Home Blog Page 1966

“თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“ – თეონა აქუბარდია უმრავლესობას

თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს – მან თავისი პოლიტიკური კარიერა დაამთავრა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იმსახურებს.

„ბატონო შალვა, ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის არაფერში მისაღები არ არის. მე ერთს გეტყვით – მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია კოლეგებზე ასეთი ეპითეტები გამოიყენოს და ეს პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთოს, ამ შემთხვევაში მის მოადგილეს ასეთი მეთოდებით დაუპირისპირდეს, არ იმსახურებს თანამდებობას. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს „გაგორებული ფალავანი“ მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ გყავდეთ, მაგრამ დისკრედიტაცია რაც მან ჩემს – საკუთარი მოადგილის წინააღმდეგ წამოიწყო, ეს მოუბრუნდა მას. ამით მან დაამთავრა თავისი პოლიტიკური კარიერა, ასევე, მე არ მგონია, რომ მათ შორის, ჩვენს პარტნიორებში მისი შეფასება იყოს იმ ნიშნულზეც, რა ნიშნულზეც აქამდე იყო. ამიტომ თუ გნებავთ გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით თქვენთვის არის უკეთესი, რომ ის თანამდებობას არ იკავებდეს. მე მოვითხოვ, რომ მან დატოვოს თანამდებობა,“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აქუბარდიას მიმართა, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის, ვინ დაიწყებს და დაამთავრებს პოლიტიკურ კარიერას.

„ქალბატონო თეონა, საბედნიეროდ, თქვენი გადასაწყვეტი არ არის ვინ დაიწყებს პოლიტიკურ კარიერას და ვინ დაამთავრებს. რაც შეეხება სინანულს – გასაგებია, თქვენ შეიძლება ობიექტი იყოთ, მაგრამ მე მგონი, ყველამ უნდა მივცეთ სხვა ადამიანებს იმის უფლება, რომ საკუთარი ფორმებით სინანული გამოთქვას.

აქვე ვიტყვი – ბატონმა ირაკლიმ გუშინ რაც თქვა, იმ ყველაფერს, თუ არ ჩავთვლით ბოლო მონაკვეთს, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ,“ – მიმართა პაპუაშვილმა აქუბარდიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  ოპოზიციონერი დეპუტატები ირაკლი ბერაიას გადადგომას ითხოვენ

პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში კვლავ ხმაურია. ოპოზიციონერი დეპუტატები ითხოვენ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო პასუხისმგებლობა აიღოს და კომიტეტის თავმჯდომარეობა დატოვოს.

დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა ბერაიას მიმართა, რომ მისი აღნიშნულ თანამდებობაზე დარჩენით იმ სფეროს აყენებს შეურაცხყოფას, რა მიმართულებითაც მუშაობს, ამიტომ სალაპარაკო არ უნდა გახადოს და დღესვე უნდა გადადგეს.

„კაცი არ ხარ? ეს სიტყვები რაც თქვი, როგორ ამოგივიდა პირიდან?! ჯერ კაცები ვართ და შემდეგ დეპუტატები. ნუ აჯანჯლებ, გადადექი ბიჭო!“- მიმართა ელისაშვილმა ბერაიას.

ელისაშვილი მანდატურებმა დარბაზიდან გაიყვანეს.

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2023 დაიწყო

დღეიდან, სტარტს აიღებს თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროექტი ბიზნეს დაჯილდოება 2023, რომელიც უკვე მერვე წელია იმართება.  ბიზნეს დაჯილდოებაში მონაწილეობა უკვე 3500-ზე მეტმა კომპანიამ მიიღო და მათ შორის ყველაზე გამორჩეულებმა თიბისისგან სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღეს, გაზარდეს ცნობადობა, გააფართოვეს საქმიანობის მასშტაბები და აითვისეს ახალი ბაზრები.

განაცხადები წელსაც ხუთ კატეგორიაში მიიღება, 2023 წლის ბიზნეს დაჯილდოების ნომინაციებია:

  • საუკეთესო პროდუქტი ან მომსახურება
  • წლის ინოვაციური სტარტაპი
  • გამორჩეული როლი რეგიონში
  • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა
  • გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება

მეორე წელია უკვე გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან ერთად, გაიცემა სპეციალური ჯილდო მწვანე ინიციატივებისთვის.

წელსაც თიბისი ბიზნეს დაჯილდოებას დამოუკიდებელი ჟიური ეყოლება, რომლის წევრებიც სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე ექსპერტები არიან. მათი დიდი ნაწილი უკვე წლებია, პროექტშია ჩართული და შემოსულ განაცხადებს სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით აფასებს.

ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებულ კომპანიებს შეუძლიათ საკუთარი საჭიროებებიდან და ბიზნეს ამოცანებიდან გამომდინარე, აირჩიონ სასურველი პრიზი. წელს სიახლეა ამ მიმართულებით — თუ აქამდე სამ პრიზს შორის შეიძლებოდა არჩევანის გაკეთება, ახლა ამ ჩამონათვალს — ახალ ვებგვერდს, ბრენდინგს და საკომუნიკაციო მხარდაჭერას — სხვა სახის სასურველი პრიზიც დაემატა და ბიზნესები თავად გადაწყვეტენ, რა კუთხით სურთ თიბისისგან მხარდაჭერის მიღება.

თიბისის ბიზნეს დაჯილდოების მიმართ დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება, უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება მონაწილე ბიზნესების პროფილები და საქმიანობის არეალი. ასე რომ, იჩქარეთ, გაიარეთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე www.businessaward.ge და დაელოდეთ ფინალისტების გამოცხადებას დეკემბერში.  ბიზნეს დაჯილდოების დასკვნითი საზეიმო ღონისძიება 2024 წლის თებერვალში გაიმართება.

R

თბილისის მერია დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე პროექტს იწყებს რომლის თანახმად, აღნიშნული ნაგავსაყრელი სრულად მოწესრიგდება

თბილისის მერია დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე პროექტს იწყებს, რომლის თანახმად, აღნიშნული ნაგავსაყრელი სრულად მოწესრიგდება.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მიუღებელია ის ვითარება, რაც დღეს ნაგავსაყრელზე არის.

„გასულ კვირას ვისაუბრე დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე დაგეგმილ უმნიშვნელოვანეს პროექტზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. პროექტი „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ ხელშეწყობით აქტიურ ფაზაში გადავიდა. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ამ პროექტის განხორციელებით აღნიშნული ნაგავსაყრელი სრულად მოწესრიგდება. ის ვითარება, რაც ჩვენ დღეს ნაგავსაყრელზე გვაქვს, ამ ფორმით შენარჩუნება მიუღებელია. შესაბამისად, ყველა იმ პროექტის განხორციელება, რომელზეც ვსაუბრობდი, არის მნიშვნელოვანი“,-განაცხადა კალაძემ.

მან აღნიშნა, რომ პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და ადგილზე არსებული ყველა პრობლემა და იქ არსებული სიბინძურე ყველანაირად მოწესრიგდება.

ამასთან, დედაქალაქის მერის ცნობით, თბილისის ნაგავსაყრელ-პოლიგონისთვის ალტერნატიული ადგილის მოძიება დაიწყება.

„გარდა ამისა, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რაც ჩვენი მუშაობის შედეგად მივიღეთ, ეს არის ის, რომ დავიწყოთ თბილისის ნაგავსაყრელ-პოლიგონისთვის ალტერნატიული ადგილის მოძიება. მინდა ჩემს მოადგილე, ანდრია ბასილაიას დავავალო, საერთაშორისო ექსპერტები ვნახოთ, ვინც აღნიშნულში ჩაერთვება. საერთაშორისო გამოცდილების მქონე ადამიანები დაგვეხმარებიან შესაბამისი ტერიტორიის შერჩევაში და ყველა საჭირო პირველად კვლევას ჩაატარებენ, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, თბილისს უნდა ჰქონდეს ისეთი ნაგავსაყრელი, როგორიც განვითარებულ, ევროპულ ქვეყნებში არის.

თბილისის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამა იწყება

თბილისის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამა იწყება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შესაბამის გადამზადებას 200-მდე მწვრთნელი გაივლის.

„თბილისის მერიის მხარდაჭერით, იწყება თბილისის მუნიციპალიტეტის სპორტულ ცენტრებში დასაქმებული მწვრთნელების პროფესიული გადამზადების პროგრამა. გადამზადებას გაივლის 200-მდე მწვრთნელი, რომლებიც ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სპორტულ ცენტრში ავარჯიშებენ მოზარდებს. გადამზადების კურსი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ტრენინგებს, სადაც მწვრთნელები გაეცნობიან სხვადასხვა სპორტულ სახეობაში შემოტანილ თანამედროვე ტენდენციებს. მათ საერთაშორისო დონის სპეციალისტები გადაამზადებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კურსის დასრულების შემდეგ, პროგრამის მონაწილე მწვრთნელებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

დიდუბის რაიონში შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

დიდუბის რაიონში, შოთა შალიკაშვილის სახელობის (ე.წ. დიდუბის) ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხიდის რეაბილიტაცია დაპირებულ ვადაში დასრულდა, წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია კი 2024 წლის იანვარში დასრულდება.

„შალიკაშვილის სახელობის, ე.წ. დიდუბის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთლიანად დასრულებულია. ამ პროექტის ფარგლებში, შეიცვალა და მოეწყო სანიაღვრე ცხაურები, ხიდის მდგრადობისთვის მოეწყო ბეტონის გადახურვის ფილა, ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ტროტუარი, აღდგა და განახლდა ხიდზე არსებული ლითონის მოაჯირები, რეაბილიტირდა თაღების დაზიანებული უბნები და პარაპეტები, გაიწმინდა და მოპირკეთდა ფილები, საჰაერო სადენები კი მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდა. გარდა ამისა, მოეწყო გარე განათების ქსელი, დამონტაჟდა LED ლამპიონები და დეკორატიული მინათებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, მოძრაობა და გადაადგილება ხიდზე უკვე თავისუფლად არის შესაძლებელი.

„წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იანვარში დასრულდება, რომლის შემდეგაც გზის დახაზვის სამუშაოები ჩატარდება. მთლიანობაში წერეთლის გამზირი და შალიკაშვილის სახელობის ხიდი მნიშვნელოვანი სივრცეა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, რადგან უმნიშვნელოვანესი დერეფანია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

“დიდი სიამაყით მინდა, აღვნიშნო რეფორმები, რაც უკვე გატარდა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, ეს არის, მათ შორის ტექნოლოგიური მიმართულებით”

სამი კვირის წინ ჩამოვედი საქართველოში, მრავალ პარტნიორს შევხვდი და ამ შეხვედრების დროს არაერთხელ აღვნიშნე ჩვენი წარმომადგენლობის მიზანი, რათა განვაგრძოთ პარტნიორობა საქართველოსთან, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

ელჩი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“.

„ჩემთვის დიდ პატივია, ვიმყოფები თქვენს გარემოცვაში. სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და პატივსაცემი სტუმრები არიან დღეს შეკრებილი. სამი კვირის წინ ჩამოვედი საქართველოში, მრავალ პარტნიორს შევხვდი და ამ შეხვედრების დროს არაერთხელ აღვნიშნე ჩვენი წარმომადგენლობის მიზანი, რათა განვაგრძოთ პარტნიორობა საქართველოსთან. ჩემთვის საამაყოა ის მომენტი, რომ დღეს ზუსტად აღვნიშნავთ პარტნიორობას იუსტიციის სამინისტროსთან. ჩვენ ვართ დამფინანსებელი ამ ღონისძიების, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ აშშ საქართველოს გვერდით არის სასჯელაღსრულების მიმართულებით, რეფორმების მიმართულებით.

დიდი სიამაყით მინდა, აღვნიშნო რეფორმები, რაც უკვე გატარდა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, ეს არის, მათ შორის ტექნოლოგიური მიმართულებით. ბატონო მინისტრო, თქვენ აღნიშნეთ ადამიანზე ორიენტებული მიდგომა, ზუსტად ამაშია საქმე. არის სხვადასხვა მიმართულება, პრობაციონერებისთვის, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია სხვადასხვა სერვისი, ასევე არის პაემნები, ვიდეოპაემნები, როდესაც პატიმრებს აქვთ შესაძლებლობა, ესაუბრონ და პაემნები ჰქონდეთ ოჯახის წევრებთან. ძალიან მნიშვნელოვანია მათი საჭიროებები გააზრება, იდენტიფიცირება“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, განსაკუთრებით ქალი პროფესიონალების გაძლიერების მიმართულებით.

„საქართველოს წარმომადგენლობა ახლახანს დაესწრო ბელგიაში ჩატარებულ კონფერენციას. ასევე სამინისტროს წარმომადგენლები კვლავაც მიიღებენ მონაწილეობას ასეთი ტიპის გაცვლით პროგრამებში და უახლოეს მომავალში ასეთი რამ იგეგმება. პროფესიული გადამზადების მიმართულებით, საგანმანათლებლო მიმართულებით, ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ საქართველოს, რათა მოხდეს შესაძლებლობების განვითარება, მოხდეს გარკვეული ინოვაციების დანერგვა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თქვენ აღნიშნეთ, ადამიანზე ორიენტებული მიდგომაა. ასევე არის გამოფენა, ჩვენთან ახალა ეს არის კიდევ ერთ ინოვაციური მიდგომა, როდესაც პატიმრების მიერ დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს გამოვფენთ ხოლმე გაყიდვები და ასეთი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება ხდება.

ეს კონფერენცია დიდი მნიშვნელობის არის ჩვენთვის, ასევე საქართველოსთვის, რათა კვლავაც აღვნიშნოთ გამოწვევები, რომელიც არსებობს და აღვნიშნოთ ის რეფორმები, რომელიც ჩატარდა. ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, ცოდნა და ერთად ჩავუყაროთ საფუძველი მყარ სისტემას, რომელიც იქნება ადამიანზე, მის უფლებები ორიენტებული. ეს კონფერენცია წინ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა ელჩმა.

“2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო 3000-ზე მეტი საქმე და 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, ეს რიცხვი 147-მდე შემცირდა”

10 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევები ედგა სამართლის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით კი ციხეებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის სახით. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გარდაექმნა რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა თემაზე – „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“.

პრემიერის შეფასებით, პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია.

„ამ შედეგის ობიექტური საზომი არაერთი მონიტორინგის მექანიზმია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ მხრივ ყველაზე მკაფიო ინდიკატორი სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც, ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არც ერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, რაც ადასტურებს ქვეყნის შიგნით პატიმართა უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობაც. შედარებისთვის, 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო 3000-ზე მეტი საქმე და 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, ეს რიცხვი 147-მდე შემცირდა, რაც 20-ჯერ ნაკლებია 2011 წლის მონაცემებთან შედარებით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის სამართლის უზენაესობის ინდექსის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა, საქართველო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.

ჩვენი მთავრობის ხედვაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეფექტური პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემის არსებობა ქვეყანაში, რომელიც უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება და რომელიც იცავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებს და მათ ღირსებას.

ჩვენ არ ვუყურებთ ციხეს, როგორც სადამსჯელო სისტემას, არამედ ეს არის ადგილი, სადაც სწორად უნდა მოხდეს იმ პერიოდის მართვა, რა დროსაც თავისუფლებააღკვეთილი პირი გაატარებს პენიტენციურ სისტემაში და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და მექანიზმების შეთავაზება, რაც დაეხმარება ადამიანს, გათავისუფლების შემდეგ ეფექტიანად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

შესაბამისად, ეს მაღალი დონის კონფერენციაც ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტებს უსვამს ხაზს. ჩვენ გვჯერა, რომ პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში ხელმისაწვდომია ეფექტიანი და ადეკვატური სარეაბილიტაციო პროგრამები, არის განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენციისა და მეტად უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღები. ყველა ის რეფორმა რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში უფრო და უფრო შეუქცევადს ხდის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში მივაღწიეთ მაქსიმალურ შედეგს, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა და ახლა ჩვენი ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს, რაც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ყველა ის რეფორმა, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში, უფრო და უფრო შეუქცევადს ხდის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს” – პრემიერი

ჩვენი მთავრობის ხედვაა, ძვირფასო მეგობრებო, უზრუნველყოფილი იყოს ეფექტიანი პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების არსებობა ქვეყანაში, რომელიც უმაღლეს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნება და რომელიც  იცავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებებსა და მათ ღირსებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების თემაზე გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ციხე არის ადგილი, სადაც სწორად უნდა მოხდეს იმ დროის მართვა, რა პერიოდსაც თავისუფლებააღკვეთილი პირი გაატარებს პენიტენციურ სისტემაში.
„ჩვენ არ ვუყურებთ ციხეს, როგორც სადამსჯელო სისტემას, არამედ ეს არის ადგილი, სადაც სწორად უნდა მოხდეს იმ დროის მართვა, რა პერიოდსაც თავისუფლებააღკვეთილი პირი გაატარებს პენიტენციურ სისტემაში  და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და მექანიზმების შეთავაზება, რაც დაეხმარება ადამიანს, გათავისუფლების შემდეგ ეფექტიანად დაუბრუნდეს საზოგადოებას.
შესაბამისად, ეს მაღალი დონის კონფერენციაც სწორედ ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტებს უსვამს ხაზს. ჩვენ გვჯერა, რომ პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში ხელმისაწვდომი ადეკვატური და ეფექტიანი სარეაბილიტაციო პროგრამები არის განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენციისა და მეტად უსაფრთხო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის საჭირო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გასაღები.
ძვირფასო მეგობრებო, ყველა ის რეფორმა, რომელიც ბოლო წლებში განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში, უფრო და უფრო შეუქცევადს ხდის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში მივაღწიეთ მაქსიმალურ შედეგს, იქნებოდა ეს ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა და ახლა ჩვენი ქვეყანა ელოდება კანდიდატის სტატუსს, რაც კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.
მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს, ბატონ რატი ბრეგაძეს, მის გუნდს  წარმატებული საქმიანობისთვის, რეფორმებისთვის. მინდა კიდევ ერთხელ მოგესალმოთ, მადლობა გადაგიხადოთ და გისურვოთ წარმატებული დღეები”, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

რუსთავში ახალი, მცირე ტიპის პენიტენციური დაწესებულება აშენდება

იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, რუსთავში ახალი, მცირე ტიპის პენიტენციური დაწესებულება აშენდება.

ამასთან, როგორც მან კონფერენციაზე – „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კიდევ ერთი, 700 პატიმარზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება რამდენიმე დღეში გაიხსნება.

„რამდენიმე დღეში ჩვენ გავხსნით ლაითურის ახალ პენიტენციურ დაწესებულებას, რომელიც გათვლილია 700 პატიმარზე. ეს დაწესებულება აკმაყოფილებს ყველა თანამედროვე, უმაღლესი დონის სტანდარტს. ასევე, მთავრობის აქტიური მხარდაჭერის შედეგად, რუსთავში ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დავიწყეთ. ეს იქნება ე.წ. მცირე ტიპის დაწესებულება, რაც თანამედროვე მსოფლიოში პენიტენციური დაწესებულებების ერთ-ერთი ბოლო დონის მიღწევად ითვლება, იმიტომ, რომ ის უფრო ქმედითი, მარტივად სამართავია. ასევე, აქ პატიმრების უფლებების დაცვაც უფრო მაღალ ხარისხში ხდება. 2024 წელს საქართველოში გვექნება ასეთი უნიკალური ტიპის პენიტენციური დაწესებულება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

“ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გარდაექმნა რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ”

ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გარდაექმნა რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანი და მისი უფლებების დაცვა უზენაესია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციების თემაზე გამართულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია.

„მოგესალმებით პატივცემულო სტუმრებო, ბატონო მინისტრებო, პარლამენტის წევრებო, პატივცემულო ელჩებო, ბატონო სახალხო დამცველო.

ძვირფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგესალმოთ მაღალი დონის კონფერენციაზე, რომელიც აერთიანებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების იუსტიციის სამინისტროებს, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების, ასევე სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მე მიხარია, რომ თბილისი პირველად მასპინძლობს ასეთი მაღალი დონის კონფერენციას. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ რატი ბრეგაძეს ამ კონფერენციის ორგანიზებისთვის. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დღევანდელი შეკრება, ვინაიდან, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევაჯამოთ ამ სფეროში არსებული მიღწევები, გამოწვევები, ზოგადად. მივესალმები 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს, რომლებიც ჩამოვიდნენ თბილისში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას მონაწილეობისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ 10 წლის წინ საქართველოს სერიოზული გამოწვევები ედგა სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით კი ციხეებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის სახით. ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ მძიმე მემკვიდრეობიდან, რომელიც დაგვხვდა პენიტენციურ სისტემაში, ქვეყანა გარდაექმნა რეალურად დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანი და მისი უფლებების დაცვა უზენაესია.
პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, ერთმნიშვნელოვნად ქვეყანაში განხორციელებული ძირეული რეფორმების შედეგია, რომლის ობიექტური საზომიც არაერთი მონიტორინგის მექანიზმია, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ამ მხრივ ყველაზე მკაფიო ინდიკატორი სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტატისტიკაა, რომლის მიხედვითაც, ევროპულ სასამართლოს 2012 წლის შემდეგ საქართველოს პენიტენციური სისტემიდან გაგზავნილი არცერთი საქმე არ მიუღია წარმოებაში, რაც ადასტურებს პატიმართა უფლებების ქვეყნის შიგნით დაცვის უმაღლეს სტანდარტს. ამასთან, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მკვეთრად შემცირდა საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში არსებული საქმეების საერთო რაოდენობაც. კერძოდ, შედარებისთვის, 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებაში იყო 3000-ზე მეტი საქმე და შედარებისთვის – 2023 წლის იანვრის მდგომარეობით ეს რიცხვი 147-მდე შემცირდა, რაც 20-ჯერ ნაკლებია 2011 წლის მონაცემებთან შედარებით. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის სამართლის უზენაესობის ინდექსის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, საქართველო არის 1-ელ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში”, – განაცხადა პრემიერმა.

ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება

თბილისის განვითარების ფონდი ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპით გათვალისწინებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

როგორც თბილისი მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი მოიცავს როგორც გარე პერიმეტრის ძირითადი კედლის საყრდენების რეაბილიტაციას, ისე შიდა პერიმეტრის კეთილმოწყობას, მოწესრიგებას და მხატვრულ-დეკორატიული მინათების მონტაჟს.

„აღნიშნულ ძეგლზე საუბარს არ დავიწყებ და არ ავხსნი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, უამრავი ტურისტი სტუმრობს და დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ რეაბილიტაცია სჭირდება. სამუშაოების პირველი ეტაპი უკვე განვახორციელეთ, იწყება პროექტით გათვალისწინებული მეორე ეტაპი, რის შემდეგაც ნარიყალას ციხე განახლდება და ტერიტორია მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2025 წლის ივნისისთვის იგეგმება.