ხუთშაბათი, ივნისი 1, 2023
spot_img
HomeT0P სიახლეები"უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ომის დროს დღის წესრიგში არაა" - იენს სტოლტენბერგი

“უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ომის დროს დღის წესრიგში არაა” – იენს სტოლტენბერგი

spot_img

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ომის დროს დღის წესრიგში არაა.

სტოლტენბერგმა აღნიშნული განცხადება ბრიუსელში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, რომლის ორგანიზატორიც აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდია.

როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ივლისში, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად დაესწრება ნატოს ვილნიუსის სამიტს.

მანამდე, ამერიკული გამოცემა Washington Post-ი წერდა, რომ ალიანსში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ მიწვევას უკრაინა, 11-12 ივლისის ვილნიუსის სამიტზე, არ მიიღებს.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები