,,აშშ განიხილავს ცეცხლის შეწყვეტის ვარიანტს სამშვიდობო მოლაპარაკებების გარეშე” – Politico

61
spot_img

თეთრი სახლი შეშფოთებულია, რომ უკრაინის კონტრშეტევა არ გაამართლებს მოლოდინს – და განიხილავს ცეცხლის შეწყვეტის ვარიანტს სამშვიდობო მოლაპარაკებების გარეშე, წერს Politico აშშ-ს ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობით. „თეთრი სახლის ბოლო შეფასებით უკრაინამ შესაძლოა გარკვეული პროგრესი მიაღწიოს სამხრეთ და აღმოსავლეთში, მაგრამ ვერ შეძლებს გასული წლის წარმატების გამეორებას“, – ნათქვამია სტატიაში. აშშ-ს ოფიციალური პირები სკეპტიკურად უყურებენ, რომ უკრაინა ყირიმთან სახმელეთო დერეფანს გაწყვეტს. ამავდროულად, პენტაგონში ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ უკრაინას შეუძლია მიუახლოვდეს რუსეთის მიწოდების მარშრუტებს სამხრეთში – “მაშინაც კი, თუ სრული გამარჯვება ახლად გაძლიერებულ რუსულ ძალებზე ძალიან რთული აღმოჩნდება”. მაგრამ ზოგადად, აშშ-ს დაზვერვა მიუთითებს, რომ უკრაინას უბრალოდ „არ აქვს უნარი, გაიყვანოს სრულად გაწმინდოს ტერიტორია რუსული ჯარებისგან “. ასე რომ, ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება კრიტიკის ტალღებისთვის  თეთრ სახლში და საზღვარგარეთ მოკავშირეებისგან, რომ ამერიკამ  ვერ გაამართლა მოლოდინი.

,,ქორები” იტყვიან, რომ უკრაინა წარმატებული იქნებოდა, თუ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევს მისცემდა ყველაფერს,  – უფრო გრძელი რადიუსის რაკეტებს, მოიერიშე თვითმფრინავებს და საჰაერო თავდაცვას. თეთრ სახლში საუბრობენ იმაზეც რომ უკრაინის ბოლო კონტრშეტევიდან გამომდინარე ნათელი გახდა უკრაინული არმია ვერ შეძლებს რუსეთის სრულად განდევნას ტერიტორიიდან. ეს არც კი ითვალისწინებს ამერიკის მოკავშირეების რეაქციას, ძირითადად ევროპაში, რომლებმაც შესაძლოა უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები უფრო მიმზიდველ ვარიანტად მიიჩნიონ. გამოცემა წერს, რომ კიევი, რიგი შეფასებების მიხედვით, მზადაა განიხილოს მიზნების კორექტირება, „და უფრო მოკრძალებული მიზანი შეიძლება უფრო ადვილი იყოს გამარჯვებად წარმოაჩინოს“. შეერთებულ შტატებში მიმდინარეობს დისკუსია უკრაინელებისთვის ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე, მაგრამ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გარეშე – ეს “უტოვებს შესაძლებლობას უკრაინას მომავალში დაუბრუნოს თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილი”. ამ ვარიანტზე დათანხმებისთვის, „კიევს უნდა მიეცეს სტიმული: შესაძლოა უსაფრთხოების გარანტიები, როგორიცაა ნატო, ეკონომიკური დახმარება ევროკავშირისგან, დამატებითი სამხედრო დახმარება უკრაინული ძალების შესავსებად და გასაძლიერებლად და ა.შ. თეთრმა სახლში იმედოვნებენ, ჩინეთი შეეცდება დაითანხმოს პუტინი და დაიწყოს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ