“ენგურჰესზე რომ წარმოვიდგინოთ კახოვკის კაშხლის ტრაგედია, ქალბატონი ხოშტარია, თუ ბატონი ვაშაძე იხსნიან საქართველოს დატბორვისგან?”

185
spot_img

ჰიპოთეტურად, ენგურჰესზე რომ წარმოვიდგინოთ კახოვკის კაშხლის ტრაგედია, ქალბატონი ხოშტარია, თუ ბატონი ვაშაძე ან სხვა რადიკალი ოპოზიციონერები იხსნიან დასავლეთ საქართველოს გარდაუვალი დატბორვისგან? – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რომელიც რუსეთს აიძულებს არ განახორციელოს მსგავსი უპრეცედენტო დონის ვანდალიზმი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

„უკრაინაში, კახოვკის კაშხლის განადგურების შედეგად, უკვე მეორე დღეა იტბორება ათეულობით დასახლებული პუნქტი. ათი ათასობით ოჯახი რჩება საცხოვრებლის გარეშე.

დღეს, არანაირი მექანიზმი არ არსებობს, რომელიც რუსეთს აიძულებს არ განახორციელოს მსგავსი უპრეცედენტო დონის ვანდალიზმი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და ეს არის ტრაგედია.

ღმერთმა დაგვიფაროს და ჰიპოთეტურად, ენგურჰესზე რომ წარმოვიდგინოთ კახოვკის კაშხლის ტრაგედია, ქალბატონი ხოშტარია, თუ ბატონი ვაშაძე ან სხვა რადიკალი ოპოზიციონერები იხსნიან დასავლეთ საქართველოს გარდაუვალი დატბორვისგან? ამიტომ ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა ლადო მგალობლიშვილმა, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.