ორშაბათი, მაისი 29, 2023
spot_img
Homeსიახლეებიმსოფლიოოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი რუსი და ბელარუსი სპორტსმენების შეჯიბრებებზე დაბრუნებას ცდილობს

ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი რუსი და ბელარუსი სპორტსმენების შეჯიბრებებზე დაბრუნებას ცდილობს

spot_img

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რუსები და ბელორუსები საერთაშორისო შეჯიბრებებზე დააბრუნონ.

მისი თქმით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეძლებენ თუ არა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას შესაფერის დროს მიიღება.

„ახლა ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ შევასრულოთ მისია, ოლიმპიური მოძრაობის წინადადება და დავაბრუნოთ რუსული და ბელორუსული პასპორტების მქონე სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებებზე“, – აღნიშნა ბახმა.

მისი თქმით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო ფედერაციებთან. ბახმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენები ნეიტრალურ სტატუსში მიიღებენ მონაწილეობას.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები