Home Blog Page 2084

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, დილიდან პოზიტიურად განეწყოთ და თქვენს ირგვლივ მეგობრული ატმოსფერო შექმნათ. ეს კონფლიქტური სიტუაციებისა და პროვოკაციების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს პარტნიორთან გულწრფელ საუბარს უნდა მოერიდოთ – შესაძლოა, უნებურად საკუთარი საიდუმლო გაამხილოთ და ურთიერთობა გაიფუჭოთ.

კურო

დროა, პირადი ცხოვრება და ურთიერთობები მოაწესრიგოთ. თქვენ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც ენერგიას გაცლიან და წინსვლაში ხელს გიშლიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სანამ გათავისუფლებულ ვაკანსიას დაიკავებთ, კარგად დაფიქრდეთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ.

ტყუპები

სირთულეებით სავსე, არახელსაყრელი დღეა. დილიდან გაღიზიანებული ხართ და განწყობა შეიძლება ნებისმიერმა წვრილმანმა გაგიფუჭოთ. ამ დღეს კონფლიქტი ფაქტობრივად, ცარიელ ადგილზე წარმოიქმნება. ეცადეთ ურთიერთობები მინიმუმამდე შეზღუდოთ, ნაკლები ისაუბროთ და კამათში არ ჩაერიოთ. ჯობს განმარტოვდეთ და დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ.

კირჩხიბი

დაღლილი და ძალაგამოცლილი ხართ, ამიტომ ახალი რთული საქმის დაწყება სამომავლოდ უნდა გადადოთ – თქვენი ენთუზიაზმი სწრაფად დასრულდება და საქმის შუა გზაზე მიტოვება მოგიწევთ. გაცილებით ნაყოფიერი იქნება გუნდური მუშაობა ან უკვე დაწყებული საქმეების დასრულება. გირჩევთ, საკუთარი ფინანსები აკონტროლოთ – მოსალოდნელია დანაკარგი ან ზარალი.

ლომი

გამორიცხული არ არის, რაღაც ავანტიურაში გაეხვიოთ ან დაუფიქრებელი მოქმედება ჩაიდინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი სურვილები აკონტროლოთ და მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით იმოქმედოთ. შოპინგისთვის ხელსაყრელი დღეა – ამ დღეს შეძენილი ნივთები დიდხანს მოგემსახურებათ და უამრავ სიამოვნებას გაჩუქებთ.

ქალწული

ახლობელ ადამიანებს თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ. მიეცით მათ დრო, რომ საკუთარ გრძნობებსა და სურვილებში გაერკვიონ. ამ დღეს შეიძლება ძველი იდეები და გეგმები წარმატებით განახორციელოთ. ახალი ადამიანების გაცნობა და შეხვედრები შეიძლება სასარგებლო იყოს, ამიტომ ეცადეთ, მთელი დღე საქმიან შეხვედრებზე გაატაროთ.

სასწორი

კამათისა და დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ეს დღე მარტოობაში გაატაროთ. დღევანდელ წყენას დიდხანს ვერ დაივიწყებთ, რაც ურთიერთობას გააფუჭებს. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, რადგან მისი დასრულებისთვის ძალა არ გეყოფათ და დროს ტყუილად დაკარგავთ. გირჩევთ მთელი ყურადღება სახლის საქმეებზე გადაიტანოთ, რაც სტრესისა და უარყოფითი ემოციებისგან გაგათავისუფლებთ.

მორიელი

ენერგიით და ენთუზიაზმით სავსე ხართ, ამიტომ შეგიძლიათ რთული საკითხები მოაგვაროთ და დიდი ხნის ჩანაფიქრი განახორციელოთ. მთავარია, არ გადაიღალოთ, რადგან ძალების აღდგენა გაგიჭირდებათ. დიდი ხნის უნახავ მეგობარს თქვენი დახმარება სჭირდება.

მშვილდოსანი

სხვა ადამიანებისგან გამუდმებით რაღაცის მოთხოვნა და პრეტენზიები შეიძლება გუნდურ მუშაობაზე უარყოფითად აისახოს. ეცადეთ, კოლეგების მიმართ უფრო ლმობიერი და კეთილგანწყობილი იყოთ. პირად თემებზე საუბარი შეიძლება სკანდალში გადაიზარდოს, ამიტომ გირჩევთ საუბრისთვის ნეიტრალური ან საქმიანი თემები აირჩიოთ.

თხის რქა

ეცადეთ, ძველი პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე მარტივი, მაგრამ გონივრული გზა აირჩიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს განვითარებულ მოვლენებზე ზედმეტი ემოციების გამოვლენას უარყოფითი შედეგები მოჰყვება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი სიახლეები შეიტყოთ, რომლებიც თქვენს მომავალს მთლიანად შეცვლის.

მერწყული

ამ დღეს შესაძლოა, ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ, ამიტომ მათთან ურთიერთობისთვის დრო უნდა გამონახოთ. მოლაპარაკებების ან ახალი პროექტების დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა. უმჯობესია ის პროექტები გააგრძელოთ, რომლებზეც დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯეთ. სურვილის შემთხვევაში შეიძლება დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე დაასრულოთ.

თევზები

რთული დღეა, რომელიც თქვენგან ყურადღების მოკრეფას და შრომისმოყვარეობას მოითხოვს. ეცადეთ თქვენს გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლოთ და მნიშვნელოვანი სიახლეები არ გამოგრჩეთ. გავლენიანი ადამიანი, რომელსაც დღეს შეხვდებით, მომავალ საქმიანობაში დაგეხმარებათ.

Звиад Хачидзе стал чемпионом Европы по АРМ-рестлингу

В Финляндии, в городе Лаука состоялася чемпионат Европы в формате Международной федерации по АРМ-рестлингу (IFA), в котором принимали участие ветераны и действующие спортсмены разных весовых категорий из 17 стран мира.

 

В составе сборной Грузии среди 13 спортсменов был ветеран войны и вооруженных сил, Звиад Хачидзе, который на родину вернулся с обладателем 2 золотых и 1 серебряной медалей. Указанный чемпионат был основан в 2019 году и в нем каждый год успешно принимают участие грузинские спортсмены. Сборная нашей страны чемпионат Европы в этом году завершила с 18 медалями. Грузинские спортсмены в разных весовых категориях в соревнованиях с справой и левой рукой завоевали 10 золотых, 6 серебряных и 2 бронзовые медали.

 

Государственная службы по делам ветеранов поздравляет ветерана войны и вооруженных сил Звиада Хачидзе с титулом победителя чемпионата Европы и желает ему еще многих побед и успехов в дальнейшем. Чемпион Европы Звиад Хачидзе готовится к Чемпионату Мира, который будет проходить в сентябре в столице Малайзии Куала-Лумпур. Надеемся, что наш именитый спортсмен из Малайзии также вернется победителем.

 

თარგამაძე 2012 წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებაზე

„მაშინ ჩვენ ვიომეთ, რუსეთი იყო ჩვენი მტერი, მაგრამ ვითარება სხვა იყო. ევროპასა და ამერიკაში ჯერ კიდევ არსებობდა რწმენა, რომ რუსეთის საზოგადოებას შეეძლო, რამე შეეცვალა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ 2012 წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინდელი ხელისუფლების მიერ სუვერენულად იყო მიღებული და რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან მისი შედარება არარელევანტურია.

„ჩვენ ვიყავით თავდაჯერებულები, რადგან ზედმიწევნით კარგად მუშაობდა კონტრდაზვერვა, რომელიც აგენტებს ავლენდა. ეს იყო ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილება, დასავლეთი მოგვიწოდებდა, რომ რუსულ საზოგადოებას არ უნდა აღვექვით მტრებად და ჩვენ ვთქვით, რომ კი ბატონო და გავუხსენით კარი პუტინის მტრებს. მაშინ ეს იყო ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილება და ახლა ჩვენ მივდევთ პუტინის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თარგამაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

საგარეჯოში მკვლელობა მოხდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი ქალი იპოვეს. ცხედარს სოფელ გომბორის მიმდებარედ, ივრის ჰესში მიაგნეს.

50 წლამდე ქალი, სავარაუდოდ, უზბეკეთის მოქალაქეა. თვითმხილველების თქმით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა მკვლელობის ბრალდებით, 60 წლამდე კაცი დააკავეს, რომელთანაც ქალი წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

ქალის მკვლელობის სავარაუდო მოტივად, ფინანსური ინტერესი სახელდება.შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

ისნის რაიონის გამგეობამ კაჩინსკის ქუჩაზე 32 ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოები განახორციელა

ისნის რაიონის გამგეობამ კაჩინსკის ქუჩაზე 32 ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოები განახორციელა, რის ნაცვლადაც ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 1 000 კვ.მ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
ავტოფარეხების აღების სამუშაოების პარალელურად, ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და ახალი სივრცის მოწყობის პროექტი მათთან ერთად დეტალურად განიხილა.
აღნიშნული ტერიტორია დაბინძურებული იყო. ადგილობრივ მოსახლეობას დასასვენებელი სივრცე ამ დრომდე არ ჰქონია.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე. ტერიტორია გაზონით შემოისაზღვრება, გამწვანდება და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება, ასევე, დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები, დაიგება დეკორატიული ფილები.
სკვერში ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარი განთავსდება და მოეწყობა საპარკინგე ზონა

,,ამერიკულ 2 ბომბდამშენი რუსეთის საზღვარს მიუახლოვდა“ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი ამერიკული ბომბდამშენი აღმოაჩინეს, რომლებიც რუსეთის საზღვარს ბალტიის ზღვის მხრიდან უახლოვდებოდა.

მოსკოვი აცხადებს, რომ ორი ბომბდამშენისთვის გზის გადასაჭრელად და საზღვარზე რაიმე შეჭრის აღკვეთის მიზნით მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა.

რუსი ოფიციალური პირების თქმით, საზღვართან გამოჩენილი თვითმფრინავები აშშ-ის საჰაერო ძალების სტრატეგიული ბომბდამშენები იყვნენ და მათ საზღვარი არ გადაუკვეთიათ.

„მოდით გავერკვეთ, ვინ უფრო ემსახურება რუსეთის ინტერესებს?…”- ზაალ ანჯაფარიძე

„მოდით გავერკვეთ, ვინ უფრო ემსახურება რუსეთის ინტერესებს? ხელისუფლება რომელიც ამ ურთულეს ვითარებაში ავად თუ კარგად მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს, თუნდაც ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების და საკუთარი პოლიტიკური რისკების ფასად, თუ ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებულია კოლიზიების და ქაოსის შექმნაზე?“ – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რაც უფრო მძლავრია დესტაბილიზაცია, მით უფრო მეტი ადამიანის სურვილია „ძლიერი ხელის“ მიერ ქაოსის მომწყობი პირების მოთოკვა.

ექსპერტის განმარტებით, ასეთი მიდგომა სწორედ რუსეთს აქვს და შესაბამისად, ოპოზიციის ქმედებებიც აღნიშნული ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

„მოდით გავერკვეთ, ვინ უფრო ემსახურება რუსეთის ინტერესებს? ხელისუფლება რომელიც ამ ურთულეს ვითარებაში ავად თუ კარგად მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს, თუნდაც ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების და საკუთარი პოლიტიკური რისკების ფასად, თუ ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებულია კოლიზიების და ქაოსის შექმნაზე? რაც უფრო მძლავრობს ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია, მით უფრო მეტად უჩნდება სულ უფრო მეტ ადამიანს ნოსტალგია „ძლიერ ხელზე“ „თავგასული დემოკრატების მოთოკვაზე“, „რკინისებურ დისციპლინაზე“ და ა. შ. ვისთან ასოცირდება ეს და სად ვხედავთ ამ ყოველივე ხომ ვიცით? ვიცით! მაშ ვის ინტერესებს ემსახურება ოპოზიციის ქმედებები? რუსეთის!” – წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუკზე.

,,შეცდომაა იმის დაჯერება, რომ რუსეთი უკრაინაში ომით დასუსტებულია” – ლატვიის თავდაცვის მინისტრი

„რუსული არმიის დიდი დანაკარგის მიუხედავად, შეცდომაა იმის დაჯერება, რომ რუსეთი უკრაინაში ომით დასუსტებულია და არ შეუძლია ახალი სტრატეგიული სიურპრიზების განხორციელება, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეცემ ჩრდილოეთ ჯგუფის თავდაცვის მინისტრებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთი გააგრძელებს ჰიბრიდული და ბირთვული საფრთხეების ფართო არსენალის გამოყენებას უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის დასაშინებლად და შესუსტების მიზნით. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და თანმიმდევრული უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერაში და ვიყოთ მამოძრავებელი ძალა, რომელიც აერთიანებს დასავლურ დემოკრატიას უკრაინის ყველა სახის მხარდაჭერისთვის“, – აცხადებს ლატვიის თავდაცვის მინისტრი.

„საბჭოთა პერიოდამდე უკრაინა, როგორც სახელმწიფო, არ არსებობდა“ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, საბჭოთა მმართველობის დროს შეიქმნა და მანამდე არ არსებობდა.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს მიწები [უკრაინის ტერიტორია] უბრალოდ მოსკოვის სამეფოს ნაწილი იყო. მხოლოდ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაიწყო ყველა სახის კვაზისახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ჩამოყალიბება და საბჭოთა მთავრობამ შექმნა საბჭოთა უკრაინა, ეს საყოველთაოდ ცნობილია. მანამდე უკრაინა კაცობრიობის ისტორიაში არასდროს ყოფილა“, – განაცხადა პუტინმა.

24 მაისს ექსპოზიცია „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა” გაიხსნება

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 24 მაისს ექსპოზიცია „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა” გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა, რომელიც 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიას ასახავს. დოკუმენტებს შორისაა როგორც პირველი რესპუბლიკის სიმბოლიკა – დამოუკიდებლობის აქტები, გერბისა და დროშის ესკიზები, ჰიმნის ნოტები – ისე 26 მაისის საზეიმო აღნიშვნის შესახებ დოკუმენტები და ქვეყნის პოლიტიკური, საზოგადოებრივი თუ კულტურული ცხოვრების ამსახველი საარქივო მასალა.

ამასთან, დამთვალიერებელი იხილავს პირველი რესპუბლიკის პერიოდის იარაღების მულაჟებს.

გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.

ვინ არის კაცი, რომელიც ხაბეიშვილთან ერთად გამოჩნდა?

“ნაციონალურ მოძრაობაში” ადასტურებენ, რომ თანამშრომლობას იწყებენ ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა  მოძრაობასთთან. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს  ხან სახელმწიფოებრივ გადატრიალებაში ადანაშაულებდა და ხან სისხლიანი რევოლუციის შემოქმედად ასახელებდა.

ლევან ხაბეიშვილი “პირველებთან” ამბობს, რომ  გია ბერძენიძეს სააკაშვილის მხარდამჭერად აქცევს:

,,ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, გუშინ რომ სააკაშვილს ლანძღავდა, არათუ აღარ გალანძღოს, მიხეილ სააკაშვილის მხარეს იყოს. სააკაშვილის იდეალებისთვის იბრძოლოს. დიახ, ეს ადამიანი იყო “ოცნების,, მომხრე, დიახ აკეთებდა კონკრეტულ განცხადებებს, მაგრამ დღეს არის აბსოლუტურად სხვა აზრზე და მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ვინც იყო მიხეილ სააკაშვილის მტერი, გახდეს მისი მოკავშირე. ეგ არის მუშაობა, ეგ არის შრომა და ეგ არის სწორი დამოკიდებულება, რომ ვინც იყო მტერი, ის უნდა გავიხადოთ ჩვენ თანამებრძოლად. მე გავაგრძელებ ასეთ მუშაობას, განსაკუთრებით “ოცნების” გულმხურვალე გულშემატკივრები რომ იყვნენ”

თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შესახებ სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

„ბოლო პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 8 შემთხვევა, ძირითადად სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში. რვავე პაციენტი მოთავსებულ იქნა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში. ყველა გადარჩა. 6 მათგანი უკვე გაეწერა, 2 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ცხელი სეზონის დადგომასთან ერთად საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აქტუალური ხდება ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების გავრცელება. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს, რაც განპირობებულია ამ დაავადებით გამოწვეული მაღალი ლეტალობით: 10-40% (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია), მაღალი გადამდებლობით და ეფექტიანი სპეციფიკური სამკურნალო მედიკამენტების/ვაქცინების პრაქტიკულად არარსებობით. განიხილება ანტივირუსული მედიკამენტის რიბავირინის გამოყენება, თუმცა მყარი მტკიცებულებები მის ეფექტიანობაზე ჯერჯერობით არ არის.

ინფექციის რეზერვუარები არიან მრავალრიცხოვანი შინაური და გარეული ცხოველები (თაგვები, ზღარბები, კურდღლები, ძროხები, ცხვრები, თხები და სხვ.), რომლებზეც ტკიპები პარაზიტობენ. ადამიანების 80-90% ინფიცირდება ტკიპების ნაკბენის, ასევე ინფიცირებული ცხოველის/საქონლის სისხლთან ან ქსოვილებთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად (მაგალითად ცხოველის დაკვლის დროს). ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და/ან ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას (რისკი მაღალია სამედიცინო მანიპულაციების ან გვამთან შეხების დროს).

შესაბამისად, რისკის ჯგუფებს მიეკუთვნება: სოფლის მეურნეობის მუშაკები, მესაქონლეები, ცხოველთა სასაკლაოს მუშაკები, ვეტერინარები, სამხედროები, მედიცინის მუშაკები, მოგზაურები (ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების ენდემურ რეგიონებში) და საქართველოში ინფექცია ძირითადად გხვდება სამცხე-ჯავახეთში (ახალციხის, ადიგენის, ასპინძის რაიონები) და შიდა ქართლში (კასპის, ხაშურის, გორის რაიონები), თუმცა იშვიათად ერთეული შემთხვევები გხვდება სხვა რაიონებშიც. ინფექციის შემთხვევები ძირითადად გხვდება აპრილ-მაისიდან ოქტომბრამდე – როცა ტკიპები აქტიურდებიან. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2022 წელს ქვეყანაში დაფიქსირებული იყო ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 47 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 39 პაციენტი მკურნალობდა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში, ხოლო 8 პაციენტი – სხვა კლინიკებში. 2022 წელს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში ნამკურნალები პაციენტებს შორის არცერთი ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. სხვა კლინიკებში მყოფი 8 პაციენტიდან გარდაიცვალა 3 პაციენტი. შესაბამისად, 2022 წელს ქვეყანაში გამოვლენილ ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით პაციენტებში ლეტალობის მაჩვენებელმა შეადგინა 6,4%-ს, რაც ამ დაავადებისთვის ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

ხოლო ბოლო 10 წლის მანძილზე ლეტალობის მაჩვენებელი საშუალოდ დაახლოებით 10-11%-ია, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპის ქვეყნებში. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება იწყება უეცრად და ახასიათებს შემდგომი სიმპტომები: თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, თვალების, სახის და კისრის მიდამოს სიწითლე, სისხლჩაქცევები (წითელი, ყავისფერი ან იასამნისფერი ლაქები კანზე), სისხლდენა ღრძილებიდან და შინაგანი ორგანოებიდან, გამონაყარი (პეტექიური, მაკულო-პაპულოზური) სახსრებისა და კუნთების ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, სიყვითლე, სისხლში თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და სხვ. შესაძლოა იყოს ფარდობითი ბრადიკარდია. დიაგნოზის დადასტურება ხდება ლაბორატორიული კვლევებით (PCR ტესტი, ანტისხეულები და სხვ.). მკურნალობა მოიცავს, როგორც ანტივირუსულ მკურნალობას (რიბავირინით), ისე დამხმარე და სიმპტომურ თერაპიას.

დაავადების პრევენცია გულისხმობს: ტკიპების საწინააღმდეგოდ პირადი პროფილაქტიკის დაცვას (სპეცტანსაცმელი, რეზინის ფეხსაცმელი, ხელთათმანები); ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დამუშავებას აკარაციდებით (ტკიპების გამანადგურებლებით); კანის რეპელენტების (მწერების, ტკიპების დამაფრთხობლების) გამოყენებას; ავადმყოფი ცხოველის იზოლაციას; საქონლის დაკვლაში მონაწილეობისას ხელთათმანების გამოყენებას და სხვ. მნიშვნელოვანია, რომ ტკიპა ადამიანის კანიდან მოცილებული უნდა იყოს შეძლებისდაგვარად მალე პინცეტის მეშვეობით, ისე რომ კანში არ ჩარჩეს ტკიპის პირის ნაწილები.

ტკიპის მოშორების შემდეგ ნაკბენი ადგილი და ხელები საფუძვლიანად უნდა დამუშავდეს ალკოჰოლის შემცველი ხსნარით, ან საპნითა და წყლით. დაავადების დამძიმების და შესაბამისად, არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად უაღრესად მნიშვნელოვანია მკურნალობის დროული დაწყება, ამიტომ პაციენტმა დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული და ზუსტი დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

მინდა მივმართო აგრეთვე ოჯახის ექიმებს და კლინიკებს, რომ ვინაიდან ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება მიეკუთვნება განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს მაღალი ლეტალობით, სასურველია, რომ ამ დაავადებაზე საეჭვო ყველა ავადმყოფი გადაყვანილ იქნეს ინფექციური პროფილის სპეციალიზებულ რეფერალურ კლინიკაში, რომელთაც აქვთ ამ დაავადების მართვის სერიოზული გამოცდილება“, – წერს ცერცვაძე სოციალურ ქსელში.