,,მათი მთავარი მიზანი სკამი და პირადი კეთილდღეობაა”- ჩიხლაძე

67
spot_img

„პარტნიორობა ორმხრივი არსებობს, საქართველო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, მეორე მხარე კი შემხვედრ ნაბიჯებს არ დგამს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე წერს.

მისივე თქმით, შემოდგომაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება ერთადერთი სწორი, შედეგზე ორიენტირებული, ობიექტური გადაწყვეტილება იქნება.

„ოპოზიცია ჩამოყალიბდეს, მათი მიზანი ქვეყნის წინსვლის შეფერხებაა თუ მთავრობის კონსტრუქციული კრიტიკა. ოპოზიციის ყოველი ქმედება ადასტურებს, რომ მათ მთავარ მიზანს სკამი და პირადი კეთილდღეობა წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებაში ჩაერთვებოდნენ.

საპირისპიროს ვხედავთ სამთავრობო გუნდში, რომელიც პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით ევროინტეგრაციისთვის 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, პრემიერი ყველა ტრიბუნას იყენებს, რომ ცივილურ სამყაროს ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული საქართველოს პროგრესი აჩვენოს.

ადრეც დავწერე და განვმეორდები, პარტნიორობა ორმხრივი არსებობს, საქართველო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, მეორე მხარე კი შემხვედრ ნაბიჯებს არ დგამს. აღნიშნული საზოგადოებაში ნიჰილიზმს იწვევს რაც დასავლური სამყაროს ქმედების დამსახურებაა და არა საქართველოს ხელისუფლების.

შემოდგომაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება ერთადერთი სწორი, შედეგზე ორიენტირებული, ობიექტური გადაწყვეტილება იქნება. მაქვს მოლოდინი, რომ ევროპული ქვეყნები კიდევ ერთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და საქართველოს პროგრესს დადებით შეფასებას მიცემენ!