გიორგი სარდალაშვილმა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

76
spot_img

დღეს კატარის დედაქალაქ დოჰაში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო, სადაც 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ახალგაზრდა ქართველმა, მისთვის სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატზე, მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ბელგიელი ვესტრაიტენი დამატებითი დროის მეექვსე წუთზე გაფრთხილებებით დაამარცხა და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.

60 კგ-ში ოქროს მედალი ესპანელმა ფრანსისკო გარიგოსმა მოიპოვა, ვისთანაც სარდალაშვილი მეოთხედფინალში დამარცხდა. გარიგოსმა გადამწყვეტ შეხვედრაში უზბეკი დალშოდბეკ ბარატოვი დაამარცხა.

ხვალ, 8 მაისს, დოჰაში მიმდინარე მსოფლიო პირველობაზე მედლის მოპოვებას 66კგ-ში მოასპარზე ვაჟა მარგველაშვილი შეეცდება.