„აზიმუტის“ მგზავრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან შეძახილებითა და საყვირებით დახვდნენ

89
spot_img

თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს ლოზუნგით „არა პირდაპირ ფრენებს რუსეთთან“. რუსეთიდან პირდაპირი რეისით საქართველოში ჩამოსულ თვითმფრინავს და მის მგზავრებს აქტივისტები საყვირებით და ბანერებით დახვდნენ.

აეროპორტის ტერიტორიას პოლიციელები აკონტროლებენ. აქციის მონაწილეებს აეროპორტის შენობასთან მიახლოების საშუალება არ ეძლევათ.

აქციის მონაწილეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ავტომობილებით მივიდნენ, რომლებზეც საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები ჰქონდათ დამაგრებული.

მას შემდეგ, რაც კრემლმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი მოუხსნა და რუსულ თვითმფრინავებს ქვეყნის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განხორციელების უფლება მისცა, პირველი რეისი საქართველოში რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განახორციელა.

ხვალიდან, 20 მაისიდან კი თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways.