Home Blog Page 2035

რას ასწავლიან ახალგაზრდებს ზურაბ ჯაფარიძის ტრენინგებზე – დეტალები

„იმედის კვირის“ გუნდმა შეძლო დეტალურად გაერკვია იმ ტრენინგების შინაარსი და მიზანი, რომელსაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და მისი თანაგუნდელები მართავენ. „სისხლი“ და „რევოლუცია“ – ეს სიტყვები ისმის იმ ფარულ ვიდეოჩანაწერში რომელიც ერთ-ერთი ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილემ „იმედს“ მიაწოდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა იმის მოკვლევა თუ რას ასწავლიან ჯაფარიძე და მისი პარტნიორები შაბათ-კვირის შეკრებებზე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს.

სამუშაო პროცესში ხელის შეშლის მიუხედავად, გადამღებმა ჯგუფმა შეისწავლა და მოიპოვა უამრავი ფოტო და აუდიო მასალა ღია თუ დახურული წყაროებიდან.

„იმედის კვირას“ წყარომ ასევე მიაწოდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ჯაფარიძის პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ როგორ უნდა გარდაიქმნას ე.წ. თავისუფლების უიკენდები პროტესტად, რა როლი ექნება ამ პროცესში ჯაფარიძეს. წყაროს ინფორმაციით, საუბარი გირჩელებს – ანა ჩიქოვანს, გიორგი მოსიაშვილსა და ხვიჩა ბერელაშვილს შორის 2022 წლის სექტემბერში შედგა.

ხ. ბერელაშვილი: ჰო, აი, ამ „უიკენდების“ შეხვედრას ცოტა მეტი სიმძაფრე რომ მოემატოს კარგი იქნება რა.

ა. ჩიქოვანი: კი, ეგ უიკენდები, რაღაც „პონტში“, საბოლოოდ პროტესტად უნდა გარდაიქმნას.

ხ. ბერელაშვილი: ხალხი რომ იკრიბება, ანუ ეს მიტინგები, აქციები, რაღაცა ყველა მიდის იმაზე, რომ რაღაც ტრადიციულად, რაღაც დაპირისპირება უნდა მოხდეს რა. აი, ამ შოუს ელოდებიან ყველა რა…

ა.ჩიქოვანი: კი, კი, კი… მერე იმედგაცრუებულები მიდიან.

ხ. ბერელაშვილი: სულ მაგას სკანდირებენ, რომ აი, გეგმა. რომ ყვიროდნენ, გახსოვს?

ა. ჩიქოვანი: კი, კი, მახსოვს.

ხ. ბერელაშვილი: აი, ეგ რაღაცები რომ იყო, ამ გეგმაში ცხადია, ყველა ელოდებოდა პასუხს, რომ „დავაი“ შევვარდეთ რა. ახლა ჯაფარა რასაც აკეთებს, ზუსტად ნიადაგს, ნიადაგი მზადდება იმით, რომ რაზე ხართ წამსვლელები… (აწყვეტინებს)

ა.ჩიქოვანი: რომ იცოდნენ რა, რაზე… იცოდნენ რაზე მიდიან.

ხ. ბერელაშვილი: ეს ფრაზაც მაგას ნიშნავს, რაზე ხარ წამსვლელი რა, მე რომ მივაწვები და შევალ, მომყვები? იქ რომ ვიღაცამ „დუბინკა“ ჩაგარტყას ან რაღაც ეგეთი? ანუ ხომ მაგ თემასაც გახვედრებს, რა ვიცი, აი, ხომ გინდოდათ გეგმა, აგერ გეგმას ახლა „უიკენდებზე“ ვწერ.

ა.ჩიქოვანი: მანდ რამდენჯერაც დარბევა და ის იყო სულ რაღაცა 1000 კაცი იყო ბოლოს შემორჩენილი და როცა ძალიან ბევრი ათასია, იქ ვერაფერს შვრებიან უბრალოდ.

ხ. ბერელაშვილი: ჰო, „მარა“ მაგ შემთხვევაში ჯაფარა სულ გაურბის ხოლმე ეგეთ ლიდერობას და მოუწევს.

ა.ჩიქოვანი: კი.

ხ. ბერელაშვილი: მოუწევს ესე ხელის ქნევა, „ძაან“ არ უყვარს, მაგრამ მოუწევს. მაგას არ იზამს და ჩააგდებს. თან მესმის ახლა ეგეც, ჯაფარას ეგ ისა რა… ეგეთი გადაწყვეტილებები, მაგრამ აქამდე მიჰყავს და მერე უკან დახევა აღარ შეიძლება. ბიჭო, ყველაფერი მაქამდე იხარშება, რომ მართლა ხალხს უნდა. შეიძლება….ცოტა არ მომწონს ეგ ბაზარი, მაგრამ მეტი გზა არ ჩანს ხოლმე რა, ძალით უნდა შეხვიდე. ჩხუბები დავიდარაბა და გაწევ-გამოწევა არავის არ გვინდა, არც ახლა არ მოიაზრება, „მარა“ საქმე მიდის მაქამდე, რომ იძულებით მიაწვე რა და შეხვიდე მართლა რა…ჯაფარას ეს განცხადებები, რომ ეს შენობა ხალხს ეკუთვნის და ჩვენ გვაქვს უფლება, რომ შევიდეთ. ანუ ბევრი ხალხი თუ შეიკრიბა აგერ ტექსტიც ესაა, რომ შევვარდეთ.

მოსე შენ რას იტყვი?

გ. მოსიაშვილი: რასთან დაკავშირებით?

ხ. ბერელაშვილი: ჯაფარა მეთქი ახლა რომ აგორებს ამ უიკენდების თემას და მეტი სიმძაფრე ექნება.

გ.მოსიაშვილი: რა თქმა უნდა, ვუგროვებ ხალხს, მთავარია ხალხი.

ხ. ბერელაშვილი: ჰოდა, ხალხი შეგროვდეს მართლა და ბევრი და მივადგეთ შენობას…

გ.მოსიაშვილი: დედას მო***ნავთ!

ხ. ბერელაშვილი: ჯაფარას მოუწევს მეთქი ლიდერობა ისეთი, რომელსაც გაურბის ხოლმე.

გ.მოსიაშვილი: რა თქმა უნდა კი ეგ გააზრებული აქვს, იმიტომ რომ თვლის მეტი გამოსავალი არ არსებობს.

ხ. ბერელაშვილი: ანუ ეგეთი რაღაცები არ მიყვარსო.

გ. მოსიაშვილი: ჰო ბაზარი არაა, არ უყვარს ,მაგრამ მიყვარს არ მიყვარს რა შუაშია, დავკარგეთ ქვეყანა აგერ და დედა გვე***ნება….

ხ. ბერელაშვილი: არა, მოუწევს.

გ.მოსიაშვილი: ჰოდა, მოუწევს კი.

ხ.ბერელაშვილი: ჰოო, „ჯოს“, „ჯოს“ძახილიც მოუწევს.

საუბრის მონაწილე ზურა ჯაფარიძის თანაგუნდელები არ მალავენ რომ მათ და მათ ლიდერსაც ახალგაზრდული ბანაკები კონკრეტული მიზნებისთვის სჭირდებათ. არც იმის თქმას ერიდებიან რომ ჯაფარიძეს რევოლუციონერის როლის მორგება მოუწევს.

ამასთან, ახალგაზრდულ ბანაკებში დიდი როლი აქვს იარაღს, უფრო კონკრეტულად – ცეცლხსასროლი იარაღის პრაქტიკულ კურსებს.

ღია წყაროებიდან მოპოვებულ ფოტო და ვიდეო მასალებში ნათლად ჩანს, რომ უიკენდების შემადგენელი ნაწილია იარაღთან მოპყრობის და მისი მოხმარების სწავლება და ამისთვის სემინარებზე სპეციალურად მენტორები ჩადიან. მშობლების დიდმა ნაწილმა კი ამის შესახებ არაფერი იცის. წყარო „იმედის კვირას“ უყვება რომ ბაკურიანის სემინარზე მენტორის სტატუსით იმყოფებოდა აშშ-ის არმიის ყოფილი ოფიცერი და ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი დევიდ ბერტელესი.

გიორგი სარდალაშვილმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დღეს კატარის დედაქალაქ დოჰაში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, სადაც 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა ქართველმა, მისთვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ბელგიელი ვესტრაიტენი დამატებითი დროის მეექვსე წუთზე გაფრთხილებებით დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.

60 კგ-ში ოქროს მედალი ესპანელმა ფრანსისკო გარიგოსმა მოიპოვა, ვისთანაც სარდალაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა. გარიგოსმა გადამწყვეტ შეხვედრაში უზბეკი დალშოდბეკ ბარატოვი დაამარცხა.

ხვალ, 8 მაისს, დოჰაში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე მედლის მოპოვებას 66კგ-ში მოასპარზე ვაჟა მარგველაშვილი შეეცდება.

 

ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი რუსი და ბელარუსი სპორტსმენების შეჯიბრებებზე დაბრუნებას ცდილობს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსები და ბელორუსები საერთაშორისო შეჯიბრებებზე დააბრუნონ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეძლებენ თუ არა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას შესაფერის დროს მიიღება.

„ახლა ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ შევასრულოთ მისია, ოლიმპიური მოძრაობის წინადადება და დავაბრუნოთ რუსული და ბელორუსული პასპორტების მქონე სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებებზე“, – აღნიშნა ბახმა.

მისი თქმით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ფედერაციებთან. ბახმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენები ნეიტრალურ სტატუსში მიიღებენ მონაწილეობას.

პირველი მსოფლიო ომის ფოტოქრონიკა ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში პირველი მსოფლიო ომის მოწყალების დის, პირველი ფოტოდოკუმენტალისტი ქალის, ნინო ჯორჯაძის ფოტოების გამოფენა გახსნა.

ექსპოზიცია ნინო ჯორჯაძე კავკასიის ფრონტი /1914 – 1918/” ფოტოფესტივალ „ქოლგა თბილისი ფოტოს” ნაწილია.

 

ნინო ჯორჯაძე პირველ მსოფლიო ომში წითელი ჯვრის ორგანიზაციის ეგიდით მოხალისედ წავიდა და მოწყალების დად მსახურობდა. მან კავკასიის ფრონტის ფოტოქრონიკა მისი ძმის, გიორგი ჯორჯაძის, „კოდაკის” ფოტოაპარატით შექმნა. მის ობიექტივში მოხვდა ომის ყოველდღიურობა: ექსტრემალური სიტუაციები, სამხედრო პირები, დაჭრილები, ლტოლვილები, ექიმები.

 

გამოფენის კურატორია ხელოვნებათმცოდნე ლიკა მამაცაშვილი. საოჯახო არქივის მფლობელები არიან: თამარ ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ბაგრატიონი.

 

ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი ექსპოზიციას 21 მაისის ჩათვლით უმასპინძლებსდასწრება თავისუფალია.

დავხოცავთ რუსებს ნებისმიერ წერტილში უკრაინის სრულ გამარჯვებამდე – ბუდანოვი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა რუსეთის ბრალდებებს გამოეხმაურა და უარყო ინფორმაცია უკრაინის სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობის შესახებ რამდენიმე რუსი პროპაგანდისტის ლიკვიდაციაში.

მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები გამარჯვების შემდეგ გააგრძელებენ ოკუპანტების განადგურებას.

„ჩვენ მოვკალით რუსები და დავხოცავთ რუსებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უკრაინის სრულ გამარჯვებამდე“, – დასძინა ბუდანოვმა.

რუსთაველის ფონდი ღონისძიებაზე „ევროპის დღე-2023“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საგამოფენო ცენტრ  „ექსპო-ჯორჯიაში“   ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ფონდის წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი  იმ საერთაშორისო პროექტების შესახებ,  რომლის მონაწილეც  რუსთაველის სამეცნიერო  ფონდია. რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სტენდს გაეცნო ევროკავშირის ელჩი საქართველოში  პაველ ჰერჩინსკი.

ევროკავშირის პროექტის   – „Caliper – კვლევისა და ინოვაციის დაკავშირება გენდერული თანასწორობისათვის“   საინფორმაციო კუთხეში  წარმოდგენილი იყო   საინფორმაციო – საიმიჯო  ხასიათის მასალა პროექტის შესახებ, ასევე, სხვადასხვა სახის   ბროშურები,  ჟურნალები, გზამკვლევები.  გაიმართა რუსთაველის  ფონდის  სამეცნიერო  საგრანტო კონკურსების ფარგლებში  გამოცემული წიგნების გამოფენა,  რომელიც ევროპულ ცივილიზაციას, მის  კულტურულ მემკვიდრეობასა და  ღირებულებებს ასახავს.  ჩატარდა შემეცნებით-გასართობი   ვიქტორინა „მე და ევროპა“ – დამთვალიერებლებმა, ზეიმის მონაწილეებმა უპასუხეს კითხვებს  ევროპის, ევროკავშირის ისტორიისა  და ცნობილი ევროპელი მეცნიერების   შესახებ;  ვიქტორინის გამარჯვებულებს   სიმბოლური პრიზები, საჩუქრები  გადაეცათ.

არსებობს საფრთხე, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი – თინა ხიდაშელი

„კოალიციური ერთობა წარმატების შანსია“, – ამის შესახებ თავდაცვის ექსმინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

ხიდაშელი ოპოზიციას ურჩევს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ძალები გააერთიანონ.

„საქართველოში არის კონკრეტული რეალობა, რომელიც გვკარნახობს, ეს კოალიციური პროექტი უნდა შედგეს არჩევნებამდე, ვინაიდან, არსებობს საფრთხე, ალბათობა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა უბრალოდ ვერ გადალახონ საარჩევნო ბარიერი. წარმატების ყველაზე დიდი შანსი და ამ პროცესის სწრაფად დაძვრის  შანსი გვაქვს იმ შემთხვევაში, თუ 2  მნიშვნელოვანი მოთამაშე  დემოკრატიული ოპოზიციის ფლანგზე „ლელო – საქართველოსთვის“ და პარტია „საქართველოსთვის“ შეძლებენ საერთო ენის გამონახვას და სწორედ ასეთ კოალიციური ერთობაზე შეთანხმებას. კი „ლელო“ ტიპური, სტანდარტული ამომრჩევლის პლატფორმაა დღეს საქართველოში, პარტია „საქართველოსთვის“ ანუ გახარიას პარტიას, აქვს იმის შანსი, რომ „ქართულ ოცნებას“ წაართვას ამომრჩეველი“, – აცხადებს თინა ხიდაშელი. 

ირაკლი ღარიბაშვილი „ევროპის დღეების“ ფარგლებში შვედეთის დღის გახსნის ცერემონიას დაესწრო

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის დღის ფარგლებში ორბელიანის მოედანზე შვედეთის დღის ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და ღონისძიებაში მონაწილე სტუმრებს.

 

„მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. მინდა მივესალმო ჩვენს მეგობრებს – ევროკავშირის ელჩ ბატონ პაველ ჰერჩინსკის, შვედეთის ელჩს მინდა მივესალმო განსაკუთრებით და ჩვენს მერს, ბატონ კახას [კალაძეს]. მოგეხსენებათ, რომ აღვნიშნავთ ევროპის დღეებს. გუშინ ბატონ ელჩებთან აღვნიშნეთ ევროპის დღეების გახსნა ოფიციალურად. ასევე, გუშინ აღვნიშნეთ ესპანური დღე, ვინაიდან ესპანეთი ოფიციალურად გადაიბარებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას ივლისიდან და მანამდე შვედეთი არის თავმჯდომარე ქვეყანა, ამიტომ დღეს უკვე შვედეთის დღე შემოგთავაზეთ.

 

მინდა კიდევ ერთხელ ყველას დიდი მადლობა გადავუხადო – ჩვენს სტუმრებს ესპანეთიდან, სასიამოვნო საღამო შესთავაზეს ჩვენს მოსახლეობას. დღეს ასევე გველის შვედური საღამო თავისი კულტურული ელემენტებით. ასე რომ, დიდი მადლობა და გისურვებთ სასიამოვნო საღამოს გატარებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

თბილისში „ევროპის დღეები“ მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. დაგეგმილია სხვადასხვა სახის. ღონისძიებები. გუშინდელი დღე, 6 მაისი, ესპანეთს მიეძღვნა.

 

,,ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება და ეს დიდი წარმატებაა”- პაველ ჰერჩინსკი

ჩვენ ევროპის დღეს აღვნიშნავთ. ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება. ეს დიდი წარმატებაა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ორბელიანის მოედანზე, ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. ეს ისტორიული შანსია, იმისთვის რომ გახდეთ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი. საქართველოს ამ გზაზე წარმატებას ვუსურვებ. გილოცავთ ევროპის დღეს“, – განაცხადა ელჩმა.

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დასავლეთით, ჰათაის პროვინციაში მაგნიტუდით 4.7  მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:36 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც.

უკვე მარტვილსაც ჰყავს ევროპის ჩემპიონი კიკბოქსინგში k-1 წესებით

უკვე მარტვილსაც ჰყავს ევროპის ჩემპიონი კიკბოქსინგში k-1 წესებით, ნიკა ბაღიშვილი.

“არის გამარჯვება – ” ძალიან დაძაბულ დამატებით ბრძოლაში გავხდით ევროპის ჩემპიონი კიკბოქსინგში k-1 წესებით.

ვულოცავ ძალიან მაგარ ბიჭს ამ გამარჯვებას.

მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისთვის.განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ის კეთილი ადამიანები, ვინც დაგვეხმარა ფინანსურად.

მადლობა მათ. მადლობა ყველა გულშემატკივარს. ჩვენს მებრძოლს ნიკას კი ვუსურვებ უფრო მეტ შრომას უფრო მეტ მონდომებას და ამ ყველაფერთან ერთად დიდ წარმატებებს. ესახელებინოს თავისი კუთხე მარტვილი და მთლიანად საქართველო.”,- წერს დათა წულაია სოციალურ ქსელში.

ევროპის ჩემპიონატი ლატვიაში ჩატარდა.

„დასავლეთი მზად უნდა იყოს, რომ უკრაინის ომში სრული გამარჯვება არ იქნება“- ჩეხეთის პრეზიდენტი

დასავლეთი უნდა იყოს მზად, რომ უკრაინის ომში სრული გამარჯვება არ იქნება“, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვიძლია, რათა წავახალისოთ უკრაინელები და მხარი დავუჭიროთ, რომ წარმატებულები იყვნენ. როგორც ჩანს, მათ ჯერ კიდევ აქვთ განცდა, რომ არ აქვთ ყველაფერი ოპერაციის წარმატებით დასაწყებად. მაგრამ შინაგანად ჩვენ უნდა ვიყოთ მზად სხვა არაპროგნოზირებადი სიტუაციებისთვისაც“, – აღნიშნა პაველმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა მოიპოვოს უკრაინისთვის საბრძოლო მასალა მთელი მსოფლიოდან, მათ შორის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც შესაძლოა არ სურდეთ რუსეთთან კონფლიქტში ჩართულობის აღიარება.

„კრემლის პრეტენზიები, რომ უკრაინა ცდილობდა ვლადიმერ პუტინის მოკვლას მოსკოვში უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის გზით, სისულელეა, ეს შესაძლოა იყოს საბაბი უკრაინაზე უფრო დიდი საჰაერო თავდასხმისთვის“, – აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი.

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, კიევში აცნობიერებენ, რომ რუსეთის არასწორად შეფასება არ შეიძლება, რადგანაც რუსებს ჰყავთ საკმარისი რაოდენობის ცოცხალი ძალა, ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი ტექნიკა, შეიძლება უფრო ძველი და, შესაძლოა, ნაკლები რაოდენობით, მაგრამ მაინც აქვთ საკმარისი რაოდენობით არტილერია და ბევრი საბრძოლო მასალა.

„ცხადია, თავდაცვაში ყოფნის დროს მათ საქმე უადვილდებათ, რადგანაც უკრაინა საშინელ დანაკარგს განიცდიდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინელები კარგად იქნებოდნენ მომზადებულები. ამიტომ ისეთ მტერზე თავდასხმა, როგორიც რუსეთია, ძალიან რთული იქნება და მოულოდნელობის ეფექტის შექმნა მეორედ არ გამოვა.

უკიდურესად მავნე იქნება უკრაინისთვის, თუ კონტრშეტევა ჩავარდება, რადგანაც მათ მეორე შანსი არ ექნებათ, ყოველ შემთხვევაში, წელს“, – დასძინა ჩეხეთის პრეზიდენტმა.