“დიდი სიამაყით მინდა, აღვნიშნო რეფორმები, რაც უკვე გატარდა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, ეს არის, მათ შორის ტექნოლოგიური მიმართულებით”

81
spot_img

სამი კვირის წინ ჩამოვედი საქართველოში, მრავალ პარტნიორს შევხვდი და ამ შეხვედრების დროს არაერთხელ აღვნიშნე ჩვენი წარმომადგენლობის მიზანი, რათა განვაგრძოთ პარტნიორობა საქართველოსთან, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

ელჩი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“.

„ჩემთვის დიდ პატივია, ვიმყოფები თქვენს გარემოცვაში. სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და პატივსაცემი სტუმრები არიან დღეს შეკრებილი. სამი კვირის წინ ჩამოვედი საქართველოში, მრავალ პარტნიორს შევხვდი და ამ შეხვედრების დროს არაერთხელ აღვნიშნე ჩვენი წარმომადგენლობის მიზანი, რათა განვაგრძოთ პარტნიორობა საქართველოსთან. ჩემთვის საამაყოა ის მომენტი, რომ დღეს ზუსტად აღვნიშნავთ პარტნიორობას იუსტიციის სამინისტროსთან. ჩვენ ვართ დამფინანსებელი ამ ღონისძიების, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ აშშ საქართველოს გვერდით არის სასჯელაღსრულების მიმართულებით, რეფორმების მიმართულებით.

დიდი სიამაყით მინდა, აღვნიშნო რეფორმები, რაც უკვე გატარდა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, ეს არის, მათ შორის ტექნოლოგიური მიმართულებით. ბატონო მინისტრო, თქვენ აღნიშნეთ ადამიანზე ორიენტებული მიდგომა, ზუსტად ამაშია საქმე. არის სხვადასხვა მიმართულება, პრობაციონერებისთვის, რომელთათვისაც ხელმისაწვდომია სხვადასხვა სერვისი, ასევე არის პაემნები, ვიდეოპაემნები, როდესაც პატიმრებს აქვთ შესაძლებლობა, ესაუბრონ და პაემნები ჰქონდეთ ოჯახის წევრებთან. ძალიან მნიშვნელოვანია მათი საჭიროებები გააზრება, იდენტიფიცირება“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, განსაკუთრებით ქალი პროფესიონალების გაძლიერების მიმართულებით.

„საქართველოს წარმომადგენლობა ახლახანს დაესწრო ბელგიაში ჩატარებულ კონფერენციას. ასევე სამინისტროს წარმომადგენლები კვლავაც მიიღებენ მონაწილეობას ასეთი ტიპის გაცვლით პროგრამებში და უახლოეს მომავალში ასეთი რამ იგეგმება. პროფესიული გადამზადების მიმართულებით, საგანმანათლებლო მიმართულებით, ჩვენ კვლავაც მხარს დავუჭერთ საქართველოს, რათა მოხდეს შესაძლებლობების განვითარება, მოხდეს გარკვეული ინოვაციების დანერგვა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც თქვენ აღნიშნეთ, ადამიანზე ორიენტებული მიდგომაა. ასევე არის გამოფენა, ჩვენთან ახალა ეს არის კიდევ ერთ ინოვაციური მიდგომა, როდესაც პატიმრების მიერ დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებს გამოვფენთ ხოლმე გაყიდვები და ასეთი ტიპის ღონისძიებების ორგანიზება ხდება.

ეს კონფერენცია დიდი მნიშვნელობის არის ჩვენთვის, ასევე საქართველოსთვის, რათა კვლავაც აღვნიშნოთ გამოწვევები, რომელიც არსებობს და აღვნიშნოთ ის რეფორმები, რომელიც ჩატარდა. ეს არის დიდი შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, ცოდნა და ერთად ჩავუყაროთ საფუძველი მყარ სისტემას, რომელიც იქნება ადამიანზე, მის უფლებები ორიენტებული. ეს კონფერენცია წინ გადადგმული ნაბიჯია“, – განაცხადა ელჩმა.