Home Blog Page 1943

“დღეს ჩვენი სახელმწიფო რუსეთის ინტერესების სადარაჯოზეა” – ელენე ხოშტარია

დღეს ჩვენი სახელმწიფო რუსეთის ინტერესების სადარაჯოზეა, – ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი „აღიარებული ტერორისტია”.

„დღეს ჩვენი სახელმწიფო რუსეთის ინტერესების სადარაჯოზეა. მათ ასეთი დავალება აქვთ მიღებული, რომ ვალერი კვარაცხელია და მონები, რომლებიც ჩვენი სახელით მადლობას უხდიან პუტინს, კომფორტი შეუქმნან. ამის უფლება მათთვის არავის მიუცია. ჩვენს ხმას მათ მაინც გავაგონებთ. პუტინი აღიარებული ტერორისტია”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„რუსეთმა თბილისში არასასურველი რეისი დასვა“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში რუსული „აზიმუტის“ რეისის განხორციელებას ეხმაურება.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენის შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი რამდენიმე წუთის წინ შესრულდა.

.„ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა თბილისში არასასურველი რეისი დასვა“, – წერს სალომე ზურაბიშვილი TWITTER-ზე.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი დაჯდა. მოსკოვი-თბილისის რეისი ავიაკომპანიამ “აზიმუტი” შეასრულა.

„აზიმუტის“ მგზავრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან შეძახილებითა და საყვირებით დახვდნენ

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით „არა პირდაპირ ფრენებს რუსეთთან“. რუსეთიდან პირდაპირი რეისით საქართველოში ჩამოსულ თვითმფრინავს და მის მგზავრებს აქტივისტები საყვირებით და ბანერებით დახვდნენ.

აეროპორტის ტერიტორიას პოლიციელები აკონტროლებენ. აქციის მონაწილეებს აეროპორტის შენობასთან მიახლოების საშუალება არ ეძლევათ.

აქციის მონაწილეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ავტომობილებით მივიდნენ, რომლებზეც საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები ჰქონდათ დამაგრებული.

მას შემდეგ, რაც კრემლმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი მოუხსნა და რუსულ თვითმფრინავებს ქვეყნის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელების უფლება მისცა, პირველი რეისი საქართველოში რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განახორციელა.

ხვალიდან, 20 მაისიდან კი თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways.

„ქოლ-ცენტრების“ მუშაობის სპეციფიკის შესაშური ცოდნა გამოავლინეთ” – დავით მათიკაშვილი მიხეილ დაუშვილს

ყველაფერი მიზანმიმართულად ხომ არ არის გათვლილი იქითკენ, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი? სწორედ ისეთ პერიოდში, ისეთ ეტაპზე ხდება ასეთი წინადადების დაყენება, რაც კონტრპროდუქტიულია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის, – ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე პარტია „საქართველოსთვის“ წევრს მიხეილ დაუშვილს, რომელიც ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა წარადგინა.

ამასთან, როგორც მათიკაშვილმა განაცხადა, საინტერესო იქნებოდა მიხეილ დაუშვილს პასუხი გაეცა ე.წ. ქოლ-ცენტრების მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით მის მიერ გამოვლენილ კომპეტენციაზე.

„შესაშური ცოდნა გამოავლინეთ თქვენ „ქოლ-ცენტრების“ მუშაობის სპეციფიკის, თვით BBC-ის მაღალპროფესიონალურ გამომძიებელ ჟურნალისტებსაც შეშურდებოდათ თქვენი. ალბათ, ამაზე ცალკე პასუხის გაცემა არ იქნება ცუდი ჩვენი საზოგადოებისთვის. მეორე მიმართულება კითხვის – მაშინ, როდესაც მიმდინარეობს გამოძიება საქართველოში, გერმანიაში, ესპანეთში, ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაულის გამოძიების საკითხი, მაშინ, როდესაც BBC-ის რეპორტაჟის შემდგომ, კეზერაშვილი სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე ბრიტანეთის სასამართლომაც უნდა იმსჯელოს, ხომ არ ფიქრობთ, რომ კეზერაშვილის სავარაუდო დანაშაულის განვრცობას ცდილობთ საქართველოზე, მაშინ, როდესაც თქვენ, სწორედ, საქართველოს პარლამენტში ცდილობთ საგამოძიებო კომისიის შექმნას? ისე კი სჩვევია თქვენი პოლიტიკური გუნდის ბელადს, ლიდერს საკუთარი ქვეყნის საფრთხისა და დარტყმის ქვეშ დაყენება, ეს საზოგადოებამ კარგად იცის და კარგად ახსოვს. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხომ არ არის გათვლილი იქითკენ, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი? სწორედ ისეთ პერიოდში, ისეთ ეტაპზე ხდება ასეთი წინადადების დაყენება, რაც კონტრპროდუქტიული ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის“,- განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე მსჯელობს.

„ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მეშვეობით ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულებისა და მათზე შესაძლო არასათანადო რეაგირების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“ – ასე ეწოდება პარლამენტის დადგენილების პროექტს, რომელიც პოლიტიკურმა ჯგუფმა “საქართველოსთვის“ მოამზადა.

Koba Kobaladze pays his official visit to America

Major General Koba Kobaladze, Director of the State Service of Veterans Affairs, is in Washington at the invitation of the United States Department of War Veterans.

Within the framework of the visit, Koba Kobaladze held the first meeting with Richard Rodriguez, Assistant Secretary of the US Department of Labor.

Koba Kobaladze introduced the structure of the Service, goals, future plans, the joint programs to the host that the Service implements together with the state and non-governmental sector to support veterans and family members of those killed in the war at the meeting. He also spoke about the challenges that the Service and veterans are still facing in Georgia which requires the support of international partners to overcome those challenges. The director of the Service emphasized the geostrategic importance of Georgia, the challenges facing our country in terms of peace and security.

Richard Rodrigues, on his part, expressed his willingness for support and discussed about the possible areas in which they can help the State Service of Veteran Affairs and Georgian veterans. The parties agreed on the future ways of mutual cooperation and the implementation of a wide range of joint social programs, which will contribute to the improvement of the psycho-social conditions of Georgian veterans.

Koba Kobaladze wholeheartedly thanked the hosts for their reception and support.

Richard Rodriguez is a veteran with over 30 years of working experience in the US government, including corporate sector and 21 years of working experience in the United States Marine Corps.

The meeting was also attended by Irakli Chanturidze, Deputy Head of the Department of Legal Assurance of the State Service of Veterans Affair, Mariam Adamashvili, Head of the Protocol Department, Kathleen Ryu, Labor and International Policy Adviser, and representatives of the Department of Labor.

Within the framework of the visit, Koba Kobaladze, Director of the State Service of Veteran Affairs, will continue meetings with the governmental and non-governmental sectors.

Коба Кобаладзе находится с официальным визитом в США

Директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе, по приглашению Департамента ветеранов войны Соединенных Штатов Америки,  находится с официальным визитом в Вашингтоне.

В рамках визита первую встречу Коба Кобаладзе провел с помощником секретаря Департамента труда США, Ричардом Родригесом.

Во время встречи Коба Кобаладзе принимающую сторону ознакомил со структурой ведомства, целью, будущими планами и совместными программами, которые для поддержки и помощи членов семей ветеранов и погибших во время войны военных Госслужба осуществляет совместно с государственным и неправительственным сектором. Он также рассказал о тех вызовах, которые все еще существуют перед ведомством и ветеранами Грузии и в преодолении которых содействие и помощь международных партнеров весьма важна. Директор Госслужбы подчеркнул геостратегическое значение Грузии, вызовы, существующие перед нашей страной в плане мира и безопасности.

Со своей стороны Ричард Родригес выразил желание оказания поддержки и рассказал о тех вопросах, в направление которых они могут оказать помощь и содействие Государственной службе по делам ветеранов и грузинским ветеранам. Стороны договорились о дальнейших путях двустороннего сотрудничества и осуществлении различных совместных социальных программ, что будет способствовать улучшению психо-социальных условий грузинских ветеранов. Коба Кобаладзе сердечно поблагодраил принимающую сторону за прием и содействие.

Ричард Родригес является ветераном, у которого более 30 лет опыта работы в правительстве США, в корпоративном секторе и 210летний опыт  службы в корпусе морских пехотинцев Соединенных Штатов.

На встрече также присутствовали: заместитель начальника департамента правового обеспечения Государственной службы по делам ветеранов Ираклий Чантуридзе, начальник отдела протокола Мариам Адамашвили, советник по вопросам труда и международной политики Кэтлин Риу и представители Департамента труда.

В рамках визита директор Государственной службы по делам ветеранов Коба Кобаладзе продолжает встречи с правительственным и неправительственным сектором.

 

“როდის აქეთ შესტკივა გული „მაკდონალდსს“ ქართველ ბავშვებზე?” – გია გაბრიჭიძე

ექსპერტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში „მაკდონალდსის“ გამოკრულ ბანერებს ეხმიანება, რომელზე დატანილია, რომ საქართველოში 235 ათასზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს.

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს, ეს ინფორმაცია ტყუილი და ცილისწამებაა, რომელზეც „მაკდონალდსმა“ პასუხი უნდა აგოს.

„საქართველოში 235 ათას ბავშვიან ოჯახზე მეტი სიღარიბეში ცხოვრობსო, ცრემლიანი თვალებით გვაუწყებს „მაკდონალდსის“ ქსელი.

ჯერ ერთი, ეს ინფორმაცია საშინელი ტყუილი და ცილისწამებაა, რაზეც გამავრცელებელმა პასუხი აუცილებლად უნდა აგოს.

მეორეც – როდის აქეთ შესტკივა გული „მაკდონალდსს“ ქართველ ბავშვებზე? თუ მაგათი ფასებით ვიმსჯელებთ, არასდროს.

და მესამეც – ის ოჯახები, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ იმ მგლური ბიზნეს-პოლიტიკის მსხვერპლნი ხომ არ არიან, რითაც ჭყონიამ და მისმა მსგავსი „ბიზნესმენები“ 90-ინებში ატარებდნენ?“ – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.

“ტყუილი იყო, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას თავს ანებებდა”-ირაკლი ქადაგიშვილი

სააკაშვილი ცდილობს, მისი პოლიტიკაში დაბრუნებით პარტიის რღვევის პროცესი დროებით მაინც შეაჩეროს. მათი პატრონების მიზანია, რადიკალური ოპოზიცია რამენაირად გადაარჩინონ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ განულებისკენ არის წასული

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოაპარეს და ეს არ იყო მხოლოდ მისი განზრახვა. ეს იყო გლობალური „ომის პარტიის“ ერთ-ერთი ჩანაფიქრი. სააკაშვილის საქართველოში შემოპარვით უნდა მომხდარიყო ქვეყანაში არეულობის, პოლიტიკური კრიზისის შექმნა, ხელისუფლებაში დაბრუნება, რათა მას განეხორციელებინა ქმედებები, რაც ქვეყანას მეორე ფრონტის გახსნამდე მიიყვანდა. პირველ ეტაპზე როცა ეს არ გამოუვიდათ, სააკაშვილის პატიმრობიდან თავის დაღწევის მიზნით, უდიდესი ფეიკკამპანია წამოიწყეს, თითქოს საქართველო სააკაშვილს წამლავს, არ მკურნალობენ, აწამებენ და ასე შემდეგ. ვიხილეთ, როგორ იხარჯებოდა მილიონები, როგორ იყო ჩართული ამ პროცესებში ლამის ნახევარი ევროპარლამენტი. სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს არის „ფეიკი“, ტყუილი, მანიპულაცია, რისი დაშვებაც ევროპულმა სასამართლომ არც კი წარმოიდგინა, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ეს გამოიწვევდა საპატიმრო სისტემის ჩამოშლას. ვინაიდან ეს გზა არ გამოუვიდათ, ახლა დაიწყო იმ რეალობის დაბრუნება, რისთვისაც სააკაშვილი ჩამოიყვანეს. სააკაშვილის შიმშილობა არ გამოუვიდათ და ახლა პოლიტპატიმრის სტატუსი უნდათ, მიანიჭონ. ამისთვისაა საჭირო გამოცხადება, რომ ის ქართულ პოლიტიკაშია. ტყუილი იყო, რომ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკას თავს ანებებდა, არ აინტერესებდა, უკრაინაზე იყო კონცენტრირებული. რა უნდა მისგან „ნაციონალურ მოძრაობას“? – პარტია განულებისკენ არის წასული, ამიტომ მათი პატრონები ფიქრობენ, იქნებ, სააკაშვილის ფაქტორმა პარტიის განულებისკენ მიმავალი კრახი დროებით შეაჩეროს და პარტიის შიგნით დესტრუქცია შეაჩერონ. სააკაშვილი ცდილობს, მისი პოლიტიკაში დაბრუნებით პარტიის რღვევის პროცესი დროებით მაინც შეაჩეროს. მათი პატრონების მიზანია, რამენაირად გადაარჩინონ რადიკალური ოპოზიცია. ხედავენ, რომ ხელისუფლებას რადიკალური ოპოზიციის სახით არანაირი კონკურენტი აღარ ჰყავს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კობა კობალაძემ აშშ-ის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტში სტივენ ლიბერმანთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტში, მდივნის, დენის რიჩარდ მაკდონოფის მოადგილესთან ჯანდაცვის საკითხებში, სტივენ ლიბერმანთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, მასპინძელ მხარეს სამსახურის სტრუქტურა, მიზნები, სამომავლო გეგმები, ის ერთობლივი პროგრამები გააცნო, რომელთაც სამსახური, სახელმწიფოსთან და არასამთავრობო სექტორთან ერთად ახორციელებს ვეტერანების და ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების მხარდასაჭერად.

„კობა კობალაძემ, ასევე, დეტალურად ისაუბრა, იმ საბრძოლო მოქმედებებზე, რომელიც საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში განხორციელდა. იმ თავგანწირულ და სამაგალითო ბრძოლებზე, რომლებსაც ქართველი მებრძოლები აწარმოებდნენ აფხაზეთში, სამაჩაბლოში და 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის რეგულარულ ჯარების წინააღმდეგ.

მასპინძლებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ვეტერანთა ფსიქო-რეაბილიტაციის პროგრამებზე და ამ მიმართულებით, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციას თავისი გამოცდილება გაუზიარეს და დახმარებას, თანადგომას დაჰპირდნენ.

მხარეები სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ვეტერანების ფსიქო-სოციალური პირობების გაუმჯობესებას. კობა კობალაძემ სტივენ ლიბერმანი საქართველოში მოიწვია, რათა იგი ადგილზე დეტალურად გაეცნოს იმ საჭიროებებს, რაც ქართველი ვეტერანების წინაშე დგას.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაციას ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო მასპინძლობს და ორგანიზებას უწევს დელეგაციის შეხვედრებს, რისთვისაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური საქართველოს საელჩოს მადლობას უხდის.

სტივენ ლიბერმანი 2021 წლიდან ხელმძღვანელობს ვეტერანთა ჯანდაცვის ადმინისტრაციას (VHA). აღნიშნულ პოზიციამდე ის მსახურობდა მდივნის მოადგილის თანაშემწედ ჯანდაცვის საკითხებში, ასევე, ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სტრატეგიულ მიმართულებას და ზედამხედველობას უწევდა ვეტერანებისთვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას.

შეხვედრას, ესწრებოდნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირაკლი ჭანტურიძე, პროტოკოლის განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, პაატა პატიაშვილი და აშშ-ს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის, ვეტერანების საკითხთა მთავარი ოფიცერი, ჯონ ბოერსტლერი.

ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, კობა კობალაძე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“უკვე მერამდენედ, მელიას და „ქართული ოცნების“ განცხადებები უნისონშია ერთმანეთთან” – ლევან ბეჟაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილი განცხადებით, ვიცე-სპიკერის პოსტზე მის კანდიდატობასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი კონსულტაცია არ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ოპოზიციამ ისარგებლა რეგლამენტით დადგენილი კვოტით და შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა.

„პროცედურულად წარდგენილია, მაგრამ არ არსებობს მოლოდინი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს დაამტკიცებს. ეს განცხადებები კობახიძემაც დაადასტურა გუშინ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ამასთან, ბეჟაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას განცხადებას, სადაც მელია ამბობს: „შორს ვარ აზრისგან, რომ ვიცე-სპიკერობა „ნაციონალურ მოძრაობას“ საერთაშორისო არენაზე წაადგება, განსაკუთრებით, თუ საუბარია ბეჟაშვილზე. ის არ გამოირჩევა შესაბამისი კვალიფიკაციით“.

ლევან ბეჟაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ნიკა მელია ასეთ განცხადებას აკეთებს.

„უკვე მერამდენედ, მელიას და „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები უნისონშია ერთმანეთთან მთელ რიგ საკითხებში. კობახიძისა და მელიას გუშინდელი განცხადებები ასევე უნისონში და თანხვედრაშია. ეს სამწუხარო რეალობაა და დასკვნის გამოტანის საფუძველი უნდა იყოს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა თანამებრძოლს, წევრს, გადალახონ არჩევნების წაგებით გამოწვეული ბოღმა და ფსიქოლოგიური ფაქტორები, კონცენტრაცია მოახდინონ არა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის მთავარი ბოროტების – „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის წინააღმდეგ. სჯობს, ამ ადამიანმა არჩევნების წაგებით გამოწვეული ბოღმა გადალახოს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებში ამერიკელ სამხედროებთან ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონის საზღვაო სპეცდანიშნულების ჯგუფებისა ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სპეციალური დანიშნულების ჯგუფისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო სპეციალური დანიშნულების ჯგუფების გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები (JCET) ჩატარდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამკვირიანი სწავლების განმავლობაში პირადმა შემადგენლობამ სხვადასხვა სასწავლო კომპონენტში – სანაპირო ზოლის რეკოგნოსცირება, სანაპირო ზოლში რეიდი, ჩასაფრება იერიშები, ტაქტიკური მომზადება, ახლო მანძილზე სროლა – მოქმედების უნარები განავითარა და პრაქტიკული სავარჯიშოები განახორციელა.

„დასკვნით ფაზაში, მონაწილეებმა საჩვენებელი სწავლება გამართეს; ოპერაცია მოწინააღმდეგის კონტროლირებად ტერიტორიაზე მაღალი ღირებულების სამიზნის გათავისუფლებასა და უსაფრთხო ევაკუაციას ითვალისწინებდა.

სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო პარტნიორებთან, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, გაერთიანებულ ერთობლივ გაცვლით წვრთნებს (JCET) რეგულარულად ატარებენ. სწავლებების მიზანს ელიტურ ქვედანაყოფებს შორის გამოდილების გაზიარება, ურთიერთთავსებადობის გაზრდა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

“რადიკალური ოპოზიციის თავდასხმა BBC-ზე კომიკურია”- არჩილ თალაკვაძე

რადიკალური ოპოზიციის თავდასხმა BBC-ზე კომიკურია – ეს ის ხალხია, ვინც საქართველოში მედიაზე განახორციელა რეიდები, დააპატიმრა ჟურნალისტები, უმკაცრესი რეგულაციები შემოიღო და პირდაპირ პოლიტიკური პროდიუსერები დაუნიშნა მედიას,- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე- სპიკერი დავით კეზერაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მან საჩივარი შეიტანა ” BBC-ის წინააღმდეგ.

თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციას სურს დავით კეზერაშვილიდან ყურადღება სხვებზე გადაიტანოს და ამას ემსახურება “ქოლ-ცენტრებზე” საგამოძიებო კომისიის მოთხოვნაც.

„მათი ბიოგრაფია ყოველთვის გვახსენდება, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებენ. დღესაც, ოპოზიციაში ყოფნისას, თავს ესხმიან მედიას, ცდილობენ არალეგალური ფულით დააფინანსონ და კონტროლი მოიპოვონ მედიაზე, ამოეფარონ ჟურნალისტებს და უკვე ვხედავთ, რომ კომიკური თავდასხმებია BBC-ზე მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სიმართლე დაანახეს საზოგადოებამ. ეს მცდელობები საგამოძიებო კომისიის მოთხოვნა, თავდასხმა საერთაშორისო მედიაზე, ტყუილები რომ ტელევიზიას გადაუფორმებენ თანამშრომლებს, ემსახურება იმას, რომ კეზერაშვილიდან ყურადღება გადაიტანონ”, – განაცხადა თალაკვაძემ.