Home Blog Page 2066

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის მოქალაქეებს მიმართა და თავი არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა (ფოტოები)

თურქეთის მოქმედმა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში თავის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მან თავი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად გამოაცხადა და მოქალაქეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლიერება გამოვხატო ჩემი ერისადმი, რადგან მან დემოკრატიის დღესასწაული გვაჩუქა. მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენი ერის ყველა წარმომადგენელს, რომლებმაც კიდევ ერთხელ მანდეს მომდევნო 5 წლის განმავლობაში ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა, მადლობა იმ არჩევანისთვის, რომელიც მათ გააკეთეს“, – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ დროისთვის დათვლილია ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების 54,6%. აქედან 54,47% ერგო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს. 45,53% კი მის ოპონენტს ქემალ კილიჩდაროღლუს.

 

,,ხან ტალახიდან, ხან ნაფთალინიდან, ხან პოლიტიკური ნაგვიდან, პერიოდულად ვიღაცები წამოყოფენ თავს”- ვოლსკი

ხან ტალახიდან, ხან ნაფთალინიდან, ხან პოლიტიკური ნაგვიდან, პერიოდულად ვიღაცები წამოყოფენ თავს და კვლავ ისევ დაპირისპირებაზე, სისხლისღვრაზე, შეჯახებებზე საუბრობენ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირას“ გივი თარგამაძის ცნობილ მუქარაზე, ასევე, რადიკალური ოპოზიციის ჩაშლილ გეგმებზე საუბრისას განუცხადა.

„გივი თარგამაძეზე ამდენი საუბარი არ ღირს, თორემ გივი თარგამაძეა მთლიანობაში ყველა. შესაძლოა, ოდნავ უკეთესია, ვიდრე ვთქვათ, ლევან ხაბეიშვილი. რითაც თავი დაგვამახსოვრა, ეს არის „სულს ამოგხდით!“, რითაც ცდილობს რომ თავი დაგვამახსოვროს ამან (ხაბეიშვილმა), ეს არის „ქურქუმალ ვაითი“ – მეტი არაფერი. ამის უკან არც ინტელექტი დევს, არც კუნთი, არც ძალა, მხოლოდ პროვოცირების ასეთი დაუოკებელი, გააფთრებული ჟინი და ინტერესი.

არ ვიცი რა ვუწოდო: ხან ტალახიდან, ხან ნაფთალინიდან, ხან პოლიტიკური ნაგვიდან, პერიოდულად ვიღაცები წამყოფენ თავს და კვლავ ისევ დაპირისპირებაზე, სისხლისღვრაზე, შეჯახებებზე საუბრობენ, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა ჩვეულებრივად, მათ შორის უკრაინიდან გეგმავდა ასეთი განვითარების ორგანიზებას საქართველოში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

,,საზოგადოებასა და ფართო გაგებით „ნაცმოძრაობას“ შორის მოლაპარაკება და მორიგება შეუძლებელია”- შათირიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი გარკვეული ჯგუფები ამერიკიდან ცდილობენ საქართველოში პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოიყვანონ ახალი აქტორები, რომლებსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს ისინი არიან დამოუკიდებლები.

„შეიძლება რაღაც მომენტში, ახალმა პერსონაჟმა გარკვეული ვნებათაღელვა გამოიწვიოს, მაგრამ ცოტა ხანში ყველაფერი ჩაჯდება კალაპოტში. საზოგადოება დაინახავს, რომ ეს არის ამ სქემის ნაწილი. როცა ლომჯარია ამბობს, რომ ურჩევნია თავზე ბომბები სცვიოდეს, ვიდრე ასეთი სირცხვილი გადაიტანოს, ჯერ ერთი, არავის სჯერა ამისი და მეორე – არავის უნდა ეს. არავის უნდა, თავზე ბომბები სცვიოდეს. იმიტომ რომ არის ომის დრო, არის მშვიდობის დრო. ჩვენთვის ახლა დადგა მომენტი, როდესაც შეიძლება აყვავება, სტაბილურობა, ეკონომიკური სარგებლიანობა. ვინც იქნება ამის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, გაირიყება პოლიტიკური ცხოვრებიდან, როგორც დღეს „ნაცმოძრაობა“, – აცხადებს შათირიშვილი.

ფილოსოფოსის წერილში მოხვდა სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც „ეროვნული თანხმობის“ პროცესს ჩაუდგა სათავეში, ვიქტორ ყიფიანი, რომელიც წარსულის დავიწყება საუბრობს/ შათირიშვილი ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მსგავსი კომპრომისი საზოგადოების ღალატს და საქართველოში იმ ძალების გამარჯვებას ნიშნავს, რომლებსაც დღეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ.

„საზოგადოებასა და ფართო გაგებით „ნაცმოძრაობას“ შორის მოლაპარაკება და მორიგება შეუძლებელია. ეს არის ძალა, რომელიც წარსულში გვექაჩება. დღეს არ არის ის სიტუაცია, რომელიც 2022 წლამდე იყო. 2022 წელს დაიწყო ომი და არის 2 ვარიანტი: ამ ომში ან უნდა ჩაერთო ან არ უნდა ჩაერთო“, – დასძინა შათირიშვილმა.

,,საქართველოს კურსი გახლავთ უცვლელი” – სარჯველაძე

საქართველოს კურსი გახლავთ უცვლელი და, რა თქმა უნდა, ის იყურება ევროპისკენ, ამიტომ არც მოწოდებაა ამასთან დაკავშირებით საჭირო და არც რაიმე დამატებით განცხადება სჭირდება, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან განაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია 2012 წლიდან ცდილობს დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა თითქოს პრორუსულია.

„მახსოვს, როცა ერთ-ერთი ევროპარლამენტარი დიდაქტიკურად მოგვიწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას და გვახსენებდა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. მაგრამ იქვე აუცილებლად უნდა ეთქვა სიცხადისთვის, რომ ეს ის მუხლია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში სწორედ ამ ხელისუფლებამ ჩაწერა. მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველას ახსოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული ოპოზიცია ამით ატყუებს მთელს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ თითქოს პრორუსულია ეს ხელისუფლება“, – ამბობს სარჯველაძე.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს (ფოტო)

„ჰაბერთურქის“ მონაცემებით, წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

წინასწარი შედეგებით, ერდოღანს ხმების 57.09 პროცენტი აქვს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ქემალ ქილიჩდაროღლუს კი – 42.91 პროცენტი.

თურქეთში ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დასრულდა.

„ქართულ ოცნებაში“ რომ ნგრევის და რღვევის პროცესი დაწყებულია”- ბოტკოველი

ერთ რამეს ვაღიარებ, „ქართულ ოცნებაში“ რომ ნგრევის და რღვევის პროცესი დაწყებულია, ეს კი, ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია , – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი, გიორგი ბოტკოველი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებას, თუ რატომ არ ესწრებოდა 26 მაისის ღონისძიებას. „სასაცილოდ გამოიყურება ეს ყველაფერი ახლა, რას გვაბრალებს ირაკლი კობახიძე ვერ მივხვდი, მას ვარჯიში ჩვენ დავაწყებინეთ და მერე გადავიღეთ, თუ თვითონ დაიწყო ვარჯიში და მერე გადავიღეთ?! სამარცხვინოა ასეთი განცხადებები. უკვე აღარც იმალება ის პროცესი, რომ „ქართულ ოცნებაში“ ნგრევის პროცესი დაწყებულია, რაც ქვეყნისთვის სასარგებლოა. კობახიძე ივარჯიშებს, თუ არ ივარჯიშებს, ეს ნამდვილად არ აინტერესებს ამ ქვეყნის მოსახლეობას, მაგრამ ერთ რამეს ნამდვილად ვაღიარებ, „ქართულ ოცნებაში“ რომ ნგრევის და რღვევის პროცესი დაწყებულია, იშლება და ერთმანეთს ჭამენ, ეს კი ნამდვილად „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალია“, – განაცხადა გიორი ბოტკოველმა

დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომს ყველა ფრონტზე აწარმოებს – პესკოვი

კრემლის ლიდერის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ომს ყველა მიმართულებით აწარმოებს.

„უფრო ფართო გაგებით, ომია. ჩვენს წინააღმდეგ ომი ყველა ფრონტზეა: იქნება ეს ეკონომიკა, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, ქონებრივი ურთიერთობები თუ სხვა“, – აცხადებს პესკოვი.

პესკოვის აზრით, რუსეთი ამ პირობებში არ უნდა დაემორჩილოს ემოციებს და შეინარჩუნოს ფხიზელი გონება.

„ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები და ძლიერები. უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენთვის სასარგებლოა და რაც საუკეთესოდ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს“, – აცხადებს პესკოვი.

,,საქართველოც გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო დაიჩაგრა და არა იმის გამო, რომ რაიმე არ გააკეთა”- კლერ დეილი

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „თანამედროვეობა როგორც კრიზისი” გაიმართა. კონფერენციას ფილოსოფოსებთან და ანალიტიკოსებთან ერთად ირლანდიელი ევროპარლამენტარებიც დაესწრნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, კლერ დეილიმ აღნიშნა, რომ არიან ძალები, რომლებიც საქართველოს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.

„სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი გეოპოლიტიკურად იყო გამოყენებული. საქართველოც გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო დაიჩაგრა და არა იმის გამო, რომ რაიმე არ გააკეთა. როგორც მე ვარ ინფორმირებული, საქართველოსაც ისევე ელიან ევროპარლამენტში, როგორც სხვა ქვეყნებს. ბევრი პრობლემაა ევროკავშირშიც. ვნახოთ, რა მოხდება ოქტომბერში. არიან ძალები, რომლებიც იყენებენ საქართველოს და ქართველ ხალხს საკუთარი მიზნებისთვის, რაც არ მოეწონებათ ქართველებს. თუ გინდათ ევროკავშირში გაერთიანება, ეს მოხდება, თუმცა არა სუვერენიტეტისა და ღირებულებების სანაცვლოდ. ჩემი საქმე არ არის სხვა ქვეყნის მთავრობა ვაკრიტიკო. საკუთარ ქვეყანაში და ევროპის ქვეყნებშიც ბევრი პრობლემაა. ჩემი აზრით, მთავრობის შეფასება ხალხის ფუნქციაა და არა ჩემი. ბევრი თამაშობს და იყენებს ევროპარლამენტს მთავრობის შესაცვლელად. ეს არ არის სწორი და არ უნდა იყოთ ტოლერანტული ამის მიმართ“, – აღნიშნა დეილიმ.

კარგი იქნება, ვისაც სანქციები აქვს დაწესებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ყველამ მოხსნას”- პაპუაშვილი

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ როგორც ფრენების ჩაკეტვა, ისე აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. ამაზე საქართველოს არც გავლენა, არც რაიმე სხვა სახის ზემოქმედების ბერკეტი არ ჰქონია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენის საკითხზე საქართველო-რუსეთს შორის რაიმე სახის ფარული მოლაპარაკებები არ ყოფილა.

„გვახსოვს 2019 წელს, როდესაც შეწყდა პირდაპირი ფრენები, მაშინ ჩვენი დასავლელი კოლეგები, მათ შორის ელჩები საქართველოში მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ ეს სანქცია მოეხსნა იმიტომ, რომ თავის დროზე, იცით, სანქციის სახით იყო შემოღებული რუსეთის მხრიდან. მაშინაც იყო ეს მოწოდებები, რუსეთის მხრიდან გათვალისწინებული არ იყო. ახლა ცალმხრივად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ამაზე არანაირი გავლენა არ გვაქვს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, ის უსამართლო სანქცია, რაც რუსეთს საქართველოს მიმართ დაწესებული ჰქონდა, მოიხსნა. ზოგადად, კარგია, რომ ვისაც სანქციები აქვს დაწესებული საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ, ყველამ მოხსნას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კრემლი გერმანიის მოქალაქეებს რუსეთში მუშაობაზე შეზღუდვებს უწესებს

რუსეთში მცხოვრებ ასობით გერმანელ სახელმწიფო მოხელესა და გერმანული ინსტიტუტების თანამშრომელს, კრემლის გადაწყვეტილებით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის ან სამსახურის დატოვება მოუწევთ. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან ქვეყანა უფრო მკაცრ ლიმიტებს დააწესებს გერმანიიდან რუსეთში გაგზავნილი თანამშრომლების რაოდენობაზე. შეზღდუვა შეეხება როგორც კერძო, კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე საელჩოსაც.

ინფორმაცია ამის შესახებ გერმანულმა მედიამ Süddeutsche Zeitung შაბათს გაავრცელა და კრემლის გადაწყვეტილება „მოსკოვის მიერ დიპლომატიური ომის გამოცხადებად“ შეაფასა.

შეზღუდვა შეეხებათ როგორც გერმანელებს, რომლებსაც 1-ელ ივნისამდე ქვეყნის დატოვება მოუწევთ, ასევე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც, მართალია, ქვეყანაში დარჩებიან, თუმცა გერმანულ დაწესებულებებში სამსახურს დაკარგავენ. გერმანიის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით არ ასახელებს რუსეთიდან განდევნილი მოქალაქეების რაოდენობას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსული სანქცია გაუგონარ, გაუმართლებელ გადაწყვეტილებად შეაფასა.

სანქცია მოსკოვსა და ბერლინს შორის ორმხრივად დაძაბულ ურთიერთობას მოჰყვა. როგორც ამას გერმანიის ხელისუფლება ხსნის, ქვეყანაში რუსული საიდუმლო სამსახურების შემცირების შემდეგ, ლავროვმა რუსეთში ავტორიზებული გერმანული დიპლომატიური პერსონალისა და საჯარო ორგანიზაციების რაოდენობა განსაზღვრა.

გერმანიიდან რუსი დიპლომატების გამოშვების საპასუხოდ, მოსკოვმა რუსეთიდან 20-მდე დიპლომატი ჯერ კიდევ აპრილში გამოაძევა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გასული კვირების მანძილზე გერმანული მხარე ცდილობდა, რუსული მხარე გადაწყვეტილების შეცვლაზე დაეყოლიებინათ, თუმცა უშედეგოდ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, მოსკოვი გერმანიისთვის ბუნებრივი აირისა და საწვავის მთავარი მიმწოდებელი იყო. ენერგეტიკულმა სანქციებმა გერმანიაში, კოვიდპანდემიის შემდეგ, პირველად გამოიწვია ეკონომიკური რეცესია.

ჯო ბაიდენმა, სალომე ზურაბიშვილს წერილი გამოუგზავნა

ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ ნაბიჯებიც იგულისხმება, – ამის შესახებ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.

როგორც ბაიდენი აღნიშნავს, „აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება“.

„ამერიკელი ხალხის სახელით, თქვენ და ქართველ ერს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ. საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა აგერ უკვე სამ ათწლეულზე მეტი ხანია, გრძელდება და ეს ხელს უწყობს რეგიონისა და მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებას. ამ ორი ქვეყნის ხალხს ერთმანეთთან ურყევი, მტკიცე კავშირი აქვს, რაც ჩამოყალიბდა ჩვენი ხალხების ერთმანეთთან უშუალო ურთიერთობისა და საერთო ღირებულებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობას. ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ ნაბიჯებიც იგულისხმება. აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება. მომდევნო წლებში მოველი საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული პარტნიორობის განმტკიცებას, რათა კიდევ უფრო დაცული და უზრუნველყოფილი მომავალი შევუქმნათ ჩვენს ხალხებს“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის წერილში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა.

,,წინა ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით იხვეწებოდა სანქციების მოხსნას”-მდინარაძე

წინა ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით იხვეწებოდა სანქციების მოხსნას, ყველაფერს აკეთებდნენ ოკუპაციის შემდეგ, რომ რუსეთთან ურთიერთობა დალაგებულიყო, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

​„გვაქვს ორი მოცემულობა, წინა და დღევანდელი ხელისუფლების. წინა ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით იხვეწებოდა სანქციების მოხსნას, რაც იყო რუსეთის მხრიდან. იხვეწებოდნენ, წარმომადგენლებსაც აგზავნიდნენ, წერილებსაც აგზავნიდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ ოკუპაციის შემდეგ იმისთვის რომ, რუსეთთან ურთიერთობა დალაგებულიყო. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები განცხადებებს აკეთებდნენ, რომ რუსეთთან ნორმალიზება მომხდარიყო. განცხადებებს თავი რომ დავანებოთ, საუბარი იყო იმაზე, როგორ დაელაგებინათ ურთიერთობები და ეს სხვადასხვა შეზღუდვები ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან მოხსნილიყო.

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, 2019 წელს ჩვენ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ისინი უფრო მძაფრად აყენებდნენ ამ საკითხს, საკითხი დგებოდა ასე – დიახ, შეზღუდვები, სანქციები უნდა მოხსნილიყო, ფრენებზე შეზღუდვები გაუქმებულიყო და ა.შ. სხვა, გარდა ღია განცხადებებისა რაიმე საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არასაჯაროდ კომუნიკაცია არ დგება ხოლმე, ერთადერთი ფორმატია კომუნიკაციის და ეს იცით, ბატონი აბაშიძე ამ საკითხს ძალიან წარმატებით ართმევს თავს, სხვა კომუნიკაციის არხი, როგორც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები იგონებენ ხოლმე, არ არსებობს. რაც მოგისმენიათ, იმის იქით არაფერი ხდება.

მაგრამ, ასევე, რაც მოგისმენიათ, ის ხდებოდა წინა ხელისუფლების შემთხვევაში, როგორ იხვეწებოდნენ ისინი უთავმოყვარეოდ. ფორმა იყო ამის განსაკუთრებით ცუდი. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სულ რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპანტის მიერ აღიარების უკან წაღებაზე იყოს საუბარი და რუსეთის პრეზიდენტმა თქვას, რომ ეს საკითხი დადგაო, ესენი მაინც შეთქმულების თეორიას და უკანა ხვრელებიდან საკითხის დაყენებას დააყენებენ დღის წესრიგში. ამას მოიგონებენ, ამით გადაფარავენ ამ ყველაფერს. არადა, საქართველოს გზა ერთია – პრაგმატული, სწორი, ეროვნული პოლიტიკით ვდგავართ იმ გზაზე, რომელიც შეიძლება ახლოს არ იყოს, მაგრამ სამომავლო საკითხი-საქართველოს ტერიტორიის ერთიანობა, დეოკუპაციაა და ეს მთავარი ეროვნული ინტერესია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.