“თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“ – თეონა აქუბარდია უმრავლესობას

146
spot_img

თუ გნებავთ, გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით, თქვენთვის არის უკეთესი, რომ ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იკავებდეს – მან თავისი პოლიტიკური კარიერა დაამთავრა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ბერაია თანამდებობას არ იმსახურებს.

„ბატონო შალვა, ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის არაფერში მისაღები არ არის. მე ერთს გეტყვით – მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია კოლეგებზე ასეთი ეპითეტები გამოიყენოს და ეს პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთოს, ამ შემთხვევაში მის მოადგილეს ასეთი მეთოდებით დაუპირისპირდეს, არ იმსახურებს თანამდებობას. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს „გაგორებული ფალავანი“ მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ გყავდეთ, მაგრამ დისკრედიტაცია რაც მან ჩემს – საკუთარი მოადგილის წინააღმდეგ წამოიწყო, ეს მოუბრუნდა მას. ამით მან დაამთავრა თავისი პოლიტიკური კარიერა, ასევე, მე არ მგონია, რომ მათ შორის, ჩვენს პარტნიორებში მისი შეფასება იყოს იმ ნიშნულზეც, რა ნიშნულზეც აქამდე იყო. ამიტომ თუ გნებავთ გყავდეთ ეს „გაგორებული ფალავანი“, მაგრამ მე გეუბნებით თქვენთვის არის უკეთესი, რომ ის თანამდებობას არ იკავებდეს. მე მოვითხოვ, რომ მან დატოვოს თანამდებობა,“ – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აქუბარდიას მიმართა, რომ მისი გადასაწყვეტი არ არის, ვინ დაიწყებს და დაამთავრებს პოლიტიკურ კარიერას.

„ქალბატონო თეონა, საბედნიეროდ, თქვენი გადასაწყვეტი არ არის ვინ დაიწყებს პოლიტიკურ კარიერას და ვინ დაამთავრებს. რაც შეეხება სინანულს – გასაგებია, თქვენ შეიძლება ობიექტი იყოთ, მაგრამ მე მგონი, ყველამ უნდა მივცეთ სხვა ადამიანებს იმის უფლება, რომ საკუთარი ფორმებით სინანული გამოთქვას.

აქვე ვიტყვი – ბატონმა ირაკლიმ გუშინ რაც თქვა, იმ ყველაფერს, თუ არ ჩავთვლით ბოლო მონაკვეთს, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ,“ – მიმართა პაპუაშვილმა აქუბარდიამ.