Home Blog Page 1955

„ვინც მოიგებს, მოიგებს“ – ჯო ბაიდენი თურქეთში პრეზიდენტის არჩევნებზე

Politico ჯო ბაიდენის განცხადებას იხსენებს, რომელიც მან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააკეთა – ბაიდენმა თურქეთის ლიდერს „ავტოკრატი“ უწოდა და თქვა, რომ შეერთებული შტატები ერდოღანის ოპონენტებს დაუჭერდა მხარს.

თურქეთში, მიმდინარე წლის 14 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და დიდია შანსი, რომ ქვეყანაში მეორე ტური დაინიშნოს.

ჯო ბაიდენს ჟურნალისტებმა თურქეთში გამართული არჩევნების შესახებ დაუსვეს კითხვა, რაზეც მან განაცხადა:

„მე უბრალოდ იმედი მაქვს… ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს. მსოფლიოს იმ ნაწილში ახლა საკმარისი პრობლემებია“.

ამავე თემაზე კომენტარი გააკეთა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ.

„თურქ ხალხს ვულოცავთ საარჩევნო უბნებზე, თავიანთი სურვილების მშვიდობიან გამოხატვას“, – განაცხადა კირბიმ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, არჩევნებში 50%-ის დაგროვება ვერც მოქმედმა პრეზიდენტმა და ვერც მისმა მთავარმა კონკურენტმა ოპოზიციიდან, ქემალ კილიჩდაროღლუმ შეძლეს.

“იკვეთება საინტერესო ტენდენცია, თუ რა რეალური ფასი აქვს რუსეთში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობას“

ჯერ კიდევ გუშინ ორი „დამოუკიდებელი” ქვეყანა, დღეს უკვე საერთოდ გააქრეს პოლიტიკური ჰორიზონტიდან. ასე, ერთი ცალკე აღებული კომპანიის დონეზე, რუსეთი “შეუდგა” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საქართველოს არასამთავრობო სექტორის მუდმივად ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნას ზოგჯერ დადებითი შედეგიც აქვს.

„ჩვენი არასამთავრობო სექტორი, გაფუჭებული საათისა არ იყოს, დღეში ორჯერ „სწორ დროს” ასევე გვაჩვენებს. მათი მუდმივად ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნა ხანდახან დადებითად ადგება ქვეყანას.

ასე მაგალითად, გიორგი მშვენიერაძემ მიმართა თუ არა ხელისუფლებას ჩამჭრელი კითხვით: „რატომ უშვებთ რუსეთის ავიაკომპანია „აზიმუტს” პირდაპირი ფრენების განსახორციელებლად, როდესაც მის საიტზე აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი” დამოუკიდებელი სახელმწიფოების ნუსხაშია შეყვანილი” – ამას მყისიერად მოჰყვა დადებითი შედეგი.

ავიაკომპანია „აზიმუტმა” ეგრევე ამოიღო ჩვენი სეპარატისტები თავისი ნუსხიდან. ჯერ კიდევ გუშინ ორი „დამოუკიდებელი” ქვეყანა, დღეს უკვე საერთოდ გააქრეს პოლიტიკური ჰორიზონტიდან. ასე, ერთი ცალკე აღებული კომპანიის დონეზე, რუსეთი „შეუდგა” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

და თუ სერიოზულად მივუდგებით ამ „დეტალს“ – იკვეთება საინტერესო ტენდენცია, თუ რა რეალური ფასი აქვს რუსეთში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობას”. დღეს ამას ავიაბილეთებში ცვლიან თვალის დახამხამების გარეშე, ხვალ კიდევ რამეში გაცვლიან…” – წერს ქართველიშვილი.

“დავიწყეთ პროცედურები, რომელიც „ესენგეს“ წევრობას წააგავს”- მიხეილ დაუშვილი

მიუღებელია, რომ ფრენის უფლება მისცეს კომპანიას, რომელიც აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს სახელმწიფოებად აღიარებდა – დავიწყეთ პროცედურები, რომელიც „ესენგეს“ წევრობას წააგავს,- ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო დასავლეთს შორდება და რუსეთს უახლოვდება.

„მიუღებელია, რომ იმ კომპანიას მისცეს ფრენების უფლება, რომელიც ჩვენს ტერიტორიებს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს აღიარებდა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს სრულიად მიუღებელი ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ასეთ კომპანიას მისცა ფრენის უფლება. ზოგადად ფრენების აღდგენა დღევანდელ კონტექსტში უდიდესი რისკია, დიდ სურათში რომ დავხედოთ, მთავრობის „დამსახურებით“ ყოველდღიურად ვშორდებით დასავლელ პარტნიორებს და ვუახლოვდებით რუსეთს. წარმოიდგინეთ მოლდოვა აპირებს დატოვოს ე.წ. ესენგე და ჩვენ დავიწყეთ პროცედურები რომელიც „ესენგეს“ წევრობას წააგავს“, – განაცხადა დაუშვილმა.

“საქართველოს ხელისუფლება მზად არის საქართველო დააბრუნოს რუსეთის ორბიტაზე”-ანა ნაცვლიშვილი

საქართველოს ხელისუფლება მზად არის საქართველო დააბრუნოს რუსეთის ორბიტაზე, ჩაკეტოს ევროპისკენ მიმავალი კარი და აქციოს საქართველო მსოფლიოსგან უკვე აღიარებულ ტერორისტულ და გენოციდის მომწყობ სახელმწიფოს ჩრდილქვეშ დასაბრუნებლად, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

„ეს არის მთავარი პრობლემა. ამ დიდი პრობლემის ნაწილია პირდაპირი ფრენებიც, ამ პრობლემის ნაწილია ჟრიამული უვიზო მიმოსვლაზეც და ა.შ.“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ცალმხრივია და ამასთან საქართველოს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ ოპოზიციაში და განმარტავენ , რომ მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური კურსის გამო დაასაჩუქრა.

უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2.7 მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების გამო დააკავეს

უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ქრთამის აღების ფაქტზე უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს,- ინფორმაციას უკრაინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის მიერ დაახლოებით, 2.7 მილიონი აშშ დოლარის ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინეს.

უკრაინულ მედიასთან საუბარში წყაროები აცხადებენ, რომ ვსევოლოდ კნიაზევმა, ქრთამი აიღო პირებისგან, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინ ჟევაგოს ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდნენ.

რაც შეეხება ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას, უზენაეს სასამართლოში დაადასტურეს, რომ გამოაშკარავდა მასშტაბური კორუფცია, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობისა და მოსამართლეების მიერ არასათანადო სარგებლის მიღების სქემა.

უწყებაში აცხადებენ, რომ დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებდნენ, მაგრამ მათ უკვე გაავრცელეს ფოტო, რომელზედაც დიდი რაოდენობით თანხა ჩანს. უზენაესი სასამართლოს ცნობით, კნიაზევის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 16 მაისს უზენაესი სასამართლოს პლენუმის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. ვსევოლოდ კნიაზევი, უკრაინის უზენაეს სასამართლოს 2021 წლის 1-ელი დეკემბრიდან ხელმძღვანელობს.

“როგორ შეიძლება ბიზნესმენებს ახლა მშვიდად ეძინოთ” – იაგო ხვიჩია

როგორ შეიძლება ამ ბიზნესმენებს ახლა მშვიდად ეძინოთ. როგორ შეიძლება არ ეძებდნენ პარტიას, რომელსაც გააძლიერებენ და მიშას იმედად არ დატოვებენ ამ სიტუაციას. „გირჩის“ გარდა ვინ ეგულებათ, ვინც ეგრევე არ გადახტება მიშას ბანაკში? – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

„წარმოიდგინეთ, მე ვარ ის ადამიანი, რომელიც მიშას ვერასდროს დაუჭერს მხარს. იმიტომ, რომ მისი არ სჯერა. მე ვარ ის ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ პირველი ჩემით დაიწყებს დაჭერას. ამიტომ, მისკენ არ ვიქნები. რაღაც სხვა უნდა მოვიფიქრო იმისთვის, რომ ეს საფრთხე დავაზღვიო. თუ არჩევნები ჩატარდება, სადაც პუტინი VS მიშა იქნება და მე იმ პერიოდში ვერ შევძელი გაძლიერება ისე, რომ მესამე არჩევანი ვიყო, ვთქვა: „პუტინი და მიშა კი არ არის მხოლოდ, მეც ვარ“ ეს თუ ვერ ვთქვი, სხვა პარტიას ვერ ვხედავ, რომელსაც მიშას გაჩერება შეუძლია.

ქართველი ბიზნესმენები გიჟები მგონიან, ამას რომ ვერ ხედავენ. შეიძლება ცოტა ხანში ჩამოიშალონ „ქოცები“ იმიტომ, რომ რუსეთზე დებენ ფსონს. თუ „ქოცები“ იშლებიან, ვინ მოდის ხელისუფლებაში? ვის ჰგონია, რომ მიშა შეარჩენს ბიზნესმენებს „ქოცებთან“ ასეთი ტიპის თანამშრომლობას. მიშა „ქოც“ ბიზნესმენებს არ გაპარსავს? როგორ შეიძლება ამ ბიზნესმენებს ახლა მშვიდად ეძინოთ. როგორ შეიძლება არ ეძებდნენ პარტიას, რომელსაც გააძლიერებენ და მიშას იმედად არ დატოვებენ ამ სიტუაციას. „გირჩის“ გარდა ვინ ეგულებათ, ვინც ეგრევე არ გადახტება მიშას ბანაკში?- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

16 მაისის ამინდის პროგნოზი

16 მაისს ქუთაისში +22 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. +21 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც გამოიდარებს. დღისით +14 გრადუსია, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომშიც, სადაც დღისით +21 ღამის ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღე და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმას ვარაუდობენ. დღისით +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში გამოიდარებს, სადაც დღისით +14, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. იქვიმებს.

გურჯაანშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +21 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.

ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო

რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო.

მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა „სქრინები“, სადაც ჩანს, რომ რუსულ ავიაკომპანიას თავის ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ქვეყნების სიაში ჰყავს შეყვანილი, თუმცა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენამდე ცოტა ხნით ადრე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღეს.

ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ოკუპირებული რეგიონები ჩამონათვალში აღარ იძებნება. ავიაკომპანია „აზიმუტის“ მიერ გავრცელებული ცნობით, მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისი 19 მაისიდან ყოველდღიურად შესრულდება.

ცნობისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს იწყებს ავიაკომპანია „აზიმუტ ეარლაინსი“, რომელიც ევროკავშირის შავ სიაში არ არის.

“ელენე ხოშტარია ალბათ პირველი იქნება, ვინც ჩაფრინდება და პირდაპირ „ქეშად“ აიღებს რუსეთიდან რუბლებს” – ალუდა ღუდუშაური

ამ პროცესებმა ლუსტრაცია მოახდინა, ვისაც ნიღაბი ჰქონდა, ყველას ჩამოძვრა – საზოგადოებამ დაინახა, ვინ ვინ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საკითხზე პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის კომენტირებისას განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა ელენე ხოშტარიას მიერ ამ საკითხზე აქციის დაანონსებას და აღნიშნა, რომ „პირველი ალბათ ეგ იქნება, ვინც ჩაფრინდება და პირდაპირ „ქეშად“ აიღებს რუსეთის ფედერაციიდან რუბლებს“.

„ელენე ხოშტარია რომ რუბლებს რუსეთის ფედერაციიდან იღებს, როგორც ჩანს, კურსთან დაკავშირებით ნერვიულობს, დამშვიდდეს, დაწყნარდეს, თუ ფრენები იქნება აღდგენილი, პირველი ალბათ ეგ იქნება ვინც ჩაფრინდება და პირდაპირ “ქეშად” აიღებს რუსეთის ფედერაციიდან რუბლებს.

იმ ჯგუფების მხრიდან რაიმეს გაპროტესტება, რომლებიც რეალობას აცდენილები არიან და პირდაპირ რადიკალურ პოლიტიკური ჯგუფების ბანაკში არიან, თვალი მოვკარი პარლამენტთან (აქციაზე) იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა კონკურსში იღებდა მონაწილეობას და ცდილობდა პარლამენტისთვის ობიექტურობა დაემტკიცებინა, თქვენ ხედავთ ამ ადამიანებს ყველა პოლიტიკურ აქციაზე. ამ პროცესებმა კიდევ უფრო მეტი ლუსტრაცია მოახდინა და ვისაც ნიღაბი ჰქონდა, ყველას ჩამოძვრა, საზოგადოებამ დაინახა, ვინ ვინ არის.

საქართველოს მოსახლეობას რუსეთის ფედერაციისგან ცალმხრივად დადებული სანქციები ჰქონდა და ცალმხრივად მოეხსნა. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ალბათ, ერთადერთი გზა რჩება, რომ აეროპორტებში უნდა ჩავაყენოთ ალბათ, საპოლიციო დანაყოფები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც რაიმე ფორმით, ოჯახით არის დაკავშირებული და უნდა რუსეთის ფედერაციაში წავიდეს გამარტივებულად, ამ პირებს უნდა ავუკრძალოთ ეს და ვუთხრათ, რომ მესამე ქვეყნის გავლით უნდა წავიდნენ, ეს არის საფუძველს მოკლებული. გიორგი ვაშაძე რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდებდა ბინა არ გაექირავებინათ რუსეთის მოქალაქეებზე, თავად იყო ჩართული ამ პროცესებში. თუ ვინმე რაიმეს აპროტესტებს, უნდა გესმოდეთ, რომ ასეთი პირები არიან ხოლმე სწორედ ამ ყველაფერში ჩართული,”- განაცხადა ღუდუშაურმა.

Коба Кобаладзе и Джуаншер Бурчуладзе посетили тренировку клуба по регби “Армия”

 

Директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе, министр обороны Грузии Джуаншер Бурчуладзе и командующий Силами Обороны Гиоргий Матиашвили посетили тренировку клуба по регби “Армия”, которая проходила на “Авчала Арена” и побеседовали с членами команды.

Во время встречи члены команды рассказали о тех нуждах, которые стоят перед командой “Армия”. Коба Кобаладзе и Джуаншер Бурчуладзе обещали регбистам помощь и поддержку в преодолении существующих вызовов и проблем и пожелали игрокам успехов в будущих состязаниях.

Напомним, что “Армия” проиграла финальную встречу большой 10-ки “Орлам” Озургети, которая состоялась 6 мая. Команда еще не завершила борьбу за Большую 10-ку. У “Армейцев” впереди еще 2 матча с обладателем девятого места Большой 10-ки “Академией”. Первую игру “Армия” с “Академией” проведет 20 мая в 15:00 на “Авчала Арене”.

 

На встрече также присутствовали первый заместитель директора Государственной службы по делам ветеранов Николай Квезерели, советник директора Владимир Имнадзе, президента клуба “Армия” Ираклий Султанишвили и менеджмент команды.

Клуб по регби “Армия” в правление Государственной службы по делам ветеранов был передан в 2019 году; а 18 января 2022 года Министерство Обороны стало соучредителем клуба, что является еще одним существенным условием для повышения мотивации “Армейцев” и преодоления стоящих перед ними вызовов.

Koba Kobaladze and Juansher Burchuladze attended training of Rugby Club “Army”

Major General Koba Kobaladze, Director of the State Service of Veteran Affairs, together with Juansher Burchuladze, Minister of Defense, and Giorgi Matiashvili, Commander of the Defense Forces of Georgia, attended the training of the Rugby Club “Army” at the “Avchala Arena” and had a conversation with the rugby players.

At the meeting, the team members talked about the challenges that the Rugby Club “Army” is facing. Koba Kobaladze and Juansher Burchuladze promised assistance and support to the rugby players in overcoming the existing challenges and wished them success in the upcoming games.

As a reminder, the Rugby Club “Army” lost to Ozurgeti “Eagles” in the final match of Big 10 held on May 6. The team’s battle for the Big 10 is not over yet. Two more matches are awaiting for “Army” ahead, against “Academia”, that is the holder of the ninth place in the Big 10. “Army” will play its first game against “Academia” on May 20 at 15:00 at the “Avchala Arena”.

The meeting was also attended by Nikoloz Kvezereli, the deputy director of the State Service of Veteran Affairs, Vladimir Imnadze, the director’s advisor, Irakli Sultanishvili, the president of the the Rugby Club ”Army”, and the team management.

The Rugby club “Army” was transferred to the State Service of Veteran Affairs under management in 2019; On January 18, 2022, the Ministry of Defense became a co-founder of the club, which is another important condition for raising the motivation of the members of “Army” and overcoming the challenges they face.

უკრაინის უზენაეს სასამართლოში მასშტაბური კორუფციული სქემა გამოაშკარავეს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებმა ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში ქვეყნის უზენაეს სასამართლოში მასშტაბური კორუფციული სქემა გამოაშკარავეს.

კერძოდ, საუბარია უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელებისა და მოსამართლეების მიერ უკანონო სარგებლის მიღებაზე.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი სერგეი ლეშჩენკო Telegram-ზე წერს, რომ ქრთამის სახით 2,7 მილიონი დოლარის აღების ფაქტზე უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს.

მისი ინფორმაციით, მოსამართლის სახლში საგამოძიებო ქმედებები გრძელდება.

ადგილობრივი დროით 12:00 საათზე უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.

https://www.facebook.com/nabu.gov.ua/posts/pfbid02QJxGUAXKLzQ5MQyvGAgHtaVbLbQkCiEiR8HpZio6KiEXrrGbXiBGBTFQUQLrpSJvl