კარგი იქნება, ვისაც სანქციები აქვს დაწესებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ყველამ მოხსნას”- პაპუაშვილი

0
40
spot_img

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ როგორც ფრენების ჩაკეტვა, ისე აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. ამაზე საქართველოს არც გავლენა, არც რაიმე სხვა სახის ზემოქმედების ბერკეტი არ ჰქონია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენის საკითხზე საქართველო-რუსეთს შორის რაიმე სახის ფარული მოლაპარაკებები არ ყოფილა.

„გვახსოვს 2019 წელს, როდესაც შეწყდა პირდაპირი ფრენები, მაშინ ჩვენი დასავლელი კოლეგები, მათ შორის ელჩები საქართველოში მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ ეს სანქცია მოეხსნა იმიტომ, რომ თავის დროზე, იცით, სანქციის სახით იყო შემოღებული რუსეთის მხრიდან. მაშინაც იყო ეს მოწოდებები, რუსეთის მხრიდან გათვალისწინებული არ იყო. ახლა ცალმხრივად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ამაზე არანაირი გავლენა არ გვაქვს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, ის უსამართლო სანქცია, რაც რუსეთს საქართველოს მიმართ დაწესებული ჰქონდა, მოიხსნა. ზოგადად, კარგია, რომ ვისაც სანქციები აქვს დაწესებული საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ, ყველამ მოხსნას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.