თარგამაძე 2012 წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებაზე

79
spot_img

„მაშინ ჩვენ ვიომეთ, რუსეთი იყო ჩვენი მტერი, მაგრამ ვითარება სხვა იყო. ევროპასა და ამერიკაში ჯერ კიდევ არსებობდა რწმენა, რომ რუსეთის საზოგადოებას შეეძლო, რამე შეეცვალა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ 2012 წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინდელი ხელისუფლების მიერ სუვერენულად იყო მიღებული და რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან მისი შედარება არარელევანტურია.

„ჩვენ ვიყავით თავდაჯერებულები, რადგან ზედმიწევნით კარგად მუშაობდა კონტრდაზვერვა, რომელიც აგენტებს ავლენდა. ეს იყო ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილება, დასავლეთი მოგვიწოდებდა, რომ რუსულ საზოგადოებას არ უნდა აღვექვით მტრებად და ჩვენ ვთქვით, რომ კი ბატონო და გავუხსენით კარი პუტინის მტრებს. მაშინ ეს იყო ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილება და ახლა ჩვენ მივდევთ პუტინის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თარგამაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.