,,საქართველოც გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო დაიჩაგრა და არა იმის გამო, რომ რაიმე არ გააკეთა”- კლერ დეილი

131
spot_img

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „თანამედროვეობა როგორც კრიზისი” გაიმართა. კონფერენციას ფილოსოფოსებთან და ანალიტიკოსებთან ერთად ირლანდიელი ევროპარლამენტარებიც დაესწრნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, კლერ დეილიმ აღნიშნა, რომ არიან ძალები, რომლებიც საქართველოს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.

„სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი გეოპოლიტიკურად იყო გამოყენებული. საქართველოც გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო დაიჩაგრა და არა იმის გამო, რომ რაიმე არ გააკეთა. როგორც მე ვარ ინფორმირებული, საქართველოსაც ისევე ელიან ევროპარლამენტში, როგორც სხვა ქვეყნებს. ბევრი პრობლემაა ევროკავშირშიც. ვნახოთ, რა მოხდება ოქტომბერში. არიან ძალები, რომლებიც იყენებენ საქართველოს და ქართველ ხალხს საკუთარი მიზნებისთვის, რაც არ მოეწონებათ ქართველებს. თუ გინდათ ევროკავშირში გაერთიანება, ეს მოხდება, თუმცა არა სუვერენიტეტისა და ღირებულებების სანაცვლოდ. ჩემი საქმე არ არის სხვა ქვეყნის მთავრობა ვაკრიტიკო. საკუთარ ქვეყანაში და ევროპის ქვეყნებშიც ბევრი პრობლემაა. ჩემი აზრით, მთავრობის შეფასება ხალხის ფუნქციაა და არა ჩემი. ბევრი თამაშობს და იყენებს ევროპარლამენტს მთავრობის შესაცვლელად. ეს არ არის სწორი და არ უნდა იყოთ ტოლერანტული ამის მიმართ“, – აღნიშნა დეილიმ.