“დავიწყეთ პროცედურები, რომელიც „ესენგეს“ წევრობას წააგავს”- მიხეილ დაუშვილი

107
spot_img

მიუღებელია, რომ ფრენის უფლება მისცეს კომპანიას, რომელიც აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს სახელმწიფოებად აღიარებდა – დავიწყეთ პროცედურები, რომელიც „ესენგეს“ წევრობას წააგავს,- ამის შესახებ პარტია საქართველოსთვის წევრმა, დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო დასავლეთს შორდება და რუსეთს უახლოვდება.

„მიუღებელია, რომ იმ კომპანიას მისცეს ფრენების უფლება, რომელიც ჩვენს ტერიტორიებს აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს აღიარებდა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ეს სრულიად მიუღებელი ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ასეთ კომპანიას მისცა ფრენის უფლება. ზოგადად ფრენების აღდგენა დღევანდელ კონტექსტში უდიდესი რისკია, დიდ სურათში რომ დავხედოთ, მთავრობის „დამსახურებით“ ყოველდღიურად ვშორდებით დასავლელ პარტნიორებს და ვუახლოვდებით რუსეთს. წარმოიდგინეთ მოლდოვა აპირებს დატოვოს ე.წ. ესენგე და ჩვენ დავიწყეთ პროცედურები რომელიც „ესენგეს“ წევრობას წააგავს“, – განაცხადა დაუშვილმა.