Home Blog Page 2057

,,საქართველოც გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო დაიჩაგრა და არა იმის გამო, რომ რაიმე არ გააკეთა”- კლერ დეილი

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „თანამედროვეობა როგორც კრიზისი” გაიმართა. კონფერენციას ფილოსოფოსებთან და ანალიტიკოსებთან ერთად ირლანდიელი ევროპარლამენტარებიც დაესწრნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, კლერ დეილიმ აღნიშნა, რომ არიან ძალები, რომლებიც საქართველოს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.

„სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი გეოპოლიტიკურად იყო გამოყენებული. საქართველოც გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო დაიჩაგრა და არა იმის გამო, რომ რაიმე არ გააკეთა. როგორც მე ვარ ინფორმირებული, საქართველოსაც ისევე ელიან ევროპარლამენტში, როგორც სხვა ქვეყნებს. ბევრი პრობლემაა ევროკავშირშიც. ვნახოთ, რა მოხდება ოქტომბერში. არიან ძალები, რომლებიც იყენებენ საქართველოს და ქართველ ხალხს საკუთარი მიზნებისთვის, რაც არ მოეწონებათ ქართველებს. თუ გინდათ ევროკავშირში გაერთიანება, ეს მოხდება, თუმცა არა სუვერენიტეტისა და ღირებულებების სანაცვლოდ. ჩემი საქმე არ არის სხვა ქვეყნის მთავრობა ვაკრიტიკო. საკუთარ ქვეყანაში და ევროპის ქვეყნებშიც ბევრი პრობლემაა. ჩემი აზრით, მთავრობის შეფასება ხალხის ფუნქციაა და არა ჩემი. ბევრი თამაშობს და იყენებს ევროპარლამენტს მთავრობის შესაცვლელად. ეს არ არის სწორი და არ უნდა იყოთ ტოლერანტული ამის მიმართ“, – აღნიშნა დეილიმ.

კარგი იქნება, ვისაც სანქციები აქვს დაწესებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ყველამ მოხსნას”- პაპუაშვილი

ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ როგორც ფრენების ჩაკეტვა, ისე აღდგენა რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. ამაზე საქართველოს არც გავლენა, არც რაიმე სხვა სახის ზემოქმედების ბერკეტი არ ჰქონია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენის საკითხზე საქართველო-რუსეთს შორის რაიმე სახის ფარული მოლაპარაკებები არ ყოფილა.

„გვახსოვს 2019 წელს, როდესაც შეწყდა პირდაპირი ფრენები, მაშინ ჩვენი დასავლელი კოლეგები, მათ შორის ელჩები საქართველოში მოუწოდებდნენ რუსეთს, რომ ეს სანქცია მოეხსნა იმიტომ, რომ თავის დროზე, იცით, სანქციის სახით იყო შემოღებული რუსეთის მხრიდან. მაშინაც იყო ეს მოწოდებები, რუსეთის მხრიდან გათვალისწინებული არ იყო. ახლა ცალმხრივად მიიღო ეს გადაწყვეტილება და ჩვენ ამაზე არანაირი გავლენა არ გვაქვს ერთი მხრივ. მეორე მხრივ, ის უსამართლო სანქცია, რაც რუსეთს საქართველოს მიმართ დაწესებული ჰქონდა, მოიხსნა. ზოგადად, კარგია, რომ ვისაც სანქციები აქვს დაწესებული საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ, ყველამ მოხსნას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კრემლი გერმანიის მოქალაქეებს რუსეთში მუშაობაზე შეზღუდვებს უწესებს

რუსეთში მცხოვრებ ასობით გერმანელ სახელმწიფო მოხელესა და გერმანული ინსტიტუტების თანამშრომელს, კრემლის გადაწყვეტილებით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის ან სამსახურის დატოვება მოუწევთ. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან ქვეყანა უფრო მკაცრ ლიმიტებს დააწესებს გერმანიიდან რუსეთში გაგზავნილი თანამშრომლების რაოდენობაზე. შეზღდუვა შეეხება როგორც კერძო, კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე საელჩოსაც.

ინფორმაცია ამის შესახებ გერმანულმა მედიამ Süddeutsche Zeitung შაბათს გაავრცელა და კრემლის გადაწყვეტილება „მოსკოვის მიერ დიპლომატიური ომის გამოცხადებად“ შეაფასა.

შეზღუდვა შეეხებათ როგორც გერმანელებს, რომლებსაც 1-ელ ივნისამდე ქვეყნის დატოვება მოუწევთ, ასევე რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც, მართალია, ქვეყანაში დარჩებიან, თუმცა გერმანულ დაწესებულებებში სამსახურს დაკარგავენ. გერმანიის ხელისუფლება ჯერ-ჯერობით არ ასახელებს რუსეთიდან განდევნილი მოქალაქეების რაოდენობას.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსული სანქცია გაუგონარ, გაუმართლებელ გადაწყვეტილებად შეაფასა.

სანქცია მოსკოვსა და ბერლინს შორის ორმხრივად დაძაბულ ურთიერთობას მოჰყვა. როგორც ამას გერმანიის ხელისუფლება ხსნის, ქვეყანაში რუსული საიდუმლო სამსახურების შემცირების შემდეგ, ლავროვმა რუსეთში ავტორიზებული გერმანული დიპლომატიური პერსონალისა და საჯარო ორგანიზაციების რაოდენობა განსაზღვრა.

გერმანიიდან რუსი დიპლომატების გამოშვების საპასუხოდ, მოსკოვმა რუსეთიდან 20-მდე დიპლომატი ჯერ კიდევ აპრილში გამოაძევა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გასული კვირების მანძილზე გერმანული მხარე ცდილობდა, რუსული მხარე გადაწყვეტილების შეცვლაზე დაეყოლიებინათ, თუმცა უშედეგოდ.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, მოსკოვი გერმანიისთვის ბუნებრივი აირისა და საწვავის მთავარი მიმწოდებელი იყო. ენერგეტიკულმა სანქციებმა გერმანიაში, კოვიდპანდემიის შემდეგ, პირველად გამოიწვია ეკონომიკური რეცესია.

ჯო ბაიდენმა, სალომე ზურაბიშვილს წერილი გამოუგზავნა

ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ ნაბიჯებიც იგულისხმება, – ამის შესახებ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა.

როგორც ბაიდენი აღნიშნავს, „აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება“.

„ამერიკელი ხალხის სახელით, თქვენ და ქართველ ერს, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ. საქართველოსა და აშშ-ის თანამშრომლობა აგერ უკვე სამ ათწლეულზე მეტი ხანია, გრძელდება და ეს ხელს უწყობს რეგიონისა და მსოფლიოს მასშტაბით მშვიდობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებას. ამ ორი ქვეყნის ხალხს ერთმანეთთან ურყევი, მტკიცე კავშირი აქვს, რაც ჩამოყალიბდა ჩვენი ხალხების ერთმანეთთან უშუალო ურთიერთობისა და საერთო ღირებულებების საფუძველზე, რომელიც მოიცავს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობას. ჩვენ ერთად ვდგავართ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებისთვის, რაშიც ევროკავშირისა და ნატო-სკენ ნაბიჯებიც იგულისხმება. აშშ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს გვერდით იქნება. მომდევნო წლებში მოველი საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული პარტნიორობის განმტკიცებას, რათა კიდევ უფრო დაცული და უზრუნველყოფილი მომავალი შევუქმნათ ჩვენს ხალხებს“, – აღნიშნულია ჯო ბაიდენის წერილში, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა.

,,წინა ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით იხვეწებოდა სანქციების მოხსნას”-მდინარაძე

წინა ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით იხვეწებოდა სანქციების მოხსნას, ყველაფერს აკეთებდნენ ოკუპაციის შემდეგ, რომ რუსეთთან ურთიერთობა დალაგებულიყო, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

​„გვაქვს ორი მოცემულობა, წინა და დღევანდელი ხელისუფლების. წინა ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით იხვეწებოდა სანქციების მოხსნას, რაც იყო რუსეთის მხრიდან. იხვეწებოდნენ, წარმომადგენლებსაც აგზავნიდნენ, წერილებსაც აგზავნიდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ ოკუპაციის შემდეგ იმისთვის რომ, რუსეთთან ურთიერთობა დალაგებულიყო. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები განცხადებებს აკეთებდნენ, რომ რუსეთთან ნორმალიზება მომხდარიყო. განცხადებებს თავი რომ დავანებოთ, საუბარი იყო იმაზე, როგორ დაელაგებინათ ურთიერთობები და ეს სხვადასხვა შეზღუდვები ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან მოხსნილიყო.

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, 2019 წელს ჩვენ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ისინი უფრო მძაფრად აყენებდნენ ამ საკითხს, საკითხი დგებოდა ასე – დიახ, შეზღუდვები, სანქციები უნდა მოხსნილიყო, ფრენებზე შეზღუდვები გაუქმებულიყო და ა.შ. სხვა, გარდა ღია განცხადებებისა რაიმე საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არასაჯაროდ კომუნიკაცია არ დგება ხოლმე, ერთადერთი ფორმატია კომუნიკაციის და ეს იცით, ბატონი აბაშიძე ამ საკითხს ძალიან წარმატებით ართმევს თავს, სხვა კომუნიკაციის არხი, როგორც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები იგონებენ ხოლმე, არ არსებობს. რაც მოგისმენიათ, იმის იქით არაფერი ხდება.

მაგრამ, ასევე, რაც მოგისმენიათ, ის ხდებოდა წინა ხელისუფლების შემთხვევაში, როგორ იხვეწებოდნენ ისინი უთავმოყვარეოდ. ფორმა იყო ამის განსაკუთრებით ცუდი. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სულ რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპანტის მიერ აღიარების უკან წაღებაზე იყოს საუბარი და რუსეთის პრეზიდენტმა თქვას, რომ ეს საკითხი დადგაო, ესენი მაინც შეთქმულების თეორიას და უკანა ხვრელებიდან საკითხის დაყენებას დააყენებენ დღის წესრიგში. ამას მოიგონებენ, ამით გადაფარავენ ამ ყველაფერს. არადა, საქართველოს გზა ერთია – პრაგმატული, სწორი, ეროვნული პოლიტიკით ვდგავართ იმ გზაზე, რომელიც შეიძლება ახლოს არ იყოს, მაგრამ სამომავლო საკითხი-საქართველოს ტერიტორიის ერთიანობა, დეოკუპაციაა და ეს მთავარი ეროვნული ინტერესია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Директор Государственной службы по делам ветеранов, Коба Кобаладзе продолжает встречи в США

Коба Кобаладзе встретился с управляющим директором финансовой корпорации международного развития США, Кеннет Энджел.

 

Директор Государственной службы по делам ветеранов, Коба Кобаладзе в рамках рабочего визита в Соединенных Штатах Америки, провел очередную встречу с управляющим директором финансовой корпорации международного развития США (DFC)по направлению финансирования проектов, Кеннет Энджел.

 

В ходе встречи основным вопросом беседы была поддержка строительства многопрофильного, мультифункционального госпиталя в Тбилиси со стороны DFC. Коба Кобаладзе в деталях пояснил необходимость осуществления проекта многопрофильного госпилатя ветеранов. Он также рассказал о его приоритетах, мобильности и преимуществах. Как отметил Коба Кобаладзе, этот госпиталь станет одним из важных стационаров в Кавказском регионе, в котором медицинскими сервисами смогут пользоваться грузинские ветераны и члены их семей, ветераны с оккупированных территорий Грузии, а также из Азербайджана, Армении и других стран.

 

По заявлению Кеннет Энджел, сфера здравоохранения, является приоритетным направлением DFC. Он выразил заинтересованность относительно указанного проекта и заявил, что после удовлетворения определенных критериев, которые прописаны и финансовой корпорации международного развития США, они будут готовы сотрудничать с Государственной службой по делам ветеранов по этому вопросу и рассмотреть следующие этапы строительства госпиталя.

 

Коба Кобаладзе поблагодарил Кеннет Энджел за встречу и готовность для оказания помощи в строительстве госпиталя. По его словам, это важнейший проект, который ветеранам и членам их семей упростит получение многопрофильных медицинских сервисов высокого стандарта в одном пространстве.

 

На встрече также присутствовали: начальник одела протокола Государственной службы по делам ветеранов, Мариам Адамашвили и старший советник посольства Грузии в Соединенных Штатах Америки, Паата Патиашвили.

 

Для строительства мультифункционального госпиталя для ветеранов в Тбилиси, Государственной службе по делам ветеранов от государства уже передана территория с площадью 5 300 кв. метров на улице Любляны.

 

Директор Государственной службы по делам ветеранов, Коба Кобаладзе продолжает встречи в США с правительственным и неправительственным сектором.

 

Подарок “Агрохаб” многодетным семьям ветеранов

В связи с Днем Независимости Грузии, первый в нашей стране гипермаркет натуральных продуктов “Агрохаб” для многодетных ветеранов провел благотворительную акцию. Менеджер “Агрохаб” по связям с общественностью Ирина Онашвили вместе с представителями компании многодетным семьям ветеранов российско-грузинской воины 1992-93 г.г. и в Абхазии и войны 2008 года в Самачабло, проживающих в Рустави, Тбилиси и муниципалитете Каспи,передадали продуктовые корзины. От имени Агрохаба они поблагодарили ветеранов за верную службу родине и усилия, которые они приложили в борьбе за территориальную целостность, свободу и независимость нашей страны.

 

“Сегодня, когда наша страна отмечает День Независимости, мы хотели прийти в семьи именно тех людей, и выразить им наше уважение и любовь, которые ради независимости и свободы Грузии пожертвовали самым большим. Это очень эмоциональный день для меня, так как мы смогли нашими скромными подарками порадовать многодетные семьи семи героев – этих красивых детей. Надеюсь, у нас у всех сбудется наша сокровенная мечта и мы скоро увидим нашу родину единой и сильной”, – заявила Ирина Онашвили.

 

Государственная служба по делам ветеранов выражает благодарность гипермаркету “Агрохаб” за проявленное в адрес ветеранов содействие; всю компанию в целом и каждого ее сотрудника поздравляет с Днем Независимости нашей страны, желает успехов и единой, сильной Грузии.

 

,,ერთს ვიტყვი, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ფორმა, ტრადიცია”- პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იმედოვნებს, რომ ბრიუსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის წახალისებით იქნება განმსჭვალული და არა ამ პროცესის შეფერხებით.

„მისი გამოსვლის შინაარს წინასწარ ვერ განვჭვრეტ. იმედი მაქვს, ახლა ამ განსაკუთრებულ მომენტში, ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც განმსჭვალული იქნება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის წახალისებით და არა პირიქით, რომ რამენაირად შეფერხდეს ეს პროცესი. არ მინდა პრეზიდენტთან პოლემიკაში შევიდე. უბრალოდ, ერთს ვისურვებდი, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, ფორმა, ტრადიცია. ის, თუ აღლუმზე რა განწყობა არის და რა განწყობის უნდა იყოს, მათ შორის გამოსვლები.ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა აღმატებული განწყობა, როდესაც გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ჯარის, ახალწვეულების წინაშე, რომლებიც ფიცს დებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ დროს ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართვაც სწორედ ამ სულისკვეთებით იყოს განმსჭვალული. ეს არის საზეიმო დღე და შესაბამისი შინაარსი და ფორმა უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კობა კობალაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS”-ის ღონისძიებას დაესწრო

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, საპატიო სტუმრის სტატუსით, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS”-ის („Tragedy Assistance Program for Survivors” – ტრაგედიის დახმარების პროგრამა მარჩენალდაკარგულთათვის”) 29-ე ყოველწლიურ საერთაშორისო ღონისძიებას დაესწრო.

„ დღეს საკმაოდ საინტერესო ღონისძიების საპატიო სტუმრები ვიყავით, „TAPS”-ის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, ქალბატონ ბონი ქეროლის მოწვევით. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სტუმრების ფართო სპექტრი, მათ შორის, აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, ქვეყნის უმაღლესი რანგის სამხედრო ოფიცერი, პრეზიდენტის, თავდაცვის მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მთავარი სამხედრო მრჩეველი, გენერალი მარკ მილი, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს, მადლობა გადაუხადა საქართველოს დელეგაციას, ჩვენს ქვეყანას, მიესალმა საქართველოს ვეტერანებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძოდა და იბრძვის. გუშინ, „TAPS”-თან გავაფორმეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ვეტერანებსა და დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებზე. ეს ღონისძიებაც, სწორედ, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრების მხარდასაჭერად გაიმართა და მას ასობით ადამიანი ესწრებოდა სხვადასხვა ქვეყნებიდან, ” – აღნიშნა კობა კობალაძემ.

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია “TAPS”-ი 1994 წელს, ამერიკელი ვეტერანის, გარდაცვლილი ბრიგადის გენერლის, ტომ ქეროლის მეუღლემ, ბონი ქეროლმა დაღუპულ სამხედროთა ოჯახების მხარდასაჭერად დააარსა. მას შემდეგ, ორგანიზაცია “TAPS”-ი, სხვადასხვა საქველმოქმედო და მხარდამჭერ აქტივობებთან ერთად, ყოველწლიურად მართავს ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, რომელთაც ესწრებიან დაღუპულ სამხედროთა ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან.

წელს, ” TAPS”-ის 29-ე ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, პაატა პატიაშვილი და თავდაცვის ატაშე აშშ-სა და კანადაში, პოლკოვნიკი რობერტ არღვლიანი.

5 დღიანი შეკრების განმავლობაში, დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრები, მონაწილეობას მიიღებენ მათ მხარდამჭერ მრავალფეროვან აქტივობებში.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე,აშშ-ში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს კვლავ განაგრძობს.

კალაძე პუტინის განცხადებაზე

პუტინის განცხადებაში გაკვირვება რაც იყო ამ უვიზო მიმოსვლასთან და ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი განპირობებული იყო იმით, რომ დღეს ამას აპროტესტებენ ის ადამიანები, ვინც გუშინ ამას პირდაპირ მოითხოვდნენ და მოუწოდებდნენ რუსეთს, რუს მოქალაქეებს, რომ ისინი შემოსულიყვნენ საქართველოში, ბიზნესი ეკეთებინათ და ა.შ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, არ გაუპროტესტებია ფრენების აღდგენა და ვიზების მოხსნა, ეს ცალმხრივად სანქცირებული საკითხი იყო და რუსეთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება ამ სანქცირების გაუქმებაზე. ეს არის იმის საშუალება და შესაძლებლობა, რომ არა მხოლოდ სახმელეთო გზით შემოვიდნენ ადამიანები საქართველოში, ან არამხოლოდ ერევნის გავლით, პირდაპირ ჩამოფრინდნენ და ამაში ცუდი არაფერი არ არის. ასევე ის, რომ ქართველს, საქართველოს პასპორტით ექნება საშუალება, ვიზის გარეშე წავიდეს რუსეთის ფედერაციაში. ეს ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია და ამაში პრობლემა არ არის“, – განაცხადა კალაძემ.

,,სხვის პირად სივრცეში შეჭრა „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა” – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე უნდა იყვნენ კონსტიტუციური თანამდებობის პირები და არა პარტიული თანამდებობის პირები.

კობახიძის თქმით, სწორედ ამიტომ არ დაესწრო ის აღნიშნულ ღონისძიებას.

„გარდა ამისა, მე მინდა ამ მაგალითზე ვაჩვენო კიდევ ერთხელ „ნაცმოძრაობის“ სახე. სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის მათი ხელწერა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის მათი წარსულიდან 2012 წლამდე. რაც შეეხება ამ შემთხვევას, საინტერესო დეტალი ის არის, რომ პირადად ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო ეს ფოტოები. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სახეს და რა თქმა უნდა ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. სპეკულაციები ხელოვნურია. ცურვასთან და ვარჯიშთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა იმას, რომ მე არ ვესწრებოდი ღონისძიებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

დღეს ლია ელიავას 89 წელი შეუსრულდებოდა

როდესაც გასული საუკუნის მომხიბვლელი ქალბატონების გახსენებას იწყებ, შეუძლებელია არ გაგახსენდეს ქალი, რომელიც მე-20 საუკუნის წლის ულამაზეს ევროპელ მსახიობ ქალად დასახელდა და რომლის სილამაზეზე დღემდე ლეგენდები დადის.

მსახიობი 1934 წლის 28 მაისს, თბილისში დაიბადა. ლიას ბებია-ბაბუა ზრდიდნენ, ვინაიდან 1937 წელს მამამისი შალვა ელიავა დაიჭირეს და დახვრიტეს, ხოლო დედა, ეკატერინე კერესელიძე, ციმბირში გადაასახლეს. შალვა ელიავამ გერმანიაში ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, კარგა ხანს იქვე მოღვაწეობდა, საქართველოში დაბრუნებული 34 წლისა ფინანსთა მინისტრად დანიშნეს, მაგრამ 1937-ში 37 წლის შალვა დაიჭირეს, გერმანიის ჯაშუშობაში, დივერსიების დაგეგმვასა და მსგავს “ფაქტებში” დაადანაშაულეს. ბებია-ბაბუას ანაბარა დარჩენილი ლიას ბავშვობამ რთულად განვლო, ყოველგვარ ზეიმსა და სილაღეს იყო მოკლებული. სამშობლოში დაბრუნებული ეკატერინე კერესელიძე შვილის მაშინ შეხვდა, როცა ლია 17 წლის იყო. ბუნებრივია, წლების განმავლობაში მათ შორის დიდი გაუცხოება მომხდარიყო და თავიდან “დედის” დაძახებაც კი უჭირდა.

 

“17 წლის ვიყავი, დედა რომ გადასახლებიდან დაბრუნდა. მეუბნებოდნენ, დედაშენი ლამაზი, ელეგანტური, სიცოცხლით სავსე ქალიაო და მოუთმენლად ველოდი მასთან შეხვედრას. თან მეშინოდა, არ ვიცოდი, რა მეთქვა – ჩემს ცხოვრებაში შემოდიოდა ყველაზე ახლობელი და ამავე დროს უცხო ქალი, რომელსაც ჩემი ყოფა უნდა შეეცვალა. ვაგონიდან ორი ქალი გადმოვიდა, დაბამბული ქურთუკები ეცვათ. ორივეს სახე შეშუპებული ჰქონდა. გავშეშდი. დედაჩემი ხომ ასეთი არ იყო. პირველად მას დეიდა კატიუშა დავუძახე. ახლაც მახსოვს მისი ელდანაცემი სახე. დღემდე ვერ მიპატიებია ეს ჩემი თავისთვის. დიდი ხანი დამჭირდა, რომ დედას შევჩვეოდი, ” – ამბობდა მსახიობი.

სკოლის დამთავრების შემდეგ ლია მოსკოვში ჩავიდა და ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლის პერიოდში მარტო ცხოვრობდა. იქვე გათხოვდა, თუმცა მხოლოდ ერთი წელი იცხოვრა ქმართან. ესეც მისი სტუდენტური ცხოვრების პატარა ეტაპი იყო… “ბაშიაჩუკის” ერთ-ერთი სცენის გადაღებისას ლიას კარგა ხნით დაუგვიანია. ოთარს ჯერ არ ჰყავდა პარტნიორი ნანახი და რეჟისორისთვის გაბრაზებულს უკითხავს, – კი მაგრამ, ვინ არის ეს ლია ელიავა, მე ვარ მთავარ როლში თუ ისო. ესაკიას უპასუხა: აი, მოვა და ნახავ, ვინც არისო. როგორც მოგვიანებით ოთარ კობერიძე იხსენებდა, ლიამ გამოჩენისთანავე მიიპყრო მისი ყურადღება, მეტიც, ეს ერთი ნახვით სიყვარულს ჰყავდა. ლიასაც იგივე რეაქცია ჰქონია.

შემდეგ “მამლუქში” მოუწიათ პარტნიორობამ, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ რამდენიმე ფილმში არიან ერთად გადაღებული. „როლები, რასაც მთავაზობენ, ხშირად არ მაკმაყოფილებს და მაინც ვთანხმდები. ვიცი, ეს კომპრომისია, მაგრამ კინოს გარეშე ცხოვრება არ შემიძლია.” ამბობდა ლია ელიავა რომლის საოცნებო როლები იყო ქეთევან წამებული და ნინო ჭავჭავაძე, მაგრამ მოხდა ისე, რომ მას სცენისკენ ყველა გზა გადაუკეტეს!

*ოფელია უნდა ეთამაშა ლილი იოსელიანის “ჰამლეტში”, მაგრამ, კონფლიქტის გამო, რეჟისორი თეატრიდან წავიდა და სპექტაკლი ვერ განხორციელდა.

*რანევსკაია უნდა ეთამაშა მიხეილ თუმანიშვილთან, ჩეხოვის “ალუბლის ბაღში”, მაგრამ არც ეს სპექტაკლი დაიდგა.

*ქეთევან ბარათელი უნდა ეთამაშა თენგიზ აბულაძის “მონანიებაში”, მაგრამ ამ როლზე ზეინაბ ბოცვაძე დაამტკიცეს. ლია ელიავას ხომ ცხოვრებაში თავად ჰქონდა გამოცდილი ის სიმწარე, რაც ქეთევან ბარათელის გმირმა გადაიტანა, ამიტომაც განსაკუთრებით სურდა ამ როლის თამაში, თუმცა როცა ზეინაბ ბოცვაძის ქეთევანი ნახა, აღტაცება არ დაუმალავს. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ლია ელიავა მუდამ მხარს უჭერდა პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას. ამის გამო ძალიან ბევრმა ახლობელმა ადამიანმა ატკინა გული, ბევრი განუდგა. სამოქალაქო ომი, დაპირისპირება, ახლობლებისგან მიყენებული ტკივილი და…. მსახიობს ჯანმრთელობა შეერყა. ლია ელიავამ ინფარქტი მიიღო

“ძალიან ბევრმა ახლობელმა ატკინა გული, იყო ძალიან ბევრი ცუდი ზარი, ძალიან ბევრი განუდგა. რაღაც პერიოდის მერე თვითონ მოვიდნენ, აღადგინეს ურთიერთობა. დედა დიდსულოვანი ადამიანი იყო, არ ახსენებდა… საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ თითქოს კარგად იყო, მაგრამ გულმა ბოლომდე არ უერთგულა და…ის ძილში გაჩერდა.” – იხსენებს მსახიობის შვილი ნანა კობერიძე.