ვირჯინიაში, სკოლის გამოსაშვებ ცერემონიაზე სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა

73
spot_img

აშშ-ის შტატ ვირჯინიაში, სკოლის გამოსაშვებ ღონისძიებაზე 19 წლის პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ატეხა, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

სამართალდამცველების ინფორმაციით, დაღუპულია 18 წლის მოსწავლე და მისი 36 წლის მამა.

ამასთან, 31 წლის მამაკაცს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს მიღებული და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. რაც შეეხებათ სხვა დაშავებულებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილთა შორისაა 14 წლის მოზარდი.

BBC-ის ცნობით, ეჭვმიტანილმა ფეხით გაქცევა სცადა, თუმცა, დააკავეს.

„რა თქმა უნდა, ქაოსი იყო. ხალხი ერთმანეთში ირეოდა“, – აცხადებს პოლიციის ოფიცერი.

დაკავებულს სულ მცირე ორი მუხლით გაასამართლებენ განზრახ მკვლელობისთვის.