Home Blog Page 1937

,,ეს არის პირველ რიგში ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია ”- ელისო კილაძე

ჟურნალისტ ელისო კილაძის შეფასებით, ვალერი კვარაცხელიას ინიციატივა, რომ პრემიერ-მინისტრი  ნობელის პრემიაზე წარადგინონ მშვიდობის დარგში, არის ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია.

ამის შესახებ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:

“მოაშორეთ ეს მლიქვნელები ქვეყნის ხელისუფლებას! ტრისტან წითელაშვილის და ვალერი კვარაცხელიას ინიციატივა პრემიერ ღარიბაშვილის ნობელის პრემიაზე წარდგენის შესახებ, არის პირველ რიგში ღარიბაშვილის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია. ქვეყანა გახდა ცირკი ამ კლოუნების ხელში – რა წითელაშვილი და კვარაცხელია,სირცხვილია”- წერს ელისო კილაძე.

შეგახსენებთ, ვალერი კვარაცხელიამ გააჟღერა ინიციატივა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინონ ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში.

ad hoc-ის წამყვანს, თაკო მამაიაშვილს ლაზარე გრიგორიადისის მამა ემუქრება (ფოტოები)

ad hoc – ის წამყვანი თაკო მამაიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ე.წ სქრინს, საიდანაც ჩანს, რომ 7-9 მარტის აქციების საქმეზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის, სადაც წერია- “აუ გამოვა ლაზარე და იმან თუ არ შეგისრულოს, მერე მე მოგხედავ”.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, წამყვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს.

“ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი მემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დროს რა ხდება???

 

 

,,ჩვენ არ გვაქვს დაცვის არანაირი გარანტიები” – პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, , საქართველო არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ამას თავისი მიზეზები აქვს. ნებისმიერი სანქცია გულისხმობს ესკალაციის ნიშანს მეორე ქვეყნისთვის. სანქცია გულისხმობს, რომ ერთი ქვეყანა მეორეს ეუბნება, რომ ის მეორე ქვეყანას ასე ვთქვათ, რაღაცისთვის სჯის, არის გარკვეული სანქცირება. სანქცირება გულისხმობს შესაბამისად ესკალაციაში შესვლას, ხოლო ესკალაცია არის ისეთი სპირალი და ისეთი პროცესი, რომელზეც გავლენა შემდგომ შეიძლება აღარ ჰქონდეს ქვეყანას და რთულია წინასწარი განჭვრეტა, რა შედეგები მოჰყვება ამას. სანქციის დროს არის რისკი კონტრსანქციის, სხვა საპასუხო ზომების, რომლის წინასწარ განჭვრეტა რთულია. აქედან გამომდინარე, ესკალაციაზე წასვლას ერიდება ყველა, მათ შორის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნები, რომლებიც აწესებენ ამ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. თუ დავაკვირდებით და გავაანალიზებთ, ყოველ ჯერზე ფრთხილად უყურებდნენ ამ საკითხს, ერთი მხრივ, არ შევიდნენ ისეთ ესკალაციაში რუსეთთან, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, ან არ დააწესონ ისეთი სანქცია, რომელმაც შეიძლება, მათ უფრო მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე – რუსეთს. ზუსტად ამ მიდგომებით ვხელმძღვანელობთ ჩვენ. განსხვავებით ამ ქვეყნებისგან, ევროკავშირი და ა.შ. ჩვენ არ გვაქვს დაცვის არანაირი გარანტიები, არც ნატო-ს ქოლგა გვიცავს, არც ევროკავშირის რაიმე ბერკეტები გვიცავს, არაფერი არ გვიცავს, ჩვენ ვართ მარტო ამ მხრივ. გარდა ამისა, ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ჯარი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ორი რეგიონი. ამიტომ ამ გადმოსახედიდან ვუყურებთ ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, დილიდან პოზიტიურად განეწყოთ და თქვენს ირგვლივ მეგობრული ატმოსფერო შექმნათ. ეს კონფლიქტური სიტუაციებისა და პროვოკაციების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს პარტნიორთან გულწრფელ საუბარს უნდა მოერიდოთ – შესაძლოა, უნებურად საკუთარი საიდუმლო გაამხილოთ და ურთიერთობა გაიფუჭოთ.

კურო

დროა, პირადი ცხოვრება და ურთიერთობები მოაწესრიგოთ. თქვენ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც ენერგიას გაცლიან და წინსვლაში ხელს გიშლიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სანამ გათავისუფლებულ ვაკანსიას დაიკავებთ, კარგად დაფიქრდეთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ.

ტყუპები

სირთულეებით სავსე, არახელსაყრელი დღეა. დილიდან გაღიზიანებული ხართ და განწყობა შეიძლება ნებისმიერმა წვრილმანმა გაგიფუჭოთ. ამ დღეს კონფლიქტი ფაქტობრივად, ცარიელ ადგილზე წარმოიქმნება. ეცადეთ ურთიერთობები მინიმუმამდე შეზღუდოთ, ნაკლები ისაუბროთ და კამათში არ ჩაერიოთ. ჯობს განმარტოვდეთ და დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ.

კირჩხიბი

დაღლილი და ძალაგამოცლილი ხართ, ამიტომ ახალი რთული საქმის დაწყება სამომავლოდ უნდა გადადოთ – თქვენი ენთუზიაზმი სწრაფად დასრულდება და საქმის შუა გზაზე მიტოვება მოგიწევთ. გაცილებით ნაყოფიერი იქნება გუნდური მუშაობა ან უკვე დაწყებული საქმეების დასრულება. გირჩევთ, საკუთარი ფინანსები აკონტროლოთ – მოსალოდნელია დანაკარგი ან ზარალი.

ლომი

გამორიცხული არ არის, რაღაც ავანტიურაში გაეხვიოთ ან დაუფიქრებელი მოქმედება ჩაიდინოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი სურვილები აკონტროლოთ და მოსალოდნელი რისკების გათვალისწინებით იმოქმედოთ. შოპინგისთვის ხელსაყრელი დღეა – ამ დღეს შეძენილი ნივთები დიდხანს მოგემსახურებათ და უამრავ სიამოვნებას გაჩუქებთ.

ქალწული

ახლობელ ადამიანებს თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ. მიეცით მათ დრო, რომ საკუთარ გრძნობებსა და სურვილებში გაერკვიონ. ამ დღეს შეიძლება ძველი იდეები და გეგმები წარმატებით განახორციელოთ. ახალი ადამიანების გაცნობა და შეხვედრები შეიძლება სასარგებლო იყოს, ამიტომ ეცადეთ, მთელი დღე საქმიან შეხვედრებზე გაატაროთ.

სასწორი

კამათისა და დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, ეს დღე მარტოობაში გაატაროთ. დღევანდელ წყენას დიდხანს ვერ დაივიწყებთ, რაც ურთიერთობას გააფუჭებს. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, რადგან მისი დასრულებისთვის ძალა არ გეყოფათ და დროს ტყუილად დაკარგავთ. გირჩევთ მთელი ყურადღება სახლის საქმეებზე გადაიტანოთ, რაც სტრესისა და უარყოფითი ემოციებისგან გაგათავისუფლებთ.

მორიელი

ენერგიით და ენთუზიაზმით სავსე ხართ, ამიტომ შეგიძლიათ რთული საკითხები მოაგვაროთ და დიდი ხნის ჩანაფიქრი განახორციელოთ. მთავარია, არ გადაიღალოთ, რადგან ძალების აღდგენა გაგიჭირდებათ. დიდი ხნის უნახავ მეგობარს თქვენი დახმარება სჭირდება.

მშვილდოსანი

სხვა ადამიანებისგან გამუდმებით რაღაცის მოთხოვნა და პრეტენზიები შეიძლება გუნდურ მუშაობაზე უარყოფითად აისახოს. ეცადეთ, კოლეგების მიმართ უფრო ლმობიერი და კეთილგანწყობილი იყოთ. პირად თემებზე საუბარი შეიძლება სკანდალში გადაიზარდოს, ამიტომ გირჩევთ საუბრისთვის ნეიტრალური ან საქმიანი თემები აირჩიოთ.

თხის რქა

ეცადეთ, ძველი პრობლემის გადასაჭრელად ყველაზე მარტივი, მაგრამ გონივრული გზა აირჩიოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს განვითარებულ მოვლენებზე ზედმეტი ემოციების გამოვლენას უარყოფითი შედეგები მოჰყვება. შესაძლოა, მნიშვნელოვანი სიახლეები შეიტყოთ, რომლებიც თქვენს მომავალს მთლიანად შეცვლის.

მერწყული

ამ დღეს შესაძლოა, ახლობელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდეთ, ამიტომ მათთან ურთიერთობისთვის დრო უნდა გამონახოთ. მოლაპარაკებების ან ახალი პროექტების დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა. უმჯობესია ის პროექტები გააგრძელოთ, რომლებზეც დიდი დრო და ძალისხმევა დახარჯეთ. სურვილის შემთხვევაში შეიძლება დიდი ხნის წინ დაწყებული საქმე დაასრულოთ.

თევზები

რთული დღეა, რომელიც თქვენგან ყურადღების მოკრეფას და შრომისმოყვარეობას მოითხოვს. ეცადეთ თქვენს გარშემო განვითარებული მოვლენები აკონტროლოთ და მნიშვნელოვანი სიახლეები არ გამოგრჩეთ. გავლენიანი ადამიანი, რომელსაც დღეს შეხვდებით, მომავალ საქმიანობაში დაგეხმარებათ.

Звиад Хачидзе стал чемпионом Европы по АРМ-рестлингу

В Финляндии, в городе Лаука состоялася чемпионат Европы в формате Международной федерации по АРМ-рестлингу (IFA), в котором принимали участие ветераны и действующие спортсмены разных весовых категорий из 17 стран мира.

 

В составе сборной Грузии среди 13 спортсменов был ветеран войны и вооруженных сил, Звиад Хачидзе, который на родину вернулся с обладателем 2 золотых и 1 серебряной медалей. Указанный чемпионат был основан в 2019 году и в нем каждый год успешно принимают участие грузинские спортсмены. Сборная нашей страны чемпионат Европы в этом году завершила с 18 медалями. Грузинские спортсмены в разных весовых категориях в соревнованиях с справой и левой рукой завоевали 10 золотых, 6 серебряных и 2 бронзовые медали.

 

Государственная службы по делам ветеранов поздравляет ветерана войны и вооруженных сил Звиада Хачидзе с титулом победителя чемпионата Европы и желает ему еще многих побед и успехов в дальнейшем. Чемпион Европы Звиад Хачидзе готовится к Чемпионату Мира, который будет проходить в сентябре в столице Малайзии Куала-Лумпур. Надеемся, что наш именитый спортсмен из Малайзии также вернется победителем.

 

თარგამაძე 2012 წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებაზე

„მაშინ ჩვენ ვიომეთ, რუსეთი იყო ჩვენი მტერი, მაგრამ ვითარება სხვა იყო. ევროპასა და ამერიკაში ჯერ კიდევ არსებობდა რწმენა, რომ რუსეთის საზოგადოებას შეეძლო, რამე შეეცვალა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ 2012 წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მაშინდელი ხელისუფლების მიერ სუვერენულად იყო მიღებული და რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან მისი შედარება არარელევანტურია.

„ჩვენ ვიყავით თავდაჯერებულები, რადგან ზედმიწევნით კარგად მუშაობდა კონტრდაზვერვა, რომელიც აგენტებს ავლენდა. ეს იყო ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილება, დასავლეთი მოგვიწოდებდა, რომ რუსულ საზოგადოებას არ უნდა აღვექვით მტრებად და ჩვენ ვთქვით, რომ კი ბატონო და გავუხსენით კარი პუტინის მტრებს. მაშინ ეს იყო ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილება და ახლა ჩვენ მივდევთ პუტინის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თარგამაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

საგარეჯოში მკვლელობა მოხდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი ქალი იპოვეს. ცხედარს სოფელ გომბორის მიმდებარედ, ივრის ჰესში მიაგნეს.

50 წლამდე ქალი, სავარაუდოდ, უზბეკეთის მოქალაქეა. თვითმხილველების თქმით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა მკვლელობის ბრალდებით, 60 წლამდე კაცი დააკავეს, რომელთანაც ქალი წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

ქალის მკვლელობის სავარაუდო მოტივად, ფინანსური ინტერესი სახელდება.შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

ისნის რაიონის გამგეობამ კაჩინსკის ქუჩაზე 32 ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოები განახორციელა

ისნის რაიონის გამგეობამ კაჩინსკის ქუჩაზე 32 ავტოფარეხის დემონტაჟის სამუშაოები განახორციელა, რის ნაცვლადაც ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 1 000 კვ.მ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
ავტოფარეხების აღების სამუშაოების პარალელურად, ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა და ახალი სივრცის მოწყობის პროექტი მათთან ერთად დეტალურად განიხილა.
აღნიშნული ტერიტორია დაბინძურებული იყო. ადგილობრივ მოსახლეობას დასასვენებელი სივრცე ამ დრომდე არ ჰქონია.
სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების რეკრეაციული სივრცე. ტერიტორია გაზონით შემოისაზღვრება, გამწვანდება და სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგვება, ასევე, დამონტაჟდება სკამები, სეპარირებული ურნები, დაიგება დეკორატიული ფილები.
სკვერში ყველა საჭირო თანამედროვე ინვენტარი განთავსდება და მოეწყობა საპარკინგე ზონა

,,ამერიკულ 2 ბომბდამშენი რუსეთის საზღვარს მიუახლოვდა“ – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი ამერიკული ბომბდამშენი აღმოაჩინეს, რომლებიც რუსეთის საზღვარს ბალტიის ზღვის მხრიდან უახლოვდებოდა.

მოსკოვი აცხადებს, რომ ორი ბომბდამშენისთვის გზის გადასაჭრელად და საზღვარზე რაიმე შეჭრის აღკვეთის მიზნით მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა.

რუსი ოფიციალური პირების თქმით, საზღვართან გამოჩენილი თვითმფრინავები აშშ-ის საჰაერო ძალების სტრატეგიული ბომბდამშენები იყვნენ და მათ საზღვარი არ გადაუკვეთიათ.

„მოდით გავერკვეთ, ვინ უფრო ემსახურება რუსეთის ინტერესებს?…”- ზაალ ანჯაფარიძე

„მოდით გავერკვეთ, ვინ უფრო ემსახურება რუსეთის ინტერესებს? ხელისუფლება რომელიც ამ ურთულეს ვითარებაში ავად თუ კარგად მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს, თუნდაც ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების და საკუთარი პოლიტიკური რისკების ფასად, თუ ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებულია კოლიზიების და ქაოსის შექმნაზე?“ – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რაც უფრო მძლავრია დესტაბილიზაცია, მით უფრო მეტი ადამიანის სურვილია „ძლიერი ხელის“ მიერ ქაოსის მომწყობი პირების მოთოკვა.

ექსპერტის განმარტებით, ასეთი მიდგომა სწორედ რუსეთს აქვს და შესაბამისად, ოპოზიციის ქმედებებიც აღნიშნული ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

„მოდით გავერკვეთ, ვინ უფრო ემსახურება რუსეთის ინტერესებს? ხელისუფლება რომელიც ამ ურთულეს ვითარებაში ავად თუ კარგად მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს, თუნდაც ზოგჯერ არაპოპულარული ნაბიჯების და საკუთარი პოლიტიკური რისკების ფასად, თუ ოპოზიცია, რომელიც ორიენტირებულია კოლიზიების და ქაოსის შექმნაზე? რაც უფრო მძლავრობს ქვეყანაში ქაოსი და დესტაბილიზაცია, მით უფრო მეტად უჩნდება სულ უფრო მეტ ადამიანს ნოსტალგია „ძლიერ ხელზე“ „თავგასული დემოკრატების მოთოკვაზე“, „რკინისებურ დისციპლინაზე“ და ა. შ. ვისთან ასოცირდება ეს და სად ვხედავთ ამ ყოველივე ხომ ვიცით? ვიცით! მაშ ვის ინტერესებს ემსახურება ოპოზიციის ქმედებები? რუსეთის!” – წერს ზაალ ანჯაფარიძე ფეისბუკზე.

,,შეცდომაა იმის დაჯერება, რომ რუსეთი უკრაინაში ომით დასუსტებულია” – ლატვიის თავდაცვის მინისტრი

„რუსული არმიის დიდი დანაკარგის მიუხედავად, შეცდომაა იმის დაჯერება, რომ რუსეთი უკრაინაში ომით დასუსტებულია და არ შეუძლია ახალი სტრატეგიული სიურპრიზების განხორციელება, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ინარა მურნიეცემ ჩრდილოეთ ჯგუფის თავდაცვის მინისტრებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთი გააგრძელებს ჰიბრიდული და ბირთვული საფრთხეების ფართო არსენალის გამოყენებას უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის დასაშინებლად და შესუსტების მიზნით. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი და თანმიმდევრული უკრაინისადმი ჩვენს მხარდაჭერაში და ვიყოთ მამოძრავებელი ძალა, რომელიც აერთიანებს დასავლურ დემოკრატიას უკრაინის ყველა სახის მხარდაჭერისთვის“, – აცხადებს ლატვიის თავდაცვის მინისტრი.

„საბჭოთა პერიოდამდე უკრაინა, როგორც სახელმწიფო, არ არსებობდა“ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, საბჭოთა მმართველობის დროს შეიქმნა და მანამდე არ არსებობდა.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს მიწები [უკრაინის ტერიტორია] უბრალოდ მოსკოვის სამეფოს ნაწილი იყო. მხოლოდ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაიწყო ყველა სახის კვაზისახელმწიფოებრივი წარმონაქმნების ჩამოყალიბება და საბჭოთა მთავრობამ შექმნა საბჭოთა უკრაინა, ეს საყოველთაოდ ცნობილია. მანამდე უკრაინა კაცობრიობის ისტორიაში არასდროს ყოფილა“, – განაცხადა პუტინმა.