გივი თარგამაძე არის ჩვეულებრივი კრიმინალი, თუნდაც იმ განცხადებების გამო, რასაც აკეთებს. კარგად გვახსოვს მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს როგორ ექცეოდნენ მოძალადეებს კი არა, ნებისმიერ მომიტინგეს, რომელიც მშვიდობიანად გამოვიდოდა რუსთაველზე და როგორ უყვიროდა ქართველ ხალხს მაშინ, სულს ამოგხდით, თქვე ნაძირალებოო. დღეს საპირისპირო, ხელისუფლების საწინააღმდეგო ძალადობის კულტურის დანერგავს ცდილობს, რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვა და დაისჯება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.
სუბარმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები შეაფსა, რომელიც ქვეყანაში მუდმივად არეულობას უკავშირდება.
„თუ გივი თარგამაძეს აქვს რაიმეს თავი, სხვას კი ნუ მოუწოდებს, გამოვიდეს და თვითონ დაწვას პოლიციის მანქანა. ნახავს, რაც მოუვა და როგორც აგებს პასუხს. იქ ერთი მანქანა კი არ დაიწვა, იქ სამოცამდე პოლიციელს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს და შემთხვევით მოხდა, რომ არავინ არ მოკვდა. იქ პარლამენტზე იყო შტურმი და პარლამენტის მინებს ამსხვრევდნენ ქვებით. მართლა ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთ ადამიანზე რომ არის საქმე აღძრული, სწორი არ უნდა იყოს – ყველამ უნდა აგოს პასუხის, ისევე, როგორც ეს ევროპაში ხდება.
რაც შეეხება იმ მოწოდებებს, რომ რაც მარტში ვერ გააკეთეს, ახლა უნდა გააკეთონ, ამის მცდელობა სულ ექნებათ, მაგრამ ცნობილი გამოთქმაა, რომ შეიძლება მოატყუო ბევრი ადამიანი ერთხელ ორჯერ, ცოტა ადამიანი – ბევრჯერ, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ. ხალხი მიხვდა უკვე, რომ ასე ადვილად არ უნდა წამოეგოს ამათ ცრუ პათოსს, ამ ტყუილებს, „რუსეთი-რუსეთის“ ძახილს და შედეგიც მივიღეთ – როცა ყვარლის ამბებზე თბილისში მიტინგი გამართეს, მაქსიმუმ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო. ასე იქნება ყოველთვის“, – განაცხადა სუბარმა.