რას ასწავლიან ახალგაზრდებს ზურაბ ჯაფარიძის ტრენინგებზე – დეტალები

250
spot_img

„იმედის კვირის“ გუნდმა შეძლო დეტალურად გაერკვია იმ ტრენინგების შინაარსი და მიზანი, რომელსაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და მისი თანაგუნდელები მართავენ. „სისხლი“ და „რევოლუცია“ – ეს სიტყვები ისმის იმ ფარულ ვიდეოჩანაწერში რომელიც ერთ-ერთი ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილემ „იმედს“ მიაწოდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა იმის მოკვლევა თუ რას ასწავლიან ჯაფარიძე და მისი პარტნიორები შაბათ-კვირის შეკრებებზე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს.

სამუშაო პროცესში ხელის შეშლის მიუხედავად, გადამღებმა ჯგუფმა შეისწავლა და მოიპოვა უამრავი ფოტო და აუდიო მასალა ღია თუ დახურული წყაროებიდან.

„იმედის კვირას“ წყარომ ასევე მიაწოდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ჯაფარიძის პარტიის ლიდერები დეტალურად განიხილავენ როგორ უნდა გარდაიქმნას ე.წ. თავისუფლების უიკენდები პროტესტად, რა როლი ექნება ამ პროცესში ჯაფარიძეს. წყაროს ინფორმაციით, საუბარი გირჩელებს – ანა ჩიქოვანს, გიორგი მოსიაშვილსა და ხვიჩა ბერელაშვილს შორის 2022 წლის სექტემბერში შედგა.

ხ. ბერელაშვილი: ჰო, აი, ამ „უიკენდების“ შეხვედრას ცოტა მეტი სიმძაფრე რომ მოემატოს კარგი იქნება რა.

ა. ჩიქოვანი: კი, ეგ უიკენდები, რაღაც „პონტში“, საბოლოოდ პროტესტად უნდა გარდაიქმნას.

ხ. ბერელაშვილი: ხალხი რომ იკრიბება, ანუ ეს მიტინგები, აქციები, რაღაცა ყველა მიდის იმაზე, რომ რაღაც ტრადიციულად, რაღაც დაპირისპირება უნდა მოხდეს რა. აი, ამ შოუს ელოდებიან ყველა რა…

ა.ჩიქოვანი: კი, კი, კი… მერე იმედგაცრუებულები მიდიან.

ხ. ბერელაშვილი: სულ მაგას სკანდირებენ, რომ აი, გეგმა. რომ ყვიროდნენ, გახსოვს?

ა. ჩიქოვანი: კი, კი, მახსოვს.

ხ. ბერელაშვილი: აი, ეგ რაღაცები რომ იყო, ამ გეგმაში ცხადია, ყველა ელოდებოდა პასუხს, რომ „დავაი“ შევვარდეთ რა. ახლა ჯაფარა რასაც აკეთებს, ზუსტად ნიადაგს, ნიადაგი მზადდება იმით, რომ რაზე ხართ წამსვლელები… (აწყვეტინებს)

ა.ჩიქოვანი: რომ იცოდნენ რა, რაზე… იცოდნენ რაზე მიდიან.

ხ. ბერელაშვილი: ეს ფრაზაც მაგას ნიშნავს, რაზე ხარ წამსვლელი რა, მე რომ მივაწვები და შევალ, მომყვები? იქ რომ ვიღაცამ „დუბინკა“ ჩაგარტყას ან რაღაც ეგეთი? ანუ ხომ მაგ თემასაც გახვედრებს, რა ვიცი, აი, ხომ გინდოდათ გეგმა, აგერ გეგმას ახლა „უიკენდებზე“ ვწერ.

ა.ჩიქოვანი: მანდ რამდენჯერაც დარბევა და ის იყო სულ რაღაცა 1000 კაცი იყო ბოლოს შემორჩენილი და როცა ძალიან ბევრი ათასია, იქ ვერაფერს შვრებიან უბრალოდ.

ხ. ბერელაშვილი: ჰო, „მარა“ მაგ შემთხვევაში ჯაფარა სულ გაურბის ხოლმე ეგეთ ლიდერობას და მოუწევს.

ა.ჩიქოვანი: კი.

ხ. ბერელაშვილი: მოუწევს ესე ხელის ქნევა, „ძაან“ არ უყვარს, მაგრამ მოუწევს. მაგას არ იზამს და ჩააგდებს. თან მესმის ახლა ეგეც, ჯაფარას ეგ ისა რა… ეგეთი გადაწყვეტილებები, მაგრამ აქამდე მიჰყავს და მერე უკან დახევა აღარ შეიძლება. ბიჭო, ყველაფერი მაქამდე იხარშება, რომ მართლა ხალხს უნდა. შეიძლება….ცოტა არ მომწონს ეგ ბაზარი, მაგრამ მეტი გზა არ ჩანს ხოლმე რა, ძალით უნდა შეხვიდე. ჩხუბები დავიდარაბა და გაწევ-გამოწევა არავის არ გვინდა, არც ახლა არ მოიაზრება, „მარა“ საქმე მიდის მაქამდე, რომ იძულებით მიაწვე რა და შეხვიდე მართლა რა…ჯაფარას ეს განცხადებები, რომ ეს შენობა ხალხს ეკუთვნის და ჩვენ გვაქვს უფლება, რომ შევიდეთ. ანუ ბევრი ხალხი თუ შეიკრიბა აგერ ტექსტიც ესაა, რომ შევვარდეთ.

მოსე შენ რას იტყვი?

გ. მოსიაშვილი: რასთან დაკავშირებით?

ხ. ბერელაშვილი: ჯაფარა მეთქი ახლა რომ აგორებს ამ უიკენდების თემას და მეტი სიმძაფრე ექნება.

გ.მოსიაშვილი: რა თქმა უნდა, ვუგროვებ ხალხს, მთავარია ხალხი.

ხ. ბერელაშვილი: ჰოდა, ხალხი შეგროვდეს მართლა და ბევრი და მივადგეთ შენობას…

გ.მოსიაშვილი: დედას მო***ნავთ!

ხ. ბერელაშვილი: ჯაფარას მოუწევს მეთქი ლიდერობა ისეთი, რომელსაც გაურბის ხოლმე.

გ.მოსიაშვილი: რა თქმა უნდა კი ეგ გააზრებული აქვს, იმიტომ რომ თვლის მეტი გამოსავალი არ არსებობს.

ხ. ბერელაშვილი: ანუ ეგეთი რაღაცები არ მიყვარსო.

გ. მოსიაშვილი: ჰო ბაზარი არაა, არ უყვარს ,მაგრამ მიყვარს არ მიყვარს რა შუაშია, დავკარგეთ ქვეყანა აგერ და დედა გვე***ნება….

ხ. ბერელაშვილი: არა, მოუწევს.

გ.მოსიაშვილი: ჰოდა, მოუწევს კი.

ხ.ბერელაშვილი: ჰოო, „ჯოს“, „ჯოს“ძახილიც მოუწევს.

საუბრის მონაწილე ზურა ჯაფარიძის თანაგუნდელები არ მალავენ რომ მათ და მათ ლიდერსაც ახალგაზრდული ბანაკები კონკრეტული მიზნებისთვის სჭირდებათ. არც იმის თქმას ერიდებიან რომ ჯაფარიძეს რევოლუციონერის როლის მორგება მოუწევს.

ამასთან, ახალგაზრდულ ბანაკებში დიდი როლი აქვს იარაღს, უფრო კონკრეტულად – ცეცლხსასროლი იარაღის პრაქტიკულ კურსებს.

ღია წყაროებიდან მოპოვებულ ფოტო და ვიდეო მასალებში ნათლად ჩანს, რომ უიკენდების შემადგენელი ნაწილია იარაღთან მოპყრობის და მისი მოხმარების სწავლება და ამისთვის სემინარებზე სპეციალურად მენტორები ჩადიან. მშობლების დიდმა ნაწილმა კი ამის შესახებ არაფერი იცის. წყარო „იმედის კვირას“ უყვება რომ ბაკურიანის სემინარზე მენტორის სტატუსით იმყოფებოდა აშშ-ის არმიის ყოფილი ოფიცერი და ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი დევიდ ბერტელესი.