Home Blog Page 1986

“რეიკიავიკის სამიტზე ჩემი გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება, რომ აუცილებელია, საქართველომ მიიღოს დამსახურებული სტატუსი”-ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე სიტყვით გამოსვლის გარდა, ექნება ორმხრივი შეხვედრები.

ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრებზე მისი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობთ ამ ძალიან მნიშვნელოვან სამიტში. ჩვენ წარვდგებით ჩვნი ქვეყნის სახელით. მექნება პატივი, ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ აღვნიშნო ყველა იმ რეფორმის, ყველა იმ წარმატებული საქმიანობის შესახებ, რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა ბოლო ათი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის შექმნილი მთელი ევროპის კონტინენტზე, საუბარი გვექნება ჩვენს შიდა გამოწვევებზე. სიტყვით მიმართვის გარდა, მე მექნება ძალიან ბევრი შეხვედრა, ორმხრივი შეხვედრები, ჩვენი მთავარი გზავნილია, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც შეუცვლელია, არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის არჩევანი. შესაბამისად, ჩემი გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება, რომ აუცილებელია, ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი, ვინაიდან ეს იქნება გზავნილი ევროპის მხრიდან ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მისამართით, ჩვენ სხვა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას არ ველოდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. თუ რეალურად ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ევროპელ პარტნიორებს სურთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა ევროპის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მე ველოდები, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი რეიკიავიკში დღეს გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილეებს 17 მაისს სიტყვით მიმართავს.

საპრეზიდენტო კამპანიის პარალელურად, თურქეთში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს

ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა – ამ მოტივით უკვე რამდენიმე დღეა მთელი თურქეთის მასშტაბით, მასობრივი დაპატიმრებები მიმდინარეობს. სტამბულიტრაპზონი, ანტალია, ბოდრუმი – დაკავებების სერია არაერთ ქალაქში განხოცრიელდა. ორგანიზებული დანაშაულის ბრალდებით, სხვებთან ერთად ხელბორკილები დაადეს ქართული მაფიის გავლენიან ლიდერებსაც. მხოლოდ ბოლო დღეებში, თურქმა სამართალდამცველებმა დაპატიმრეს შვიდი ე.წ. “კანონიერი ქურდი“.

დაკავებულთა შორისაა ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი მანუკიანი, იგივე ჟორა თბილისკი. სტამბულში ხელბორკილები დაადეს გავლენიან, ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტს თემურ ნემისიწვერიძესაც, რომლესაც კრიმინალურ წრეებში წრიპას მეტსახელით იცნობენ. აიყვანეს. დაკავებულები ასევე არიან როინ უგლავა, მეტსახელად “მატევიჩი“, ოთარ ტოტოჩია და ელგუჯა თურქაძე. ყველა მათგანი წლებია საზღვარგარეთ ცხოვრობს.

დაკავებულთა უმეტესობაზე რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. რუსული მედია წერს, რომ თურქი სამართალდამცველები ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს სწორედ მოსკოვიდან გაგზავნილი სიებით აკავებენ. სავარაუდოდ, დაკავებულთა ნაწილს რუსეთს გადასცემენ.

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდების ნაწილი ახლა საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. ზოგიერთი დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს და ირწმუნება, რომ თურქეთში კანონიერად, ბინადრობის უფლების საფუძველზე იმყოფებოდა.

ქართველი, ე.წ კანონიერი ქურდების კონცენტრაციის პარალელურად, თურქეთში საკმაოდ გახშირდა კრიმინალური ანგარიშსწორებები ქართულ დაჯგუფებებს შორის. რეზო ლორთქიფანიძე, გაიოზ ზვიადაძე, დავით ალხანაშვილინადიურ სალიფოვი – ეს არასრული სიაა იმ გავლენიანი კანონიერი ქურდების, რომლებიც ბოლო პერიოდში თურქეთში შეიარაღებული თავდასხმის დროს მოკლეს.

,,ლიბერალური დემოკრატიები ერთად არიან ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად”- შარლ მიშელი

ჩვენი გზავნილია, რომ გვსურს ყველას გაერთიანება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჩვენ დავიცავთ დემოკრატიულ ღირებულებებს, ფუნდამენტურ პრინციპებს. დღევანდელი შეხვედრა ასევე არის ჩვენი სრული მხარდაჭერის გამოხატულება უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტზე განაცხადა.

მიშელის თქმით, სამიტი აჩვენებს, რომ ლიბერალური დემოკრატიები ერთად არიან ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად.

„ვიცით, რომ უკრაინელები იბრძვიან ჩვენი დემოკრატიული ღირებულებებისთვის, ჩვენი ფუნდამენტური პრინციპებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა დავადასტუროთ ფინანსური, პოლიტიკური მხარდაჭერა, სამხედრო მხარდაჭერა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს და ხვალ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ლიბერალური დემოკრატიები ერთად არიან ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად, ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ ყველგან ევროპაში“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი რეიკიავიკში დღეს გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

შალვა პაპუაშვილმა ბაქოში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა

„ჩემთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის, ეს იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში. ჩვენს პარლამენტებს შორის არის განსაკუთრებული მჭიდრო თანამშრომლობა, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ისე აპარატების სახით,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბაქოში სამუშაო ვიზიტის შეჯამების დროს განაცხადა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს და აზერბაიჯანის პარლამენტებს შორის არსებობს მტკიცე თანამშრომლობა. მისი თქმით, როდესაც საუბარია სტრატეგიული პროექტების მნიშვნელობაზე რეგიონში, ეს სწორედ ის იდეები და პროექტებია, რომლებიც ჰეიდარ ალიევმა და მისმა თანამედროვე ქართველმა და თურქმა პოლიტიკოსებმა წამოიწყეს და სწორედ, ამ შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება.

„ჩვენ გვაქვს კომიტეტებს შორის ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა. მალე იგეგმება კულტურის კომიტეტებს შორის მემორანდუმის ხელმოწერა თანამშრომლობასთან დაკავშირებით და დღეს გვქონდა საუბარი აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, რომ შეიძლება უფრო გავაფართოვოთ სექტორული კომიტეტების რაოდენობა, რომლებსაც ერთმანეთთან ექნებათ ურთიერთობა. ამიტომ, საკმაოდ ნაყოფიერი იყო ჩვენი ვიზიტი ამ მხრივაც. რაც შეეხება, მთლიანად ვიზიტს და ღონისძიებას, რომელიც დღეს გაიმართა, საიუბილეო სხდომა აზერბაიჯანის პარლამენტის, რომელიც ეძღვნებოდა ჰეიდარ ალიევის 100 წლის იუბილეს, საქართველოს პარლამენტის სახელით შესაძლებლობა მქონოდა მიმემართა მილი მეჯლისისთვის ამ საიუბილეო სხდომაზე და მესაუბრა იმ განსაკუთრებულ როლზე, რომელიც ჰეიდარ ალიევმა არა მხოლოდ აზერბაიჯანის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის შეიტანა, არამედ მისი წვლილი, ასევე, დიდია მთლიანად რეგიონის და საქართველოს როლის წამოწევისთვის.

დღეს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიულ პროექტებზე, რომელიც აკავშირებს ევროპას აზიასთან, ეს სწორედ ის იდეები და პროექტებია, რომლებიც თავის დროზე, ჰეიდარ ალიევმა და მისმა თანამედროვე ქართველმა და თურქმა პოლიტიკოსებმა წამოიწყეს და სწორედ ამ შედეგებს ვხედავთ ჩვენ დღეს, როდესაც ჩვენი რეგიონის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,რუსეთის ფოსტა“ საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირი საჰაერო გადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს

,,რუსეთის ფოსტა“ საქართველოში საფოსტო გზავნილების პირდაპირი საჰაერო გადაზიდვის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს. „რამდენიმე ავიაკომპანიიდან, სტაბილური ფრენების გამოჩენის შემდეგ, ჩვენ ოპერატიულად განვიხილავთ ფოსტის (საქართველოში) პირდაპირი საჰაერო ტრანსპორტირების შესაძლებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ახლა რუსეთიდან საქართველოში ავია-გზავნილები მესამე ქვეყნებით მიდის.

,,ვაშინგტონში ბევრი ადამიანი „პროექტ უკრაინის“ მიმართ ინტერესს კარგავს” – კონგრესმენი რონ პოლი

იმ დროს, როცა უკრაინაში NATO-ს კატასტროფული პროქსი ომი გრძელდება, როგორც ჩანს, დედაქალაქ ვაშინგტონში ბევრი ადამიანი „პროექტ უკრაინის“ მიმართ ინტერესს კარგავს. იმის ნაცვლად, რომ ინტერვენციონიზმის უგუნურობა აღიარონ, მათ კიდევ უფრო დიდი მიზნები ამოძრავებთ. … ომი ჩინეთთან! სირია ‘არაბულ ლიგაში’ დაბრუნდა. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ‘ვარშავის პაქტის’ გაუქმების შემდეგ 1990-იანი წლების მიწურულს ნატომ გადაწყვიტა, რომ კლინტონის ადმინისტრაციის მმართველობისას „ადამიანის უფლებებს“ ძალისმიერი მეთოდებით დაიცავდა. გაქრა „გლობალური კომუნიზმის საფრთხე“, რომელსაც ნატო 40 წლის განმავლობაში თავისი ქმედებების გასამართლებლად იყენებდა. ნატო ხელახლა წარმოგვიდგა შეიარაღებული ატლანტისტი სუპერგმირების ჯგუფად. ყველგან, სადაც „უსამართლობა“ (ვაშინგტონელი ნეოკონების აზრით) სუფევდა, NATO მზად იყო პრობლემები იარაღითა და ბომბებით მოეგვარებინა. აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი უფრო კმაყოფილი ვერ იქნებოდა. Beltway-ს ყველა ანალიტიკურმა ცენტრმა, რომელსაც ისინი უხვად აფინანსებენ, საბოლოოდ საიმედო გამარჯვებული იპოვა, რათა ფულის ნაკადი შეენარჩუნებინა. საქმე ყოველთვის ფულს ეხებოდა და არა უსაფრთხოებას. NATO-ს, როგორც ადამიანის უფლებების დამცველი სუპერგმირის, პირველი გამოცდა იუგოსლავია (1999 წ.) იყო. ალიანსის, ვაშინგტონში მოკალათებული მისი ნეოკონსერვატორი მომთვინიერებლებისა და მრავალი ევროპელი პოლიტიკოსის გარდა, ეს გამოცდა ყველასთვის საშინელი, გაუმართლებელი კატასტროფა იყო. იუგოსლავიას, რომელიც ნატოს ინტერესებს არ ემუქრებოდა, სამოცდათვრამეტი დღე ბომბავდნენ, ამ დროის განმავლობაში ასობით მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, განადგურდა ინფრასტრუქტურა, ხოლო ჭურვებმა, რომელთა თავები ურანით იყო დატენილი, მომავალ თაობებს ლანდშაფტი მოუწამლა. გასულ კვირას სერბმა ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, გაიხსენა როგორ გაიქცა შუაღამისას ბაბუის სახლიდან, როცა NATO-ს ჩამოგდებულმა ბომბებმა იგი მთლიანად გაანადგურა. რა საშინელებაა! NATO ლიბიაში კადაფის მთავრობის დამხობაშიც მონაწილეობდა. კორპორაციული პრესა ნეოკონსერვატორების (ნეოკონების) ტყუილებს ამართლებდა, ვითომც ქვეყნის დაბომბვა, ადამიანების მკვლელობა და კადაფის მთავრობის დამხობა ლიბიაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას მოაგვარებდა. ნატოს ბომბებმა ლიბიის პრობლემები ვერ გადაჭრეს, პირიქით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გააუარესეს. ქაოსი, სამოქალაქო ომი, ტერორიზმი, მონებით ვაჭრობის ბაზარი, საყოველთაო სიღარიბე – გასაკვირი არ არის, რომ ჰილარი კლინტონი, ბარაკ ობამა და ნეოკონსერვსტორები ლიბიაზე საუბარს თავს არიდებენ. რამდენიმე წარუმატებელი სერიის შემდეგ ვაშინგტონის კონტროლირებული ნატო ვა-ბანკზე წავიდა და 2014 წელს რუსეთში „რეჟიმის შეცვლა“ გადაწყვიტა. პირველი ნაბიჯი იყო დემოკრატიულად არჩეული უკრაინის მთავრობის დამხობა, რაზეც ვიქტორია ნულანდმა და სხვა ნეოკონსერვატორებმა იზრუნეს. NATO სახელმწიფო გადატრიალების მეშვეობით უკრაინის ხელისუფლების სათავეში მოსულ მთავრობას მასშტაბურ სამხედრო დახმარებას უწევდა და რუსეთთან საბრძოლველად ამზადებდა. ბოლო აკორდი იყო 2022 წელს რუსეთის თხოვნის უგულებელყოფა, რაც ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყებას ეხებოდა. ეს შეთანხმება NATO-ს ჯარებს მის საზღვართან მიახლოებაში ხელს შეუშლიდა. მეინსტრიმული მედიისა და აშშ-ის მთავრობის პროპაგანდის მიუხედავად, NATO-მ უკრაინაში ისეთივე წარმატებას მიაღწია, როგორც ლიბიაში. გაქრა ასობით მილიარდი აშშ დოლარი, სეიმურ ჰერშმა და სხვა ჟურნალისტებმა მასიური კორუფციული ფაქტები დოკუმენტურად დაადასტურეს. ამჯერად ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ NATO-ს სამიზნეს – რუსეთს – ბირთვული იარაღი აქვს. მოსკოვისთვის ეს პროქსი ომი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მის შემდგომ არსებობას უკავშირდება. წარუმატებლობის მიუხედავად, NATO-მ ჩინეთთან კონფლიქტის დაწყება გადაწყვიტა, შესაძლოა იმიტომ, რომ უკრაინაში განცდილი კატასტროფიდან ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოს. გასულ კვირას NATO-მ განაცხადა, რომ იაპონიაში თავის პირველ აზიურ ოფისს გახსნის. შემდეგი ნაბიჯი ტაივანის ნატოში გაწევრიანება იქნება? ტაივანი NATO-ს ახალი „უკრაინა“ ხომ არ გახდება და NATO-ს სახელით, რომელსაც კონფლიქტებისადმი უსაზღვრო მიდრეკილება აქვს, ჩინეთს მსხვერპლად შესწირავს თავს? იმედი ვიქონიოთ, რომ 2024 წელს ამერიკა აირჩევს პრეზიდენტს, რომელიც NATO-ს მომაკვდინებელ მსოფლიო ‘ტურნეს’ საბოლოოდ დაასრულებს.

 

წყარო: https://www.zerohedge.com/geopolitical/ron-paul-says-forget-ukraine-dc-hawks-dragging-nato-taiwan-war

,,კრემლი, ალბათ, აღფრთოვანებულია ასეთი შედეგით“- ოლეგ ნიკოლენკო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოსთან საჰაერო კომუნიკაციის აღდგენას ეხმაურება.

უკრაინის საგარეო უწყების სპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულად რჩება, კრემლი ფრენების აღდგენით აღფრთოვანებული იქნება.

„მსოფლიო ახორციელებს რუსეთის იზოლაციას, რათა აიძულოს იგი შეწყვიტოს ომი, მაგრამ საქართველო მიესალმება რუსულ ავიახაზებს და საკუთარ ავიახაზებს მოსკოვში აგზავნის.

ამავდროულად, საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულად რჩება. კრემლი, ალბათ, აღფრთოვანებულია ასეთი შედეგით“, – წერს ნიკილენკო „ტვიტერზე“.

AFP-ის ჟურნალისტის გარდაცვალების გამოსაძიებლად, უკრაინაში ფრანგი გამომძიებლები ჩავიდნენ

AFP-ის ჟურნალისტის, არმან სოლდინის გარდაცვალების გამოსაძიებლად, უკრაინაში ფრანგი გამომძიებლები ჩავიდნენ. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა, ჟან კაველიემ განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება უკრაინის ომში არმან სოლდინის დაღუპვის ფაქტზე და საქმე საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა.

“ჩვენ კავშირში ვართ გამოძიების ფრანგულ ნაწილთან, რადგან ისინი თანამშრომლობენ უკრაინის გენერალურ პროკურორთან. ჩვენ ვიცით, რომ გუშინ ოთხი გამომძიებელი ჩამოვიდა აქ საფრანგეთიდან და მათ დაიწყეს ჩვენების მოსმენა”, – განაცხადა კაველიემ.

მისივე თქმით, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ამ საქმეს დიდ ყურადღებას აქცევს, რადგან ჟურნალისტის მკვლელობა არ არის მხოლოდ სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ.

ცნობილია, რომ 10 მაისს უკრაინის ომში AFP-ის რეპორტიორის არმან სოლდინის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება
საფრანგეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა პროკურატურამ დაიწყო. ის კლასიფიცირებულია, როგორც ომის დანაშაული.

არმან სოლდინი სექტემბრიდან უკრაინაში ცხოვრობდა და ფრონტის ხაზზე რეგულარულად დადიოდა.

IMI-ს ცნობით, არმან სოლდინი გახდა 57-ე მედია პროფესიონალი, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა.

,,ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, რათა შევაჩეროთ ნავთობის ნაკადი რუსეთიდან ინდოეთში”- ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მკაცრი ზომები უნდა მიიღოს ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის ევროპაში გადაყიდვის წინააღმდეგ.

ბორელის თქმით, ბრიუსელმა იცის, რომ ინდური გადამამუშავებელი მწარმოებლები ყიდულობენ დიდი მოცულობის რუსულ ნედლ ნავთობს, სანამ გადაამუშავებენ მას ევროპაში გასაყიდ საწვავად.

ბორელმა აღნიშნა, რომ „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, რათა შევაჩეროთ ნავთობის ნაკადი რუსეთიდან ინდოეთში, რომელიც რუსული ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მყიდველი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

„თუ დიზელი ან ბენზინი ევროპაში შემოდის ინდოეთიდან და იწარმოება რუსული ნავთობის საფუძველზე, ეს, რა თქმა უნდა, სანქციების გვერდის ავლაა და წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები“, – დასძინა ბორელმა.

კორუფციული სკანდალი უკრაინის უზენაეს სასამართლოში

უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობა და მოსამართლეები ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილები. გამოძიების ფარგლებში, უკვე დაკავებულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ბრალის ოფიციალურად წაყენების მოლოდინშია.

დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში „თიბისი ბანკის“ ოფისში კრედიტოფიცერი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ი.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში, ნაცნობი, ამავე ბანკის თანამშრომელი – 1988 წელს დაბადებული ჯ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

პოლიციამ ი.შ. შემთხვევის ადგილზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტალიაში 2.7 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, რომელიც ბათუმის გავლით სომხეთში იგზავნებოდა

იტალიის პოლიციამ 800 მილიონი ევროს ღირებულების 2 700 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა, რომლის გადატანაც ბათუმის პორტის გავლით სომხეთში იგეგმებოდა.

Routers-ი წერს, ნარკოტიკული ნივთიერება ორ სამაცივრე კონტეინერში ბანანებთან ერთად ინახებოდა და იტალიაში ეკვადორიდან ჩავიდა. გამოცემა ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ კონტეინერის საბოლოო დანიშნულება სომხეთი იყო, სადაც თითქმის 3 ტონა კოკაინის ჩატანა საქართველოს, კერძოდ კი ბათუმის პორტის გავლით იგეგმებოდა.

იტალიის პოლიციის განცხადებით, ნარკოტიკები 12-მეტრიან კონტეინერში სპეციალური სკანერებისა და პოლიციის გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით აღმოაჩინეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იტალიის პოლიციამ ეკვადორიდან მომავალ ტვირთში ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინა. Routers-ის ცნობით, რამდენიმე დღით ადრე პოლიციამ ასევე გამოავლინა, ჯამში, 600 კილოგრამამდე კოკაინის გადატანის მცდელობა. აღნიშნულ შემთხვევებშიც ტვირთის დანიშნულების ადგილი ხორვატია, საბერძნეთი და საქართველო იყო.