24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

258
spot_img

ვერძი

ეცადეთ, დილიდან პოზიტიურად განეწყოთ და თქვენს ირგვლივ მეგობრული ატმოსფერო შექმნათ. ეს კონფლიქტური სიტუაციებისა და პროვოკაციების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს პარტნიორთან გულწრფელ საუბარს უნდა მოერიდოთ – შესაძლოა, უნებურად საკუთარი საიდუმლო გაამხილოთ და ურთიერთობა გაიფუჭოთ.

კურო

დროა, პირადი ცხოვრება და ურთიერთობები მოაწესრიგოთ. თქვენ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც ენერგიას გაცლიან და წინსვლაში ხელს გიშლიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სანამ გათავისუფლებულ ვაკანსიას დაიკავებთ, კარგად დაფიქრდეთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ.

ტყუპები

სირთულეებით სავსე, არახელსაყრელი დღეა. დილიდან გაღიზიანებული ხართ და განწყობა შეიძლება ნებისმიერმა წვრილმანმა გაგიფუჭოთ. ამ დღეს კონფლიქტი ფაქტობრივად, ცარიელ ადგილზე წარმოიქმნება. ეცადეთ ურთიერთობები მინიმუმამდე შეზღუდოთ, ნაკლები ისაუბროთ და კამათში არ ჩაერიოთ. ჯობს განმარტოვდეთ და დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ.

კირჩხიბი

დაღლილი და ძალაგამოცლილი ხართ, ამიტომ ახალი რთული საქმის დაწყება სამომავლოდ უნდა გადადოთ – თქვენი ენთუზიაზმი სწრაფად დასრულდება და საქმის შუა გზაზე მიტოვება მოგიწევთ. გაცილებით ნაყოფიერი იქნება გუნდური მუშაობა ან უკვე დაწყებული საქმეების დასრულება. გირჩევთ, საკუთარი ფინანსები აკონტროლოთ – მოსალოდნელია დანაკარგი ან ზარალი.

ლომი

გამორიცხული არ არის, რაღაც ავანტიურაში გაეხვიოთ ან დაუფიქრებელი მოქმედება ჩაიდინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი სურვილები აკონტროლოთ და მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით იმოქმედოთ. შოპინგისთვის ხელსაყრელი დღეა – ამ დღეს შეძენილი ნივთები დიდხანს მოგემსახურებათ და უამრავ სიამოვნებას გაჩუქებთ.

ქალწული

ახლობელ ადამიანებს თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ. მიეცით მათ დრო, რომ საკუთარ გრძნობებსა და სურვილებში გაერკვიონ. ამ დღეს შეიძლება ძველი იდეები და გეგმები წარმატებით განახორციელოთ. ახალი ადამიანების გაცნობა და შეხვედრები შეიძლება სასარგებლო იყოს, ამიტომ ეცადეთ, მთელი დღე საქმიან შეხვედრებზე გაატაროთ.

სასწორი

კამათისა და დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ეს დღე მარტოობაში გაატაროთ. დღევანდელ წყენას დიდხანს ვერ დაივიწყებთ, რაც ურთიერთობას გააფუჭებს. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, რადგან მისი დასრულებისთვის ძალა არ გეყოფათ და დროს ტყუილად დაკარგავთ. გირჩევთ მთელი ყურადღება სახლის საქმეებზე გადაიტანოთ, რაც სტრესისა და უარყოფითი ემოციებისგან გაგათავისუფლებთ.

მორიელი

ენერგიით და ენთუზიაზმით სავსე ხართ, ამიტომ შეგიძლიათ რთული საკითხები მოაგვაროთ და დიდი ხნის ჩანაფიქრი განახორციელოთ. მთავარია, არ გადაიღალოთ, რადგან ძალების აღდგენა გაგიჭირდებათ. დიდი ხნის უნახავ მეგობარს თქვენი დახმარება სჭირდება.

მშვილდოსანი

სხვა ადამიანებისგან გამუდმებით რაღაცის მოთხოვნა და პრეტენზიები შეიძლება გუნდურ მუშაობაზე უარყოფითად აისახოს. ეცადეთ, კოლეგების მიმართ უფრო ლმობიერი და კეთილგანწყობილი იყოთ. პირად თემებზე საუბარი შეიძლება სკანდალში გადაიზარდოს, ამიტომ გირჩევთ საუბრისთვის ნეიტრალური ან საქმიანი თემები აირჩიოთ.

თხის რქა

ეცადეთ, ძველი პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე მარტივი, მაგრამ გონივრული გზა აირჩიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს განვითარებულ მოვლენებზე ზედმეტი ემოციების გამოვლენას უარყოფითი შედეგები მოჰყვება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი სიახლეები შეიტყოთ, რომლებიც თქვენს მომავალს მთლიანად შეცვლის.

მერწყული

ამ დღეს შესაძლოა, ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ, ამიტომ მათთან ურთიერთობისთვის დრო უნდა გამონახოთ. მოლაპარაკებების ან ახალი პროექტების დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა. უმჯობესია ის პროექტები გააგრძელოთ, რომლებზეც დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯეთ. სურვილის შემთხვევაში შეიძლება დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე დაასრულოთ.

თევზები

რთული დღეა, რომელიც თქვენგან ყურადღების მოკრეფას და შრომისმოყვარეობას მოითხოვს. ეცადეთ თქვენს გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლოთ და მნიშვნელოვანი სიახლეები არ გამოგრჩეთ. გავლენიანი ადამიანი, რომელსაც დღეს შეხვდებით, მომავალ საქმიანობაში დაგეხმარებათ.