უკრაინელებმა რუსების 13 საარტილერიო ქვედანაყოფი, დრონები და რაკეტები გაანადგურეს – ომის 492-ე დღე

89
spot_img

ომის 492-ე დღეს, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტებს, კონცენტრირების რაიონებსა და 13 საარტილერიო ქვედანაყოფს დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინაზე Shahed-ის ტიპის დრონებისა და S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტების გამოყენებით მორიგი სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

„ამ ტერაქტის შედეგების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება“, – აცხადებენ გენშტაბში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, რუსებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ზაპოროჟიესა და ჩუგუევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმისთვის S-300 ტიპის ექვსი რაკეტა გამოიყენეს.

„რუსმა ოკუპანტებმა, გასული დღე – ღამის განმავლობაში, საერთო ჯამში, 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 60-ჯერ გაუხსნეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის საავიაციო ძალებმა ერთ დღეში 11 დარტყმა მიაყენეს იმ რაიონებს, სადაც მტრის პერსონალი იყო კონცენტრირებული.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის მართვის 3 პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 2 რაიონს, სარადარო სადგურსა და 13 საარტილერიო ქვედანაყოფს დაარტყეს“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში 228 340 სამხედრო დაკარგა, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 041 ტანკს, 7 863 ჯავშანტექნიკას, 1 127 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 308 ვერტმფრენს, 6 785 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 519 უპილოტო საფრენ აპარატს, 569 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 261 ფრთოსან რაკეტას.