,,შეცდომაა იმის დაჯერება, რომ რუსეთი უკრაინაში ომით დასუსტებულია” – ლატვიის თავდაცვის მინისტრი

86
spot_img

„რუსული არმიის დიდი დანაკარგის მიუხედავად, შეცდომაა იმის დაჯერება, რომ რუსეთი უკრაინაში ომით დასუსტებულია და არ შეუძლია ახალი სტრატეგიული სიურპრიზების განხორციელება, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეცემ ჩრდილოეთ ჯგუფის თავდაცვის მინისტრებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთი გააგრძელებს ჰიბრიდული და ბირთვული საფრთხეების ფართო არსენალის გამოყენებას უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის დასაშინებლად და შესუსტების მიზნით. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და თანმიმდევრული უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერაში და ვიყოთ მამოძრავებელი ძალა, რომელიც აერთიანებს დასავლურ დემოკრატიას უკრაინის ყველა სახის მხარდაჭერისთვის“, – აცხადებს ლატვიის თავდაცვის მინისტრი.