Home Blog Page 1952

AFP-ის ჟურნალისტის გარდაცვალების გამოსაძიებლად, უკრაინაში ფრანგი გამომძიებლები ჩავიდნენ

AFP-ის ჟურნალისტის, არმან სოლდინის გარდაცვალების გამოსაძიებლად, უკრაინაში ფრანგი გამომძიებლები ჩავიდნენ. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა, ჟან კაველიემ განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება უკრაინის ომში არმან სოლდინის დაღუპვის ფაქტზე და საქმე საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა.

“ჩვენ კავშირში ვართ გამოძიების ფრანგულ ნაწილთან, რადგან ისინი თანამშრომლობენ უკრაინის გენერალურ პროკურორთან. ჩვენ ვიცით, რომ გუშინ ოთხი გამომძიებელი ჩამოვიდა აქ საფრანგეთიდან და მათ დაიწყეს ჩვენების მოსმენა”, – განაცხადა კაველიემ.

მისივე თქმით, “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ამ საქმეს დიდ ყურადღებას აქცევს, რადგან ჟურნალისტის მკვლელობა არ არის მხოლოდ სამხედრო დანაშაული მშვიდობიანი მოქალაქის წინააღმდეგ.

ცნობილია, რომ 10 მაისს უკრაინის ომში AFP-ის რეპორტიორის არმან სოლდინის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება
საფრანგეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა პროკურატურამ დაიწყო. ის კლასიფიცირებულია, როგორც ომის დანაშაული.

არმან სოლდინი სექტემბრიდან უკრაინაში ცხოვრობდა და ფრონტის ხაზზე რეგულარულად დადიოდა.

IMI-ს ცნობით, არმან სოლდინი გახდა 57-ე მედია პროფესიონალი, რომელიც რუსული აგრესიის შედეგად დაიღუპა.

,,ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, რათა შევაჩეროთ ნავთობის ნაკადი რუსეთიდან ინდოეთში”- ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მკაცრი ზომები უნდა მიიღოს ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის ევროპაში გადაყიდვის წინააღმდეგ.

ბორელის თქმით, ბრიუსელმა იცის, რომ ინდური გადამამუშავებელი მწარმოებლები ყიდულობენ დიდი მოცულობის რუსულ ნედლ ნავთობს, სანამ გადაამუშავებენ მას ევროპაში გასაყიდ საწვავად.

ბორელმა აღნიშნა, რომ „ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ“, რათა შევაჩეროთ ნავთობის ნაკადი რუსეთიდან ინდოეთში, რომელიც რუსული ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მყიდველი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

„თუ დიზელი ან ბენზინი ევროპაში შემოდის ინდოეთიდან და იწარმოება რუსული ნავთობის საფუძველზე, ეს, რა თქმა უნდა, სანქციების გვერდის ავლაა და წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ ზომები“, – დასძინა ბორელმა.

კორუფციული სკანდალი უკრაინის უზენაეს სასამართლოში

უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში აცხადებენ, რომ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობა და მოსამართლეები ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილები. გამოძიების ფარგლებში, უკვე დაკავებულია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, რომელიც ბრალის ოფიციალურად წაყენების მოლოდინშია.

დააკავეს პირი, რომელმაც ბათუმში „თიბისი ბანკის“ ოფისში კრედიტოფიცერი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ი.შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალში, ნაცნობი, ამავე ბანკის თანამშრომელი – 1988 წელს დაბადებული ჯ.ა. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

პოლიციამ ი.შ. შემთხვევის ადგილზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 10-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტალიაში 2.7 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, რომელიც ბათუმის გავლით სომხეთში იგზავნებოდა

იტალიის პოლიციამ 800 მილიონი ევროს ღირებულების 2 700 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა, რომლის გადატანაც ბათუმის პორტის გავლით სომხეთში იგეგმებოდა.

Routers-ი წერს, ნარკოტიკული ნივთიერება ორ სამაცივრე კონტეინერში ბანანებთან ერთად ინახებოდა და იტალიაში ეკვადორიდან ჩავიდა. გამოცემა ადგილობრივ სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ კონტეინერის საბოლოო დანიშნულება სომხეთი იყო, სადაც თითქმის 3 ტონა კოკაინის ჩატანა საქართველოს, კერძოდ კი ბათუმის პორტის გავლით იგეგმებოდა.

იტალიის პოლიციის განცხადებით, ნარკოტიკები 12-მეტრიან კონტეინერში სპეციალური სკანერებისა და პოლიციის გაწვრთნილი ძაღლის დახმარებით აღმოაჩინეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იტალიის პოლიციამ ეკვადორიდან მომავალ ტვირთში ნარკოტიკული საშუალებები აღმოაჩინა. Routers-ის ცნობით, რამდენიმე დღით ადრე პოლიციამ ასევე გამოავლინა, ჯამში, 600 კილოგრამამდე კოკაინის გადატანის მცდელობა. აღნიშნულ შემთხვევებშიც ტვირთის დანიშნულების ადგილი ხორვატია, საბერძნეთი და საქართველო იყო.

,,20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გავათავისუფლეთ,,- ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან 20 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს.

„რამდენიმე დღეში ჩვენმა ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 20 კვადრატული კილომეტრი ბახმუტის გარეუბნის ჩრდილოეთით და სამხრეთით. ამავდროულად, მტერი გარკვეულწილად წინ მიიწევს თავად ბახმუტში და მთლიანად ანადგურებს ქალაქს არტილერიით. მძიმე ბრძოლები გრძელდება სხვადასხვა შედეგებით“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

„რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ!“ – პარლამენტის უკან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის შენობის უკან საპროტესტო აქცია – „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ!“ მიმდინარეობს.

შეკრებილი მოქალაქეები რუსეთის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას აპროტესტებენ.

საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ გარდამტეხ მომენტში, როდესაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია, რუსეთთან ფრენების აღდგენა გაუმართლებელი ნაბიჯია.

უკრაინას სრული აღდგენისთვის შესაძლოა, 250 მილიარდი დოლარი დასჭირდეს – EBRD

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ვარაუდობს, რომ უკრაინას ომის შემდეგ ინფრასტრუქტურის სრული აღდგენისთვის 250 მილიარდი დოლარი დასჭირდება.

EBDRD-ის განცხადებით უკრაინას 5 წლიანი გეგმა სჭირდება, რომლის ფარგლებშიც ყოველ წელს ქვეყანაში 50 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს.

„ხუთწლიანი აღდგენის პერიოდი მოითხოვს ყოველ წელს 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციას უცხოური კაპიტალის შემოდინების გზით. პოსტკონფლიქტური ეკონომიკის უმეტესობა მშვიდობის დროინდელი პერიოდის მაჩვენებელს სულ მცირე 25 წლის განმავლობაში ვერ უბრუნდება, თუმცა ეკონომიკების 29% რეალურად აღწევს ომამდელ მშპ-ის დონეს ერთ სულ მოსახლეზე კონფლიქტიდან 5 წლის შემდეგ. ეს კვლევა აერთიანებს წარმატებული რეკონსტრუქციის საერთო მახასიათებლებს, რომლებსაც შესაძლოა, უკრაინა მიჰყვეს.

იმისთვის, რომ უკრაინა ხუთ წელიწადში აღდგეს, ამ პერიოდის განმავლობაში მისი ეკონომიკა წელიწადში 14%-ით უნდა გაიზარდოს. ძირითადი მახასიათებელი, რომელიც საერთოა მდგრადი უკიდურესად მაღალი ეკონომიკური ზრდის პერიოდებისთვის არის ინვესტიციების მაღალი თანაფარდობა მშპ-სთან“, – აღნიშნულია EBRD-ის ანგარიშში.

საფრანგეთი, კანის 76-ე კინოფესტივალისთვის ემზადება (ფოტოები)

. ფრანგული რივიერა ლეონარდო დიკაპრიოს, ნატალი პორტმანს, ჰარისონ ფორდსა და სხვა მეგავარსკვლავებს ელოდება.

კინოფესტივალი 16 მაისს გაიხსნება, 27 მაისს კი ღონისძიების მთავარი ჯილდოს – ოქროს პალმის რტოს წლევანდელი მფლობელი გამოცხადდება. მთავარი პრიზისთვის 21 ფილმი იბრძოლებს.

 

დუმის დეპუტატი ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ამოღების გამო „აზიმუტის“ დასჯას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი ზურაბ მაკიევი საავიაციო კომპანია Azimuth Airlines-ის დასჯას და კომპანიისთვის ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს, ქვეყანათა ჩამონათვალის სიიდან, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთისა“ და ოკუპირებული აფხაზეთის ამოღების გამო.

„რუსულმა ავიაკომპანია Azimuth-მა წაშალა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან, რომელიც იქ დატანილი იყო ვებსაიტის დარეგისტრირებიდანვე.

აირლაინის ტექნიკური მხარდაჭერა სთავაზობს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს, რომ მიუთითონ საკუთარი ეროვნული პასპორტი როგორც საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი. მე ვითხოვ, რომ შეამოწმოთ Azimuth Airlines რუსეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა.

დიდი ალბათობით, შემოსავლების გაზრდის მიზნით, რუსული გადამზიდი საბოტაჟირებს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის საფუძვლებს. ამ სიტუაციას შეიძლება ექსტრემალურად ნეგატიური შედეგები ჰქონდეს, რადგან, მსგავსი პრეცედენტით, ხვალ, კომერციული ბენეფიტების მიღების მიზნით, ისინი გამოყოფენ ყირიმის რესპუბლიკას, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკას, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებს რუსეთის ფედერაციისგან.
თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, მე მოვითხოვ რომ დაუყოვნებლივ შეუჩეროთ Azimuth Airlines ტრანსპორტირების ლიცენზია“, – ნათქვამია მიმართვაშ

ქუთაისში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის მემორიალური დაფა გაიხსნა

ქუთაისში საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ დამსახურებული მწვრთნელის კარლო ხურციძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.

ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მწვრთნელის ოჯახის წევრები და ქუთაისელი სპორტსმენები დაესწრნენ.

მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ, ქუთაისის სპორტის მუზეუმში, კარლო ხურციძის სპორტული მოღვაწეობის შესახებ,   ირაკლი ჯაოშვილის  მიერ გადაღებული ფილმის „პავლოვიჩის“ ჩვენება გაიმართა.

ფილმი დამსახურებული მწვრთნელის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

https://www.facebook.com/100000542397176/videos/pcb.6928942443800433/1429037164304993

,,ოპოზიცია ისე დაეცა, რომ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსვლას აპროტესტებს” – ჩიხელიძე

„ოპოზიცია ისე დაეცა, რომ საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ჩამოსვლას აპროტესტებს! რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ოპოზიციის არაჯანსაღი და არაგულწრფელი პროტესტი მოყვა“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია რუსეთიდან ფინანსდება, რუბლი უყვარს, მაგრამ პუტინი არა.

როგორც ჩიხელიძე წერს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეს ფართი რუსეთის მოქალაქეზე აქვს მიქირავებული.

მისივე თქმით, ზოგს რუსული პასპორტი აქვს, ზოგი კი თვლის, რომ ფულს სუნი არ აქვს:

„მივყვეთ ქრონოლოგიურად, 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორი წლის შემდეგ, სააკაშვილის გადაწყვეტილებით რუსეთთან ფრენები და უვიზო მიმოსვლა ნაწილობრივ აღდგა, 2012 წელს სააკაშვილმა სრულად აღადგინა უვიზო მიმოსვლა. აღნიშნულ მონაკვეთში სააკაშვილმა რუსებს მიყიდა სტრატეგიული ობიექტები, რუს ტურისტებს კი ლარსის გამშვებ პუნქტზე პირადად ხვდებოდა. დღევანდელი ოპოზიცია სააკაშვილს აღტყინებული თვალებით უყურებდა და მოწონების ნიშნად, მის თითოეულ სიტყვას ტაშს უკრავდა. დღეს კი ანალოგიური პოზიციის გამო მთავრობად აკრიტიკებენ, კრიტიკოსსაც ხომ გააჩნია, ხოშტარია რუსეთიდან ფინანსდება, რუბლი უყვარს, მაგრამ პუტინი არა, ვაშაძე ჯუნიორს ფართი რუსეთის მოქალაქეზე აქვს მიქირავებული, ზოგს რუსული პასპორტი აქვს, ზოგი კი თვლის, რომ ფულს სუნი არ აქვს. ეს ადამიანები საკუთარი მოქალაქეების ყოველდღიურობის შემსუბუქებას აპროტესტებენ. ზოგიერთი აეროპორტთან აქციას აანონსებს, მე უფრო მეტს გეტყვით, საქართველოში ჩამოსულ ჩვენს მოქალაქეებს სირცხვილის დერეფანი ხომ არ მოვუწყოთ? თქვენთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, სირცხვილის კორიდორი (коридор)“, – წერს დავით ჩიხელიძე.