რუსთაველის ფონდი ღონისძიებაზე „ევროპის დღე-2023“

145
spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საგამოფენო ცენტრ  „ექსპო-ჯორჯიაში“   ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ფონდის წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი  იმ საერთაშორისო პროექტების შესახებ,  რომლის მონაწილეც  რუსთაველის სამეცნიერო  ფონდია. რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სტენდს გაეცნო ევროკავშირის ელჩი საქართველოში  პაველ ჰერჩინსკი.

ევროკავშირის პროექტის   – „Caliper – კვლევისა და ინოვაციის დაკავშირება გენდერული თანასწორობისათვის“   საინფორმაციო კუთხეში  წარმოდგენილი იყო   საინფორმაციო – საიმიჯო  ხასიათის მასალა პროექტის შესახებ, ასევე, სხვადასხვა სახის   ბროშურები,  ჟურნალები, გზამკვლევები.  გაიმართა რუსთაველის  ფონდის  სამეცნიერო  საგრანტო კონკურსების ფარგლებში  გამოცემული წიგნების გამოფენა,  რომელიც ევროპულ ცივილიზაციას, მის  კულტურულ მემკვიდრეობასა და  ღირებულებებს ასახავს.  ჩატარდა შემეცნებით-გასართობი   ვიქტორინა „მე და ევროპა“ – დამთვალიერებლებმა, ზეიმის მონაწილეებმა უპასუხეს კითხვებს  ევროპის, ევროკავშირის ისტორიისა  და ცნობილი ევროპელი მეცნიერების   შესახებ;  ვიქტორინის გამარჯვებულებს   სიმბოლური პრიზები, საჩუქრები  გადაეცათ.