Home Blog Page 1932

“ბახმუტის სამხრეთით კლეშჩეევკას პრაქტიკულად ჩვენები აკონტროლებენ, თუმცა ცხარე ბრძოლები გრძელდება”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“გუშინ, როგორც ჩანს, ბრიუსელში ერთ-ერთი გადამწყვეტი სამიტი იყო! ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ და ნატოს გენ.მდივანიც დაისწრეს. ჰოოოდა: მოკლედ, უკრაინა, სავარაუდოდ მიიღებს ვილნიუსის სამიტზე უსაფრთხოების გარანტიებს და გააფორმებს შეთანხმებებს აშშ-თან, საფრანგეთთან, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთთან! ეს ის არ არის, რაც ფინეთმა და შვედეთმა მიიღეს ნატოში გაწევრიანებამდე, მაგრამ გულისხმობს ძალიან სერიოზული სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას!

ლატვიის პრემიერ მინისტრმა კარინშმა ისევ ისაუბრა იმის თაობაზე, რომ უკრაინა ომის დასრულებისთანავე გახდება ნატოს წევრი “ეს არის ერთადერთი გზა მომავალში მშვიდობის გარანტირებისთვის”!

გარდა ამისა, ევროპული კავშირი, მაღალი ალბათობით დაუჭერს მხარს გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით!

ეს ამბავი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გამოიტანა გარეთ ჟურნალისტებთან.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ზოგადად ფრთხილი კაცია და მოზომილი თავის განცხადებებში. ამიტომაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ის ამბობს, რომ უკრაინა წელს გადატეხავს ბრძოლის ვითარებას და მნიშვნელოვან გამარჯვებებს მოიპოვებს. მას აქვს ყველაფერი ამისთვის. აშენდა შენი ოჯახი!

ყველაფერი ექნება, როდესაც ფ-16-ებს მიამაგრებენ ჩვენები ატაკამსებს და დოუშვებენ ყირიმში ურდოს ბაზებზე. ცუდია, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება გაიწელა, მაგრამ კარგია, რომ ახლოვდება დადებითი გადაწყვეტილებისკენ. უოლ სთრით ჯორნალი არ არის ფუცანი გამოცემა, იცის, რასაც ახმიანებს! ჰოდა მისი ინფორმაციით, ჰა და ჰა გადაწყდება ატაკამსების ამბავი! ვილნიუსში ჩაახუტებენ მგონი მგონი მაგასაც აფიციალნად!

ყოველდღე მოდის დოსტურები ურდოსტანიდან, რომ ვაგნერი უკრაინაში აღარ იბრძოლებს. ლეგენდა კაცი გენერალი ბუდანოვი ამბობს, რომ ბელარუსში განთავსებული ვაგნერები საფრთხეს არ წარმოადგენენ და ვერაფერს იზამენ, ისეთი ძლიერია საზღვრის დაცვა ჩრდილოეთით!

ამსიობაში, მინამ ატაკამსები მუა, ჩვენებმა წინ წაიწიეს ყველა მიმართულებით: ბახმუტის სამხრეთით კლეშჩეევკას პრაქტიკულად ჩვენები აკონტროლებენ, თუმცა ცხარე ბრძოლები გრძელდება მისი სრულად გათავისუფლებისთვის. დასავლეთით კურდიუმოვკასთვის მიდის მნიშვნელოვანი შეტაკებები და ჩრდილოეთით ბერჰივკასთნ გრძელდება ბრძოლები;

ხერსონის, ზაპოროჟიეს და დონეცკის მიმართულებებზეც გვაქვს წინსვლა.

და ეს კიდევ არ არის დიდი კონტრიერიში! ეს მართლა მხოლოდ დასაწყისია!

უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო, შენ გაიხარე 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში (კანცლერი შოლციც კი ამბობს, დასუსტდა პუტლერიო !
დიდება უკრაინას!
გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს ალექსი პეტრიაშვილი.

„ევროპული საბჭო მოუწოდებს უკრაინას გააგრძელოს რეფორმების გზა”

ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში, სამიტის პირველი დღე უკრაინაზე, უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე ერთობლივი განცხადების მიღებით დაასრულეს.

სამიტის დასკვნით დოკუმენტში წერია, რომ ევროპული საბჭო აღიარებს უკრაინის არსებით ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში აუცილებელი პირობების შესასრულებლად.

„ევროპული საბჭო მოუწოდებს უკრაინას გააგრძელოს რეფორმების გზა. ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინასთან და მხარს უჭერს მის ძალისხმევას, რათა სრულად დააკმაყოფილოს ყველა პირობა. ევროკავშირი გააგრძელებს მოლდოვას რესპუბლიკის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგად მის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრაში და ევროპულ გზაზე რეფორმების ძალისხმევაში. ევროპული საბჭო აღიარებს მოლდოვას რესპუბლიკის ვალდებულებას და არსებით ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში აუცილებელი პირობების შესასრულებლად. ევროპული საბჭო მიესალმება ახლახან წარმოდგენილ მხარდაჭერის პაკეტს და სამოქალაქო ევროკავშირის პარტნიორობის მისიის დაწყებას. ევროპული საბჭო მადლობას უხდის მოლდოვას რესპუბლიკას ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მეორე შეხვედრის წარმატებით ორგანიზებისთვის, რომელიც 2023 წლის 1 ივნისს გაიმართა.

ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რაც წარმოადგენს გაეროს წესდების აშკარა დარღვევას და ადასტურებს ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის და უკრაინელი ხალხის ძლიერ ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას მანამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მზადყოფნას უზრუნველყოს მდგრადი სამხედრო მხარდაჭერა, განსაკუთრებით ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიისა და ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მუდმივი ძალისხმევის მნიშვნელობას უკრაინის სამხედრო და თავდაცვითი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ყველა წევრი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესების გათვალისწინებით. ევროკავშირი და წევრი ქვეყნები მზად არიან პარტნიორებთან ერთად წვლილი შეიტანონ უკრაინისთვის უსაფრთხოების მომავალი ვალდებულებებში, რაც დაეხმარება უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში დაიცვას თავი, შეაჩეროს აგრესიის აქტები და წინააღმდეგობა გაუწიოს დესტაბილიზაციის მცდელობებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოკლე ვადებში განიხილავენ ამ წვლილის მოდალობას. ამ ვალდებულებების აღება მოხდება გარკვეული წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის სრული პატივისცემითა და ყველა წევრი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Коба Кобаладзе и члены грузинской делегации посетили Национальный военный музей Нидерландов

В рамках рабочего визита в Королевстве Нидерландов директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе вместе с представителями ведомства и членами грузинской делегации посетили Национальный военный музей Нидерландов. Между сторонами состоялась ознакомительная встреча, после чего сотрудники музея грузинским гостям показали постоянно действующую и временную экспозиции; рассказали об истории создания и основания музея и значении его существования и действия.

 

Национальный военный музей Сустерберга был основан в 2014 году и передает историю вооруженных сил Голландии; особое внимание отводится Королевской армии Нидерландов и Королевским воздушным силам Нидерландов. Музей расположен на территории бывшей воздушной базы Сустерберга и в нем хранится самая большая военная коллекция Нидердандов, представленная более 300 000-ми артефактами.

 

“Со стороны государства выражена политическая воля, чтобы и в Грузии тоже был основан военный музей. Процесс его создания уже начат; для нас ценны ваше видение и важен обмен опытом для успешного завершения этого процесса”, – заявил принимающей стороне Коба Кобаладзе.

 

Кураторы музея грузинской стороне обещали помощь в создании военного музея и отметили, что в будущем году планируют проведение международной фотовыставки на военную тему, на которой одним из участников будет приглашена Грузия.

 

Напомним, что директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе и представители ведомства по официальному приглашению института ветеранов Королевства Нидерландов находятся с рабочим визитом в Королевстве Нидерландов. В состав делегации также входят члены комитета по обороне и безопасности Парламента Грузии – Гия Бенашвили и Александр Табатадзе, Народный Защитник Леван Иоселиани, представители Центра реабилитации военнослужащих имени Маро Макашвили и Гражданского Совета обороны и безопасности.

 

Рабочий визит Кобы Кобаладзе и грузинской делегации в Королевстве Нидерландов продолжается.

“რუსეთში შეწყვეტილმა ამბოხმა პუტინი გარკვეულწილად დაასუსტა” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთში შეწყვეტილმა ამბოხმა ვლადიმერ პუტინი გარკვეულწილად დაასუსტა. აღნიშნული განცხადება ტრამპმა „როიტერთან“ ინტერვიუში გააკეთა.

„შეიძლება ითქვას, რომ პუტინი ჯერ კიდევ არსებობს, ის ჯერ კიდევ ძლიერია, მაგრამ ის ნამდვილად იყო, ვიტყოდი, გარკვეულწილად დასუსტებული მაინც ბევრი ადამიანის გონებაში. თუმცა, პუტინი რომ აღარ ყოფილიყო ხელისუფლებაში, თქვენ არ იცით რა არის ალტერნატივა. ეს შეიძლება, იყოს უკეთესი, მაგრამ შეიძლება, იყოს ბევრად უარესი“, – აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ კიევის მთავრობას შესაძლოა, მოუწიოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობა, რათა შეაჩეროს ომი.

„მინდა, რომ ხალხმა შეწყვიტოს სიკვდილი ამ სასაცილო ომის გამო“, – განუცხადა ტრამპმა „როიტერს“ სატელეფონო ინტერვიუში.

ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა არის დრო, როდესაც აშშ უნდა შეეცადოს, შუამავლობით მოაგვაროს რუსეთსა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ყველაფერი „მოლაპარაკებას დაექვემდებარებოდა“, თუ აშშ-ის პრეზიდენტი თავად იქნებოდა, მაგრამ უკრაინელებმა, რომლებმაც ენერგიული ბრძოლა აწარმოეს თავიანთი მიწის დასაცავად, „დიდი კრედიტი დაიმსახურეს“.

„ვფიქრობ, მათ ექნებათ უფლება შეინარჩუნონ ბევრი რამ, რაც მათ გამოიმუშავეს და ვფიქრობ, რუსეთი ასევე დათანხმდება ამას. საჭიროა სწორი შუამავალი ან მომლაპარაკებელი და ჩვენ ეს ახლა არ გვყავს“, – აღნიშნა ტრამპმა.

უკრაინელებმა რუსების 13 საარტილერიო ქვედანაყოფი, დრონები და რაკეტები გაანადგურეს – ომის 492-ე დღე

ომის 492-ე დღეს, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტებს, კონცენტრირების რაიონებსა და 13 საარტილერიო ქვედანაყოფს დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინაზე Shahed-ის ტიპის დრონებისა და S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტების გამოყენებით მორიგი სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

„ამ ტერაქტის შედეგების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება“, – აცხადებენ გენშტაბში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, რუსებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ზაპოროჟიესა და ჩუგუევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმისთვის S-300 ტიპის ექვსი რაკეტა გამოიყენეს.

„რუსმა ოკუპანტებმა, გასული დღე – ღამის განმავლობაში, საერთო ჯამში, 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 60-ჯერ გაუხსნეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის საავიაციო ძალებმა ერთ დღეში 11 დარტყმა მიაყენეს იმ რაიონებს, სადაც მტრის პერსონალი იყო კონცენტრირებული.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის მართვის 3 პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 2 რაიონს, სარადარო სადგურსა და 13 საარტილერიო ქვედანაყოფს დაარტყეს“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში 228 340 სამხედრო დაკარგა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 041 ტანკს, 7 863 ჯავშანტექნიკას, 1 127 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 308 ვერტმფრენს, 6 785 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 519 უპილოტო საფრენ აპარატს, 569 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 261 ფრთოსან რაკეტას.

Коба Кобаладзе и члены грузинской делегации посетили центральный военный госпиталь Утрехта

В рамках рабочего визита в Королевстве Нидерландов директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе вместе с представителями ведомства, членами грузинской делегации и хозяевами – руководством Института ветеранов Нидерландов, посетили Центр дрессировки  собак-ассистентов Королевства Нидерландов в городе Амстелвен; ознакомился с принципами работы Центра, направлениями и целями; руководители Центра детально рассказали о роли и значении четвероногих помощников для лиц с ограниченными возможностями; дрессированные в Центре собаки большую помощь оказывают лицам с ограниченными возможностями (ОВЗ), в том числе ветеранам ОВЗ, особенно незрячим. Руководство Центра для грузинских гостей провело моделированную дрессировку собак-ассистентов.

 

Позже грузинская делегация также посетила Центральный военный госпиталь города Утрехта и расположенный там же Национальный центр катастрофы Нидерландов. Руководитель госпиталя полковник Рик Бергман рассказал гостям о структурном строении стационара и особенностях работы; особенно подчеркнул преодоление тех вызовов для ветеранов, перед которым их ставит пост-военный синдром, и о программах, разработанных для преодоления этих вызовов, о значении содействия и помощи, оказанного со стороны общества. Члены грузинской делегации встретились с голландскими военными врачами, гости и хозяева обменялись друг с другом опытом и рассмотрели перспективы будущего сотрудничества.

 

Напомним, что директор Государственной службы по делам ветеранов, генерал-майор Коба Кобаладзе и представители ведомства по официальному приглашению института ветеранов Королевства Нидерландов находятся с рабочим визитом в Королевстве Нидерландов. В состав делегации также входят члены комитета по обороне и безопасности Парламента Грузии – Гия Бенашвили и Александр Табатадзе, Народный Защитник Леван Иоселиани, представители Центра реабилитации военнослужащих имени Маро Макашвили и Гражданского Совета обороны и безопасности.

 

Рабочий визит Кобы Кобаладзе и грузинской делегации в Королевстве Нидерландов продолжается”, – указано в сообщении пресс-релизе Государственной службы по делам ветеранов.

პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„30 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა აკრედიტებული საპარლამენტო მედიის წარმომადგენლებისა.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს.

“გავაკეთებ იმას, რაც უკეთესი იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად”- ნიკა გვარამია

გავაკეთებ იმას, რაც უკეთესი იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„თვითონ არ მაქვს ჯერ არანაირი გადაწყვეტილება… არ ვიტყვი ახლა ამ ეთერში, რომ პოლიტიკაში არ წავალ. არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ვერც საწინააღმდეგოს ვერ ვიტყვი. გავაკეთებ ნებისმიერ ვითარებაში იმას, რაც, ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, და მერე სხვების აზრითაც, ვინც მე მაინტერესებს, ვის აზრსაც ვენდობი, რაც უკეთესი იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების 2024 წელს შეცვლას ვუყურებ, როგორც ამ ქვეყნისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხს და მგონია, რომ ან ჩვენ 2024 წელს მივდივართ ევროპაში დაჩქარებული ტემპით, ან მძიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენი სამშობლოს ცივილიზაციის სწორ მხარეს მიღმა დატოვების შესახებ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს შეგიძლიათ ემოციები არ დამალოთ და თამამად თქვათ, რას გრძნობთ ან რა არ მოგწონთ. ამით თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. გირჩევთ, მოვლენების ცენტრში იტრიალოთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და ახალი ურთიერთობები გააბათ. სავარაუდოდ, საღამოს მნიშვნელოვანი შეხვედრა გელით.

კურო

არჩევანი, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ, შინაგანად გაღელვებთ და ყურადღების კონცენტრირებაში ხელს გიშლით. ეცადეთ, ამაზე ფიქრი თავიდან ამოიგდოთ და ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ. ამ დღეს გარემოებები მუდმივად იცვლება და იმპროვიზაცია მოგიწევთ, თუმცა ხვალ მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ტყუპები

გირჩევთ, ახალი იდეა სასწრაფოდ განახორციელოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელსაყრელ მომენტს გამოტოვებთ ან, უბრალოდ, დაგავიწყდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, თამამად გარისკოთ და საკითხების მიმართ ჩვეული მიდგომა შეცვალოთ. თუ ამას მოახერხებთ, ეს დღე თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება.

კირჩხიბი

ეცადეთ, მუშაობის დროს მეტი სიმტკიცე გამოიჩინოთ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობებიც გამოჩნდეს, მთავარია, დროულად შეამჩნიოთ. ამ დღეს ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობა უნდა შეზღუდოთ, რათა მცირე გაუგებრობის გამო ურთიერთდამოკიდებულება არ გააფუჭოთ. მოერიდეთ კრიტიკული შენიშვნებს.

ლომი

ეცადეთ, პოზიტიური და წარმატებული დღისთვის განეწყოთ. თქვენი რჩევა საყვარელ ადამიანებს ან კოლეგებს სასურველი შედეგის სწრაფად მიღწევაში დაეხმარება. თუ ვინმემ წვეულებაზე დაგპატიჟათ, აუცილებლად დათანხმდით. სავარაუდოდ, ამ წვეულებაზე შეხვდებით ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება შეუძლია. კოლეგების თანადგომით მიზანს მიაღწევთ.

ქალწული

ნათესავებსა და მეგობრებს დახმარების თხოვნაზე უარს ნუ ეტყვით და ეცადეთ, რთული საკითხის გადაჭრაში დაეხმაროთ. ამასთან, არც თქვენი უშუალო მოვალეობები დაივიწყოთ. ახლა ცვლილებებისთვის საუკეთესო დრო არ არის, ამიტომ კარგად გამოცდილი მეთოდებით უნდა იმოქმედოთ და ნუ გარისკავთ.

სასწორი

ამ დღეს რაც უფრო რბილად და ტაქტიანად იმოქმედებთ, მით უფრო მეტს მიაღწევთ. ეცადეთ, მეგობრული და თავაზიანი იყოთ და თქვენი პიროვნული ხიბლი გამოიყენოთ. ამ დღეს გუნდური მუშაობა ნაყოფიერი იქნება, განსაკუთრებით რთული საკითხების გადაჭრისას. ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებების, შეხვედრების და რომანტიკული პაემნებისთვის.

მორიელი

ყურადღება მიაქციეთ, რა მეთოდებს იყენებთ მიზნების მისაღწევად. ზეწოლამ ან ზედმეტად აგრესიულმა ქცევამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობა გაგიფუჭოთ. სტრესთან გამკლავებაში სპორტულ დარბაზში ვარჯიში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს მოვლენების გულში იტრიალოთ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და საკუთარი იდეები საჯაროდ გააახმოვანოთ. გამორიცხული არ არის, რომ თანამოაზრეები იპოვოთ და ხელსაყრელი გარიგება დაადოთ. ეცადეთ, არ გადაიღალოთ და საღამოსთვის ძალები დაზოგოთ.

თხის რქა

ამ დღეს გარშემომყოფების კრიტიკას უნდა მოერიდოთ და არ გაბრაზდეთ. ეცადეთ, პრობლემები პოზიტიური განწყობით მოაგვაროთ და დაძაბულობა იუმორით განმუხტოთ. გირჩევთ, ახალ პროექტებში ექსპერიმენტები და მუშაობის უჩვეულო მეთოდები გამოიყენოთ.

მერწყული

ამ დღეს ბასრ საგნებთან ან ცეცხლთან მუშაობისას სიფრთხილე და წინდახედულობა უნდა გამოიჩინოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და ნებისმიერი საგანგაშო სიმპტომის აღმოჩენისას ექიმს მიმართეთ. თუ ამ დღეს ავად გახდით, შეიძლება სამუშაო რეჟიმიდან გარკვეული ხნით ამოვარდეთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეები არ დაგეგმოთ, რადგან მალე გეგმების შეცვლა მოგიწევთ.

თევზები

ამ დღეს პირად საკითხებზე გულწრფელ საუბარს უნდა მოერიდოთ, თორემ შეიძლება საკუთარი ან სხვისი საიდუმლო გაამხილოთ და რთულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ. გახსოვდეთ, რომ ინფორმაცია მის გამოყენებამდე უნდა გადაამოწმოთ – შესაძლოა, ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობს. წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ, პირველ რიგში მთავარი საკითხების მოგვარებაზე უნდა იზრუნოთ.

“ჩვენ გვჭირდებით და დარწმუნებული ვარ, რომ გვექნება აშშ-ის მხარადჭერა “-პრეზიდენტი

მეტად ერთიანები უნდა ვიყოთ იმის სურვილში, თუ რა გვინდა ხვალ, მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული მსოფლიო, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის უფლებებზე, მეზობლების პატივისცემაზე, ერთად ცხოვრებაზე. ეს მსოფლიო ერთად უნდა შევქმნათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე განაცხადა.

„სიტყვა არ დამიწერია, ეს არის სიტყვები, რომლებიც მინდა, მთელი გულით გითხრათ დღეს, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ იმას, რაც ყველა ქვეყნისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა. დღე, როდესაც თქვენ და ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, არის დღე, როდესაც ქვეყანა იწყებს არსებობას, საკუთარ ისტორიასთან შეხვედრას.

მინდა, მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ეს არის ასევე ძალიან მნიშვენელოვანი დღე საქართველოსთვისაც, რადგან ჩვენ ვიცით, ზოგჯერ შეიძლება, ასე არ ჩანდეს, თუმცა ჩვენ ვიცით, გვესმის და ვაფასებთ, რომ ამერიკა ჩვენ გვერდით დგას, როგორც მეგობარი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენი დამოუკიდებლობიდან, იმ პერიოდში, რომელიც იყო კომპლექსური, ზოგჯერ რთული, თუმცა ამერიკა ყოველთვის იყო ჩვენ მხარეს. ის იდგა ჩვენ მხარეს სახელმწიფოს შენების ამ ძალიან გრძელ გზაზე, რომელიც არავინ იცის, როდის მთავრდება ნამდვილად. ეს არის პროცესი, თუმცა ჩვენ მივიღეთ ძლიერი მხარდაჭერა სახელმწიფოს შენების პროცესში, რაც არის ასე მნიშვნელოვანი, როდესაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ხარ. ეკონომიკური დმაოუკიდებლობა, სოციალისტური ეკონომიკიდან რეალურ ეკონომიკაზე გადასვლა არის ის, სადაც ჩვენ მივიღეთ ამერიკის წარმოუდგენელი მხარდაჭერა და ეს არის ის, რაც ჩვენ ვიცით და რასაც არ ვივიწყებთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, აშშ საქართველოს მხარს უჭერდა ადამიანის უფლებების, ტერიტორიული მთლიანობისა და არმიის მოდერნიზების მიმართულებით.

„ადამიანის უფლებების ხელახლა აღმოჩენაში მხარდაჭერა, არის ის ღირებულება, რასაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველო იზიარებდა მთელი თავისი ისტორიიის განმავლობაში, თუმცა ჩვენ გვქონდა 70 წელი, რომელმაც დაგვავიწყა ეს და იყო აუცილებელი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ჩვენი ნდობის აღდგენა. თქვენ ჩვენ გვერდით იდექით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭრად და არასდროს გითვქამთ ამაზე უარი, ისევე, როგორც ჩვენ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, თქვენ მხარს უჭერდით ქართული არმიის ჩამოყალიბებას, ქართული არმიის მოდერნიზებას და მე, როგორც უმღლესმა მთავარსარდალმა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის. ქართულ არმიას დღეს შეუძლია, იამაყოს, რომ აქვს ნატო-ს სტანდარტები. ამან მოგვცა შესაძლებლობა, ერთობლივი მონაწილეობა მიგვეღო მნიშვნელოვან მისიებში, იქნებოდა ეს ერაყში თუ ავღანეთში და ამით ჩვენი არმია უფრო ძლიერი და მედეგი გამხდარიყო. ჩვენ ვიზიარებთ ამ ყველაფერს და ვიზიარებთ ყველა ღირებულებას, რომელსაც ემყარება ნებისმიერი დემოკრატია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობა გადაიზარდა სტრატეგიულ პარტნიორობაში.

„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს. ჩვენ გვჭირდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება თქვენი მხარადჭერა ისტორიის ამ ძალიან მნიშვნელოვან მომენტში. ჩვენ გვჭირდებით ევროინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე გადასვლისთვის, რომელიც არ არის წევრობა, თუმცა არის ამისკენ ძალიან არსებითი ნაბიჯი, რომლის გადადგმის შესაძლებლობაც ჩვენ წინასწარ მოგვეცა უკრაინისა და მისი წარმოუდენელი ბრძოლის წყალობით. თუმცა, ჩვენ ასევე უნდა შევასრულოთ ჩვენი სამუშაო და უნდა მივიღოთ თქვენი და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა. თქვენი და ევროპელი პარტნიორების სიტყვა ამ გადამწყვეტ მომენტში, რომელიც იქნება პოლიტიკური მომენტი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. და თქვენ იცით, რომ ჩვენ ეს ვიცით. თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რომ წინ წაგვიყვანთ ნატო-ში ინტეგრაციისკენ, რომ მივიღოთ უსაფრთხოების მეტი გარანტიები, რომ დაგვაყენოთ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს იქ, სადაც უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა გაზიარებულია. როდესაც აღარ არის მუდმივი გამოწვევა, რამდენადაც ჯერ კიდევ არის, როდესაც ქვეყანას აქვს ოკუპირებული ტერიტორიები, როდესაც არის საოკუპაციო ხაზი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს აშშ-ის იმედი უნდა ჰქონდეს უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზეც.

„თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, როგორც არასდროს, როდესაც მსოფლიო უპირისპირდება უზარმაზარ გამოწვევას, როგორიცაა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის ეს ახალი მანიფესტაცია იმპერიალიზმზე ჯერ კიდევ აქტიურია და თქვენი იმედი უნდა გვქონდეს რუსული პროპაგანდის პირისპირ, როდესაც რუსეთი ცდილობს რბილი პოლიტიკის განვითარებას, როდესაც ხდება დასავლურ ღირებულებებზე თავდასხმა, რომელსაც ვხედავთ აქ, ამ ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი პარტნიორები ჩვენ გვერდით იყვნენ კიბერთავდასხმების პირისპირ, რომელიც ხშირად შედეგიანია. თქვენი იმედი უნდა გვქონდეს ხვალ, რადგან უკრაინა გაიმარჯვებს, უკრიანის სუვერენიტეტი აღდგება და იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებები და ახალი მსოფლიო წესრიგი შეიძლება, გაჩნდეს. ახალი მსოფლიო წესრიგი, რომელიც აღადგენს იმას, რაც გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ადამიანის უფლებებს, ქვეყნების თანაარსებობას. როდესაც ეს ყველაფერი მოხდება, თქვენი იმედი უნდა გვქონდეს, რადგან არ უნდა დაუშავთ, რომ ამ დროის შემდეგ ტერიტორიების ოკუპაცია გაგრძელდეს. თუ ამას დაუშვებენ, რამდენიმე წელში ვნახავთ, რომ რუსეთი იმავეს გააკეთებს, რასაც ის ახლა აკეთებს უკრაინაში. არჩევანი ყველა ჩვენგანზეა. უნდა ვიყოთ უფრო მეტად ერთიანები იმის სურვილში, თუ რა გვინდა ხვალ, მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული მსოფლიო, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის უფლებებზე, მეზობლების პატივისცემაზე, ერთად ცხოვრებაზე. ეს მსოფლიო ერთად უნდა შევქმნათ. ამიტომ უნდა გვქონდეს თქვენი იმედი, რადგან ამერიკა არის თავისუფლების მიწა და სიმამაცის სამშობლო, საქართველოც ასე განიხილავს თავს“, – დასძინა სალომე ზურაბიშვილმა.

აშშ და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი უარს იტყვის უიმედობაზე – დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ამერიკის საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა.

მან ამერიკისა და საქართველოს დამოუკიდებლობაზე და დემოკრატიულ მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ “აშშ და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი უარს იტყვის უიმედობაზე”.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს აშშ-ის ელჩის რანგში მისი ბოლო მიღებაა საქართველოში.

“მსურს, მადლობა გადავუხადოთ საელჩოს შრომისმოყვარე გუნდს, კრის იარნგისა და იანგ მონტეიროს ხელმძღვანელობით დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისთვის. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ სპონსორებს. დღევანდელი ღონისძიება შეუძლებელი იქნებოდა მათი გულუხვი მხარდაჭერის გარეშე.

წელს ბოლოჯერ ვუმასპინძლებ დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ამერიკის ელჩის რანგში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო ამ საოცარ ქვეყანაში ელჩად მსახური. აქ ვტოვებ უამრავ არაჩვეულებრივ მეგობარს. საქართველო ყოველთვის იქნება ჩემს გულში.

ჩემი შესანიშნავი მოადგილე, რაიან ჰარისიც, მალე დატოვებს საქართველოს. იგი გამორჩეული ლიდერია და უკეთეს პარტნიორს ვერ ვისურვებდი ამ დინამიური მისიის ხელმძღვანელობაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენთან ერთად არის ალან ფერსელი, რომელიც დაიკავებს ელჩის მოადგილის თანამდებობას რაიანის შემდეგ. ალანი საქართველოში 15 წლის წინ მსახურობდა და ძალიან მოხარულია, რომ კვლავ შეძლო აქ დაბრუნება. აგრეთვე, მსურს მადლობა გადავუხადო საელჩოს ხელმძღვანელთა გუნდის წევრებს, რომელთაგან რამდენიმე დატოვებს მისიას ზაფხულის განმავლობაში, მადლობა მათ უფრო უსაფრთხო, წარმატებული და დემოკრატიული საქართველოს მხარდასაჭერად გაწეული შრომისა და ერთგულებისთვის.

4 ივლისი არის დღე, როდესაც ამერიკის დამფუძნებელმა მამებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ამ დღეს ზეიმობენ ამერიკელები და თავისუფლებისმოყვარე უამრავი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც თარიღს , რომელიც გვახსენებს, რომ თავისუფლება დაცვის ღირსია.

4 ივლისი, ასევე, არის დღე, როდესაც ჩვენ ვზეიმობთ, მშვენიერ ,მუდმივად განვითარების პროცესში მყოფ დემოკრატიულ სისტემა , რომლის გაუმჯობესებასაც 247 წელია ესწრაფვიან ამერიკელები. ეს არის დღე, რომელიც გვახსენებს, რომ დემოკრატია არის მმართველობა ხალხის მიერ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მეშვეობით. ეს არის სისტემა, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობის პატივისცემას და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც შექმნილია კომპრომისისა და კონსენსუსის საფუძველზე ფუნდამენტური თავისუფლებებისა და თანაბარი უფლებების დასაცავად. ის ეფუძნება კონტროლისა და ბალანსის სისტემას, რომელიც ზღუდავს ძლევამოსილთა გავლენას და უმრავლესობის ტირანიას.

ამერიკის დამფუძნებლებმა შექმნეს სისტემა, რომელიც ემსახურება ხალხს, და როგორც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიხილეთ, ამ სისტემას მოაქვს მეტი პატივისცემა და კეთილდღეობა ეკონომიკური აღმავლობის, ინოვაციის, ხელოვნებისა და კულტურის ცოცხალი გარემოს სტიმულირებით. ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო იზიარებს ამერიკის რწმენას, რომ დემოკრატიული სისტემა, რომელიც დაფუძნებულია თანაბარ უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე არის საუკეთესიო გზა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ჩვენი ძვირფასი თავისუფლებების დასაცავად.

ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატია არ უნდა ჩავთვალოთ თავისთავად მოცემულობად. როგორც პრეზიდენტმა რეიგანმა თქვა: „თავისუფლების შენარჩუნება ყველა თაობის საზრუნავი უნდა იყოს. მას პირდაპირ ვერ გადასცემ შვილებს. თავისუფლებას ბრძოლა და დაცვა სჭირდება და ყოველი თაობა ასე უნდა მოიქცეს“. ამერიკელებმა და ქართველებმა ეს იციან , იმიტომ რომ ამ ორივე ერმა იბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებების დასაცავად-ისევე როგორც, დღეს მამაცად იბრძვიან უკრაინელები აგრესიული, იმპერიალისტური რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია ისეთი ავტოკრატიული ქვეყნებისგან, როგორიც რუსეთია, რომელიც დასაბამითვე ცდილობს დემოკრატიების შესუსტებასა და დამხობას თავისი იმპერიალისტური ამბიციების გამო.

ისტორია, ასევე, ცხადყოფს, რომ დემოკრატია თანდათანობით სუსტდება სამოქალაქო თავისუფლებების გამოფიტვის, კანონის უზენაესობის შელახვისა და პოლიტიკური და მედია პლურალიზმის გაქრობით.

ისტორია გვაჩვენებს, რომ დემოკრატიული ღირებულებების უარყოფას ავტოკრატიული ძალების სასარგებლოდ არ მოაქვს გრძელვადიანი სტაბილურობა; მას მოაქვს ჩაგვრა, არასტაბილურობა და უსამართლობა.

საქართველოს ლიბერალურ -დემოკრატიული სისტემის განვითარების ხანგრძლივი და შთამბეჭდავი ისტორია აქვს: იქნებოდა ეს კანონის უზენაესობის მეშვეობით უძველეს დართლოს სასამართლოში , თუ თანასწორობით, რასაც ადასტურებს 1918 წლის კონსტიტუციით განსაზღვრული ქალთა და უმცირესობათა უფლებები, ან კიდევ ადამიანის უფლებების პატივისცემაზე ხაზგასმა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეების, ჭავჭავაძის, წერეთლის ფშაველას, ცისფერყანწელების, ჯავახიშვილისა და ბარათაშვილის ნაწერებში. საუკუნეების მანძილზე ქართველი ლიდერები იცავდნენ ქართულ ენას, რელიგიას და კულტურას-მათ შორის დემოკრატიულ ღირებულებებს. როგორც ნოე ჟორდანიამ 1921 წელს თქვა „ რა უნდა შევთავაზოთ ევროპული ერების კულტურულ საგანძურს? საქართველოს 2000 წლიანი ეროვნული კულტურა, დემოკრატიული სისტემა და ბუნებრივი სიმდიდრე “

მათ, ვინც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკელებისა და ქართველების მიერ დემოკრატიის არჩევანს, ან ვინც უარს აცხადებს საერთო ღირებულებებზე, ვეტყვი, რომ გაიხსენონ ისტორია. გაიხსენეთ, რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისათვის, რომ ძირი გამოეთხარა ქართული ენის, თქვენი რელიგიის, კულტურისა და დამოუკიდებლობისთვის. გაიხსენეთ დეპორტაციები და იძულებითი შრომა. დღეს, კი ვხედავთ, თუ რას აკეთებს რუსეთი უკრაინის თვითმყოფადობისა და სუვერენიტეტის გასანადგურებლად; გაიხსენეთ მჩაგვრელი ავტოკრატია რუსეთში. ქართველი ხალხი ვისთანაც შეხვედრის პატივი მქონია, არ იზიარებენ აასეთ ღირებულებებს. მათ არ სურთ რუსული სტილის ავტოკრატიაში ცხოვრება. და ამას ცხადყოფს ისტორია ქართველი ხალხის მიერ გამოხატული მრავალი პროტესტით კულტურული იდენტობის, ადამიანის უფლებების, რელიგიური თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად.

ქართველ ხალხს კარგად ახსოვს ისტორია. ისინი არაერთხელ დაუპირისპირდნენ ავტოკრატიასა და ჩაგვრას და მკაფიოდ აირჩიეს დემოკრატიული ცხოვრების წესი. საქართველოს დამოუკიდებლობის ძლიერი სულისკვეთება და თავისუფლების სიყვარული ჩვენი მჭიდრო პარტნიორობისა და მეგობრობის საძირკველია. სწორედ ამიტომ დგანან ერთად ქართველები და ამერიკელები უკვე 30 წელია, როგორც მტკიცე პარტნიორები, ერთგულნი საქართველოს წარმატებისა , როგორც აყვავებული , უსაფრთხო და ევროპული დემოკრატიის ქვეყნისა.

ამერიკა და საქართველო მაგალითია იმისა, რომ თავისუფლებისმოყვარე ხალხი საბოლოოდ უარს იტყვის უიმედობისა და სიბნელის სამყაროში ცხოვრებაზე. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა: სიბნელე, რომელიც ამოძრავებს ავტოკრატიას, ვერ შეედრება თავისუფლების ბრწყინვალებას, რომელიც ყველა თავისუფალი ადამიანის სულს ანათებს.

ვზეიმობთ რა ამერიკის 247-ე დამოუკიდებლობის დღეს, გვახსოვდეს რომ, ჩვენ ერთიანნი ვართ-ამერიკელები და ქართველები-მშვიდობისა და თავისუფლების სახელით.

ჩემო სტუმრებო, ჩემო მეგობრებო. ამერიკელი ხალხი მუდამ მზად არის ქართველთა თანადგომისთვის! როგორც სულხან საბა ამბობდა „ძალა ერთობაშია“

ღმერთმა დალოცოს ამერიკა. ღმერთმა დალოცოს საქართველო. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ”, – თქვა კელი დეგნანმა.

“მთელი ისტორიის განმავლობაში თქვენი ქვეყანა ამაყად ატარებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩირაღდანს”- პრემიერი

მთელი ისტორიის განმავლობაში თქვენი ქვეყანა ამაყად ატარებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩირაღდანს, რაც ბრწყინვალე მაგალითს აძლევდა მსოფლიოს.

შეერთებული შტატები გამუდმებით იცავდა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ხელს უწყობდა განვითარებასა და პროგრესს, მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, რითაც თავის კვალს  ტოვებდა მსოფლიო ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მტკიცედ დგას შეერთებულ შტატებთან.

„ჩემთვის დიდი სიამოვნებაა დღეს აქ ყოფნა და ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების გულწრფელი მოლოცვა თქვენთვის და ამერიკელი ხალხისთვის.

მთელი ისტორიის განმავლობაში თქვენი ქვეყანა ამაყად ატარებდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ჩირაღდანს, რაც ბრწყინვალე მაგალითს აძლევდა მსოფლიოს. შეერთებული შტატები გამუდმებით იცავდა ადამიანის საყოველთაო უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ხელს უწყობდა განვითარებასა და პროგრესს, მხარს უჭერდა კანონის უზენაესობას, რითაც თავის კვალს ტოვებდა მსოფლიო ისტორიაში.

საქართველო, ქართველი ხალხი, როგორც ამაყი და თავისუფლების მოყვარული ერი, იზიარებს თავისუფლებისა და დემოკრატიის იგივე ღირებულებებსა და პრინციპებს, რაც ჩვენს მტკიცე მეგობრობას განაპირობებს. ამ გამოწვევებით აღსავსე დროს, ჩვენს მჭიდრო პარტნიორობასა და ერთიანობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისა და სტაბილურობის დასაცავად არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ გლობალურ დონეზე. საქართველო მტკიცედ დგას შეერთებულ შტატებთან, ისევე როგორც ჩვენს პატივცემულ საერთაშორისო პარტნიორებთან, რადგან ერთად ვიცავთ ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს საერთაშორისო საზოგადოებას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მტკიცე მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურებაში.

„მეგობრებო, ჩვენი ერის უახლესი ისტორია ჩვენი ძვირფასი თავისუფლების დასაცავად წარმოებულ ომებს მოიცავს. უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებსაც დღეს ვაწყდებით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას ჩვენი ტერიტორიული კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის კუთხით. მადლიერება მინდა გამოვხატო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის იდეის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ ჩვენი ძვირფასი პარტნიორების ურყევი მხარდაჭერით, შეგვიძლია რეალობად ვაქციოთ მშვიდობიანად გაერთიანებული საქართველო და  ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციასთან დაკავშირებული მისწრაფებები.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას მტკიცე მხარდაჭერისა და ფასდაუდებელი წვლილისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ჩვენი ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებასა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურებაში. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მოყოლებული, საქართველო შეერთებული შტატების მტკიცე და ერთგული პარტნიორია ამ რეგიონში. ქართველი სამხედროები ამერიკელი ჯარისკაცების მხარდამხარ იდგნენ და ერთად იცავდნენ გლობალურ უსაფრთხოებას და საერთაშორისო წესრიგს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ნება მომეცით, ქართველი ხალხის და ჩემი მთავრობის სახელით, გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისადმი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების მტკიცე მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს ვაჭრობისა და კომერციის მიმართულებით აუთვისებელი პოტენციალი აქვთ. მოუთმენლად ველით ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ბიზნესისთვის, მხარს ვუჭერთ ამერიკული კაპიტალის შემოდინებას და საქონლის მიმოქცევას ჩვენი ქვეყნის მიმართულებით და პირიქით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისი უდავოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამ მიზნების მიღწევაში და კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ერებს.

უნდა აღვნიშნო, რომ შეერთებულმა შტატებმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს სხვადასხვა სფეროს – მათ შორის, თუმცა არა მხოლოდ ჯანდაცვისა და განათლების სისტემების – გაუმჯობესებაში. დიდად ვაფასებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირებული საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების შეთავაზებას. ხალხთა შორის თანამშრომლობის მხარდაჭერით, ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი და გრძელვადიანი პარტნიორობის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

მეგობრებო, ყველასთვის ცნობილია, რომ ელჩი დეგნანის მოღვაწეობა საქართველოში თითქმის დასრულებულია და მინდა გამოვიყენო ეს მომენტი და მადლობა გადავუხადო ქალბატონ ელჩს გულმოდგინე და დაუღალავი ძალისხმევისთვის ჩვენს ერებს შორის ორმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობისა და გაღრმავების საქმეში. ქალბატონო ელჩო, მინდა გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და ულევი წარმატება მომავალ საქმიანობაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყოველთვის მოხარული ვიქნებით თქვენი ხილვით საქართველოში!

კიდევ ერთხელ, ქალბატონო ელჩო და ძვირფასო მეგობრებო, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი მილოცვა ამ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულთან დაკავშირებით. მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს დიდი ამერიკელი ერის მეგზური მუდამ!

ღმერთმა დალოცოს ამერიკა! ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა.

საზეიმო მიღებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გაიმართა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესის, პოლიტიკური პარტიების, მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.