაობამ” შესაძლოა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერობის კანდიდატად მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი დაასახელოს. ამ ინფორმაციას ოპოზიციონერი დეპუტატები უკვე გამოეხმაურნენ.
ენმ-ის ყოფილი წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, საკითხის აქტუალობა ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან მისი შეფასებით, პარტია მიხეილ სააკაშვილის ხმებზე დგას.
“ფაქტია, რომ ბოლო NDI-ის კვლევით საკმაოდ პესიმისტური შედეგი აქვთ, ამიტომ ერთის მხრივ შესაძლებელია მათ საკუთარი ხმებისა და მომხრეების მობილიზაციისთვის იყენებდნენ მის[მიხეილ სააკაშვილის] პოლიტიკურ ფაქტორს და ეს ბუნებრივიც არის იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხმებია “ნაციონალური მოძრაობა” და მაშინ, როდესაც ამომრჩეველი ამ პარტიის მეტ-ნაკლებად ფრუსტრირებულია იმიტომ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდა შიდა არჩევნების შემდეგ, შესაძლებელია ეს იყოს ერთგვარი ფაქტორი,” – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ ხმაური იყო (ფოტოები)
სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“, სადაც, სავარაუდოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრის ქორწილი უნდა გაიმართოს, ხმაური იყო.
კერძოდ, ადგილზე მობილიზებულ პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც სასტუმროს ტერიტორიაზე რამდენიმე მიკროავტობუსი შევიდა. არსებული ინფორმაციით, სასტუმროში მიკროავტობუსებით, სავარაუდოდ, ქორწილის სტუმრები მივიდნენ.
აქტივისტებმა სასტუმროდან გამოსულ მიკროავტობუსებს კვერცხები დაუშინეს შეძახილებით: „რუსების ადგილი საქართველოში არ არის“
. მათი მანქანები კი ყვარლის ტბის სასტუმრომდე ქართულმა პოლიციამ კორდონით შეაცილა
პოლიცია აქტივისტებს მოუწოდებს, შლაგბაუმი არ გადაკვეთონ.
ინფორმაციისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!
ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.
სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, – ნათქვამია განცხადებაში.
,,უკრაინას მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ – ელი კოენი
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელი კოენის განცხადებით, მისი რუსეთში ასობით ათასი ებრაელი ცხოვრობს, ხოლო მოსკოვი ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ამიტომ ისრაელი უკრაინასთან მიმართებაში საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს და მორალურ მხარდაჭერით შემოიფარგლება, ამის შესახებ მან The Jerusalem Post-თან ინტერვიუში განაცხადა. ისრაელის მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას საერთაშორისო ინსტიტუტებში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ზელენსკის პოზიციას მშვიდობიან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, პატივს ვცემთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ისრაელი ერთადერთი ქვეყანაა ახლო აღმოსავლეთში, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრიც კიევში იმყოფებოდა და ეს რაღაცას ნიშნავს, თუმცა რუსეთი ახლო აღმოსავლეთში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე ასობით ათასი ებრაელი ცხოვრობს. შესაბამისად, მორალურ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას, თუმცა ვიცავთ ჩვენს და „რუსეთის ებრაული სააგენტოს“ უსაფრთხოების ინტერესებს. “, – განაცხადა ელი კოენმა.
გალის მეორე საჯარო სკოლაში დირექტორი ბავშვებს აბულინგებს – DRI
14 მაისს გალის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ახრა კვეკვესკირმა, პედაგოგებს და ბავშვებს დაავალა, რომ ვლადისლავ არძინბას დაბადების დღის პატივისცემით ნიშნად მისი საფლავი ყვავილებით შეემკოთ. არც ერთი პედაგოგი და მოსწავლე არ მისულა არძინბას საფლავზე. საპასუხოდ, მან, შეკრიბა მასწავლებლები/ბავშვები და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. 17 მაისს გაგრის მეორე საჯარო სკოლაში არძინბას ფოტოებით მოაწყო გამოფენა. კვეკვესკირმა თავის დასაზღვევად, რომ მოსწავლეებს უარი არ ეთქვათ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, ატესტატების არ გაცემით დაემუქრა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით გალის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, სკოლაში, 11 წელია, ყოველდღიურად, შეურაცხყოფს გალელებს, რა დროსაც, ეთნიკურ ნიშნს და საცხოვრებელ ადგილს უსვამს ხაზს.
,,მტერს და მოყვარეს ვერ არჩევთ?”- მანჯგალაძე ხელისუფლებას
„ეს არის ძალიან სამარცხვინო ამბავი არა იმიტომ, რომ საქართველო სტუმართმოყვარე არაა – ლავროვი და პუტინი საქართველოს სტუმრები არ არიან, ისინი არიან საქართველოს მტრები. ვინმე იტყვის ალბათ ოჯახმა და შვილებმა რა დააშავესო – ყველმა დააშავა. სანქცირებულია ეს ოჯახი. სამარცხვინოა ამ სასტუმროების განცხადება, სადაც ლავროვზე ხდება აპელირება, რომ ლავროვის გვარით არავინ ჰყავთ. ვინოკუროვა ხომ გყავთ? ქმრის გვარზე აქვთ რეგისტრაცია გავლილი. ეს არის სამარცხვინო ქმედება. სულში ჩაფურთხება 2008 წლის გმირი ბიჭების და ანწუხელიძის, რომელიც კახეთიდანაა. რა გჭირთ ხალხო, რა დაგემართათ, გროშების გამო… ყვარელთან პირდაპირ კავშირში იყო ადამიანი, თავისუფლებისთვის იბრძოდა, ილია ჭავჭავაძე გვეუბნებოდა – „მოყვრის მგმობი, მტრის ვერ მცნობი“. მტერს და მოყვარეს ვერ არჩევთ? ასეთს რას გიხდიან, რას დაგამსგავსათ ივანიშვილმა. როგორ შეიძლება ყველაფერი გავყიდოთ იმის გამო, რომ 2 გროშით მეტი მოვაგროვოთ? ეს ქმედება სამარცხვინოა. ხალხში ორივე განცდა არსებობს – გმირობისაც და სილაჩრისაც. ეს წამოწია „ქართულმა ოცნებამ“, რომ შეგიძლია კიკუსავით გროშის ფასად გაიხადო. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. ინფორმაციისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძეს, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.
,,რადიკალურ ოპოზიციას” რევოლუციური სცენარის განვითარება სურს ”- სეფაშვილი
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, “ხალხის ძალის” წევრი ეკა სეფაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის პროტესტი რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მათი “რადიკალური დღის წესრიგის შექმნას ემსახურება”.
მისი შეფასებით, “რადიკალურ ოპოზიციას” რევოლუციური სცენარის განვითარება სურს და ამას ემსახურება მათი ორმაგი სტანდარტები, ვაიპატრიოტიზმი და მიზანმიმართული მავნებლობა.
“ცოტა არ იყოს გასაკვირია “რადიკალური ოპოზიციის” ეს პროტესტი მაშინ, როდესაც საქართველოს სახმელეთო საზღვარი ღია აქვს რუსეთთან და, ასევე, ფრენების საშუალებით, ოღონდ შემოვლითი გზით – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან თუ სტამბულიდან სხვადასხვა მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე. მათი ეს ნარატივი, რომ, თურმე, რუსეთთან პირდაპირი ფრენები დაუშვებელია, მხოლოდ და მხოლოდ მათი რადიკალური დღის წესრიგის შექმნას ემსახურება. ასევე, მე მათ შევახსენებ, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ როგორ უხაროდათ, რომ ცალმხრივად მოხსნეს რუსეთთან სავიზო რეჟიმი და როგორი იმედი ჰქონდათ, რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების. ასე რომ, მათი ეს ორმაგი სტანდარტები, ვაიპატრიოტიზმი და მიზანმიმართული მავნებლობა საქართველოს სახელმწიფოს და ხალხის წინაშე მხოლოდ და მხოლოდ მათი რევოლუციური მიზნების განხორციელებას ემსახურება და სხვა არაფერს,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა. რუსეთის დედაქალაქიდან ჩამოფრენილმა რეისმა კი საქართველოში პოლიტიკური ვნებათაღელვა გამოიწვია. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე მხოლოდ არასანქცირებული რუსული კომპანიებისთვის არის ღია, ოპოზიცია ხელისუფლებას ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადახვევაში ადანაშაულებს. პუტინის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ, მმართველი გუნდის ოპონენტები რუსეთის მოქალაქეების მიმართ სავიზო რეჟიმის დაწესებასაც ითხოვენ.
ომის დაწყების შემდეგ პირველად აშშ-მა მსხვილ რუს ბიზნესმენს სანქციები მოუხსნა
ომის დაწყების შემდეგ პირველად აშშ-მა მსხვილ რუს ბიზნესმენს სანქციები მოუხსნა – აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, სასანქციო სიიდან ჯგუფ IBS-ის თანადამფუძნელის, ანატოლი კარაჩინსკის სახელია ამოღებული.
სანქციების მოხსნის მიზეზი უწყებაში არ განუმარტავთ.
კარაჩინსკი სასანქციო სიაში როგორც ბანკ „ოტკრიტიეს“ დამკვირვებელთა საბჭოს წევრი, 2022 წლის აპრილში მოხვდა. რამდენიმე დღეში კარაჩინსკიმ დაკავებული თანამდებობა დატოვა, შემდეგ კი კომპანია IBS-ში საკუთარი წილი გაყიდა.
2021 წელს კარაჩინსკი 800 მილიონი დოლარის ოდენობის ქონებით რუსეთის უმდიდრესი ადამიანების სიაში 149-ე ადგილს იკავებდა. კარაჩინსკი უკრაინის სასანქციო სიაშიც მოხვდა, ხოლო ევროკავშირს მის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია.
,,გავრილოვი არაფერია ამ „სტუმრებთან“, ესენი სტუმრები არ არიან, ესენი ოკუპანტები”- მელია
გავრილოვი არაფერია ამ „სტუმრებთან“, ესენი სტუმრები არ არიან, ესენი ოკუპანტები არიან, ამათთან შედარებით გავრილოვი იყო მარიონეტი. აქ უნდა შეისვას პუტინის სადღეგრძელო, აქ უნდა შეისვას რუსული არმიის სადღეგრძელო, აქ უნდა თქვან, “გაუმარჯოს რუსეთს, ძირს საქართველო და უკრაინა”, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ყვარლის ტბასთან“ განაცხადა, სადაც სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
როგორც მელია აცხადებს, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრს ქორწილის გამართვის საშუალება არ უნდა მისცენ.
„დილის 5 საათისთვის, მეგობრებთან ერთად ჩვენ მოვახერხეთ სასტუმრომდე მისვლა, ვიდრე პოლიციის მობილიზაცია მოხდებოდა, როგორც ჩანს, ყურადღება მოაკლეს და აღმოვჩნდით იქ, სადაც არ უნდა აღმოვჩენილიყავით. სიმართლე გითხრათ, გუშინ, როცა აქციაზე მყოფმა ეს ინფორმაცია მივიღე, სადღაც კიდევ არ მინდოდა დამეშვა, რომ აქ არიან და აქ აპირებენ ტაშ-ფანდურს ტერორისტული სახელმწიფოს, პუტინის მარჯვენა ხელის [ოჯახის წევრები], რომელიც ავტორია 2008 წლის ქართველების ხოცვა-ჟლეტის, დღეს კი, უკრაინელების. ნაწილი მათი დასავლეთის მიერ დასანქცირებულია.
ბავშვსაც ვერავინ დააჯერებს, რომ შეთანხმების გარეშე ხდება ის, რაც ხდება. მთელი აღმოსავლეთ საქართველოს სპეცსამსახურები აქ არიან, წყლის ჭავლის შესაბამისი მანქანა მოჰყავთ, თუკი რამით ახლა ისინი დაკავებული არიან, არის ის, რომ ქორწილი უზრუნველყონ, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ქორწილი არ შედგეს. ლავროვის სიძის ძმა არის მთავარი მასპინძელი, მისი ქორწილია, ლავროვის სიძე დასანქცირებულია, ლავროვის ქალიშვილი დასანქცირებულია, ლავროვის სიძის მამაც დასანქცირებულია. აქ უნდა შეისვას პუტინის სადღეგრძელო, აქ უნდა შეისვას რუსული არმიის სადღეგრძელო, აქ უნდა თქვან, „გაუმარჯოს რუსეთს, ძირს საქართველო და ძირს უკრაინა“. ეს ყველაფერი აქ უნდა მოხდეს, თავმოყვარეობის, ღირსების საკითხია, გავრილოვი არაფერია ამ „სტუმრებთან“, ესენი სტუმრები არ არიან, ესენი არიან ოკუპანტები, ამათთან შედარებით გავრილოვი იყო მარიონეტი, პუტინისთვის ვინ იყო – შეიძლება არც იცნობს ნორმალურად, ვინ იყო პოზნერი, არავინ იყო. კრემლის ნაწილია დღეს აქ, ყვარელში, ვლადიკავკაზიდან შემოიყვანეს და აპირებენ ძალიან ბოჰემური საღამოს მოწყობას. ამ სასტუმროში, ვინც ამ ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს სცემს და რუსეთი მტრად მიაჩნია სამართლიანად, ერთი საათიც აღარასდროს უნდა გაატაროს“, – განაცხადა მელიამ „ტვ პირველთან“.
ინფორმაციისთვის, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება.
მათივე ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება. ქორწილი ლავროვის სიძეს, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება.
სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაციის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ყვარლის ტბაზე“ სტუმრობა სიმართლე არ შეესაბამება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.
„გვსურს გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციას, რომელიც მედიაში ვრცელდება!
ვაცხადებთ, რომ ლავროვის შვილის სტუმრობა „ყვარლის ტბაზე“ არ შეესაბამება სიმართლეს, არც ლავროვის გვარით გვიფიქსირდება სტუმარი და არც აქამდე დაფიქსირებულა.
სამწუხაროდ მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს!“, – ნათქვამია განცხადებაში.