,,რუსეთთან ფრენების გაუქმებას ის ხალხი აპროტესტებს, ვინც რუსს საქართველოში ჩამოსვლას ეხვეწებოდა” – დავით ჩიხელიძე

108
spot_img

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელის დავით ჩიხელიძის განცხადებით, რუსეთთან ფრენების გაუქმებას ის ხალხი აპროტესტებს, ვინც რუსს საქართველოში ჩამოსვლას ეხვეწებოდა.

ჩიხელიძე აცხადებს, რომ ასეთი უპრინციპო ადამიანების მოწოდებაზე, გამოსვლა ნიშნავს, რომ არც წარსული იცი და არც ფრენების აღდგენის მნიშვნელობა.

„ბოლო დროს რუსთაველის გამზირზე შეკრება ტრადიციად იქცა, ყოველი შეკრება საზოგადოების უმწიფრობას, ანალიზის უნარის ნაკლებობას და საკითხის სიღრმისეული ცოდნის არარსებობას ნიშნავს, ასე იყო ადრე და ასეა დღეს. რუსეთთან ფრენების გაუქმებას ის ხალხი აპროტესტებს, ვინც რუსს საქართველოში ჩამოსვლას ეხვეწებოდა. ასეთი უპრინციპო ადამიანების მოწოდებაზე, გამოსვლა ნიშნავს, რომ არც წარსული იცი, არც ფრენების აღდგენის მნიშვნელობა.

ერთ მხარეს არიან ადამიანები, რომლებმაც აგვისტოს ომიდან ორი წლის შემდეგ რუსეთთან ფრენები აღადგინა და უვიზო მიმოსვლა დააწესა, ადამიანები რომლებიც 9 აპრილს რუს ტურისტებს ლარსის სასაზღვრო პუნქტზე დახვდნენ. ადამიანები, რომელთათვის რუსულ ფულს სუნი არ აქვს. ადამიანები რომლებიც მეორე სამშობლოდ რუსეთს თვლის, ადამიანები რუსული პასპორტით და ა.შ. მეორემხარეს კი დგას ძალა, რომელმაც ევროპასთან უვიზოზე მიმოსვლა დააწესა, გააღრმავა ეკონომიკური კავშირები, გააკეთა განცხადება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ა.შ.

შეხედეთ ფაქტებს, გააკეთეთ ანალიზი და თქვით ვინ არის პრორუსული ძალა? ოპოზიციამ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეიყვანა შეცდომაში. არ მიცეთ ქვეყნის მტრებს თქვენი გამოყენების საშუალება

პ.ს. რუსები ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან უპრობლემოდ შემოდიან, პირდაპირ ფრენებზე რატომ გაქვთ პროტესტი? მართლა მაინტერესებს, პირდაპირი ფრენები რას ცვლის“, – აცხადებს ჩიხელიძე.