Home Blog Page 2016

“ქართული ოცნება” ამჯერად ეროვნული ბანკის მიტაცებას ცდილობს – თინა ბოკუჩავა

“ქართული ოცნება” ამჯერად ეროვნული ბანკის მიტაცებას ცდილობს – პრეზიდენტის მიმართ ბრალდებები და მისი უფლებამოსილებების შეზღუდვა სწორედ სახელმწიფოს მიტაცების მორიგი მცდელობაა , – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა.

ბოკუჩავას შეფასებით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დაწყებული პროცესი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა, რადგან მისი დამოუკიდებლობა ფინანსურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“ამ დრომდე ეროვნულ ბანკზე ბიძინა ივანიშვილს პირდაპირი გავლენა არ ჰქონდა – ყოველ შემთხვევაში იმ ხარისხით, რა ხარისხით მოპოვებასთან ის ახლა ცდილობს.

ივანიშვილის რეჟიმი ყოველდღიურად უფრო და უფრო ავტოკრატიული ხდება, მათ შორის ასე აფასებენ დღეს არსებულ რეჟიმს ჩვენი პარტნიორებიც”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარტია “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, “იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც – თებერვალი, 8 მარტი და სხვა “თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.

მმართველი გუნდი “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.

ერთადერთი, ვისი ვალიც ვერ გაისტუმრა წლების განმავლობაში რუსეთმა არის ხოშტარიების ოჯახი – ვოლსკი

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთიდან ჩარიცხულ თანხებზე კომენტარი პარლამენტის პირევლმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოსლკიმ გააკეთა.

„როგორ მოხდა, რომ რუსეთმა ვერავისთან მსოფლიოში ვერანაირი ვალდებულება ვერ შეასრულა, ვერც ომის დაწყებისა და განვითარების ასეთი ბრუტალური სიტუაციის შექმნის, ბირთვული საფრთხეების შექმნის მსოფლიოსათვის, ჩვენთვისაც საფრთხეს წარმოადგენს, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები უკრაინაში, საქართველოში და ერთადერთი, ვისი ვალიც ვერ გაისტუმრა წლების განმავლობაში ეს არის ხოშტარიების ოჯახი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 279 000 რუბლია.

,,ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ დავძლიოთ ვეტო და მივიღოთ შესაბამისი კანონპროექტი”- გია ცაგარეიშვილი

უკვე რამდენიმე თვეა ეს კრიზისი მწვავდება და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს კრიზისი განმუხტულიყო, მაგრამ ვითარება პირიქით დამძიმდა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ დავძლიოთ ვეტო და მივიღოთ შესაბამისი კანონპროექტი, რათა შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადებამ უპასუხა ყველა საჭირბოროტო კითხვას, რომელიც დაისვა ამ თემაზე საზოგადოებაში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიღწეულიყო შეთანხმება პრეზიდენტთან და კონსტიტუციის ჩარჩოებში წარგვედგინა შესაბამისი ინიციატივები, რათა აქ არავითარი კრიზისი არ დაწყებულიყო და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ურთიერთობა არ გამწვავებულიყო. ეს ნათლად ჩანს ამ განცხადებაშიც, მაგრამ, როგორც ჩანს, პრეზიდენტს სხვა წარმოდგენა ჰქონდა ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამჟამად ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ 7 ადამიანი მუშაობს. ერთს ვადა გასდის ამ წლის დეკემბერში და საბჭოში გვეყოლება 6 ადამიანი. ნელ-ნელა საბჭო დაკარგავს თავის უმთავრეს ფუნქციას – წარმართოს ეროვნული ბანკის საქმიანობა. ეს ძალიან ღრმა კრიზისში შეიყვანს ეროვნულ ბანკს, რომელიც ქვეყანაში განსაზღვრავს ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. ეს კრიზისი ძალიან ცუდ ზეგავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ნებისმიერი ადამიანის, პოლიტიკოსის და მით უმეტეს პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობა უნდა იყოს, რომ ხელოვნური კრიზისი არ შეიქმნას და ასეთ დაწესებულებებს გაუმარტივდეთ ფუნქციონირება. იცით, რომ უკვე რამდენიმე თვეა ეს კრიზისი მწვავდება და ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს კრიზისი განმუხტულიყო, მაგრამ ვითარება პირიქით დამძიმდა. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ დავძლიოთ ვეტო და მივიღოთ შესაბამისი კანონპროექტი, რათა შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება ეროვნული ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ“, – აცხადებს გია ცაგარეიშვილი.

პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებით, იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი ქმედებებით მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას საქართველოს ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას.

“ის, რაც ეროვნული ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს, არის მმართველი პარტიის მხრიდან ვეტოს დაძლევის მუქარა”

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, ეროვნული ბანკის საქმიანობას აზიანებს და აფერხებს.

როგორც მან ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, ეს არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან.

„დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობას უკავშირდებოდა. პირველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიული კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა. პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგენასთან კავშირში არ არის და არც რაიმეს შემაფერხებელია. რაც შეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას, საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მისი პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი -კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით. ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოაშკარავდა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც. ის, რასაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო. რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, ეს არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან“, – განაცხადა მსხილაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, „იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც – თებერვალი, 8 მარტი და სხვა“, თუმცა პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.

მმართველი გუნდი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 5 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მცირეწლოვანი კლინიკაში უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ლანჩხუთში, რამდენიმე დღის წინ  ჰამაკიდან ჩამოვარდა, მშობლებმა ის საავადმყოფოში შემოწმების მიზნით მიიყვანეს, სადაც უთხრეს, რომ საგანგაშო არაფერი იყო. მას მხოლოდ ფეხის დაზიანება აღენიშნებოდა.

როგორც ირკვევა, ბავშვი გუშინ მშობლებთან ერთად  წალენჯიხაში ბაბუის დაკრძალვაზე პანაშვიდზე იმყოფებოდა, სადაც მოულოდნელად ცუდად გახდა და გონება დაკარგა. იგი შოკურ მდგომარეობაში, ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბავშვს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და ის გურიაში, საკუთარ სახლშია გადასვენებული.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, რატომ ამბობს უარს სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენაზე.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პრეზიდენტი ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა, თუმცა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი -კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, „რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით“.

„დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობას უკავშირდებოდა. პირველი, საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა არ ზიანდება. ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიული კადრი. არ ფერხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნის პროცესი. ბანკის საბჭოს დღესვე შეუძლია წარმოადგინოს ბანკის ხელმძღვანელის კანდიდატურა. პრეზიდენტის მიერ დაწყებული საბჭოს წევრების შერჩევის პროცესი ამ წარდგენასთან კავშირში არ არის და არც რაიმეს შემაფერხებელია. რაც შეხება მოქმედი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ლაშა ხუციშვილის წარდგენას, საქართველოს პრეზიდენტი მის კანდიდატურას ნამდვილად განიხილავდა და მიიჩნევდა, რომ მის პროფესიონალიზმი, გამოცდილება და კვალიფიკაცია კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, თუმცა, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი -კანდიდატის დამოუკიდებლობა კითხვებს აჩენდა, რაც გამყარდა მთავრობის მხრიდან ლაშა ხუციშვილის კანდიდატურის წარდგენის კატეგორიული მოთხოვნით, პრეზიდენტზე მუდმივი ზეწოლით და შანტაჟით. ის, რაც ნამდვილად აზიანებს და აფერხებს ეროვნული ბანკის საქმიანობას, არის მმართველი პარტიის დღევანდელი განცხადება, რამაც საბოლოოდ გამოაშკარავდა, რომ აღნიშნული კანდიდატი ერთადერთი და უალტერნატივოა არა მხოლოდ მთავრობისთვის, არამედ მმართველი პარტიისთვისაც. ის, რასაც ნამდვილად ემსახურებოდა და იცავდა ეროვნული ბანკის ინტერესებს, იყო პრეზიდენტის ვეტო. რაც აზიანებს ბანკის და ქვეყნის რეპუტაციას, ეს არის ვეტოს დაძლევის მუქარა მმართველი პარტიის მხრიდან“, – განაცხადა მსხილაძემ.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, „იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც – თებერვალი, 8 მარტი და სხვა“, თუმცა პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.

მმართველი გუნდი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.

ვირჯინიაში, სკოლის გამოსაშვებ ცერემონიაზე სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის შტატ ვირჯინიაში, სკოლის გამოსაშვებ ღონისძიებაზე 19 წლის პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ატეხა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულია 18 წლის მოსწავლე და მისი 36 წლის მამა.

ამასთან, 31 წლის მამაკაცს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს მიღებული და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. რაც შეეხებათ სხვა დაშავებულებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილთა შორისაა 14 წლის მოზარდი.

BBC-ის ცნობით, ეჭვმიტანილმა ფეხით გაქცევა სცადა, თუმცა, დააკავეს.

„რა თქმა უნდა, ქაოსი იყო. ხალხი ერთმანეთში ირეოდა“, – აცხადებს პოლიციის ოფიცერი.

დაკავებულს სულ მცირე ორი მუხლით გაასამართლებენ განზრახ მკვლელობისთვის.

 

ერდოღანი გამოდის ინიციატივით, კახოვკის კაშხლის აფეთქების გამოსაძიებლად რუსეთის, უკრაინის, თურქეთისა და გაერო-ს მონაწილეობით კომისია შეიქმნას

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას კომისია რუსეთის, უკრაინის, თურქეთის და გაერო-ს მონაწილეობით კახოვკის კაშხლის აფეთქების გამოსაძიებლად.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა. ამასთან, ერდოღანი ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც, რა დროსაც განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია კახოვკის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით ყოვლისმომცველი გამოძიების ჩატარება, რომელიც ეჭვებს არ დატოვებს.

გარდა ამისა, ზელენსკისთან საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა მზად არის, მოსკოვსა და კიევს შორის მშვიდობის უზრუნველსაყოფად საკუთარი როლი შეასრულოს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6137 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6137 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6137 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6173 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8001 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7992 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0009 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ნაციონალურ მოძრაობასთან“ მისვლა პარტიებს დამატებით ხმებს ვერ მოუტანს” – ხატია დეკანოიძე

“კონკრეტული პარტიების მისვლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერ მოუტანს დამატებით ხმებს ვერც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვერც ამ პარტიებს – გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების წამოღება იქნება წარმატების და გამარჯვების ფორმულა ოპოზიციისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„მე იგივე პოზიცია მქონდა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვიყავი, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი წარმატების ფორმულა ოპოზიციისთვის იქნება იმ 61 პროცენტის, გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმების წამოღება, დარწმუნება და ოპოზიციურ ფლანგზე საკუთარი ხმების დაფიქსირება, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს რომელ პარტიას მისცემს ხმას. „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს თავის ძალიან მყარი ამომრჩეველი, რომლის ძირითადი მოტივაცია არის მიხეილ სააკაშვილი და ხმას მიხეილ სააკაშვილს აძლევენ.

სწორედ ამიტომ იღებს „ნაციონალური მოძრაობა“ ხმების ამ რაოდენობას, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობასთან” მისვლა კონკრეტული პარტიების, ვერ მოუტანს დამატებით ხმებს ვერც „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვერც იმ კონკრეტულ პარტიებს, ეს ხმებს კიდევ უფრო დააკლებს. ამიტომ ნებისმიერი ცენტრი, პარტია რომელიც მოახერხებს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის, 60 პროცენტის ხმების წამოღებას, ეს იქნება ნამდვილად წარმატების და გამარჯვების ფორმულა ოპოზიციისთვის”, – განაცხადა დეკანოიძემ.

პარტია „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება.

“მტერი დიდი ხანია, გვპირდება კონტრშეტევას, როგორც ჩანს, რაღაც დაიწყო” – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო.

მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთისთვის კიევის რეჟიმის კონტრშეტევაში მოულოდნელობები არ არის.

„მტერი დიდი ხანია, გვპირდება დიდ კონტრშეტევას და როგორც ჩანს, რაღაც უკვე დაიწყო. გასაკვირი არ არის, რადგან კიევის რეჟიმს არჩევანი არ აქვს. უნდა შეუტიოს. საჭიროა მიღებული ნადავლისა და იარაღის გამართლება. ბატონების იმედგაცრუება ზელენსკის და კომპანიას შეიძლება, დაუჯდეს არა მხოლოდ პოსტები, არამედ თავად სიცოცხლეც, მაგრამ ამ შემთხვევაში მტერი სწორად უნდა შევაფასოთ. მტერი და დასავლური სამყარო, რომელიც მას მხარს უჭერს, მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა ჩვენი ქვეყანა დედამიწის პირიდან წაშალოს“, – თქვა დიმიტრი მედვედევმა.

“ენგურჰესზე რომ წარმოვიდგინოთ კახოვკის კაშხლის ტრაგედია, ქალბატონი ხოშტარია, თუ ბატონი ვაშაძე იხსნიან საქართველოს დატბორვისგან?”

ჰიპოთეტურად, ენგურჰესზე რომ წარმოვიდგინოთ კახოვკის კაშხლის ტრაგედია, ქალბატონი ხოშტარია, თუ ბატონი ვაშაძე ან სხვა რადიკალი ოპოზიციონერები იხსნიან დასავლეთ საქართველოს გარდაუვალი დატბორვისგან? – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რომელიც რუსეთს აიძულებს არ განახორციელოს მსგავსი უპრეცედენტო დონის ვანდალიზმი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

„უკრაინაში, კახოვკის კაშხლის განადგურების შედეგად, უკვე მეორე დღეა იტბორება ათეულობით დასახლებული პუნქტი. ათი ათასობით ოჯახი რჩება საცხოვრებლის გარეშე.

დღეს, არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რომელიც რუსეთს აიძულებს არ განახორციელოს მსგავსი უპრეცედენტო დონის ვანდალიზმი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და ეს არის ტრაგედია.

ღმერთმა დაგვიფაროს და ჰიპოთეტურად, ენგურჰესზე რომ წარმოვიდგინოთ კახოვკის კაშხლის ტრაგედია, ქალბატონი ხოშტარია, თუ ბატონი ვაშაძე ან სხვა რადიკალი ოპოზიციონერები იხსნიან დასავლეთ საქართველოს გარდაუვალი დატბორვისგან? ამიტომ ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.