კრემლის ლიდერის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ომს ყველა მიმართულებით აწარმოებს.
„უფრო ფართო გაგებით, ომია. ჩვენს წინააღმდეგ ომი ყველა ფრონტზეა: იქნება ეს ეკონომიკა, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები, ქონებრივი ურთიერთობები თუ სხვა“, – აცხადებს პესკოვი.
პესკოვის აზრით, რუსეთი ამ პირობებში არ უნდა დაემორჩილოს ემოციებს და შეინარჩუნოს ფხიზელი გონება.
„ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები და ძლიერები. უნდა გავაკეთოთ ის, რაც ჩვენთვის სასარგებლოა და რაც საუკეთესოდ შეესაბამება ჩვენს ინტერესებს“, – აცხადებს პესკოვი.