Home Blog Page 2042

“ისტერიჩკები და სარეველები” – ბექა ოდიშარია ოპოზიციაზე

„საგამოძიებო კომისიას ოპოზიციას არ შევაქმნევინებთ“, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ოდიშარიამ საგამოძიებო ჯგუფის შექმნის ინიციატორებს ისტერიჩკები და არასერიოზული ხალხი უწოდა.

„არ ვიცი ახლა, რომ შევქმნათ ეს კომისია, ალბათ, ისტერიჩკების და რაღაც არა სერიოზული ხალხის იქნება. რისთვის და რატომ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ისულდგმულონ მავნებლებმა ამ ზოგიერთ სიტყვას არ მოვერიდები, სარეველა რაღაცა ძალებმა ინსტიტუციით, რომელიც აშენებულია დამოუკიდებელია ჩემთვის გაუგებარია. შესაბამისად, აბსოლუტურად გასაგებია ჩვენთვის მმართველი ძალის პოზიცია, რომ ამ საგამოძიებო კომისიას [სასამართლოს საქმიანობის შემსწავლელი კომისია] ჩვენ ამასთან დაკავშირებით არ შევაქმნევინებთ“, – აცხადებს ბექა ოდიშარია.

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ზბიგნევ რაუს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები.

ყურადღება დაეთმო ორმხრივ სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობას და აქვე ხაზი გაესვა აღნიშნული მიმართულებით კავშირების შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას. საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო მიესალმება პოლონეთის მხარდამჭერ განცხადებებს ყველა შესაძლო ფორმატში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

შეხვედრას საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკევიჩი, საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი მალგოჟატა კოსიურა-კაზიმერსკა, მინისტრის აპარატის უფროსი ელჟბეტა ბოხენსკა, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიანა ჟღენტი ესწრებოდნენ.

“ეჭვიც არ მეპარება, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება”- კობა ნაყოფია

შესაძლებლობა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხარეებს შორის გარკვეული ტიპის შეთანხმება მოხდეს, ჯერ ამოწურული არ არის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ არის შემთხვევები, როცა ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებების გამო შეიძლება, ავიწროებენ, შესაძლებლობა მაინც ამოწურული არ არის. კარგად გახსოვთ, როგორ ჩატარდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები, ღია და გამჭვირვალე პროცესი იყო, 50 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არც ერთ მხარეს პრობლემა არ ჰქონია, წაგებულმა მხარემ მოგებულ მხარეს მიულოცა. შემდეგ განვითარდა პროცესები, რაც მართლა არასასურველი იყო. შეცდომა იყო, როცა ახალი პოლიტსაბჭო აირჩია ყრილობამ, სადაც ბევრი ის ადამიანი ვერ მოხვდა, რომელიც მოქმედ პოლიტსაბჭოში იყო, თან ისე, რომ საერთოდ არ იცოდა ამის შესახებ. ძალიან ბევრი, გულანთებული თანამებრძოლი და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი, განაწყენდა, მათი ასეთი რეაქცია ბუნებრივია. ამას სხვა პროცესებიც მოჰყვა, საქართველოს რეგიონებში, თუმცა, ჯერჯერობით ამოწურული არ არის ის შესაძლებლობები, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მოხდეს. მოლაპარაკება იმას ნიშნავს, რომ პარტიაში არ არსებობდეს არანაირი გავლენის ჯგუფები, პარტიას ჰყავს მენეჯმენტი, თავმჯდომარე და პოლიტსაბჭო. იმ პოლიტსაბჭოში, სადაც მე თავმჯდომარე ვიყავი, იმდენად იყო აზრთა სხვადასხვაობა და იმდენად იყო რთული ნებისმიერი საკითხის გატანა, რადგან ბევრი საინტერესო ლიდერი, განსხვავებული მოსაზრების ადამიანი მოდიოდა ამა თუ იმ საკითხზე განსახილველად. ბევრი კამათი, აზრების შეჯერება იყო, ეს იყო დემოკრატიული და კარგი პროცესი პარტიაში“, – განაცხადა ნაყოფიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.

მისი თქმით, თუ გარკვეული შეთანხმება მოხდება, პარტიაში გავლენის ჯგუფები აღარ იარსებებს.

„გარკვეული ტიპის შეთანხმება თუ შედგა, ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი გავლენის ჯგუფები, არანაირი ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, გარედან ახდენენ გავლენას „ნაციონალური მოძრაობაში“ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ან სხვა მიმართულებით, არ იარსებებს, ეს იქნება შეთანხმების უმთავრესი ნაწილი. პარტია ცოცხალი ორგანიზმია, მას ჰყავს თავმჯდომარე, პოლიტსაბჭო, აღმასრულებელი სამდივნო, ეს ადამიანები არიან პოლიტიკოსები და ისინი უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებას ჩარევის გარეშე. თუ მოხდა ბევრი, საინტერესო, განსხვავებული მოსაზრების ადამიანების გაერთიანება, ეს შექმნის იმ წინაპირობას, რომ ვერავინ ჩაერევა და ვერ განახორციელებს ამა თუ იმ გავლენას. ამაზეა აქ საუბარი, მიმდინარეობს ეს კონსულტაციები, დაველოდოთ, იმედია, ყველაფერი გამოვა და კარგად იქნება. არც იმას გამოვრიცხავ, შიგნით პარტიაში ლიდერები ვერ შეთანხმდნენ, ამ შემთხვევაში, ალბათ, შეიძლება სხვა პროცესები განვითარდეს, თუმცა, მე ნაკლებად ვუშვებ ასეთ რამეს“, – განაცხადა ნაყოფიამ.

ნაყოფიას განაცხადებით, თუ ისე მოხდა, რომ კანდიდატის სტატუსი საქართველომ ვერ მიიღო, არჩევნები შეიძლება უფრო ადრე ჩატარდეს.
„შემდეგი არჩევნები შეიძლება, ბევრად უფრო სწრაფად იყოს, ვიდრე წარმოგვიდგენია, რადგან კარგად მოგეხსენებათ, შემოდგომაზე საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს, ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, რომ არ მიიღოს სტატუსი, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება პროცესები კიდევ უფრო დაჩქარდეს და არჩევნები კიდევ უფრო სწრაფად ჩატარდეს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. თუ ისე მოხდა, რომ ეს სტატუსი საქართველომ ვერ მიიღო, რა თქმა უნდა, ეჭვიც არ მეპარება, რომ არჩევნები შეიძლება უფრო ადრე ჩატარდეს, ვიდრე ამას ველოდებით, ამიტომ ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია უნდა იყოს მზად და ბევრ სტრატეგიულ საკითხთან მიმართებაში შეთანხმებული იყოს. ეჭვიც არ მეპარება, რომ თუკი, სტატუსს ქვეყანა ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება“, – განაცხადა ნაყოფიამ.

“საქართველოში ჩატარებულ IRI-ს fake პოლიტიკურ კვლევას ერთი დადებითი მხარეც აქვს”

„რუსი ბიზნესმენი, „ნაცების“ ერთ-ერთი მოლარე კობა ნაყოფია ვადამდელ არჩევნებს აანონსებს თუკი საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. გამოდის, რომ რევანშისტული ძალები მორიგი არეულობისთვის ემზადებიან,“ – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძე, ნაყოფიას იმ განცხადებას აფასებს, რომლის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

ანალიტიკოსის განმარტებით, IRI-ის კვლევის შედეგებმა რადიკალური ოპოზიცია შეაგულიანა და დესტრუქციული გეგმების განხილვა საჯაროდ დაიწყო, რაზეც კობა ნაყოფიას განცხადებაც მიუთითებს.

„საქართველოში ჩატარებულ IRI-ს fake პოლიტიკურ კვლევას ერთი დადებითი მხარეც აქვს – შეგულიანებული მეხუთე კოლონა არ ერიდება საკუთარი დესტრუქციულობის გამომზეურებას. რუსი ბიზნესმენი, „ნაცების“ ერთ-ერთი მოლარე კობა ნაყოფია ვადამდელ არჩევნებს აანონსებს თუკი საქართველომ ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. გამოდის, რომ რევანშისტული ძალები მორიგი არეულობისთვის ემზადებიან. თუმცა, საკუთარ ხალხთან დაპირისპირებულმა ნაცსექტანტებმა ღრმად უნდა შეიმეცნონ – საქართველოს მშვიდობიან განვითარებას, ევროინტეგრაციის შეუქცევად გზაზე სვლას ვერანაირად შეაფერხებენ ვერც ფულით და ვერც უზნეო დასავლელი აქტორების მავნებლური მხარდაჭერით,“ – წერს გია აბაშიძე ფეისბუკზე.

 

https://www.facebook.com/ghia.abashidze/posts/10159623615823014

“პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” – ილია დარჩიაშვილი

პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად.

„საქართველო და პოლონეთი ღირებული პარტნიორები და თანამოაზრე ქვეყნები არიან. ჩვენ გვაერთიანებს არამხოლოდ ღრმა ისტორიული კავშირები და მეგობრობის ხანგრძლივი ტრადიციები, ასევე საერთო ინტერესები. ქართველ ხალხს მუდამ ემახსოვრება პოლონეთის უანგარო თანადგომა ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში. დაუვიწყარია საქართველოს დიდი მეგობრის, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ პოლონეთის ურყევი მხარდაჭერის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. დღესაც გამორჩეულ როლს ასრულებს პოლონეთი ჩვენი საგარეო პრიორიტეტების განხორციელების საქმეში. მინისტრის საქართველოში ვიზიტი ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ პოლონეთის მხარდაჭერა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გვახარებს, რომ პოლონეთი ასეთი ძლიერი მეგობარია. საუბრისას აქცენტი გავაკეთეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვისაუბრეთ, თანამშრომლობის ფარგლებში როგორ მოვახდინოთ ჩვენი მეგობრების უფრო მეტად მობილიზება ამ მიმართულებით. ასევე, მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის მიმართულებით, რა რეფორმები გატარდა. ვიცით, რომ ძირითადი ნაწილი შესრულებულია. აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ, რომ ეს პრიორიტეტები შევასრულოთ, საქართველომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ასევე ხაზი გავუსვი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კონკრეტული პირობების შესრულებასთან ერთად ვაგრძელებთ ევროკავშირთან ფართო პოლიტიკური ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის პროცესს, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

“ომის დასრულებამდე უკრაინა ნატოს წევრი ვერ გახდება”- კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, ვიდრე უკრაინაში ომი არ დასრულდება, ქვეყანა ნატოს წევრი ვერ გახდება. ამის შესახებ ესტონური ERR-ი იტყობინება.

კაია კალასის თქმით, ყველასათვის ნათელია, რომ ალიანსის წევრ ქვეყნებს კონფლიქტში ჩართვა არ სურთ.

 

„როდესაც საუბარია უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებაზე, ერთადერთი ასეთი გარანტია, რომელიც რეალურად იმუშავებს, ნატოს წევრობა იქნება. ჩვენი მხრიდან, ვცდილობთ პარტნიორების დარწმუნებას, რომ უკრაინას უნდა მიეცეს ნათელი პერსპექტივა, როდესაც ომი დასრულდება. მეორე მხრივ, უკრაინას ვეუბნებით, რა უნდა გააკეთონ ამ გზაზე წინსვლისთვის“, – განმარტავს კაია კალასი.

“ტრამპი აშშ-ის დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს” – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედი, დონალდ ტრამპი ამერიკული დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„მე, შესაძლოა, ერთადერთი არ ვიყო, ვისაც დონალდ ტრამპის დამარცხება 2024-ში შეუძლია, თუმცა კარგად ვიცნობ ტრამპს და ვიცი, რა საფრთხეს წარმოადგენს ის ჩვენი დემოკრატიისთვის. ჩვენ უკვე გავიარეთ ეს გზა“, – დასძინა ბაიდენმა.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენმა წინასაარჩევნო კამპანია 25 აპრილს დაიწყო და ამერიკელ ხალხს ტრამპთან დაკავშირებული „ექსტრემისტებისგან“ დაცვას დაჰპირდა.

“საქართველოს პროკურატურამ ბევრად უფრო ადრე ამხილა დავით კეზერაშვილი ქოლცენტრების საქმეში” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რადიკალური ოპოზიციის მიერ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას ეხმაურება და აცხადებს, რომ პროკურატურამ გერმანელ კოლეგებთან ერთად ბევრად ადრე ამხილა დავით კეზერაშვილი.

„წავიდნენ და გაეცნონ ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურის დასკვნას საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს პროკურატურამ გერმანელ კოლეგებთან ერთად ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გამოქვეყნდებოდა BBC-ის მონაცემები, ამხილა ქოლცენტრების საქმეში დავით კეზერაშვილი. ეს ყველაფერი არის იმ ყველაფრის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ისინი ღიად აწარმოებენ ამ კამპანიას და სასამართლოზე მორიგი შეტევაც ამის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე არ შექმნას საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა კობახიძემ.

ოპოზიციამ სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში 26 აპრილს შეიტანა. ოპოზიციის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიების შექმნის შესახებ მმართველ გუნდში სპეკულაციად აფასებენ. უმრავლესობის წევრების განმარტებით, მათი ოპონენტების მიზანი ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის ხელის შეშლაა. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მიზნის შესრულებას კონსტიტუციისა და რეგლამენტის მიხედვით შეეცდებიან.

“ვინ გვპირდება ვადამდელ არჩევნებს, არეულობას და ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევას?”- ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება, ხოლო ოპოზიცია ამისთვის მზად უნდა იყოს.

ნიკოლეიშვილი, კობა ნაყოფიას რუსულ პასპორტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის გეგმა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ხელის შეშლა, ქაოსი და მეორე ფრონტის გახსნაა. ის საზოგადოებას სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

„ვინ გვპირდება ვადამდელ არჩევნებს, არეულობას და ქვეყნის ომის ქარცეცხლში გახვევას? რუსული პასპორტის მქონე სულით რუსი კობა ნაყოფია. დიახ, სწორედ ესაა მათი გეგმა – სტატუსის არ მიღება, ქაოსი და ბოლოს მეორე ფრონტი. ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ ქართველებო!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

“რადიაცია ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია, სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს”

რადიაცია ისევე, როგორც რუსეთის ფედერაცია, სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს და მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს რაფაელ გროსის რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხელოვნურად შექმნილ კატასტროფის საფრთხეზე ესაუბრა.

„ჩერნობილის კატასტროფის წლისთავი ზუსტად ის დღეა, როდესაც ღირს მსოფლიოში ყველას შევახსენოთ, თუ რამდენად მყიფეა ჩვენი უსაფრთხოება. მით უმეტეს, როცა წელიწადზე მეტია ყოველდღე და ყოველ წუთს არსებობს რუსეთის მიერ ხელოვნურად შექმნილი რადიაციული კატასტროფის საფრთხე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

მხოლოდ უკრაინის სრულ კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შეუძლია აღადგინოს სრული უსაფრთხოება არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ ევროპაში, მთელ მსოფლიოში. რადიაცია არ ცნობს სახელმწიფო საზღვრებს ისე, როგორც რუსეთის ფედერაცია და მხოლოდ წესების სრულ დაცვას შეუძლია უსაფრთხოების გარანტირება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს

უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები კიდევ ერთხელ გაცვალეს.

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 42 სამხედრო მოსამსახურე და 2 სამოქალაქო პირი დაიბრუნა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განმარტებით, ეს სამხედროები მარიუპოლის, „აზოვსტალისა“ და ხერსონის ოლქის დაცვაში მონაწილეობდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, უკრაინელთა ტყვეობიდან 40 რუსი სამხედრო გათავისუფლდა. ისინი უკვე სამშობლოში იმყოფებიან.

„ქოლ ცენტრის“ „ქართული ოცნების“ გულშემატკივრებს შემოკლებით „ქოლცები” დავარქვით” – იაგო ხვიჩია

„ქოლ ცენტრის“ „ქართული ოცნების“ გულშემატკივრებს შემოკლებით „ქოლცები” დავარქვით – კეზერაშვილს რომ ეხება იმ კომისიის შექმნას თუ არ ეთანხმები, მგონი “ქოლცი” კარგი სახელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლოსთან და “ქოლ – ცენტრებთან” დაკავშირებით საგამოძიებო კომისიების შექმნას მხარს უჭერს.

„როცა მოსამართლეებს გისანქცირებენ და მთავარი ოპოზიციური პარტიის მიმართ არსებობს პრეტენზია, რომ მათი ლიდერი ევროპელ პენსიონერებს ყვლეფდა, საჭიროა ამ საკითხების მიმართ სერიოზული დამოკიდებულების ჩვენება და არა იმ სასამართლოსთვის მინდობა, რომელიც დასანქცირებულია და თვითონ არიან გამოცხადებული სისხლის სამართლის დამნაშავეებად. ამიტომ საგამოძიებო კომისიის შექმნა რელევანტური და ლეგიტიმური გზა არის ასეთი საკითხების გადასაჭრელად. მეორე საკითხია, რომ ხელისუფლება ზედ ეფარება როგორც მოსამართლეებს, ასევე “ქოლ – ცენტრებს”, ჰერმან საბომ “ქოლ – ცენტრის” “ქართული ოცნების” გულშემატკივრებს შემოკლებით “ქოლცები” დაარქვა, ისინი ჩემდა გასაოცრად ამ პროცესს აფერხებენ, რომელიც მათ არ ეხებათ და ეხება კეზერაშვილს. კეზერაშვილს რომ ეხება იმ კომისიის შექმნას თუ არ ეთანხმები და არ გინდა მისი გახსნა, მგონი “ქოლცი” კარგი სახელია,”- განაცხადა ხვიჩიამ.