Home Blog Page 1906

“ჰამასის” ობიექტებზე ათობით დარტყმა განხორციელდა – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის სამხედროებმა ათობით საჰაერო დარტყმა განახორციელეს „ჰამასის“ ობიექტებზე.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ასევე აცხადებენ, რომ წუხელ ლიბანის ტერიტორიაზე „ჰეზბოლას“ ორი უჯრედი გაანადგურეს. ერთი მატატის მიმდებარედ მდებარეობდა, საიდანაც ისრაელის მიმართულებით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვება იგეგმებოდა, ხოლო მეორე ჰარ-დოვში, საიდანაც ასევე იგეგმებოდა რაკეტების ისრაელისკენ გასროლა

სიენენის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, აღნიშნული დაბომბვა ჩრდილოეთ ღაზაზე, რაც მას აქამდე უნახავს, ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში, შეფერხების გარეშე გრძელდებოდა.

მანამდე, ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მისი ძალები „ღაზაში“ საჰაერო თავდასხმებს გააძლიერებენ.

“თუ „ჰამასი“ 212-ვე მძევალს დააბრუნებს და უპირობოდ ჩაბარდება, ომი დასრულდება” – ისრაელის თავდაცვის ძალები

ჩვენი მიზანი „ჰამასის“ სრული განადგურება და ჩვენი ხალხის შინ დაბრუნებაა, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა განაცხადა, როდესაც მან უპასუხა მედიის შეკითხვას, გადაიდო თუ არა ღაზაში სახმელეთო შეჭრა იმის გამო, რომ ისრაელს სურდა მეტი დრო ჰქონოდა მძევლების ღაზადან გასაყვანად.

შეკითხვაზე, არის თუ არა შეჭრა გარდაუვალი, ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა უპასუხა: „ჩვენი მიზანია ჰამასის სამხედრო შესაძლებლობების სრული მოშლა“.

„თუ ეს შეიძლება გაკეთდეს ჰაერიდან, ჩვენს ჯარებზე ძალიან შეზღუდული ზემოქმედებით და ადგილზე ნაკლები ზიანით, ეს შესანიშნავი იქნება. თუ „ჰამასი“ გამოვა თავისი სამალავებიდან, სადაც ისინი მალავენ მშვიდობიანი მოსახლეობას და დააბრუნებენ ჩვენს მძევლებს, 212-ვე მათგანს და უპირობოდ ჩაბარდებოდნენ, მაშინ ომი დასრულდება. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ალბათ მოგვიწევს შესვლა და ამის გაკეთება“, – აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა.

The Guardian-ი წერს, რომ შიში ისრაელი-ჰამასის ომის გაფართოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის ორ აეროპორტს და დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მეჩეთს დაარტყეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ბოევიკები იყენებდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე განაცხადეს, რომ ღამით დარტყმა მიაყენეს ლიბანის ტერიტორიაზე მდებარე „ჰეზბოლას“ ობიექტებს.

ირანი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს უმასპინძლებს

ირანის, თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს თეირანში აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებს შეხვდებიან და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის საკითხს განიხილავენ, – ინფორმაციას Reuters-ი ირანულ და რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ქვეყნებს სურთ ისაუბრონ რეგიონულ საკითხებზე არარეგიონული და დასავლური ქვეყნების ჩარევის გარეშე”, – ციტირებს საინფორმაციო სააგენტო IRNA ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

Reuters-ი წერს, რომ ეს არის აშკარა მინიშნება შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირზე, რომელთა ჩართულობამ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში განსაკუთრებით გააღიზიანა მოსკოვი.

სააგენტოს სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთი თავს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უსაფრთხოების გარანტად მიიჩნევს, მაგრამ უკრაინაში დაწყებული ომის მოთხოვნებმა და ყურადღების გადატანამ მისი გავლენის შესუსტება გამოიწვია.

Reuters-ი წერს, რომ სამხრეთ კავკასიის ე.წ. 3+3 პლატფორმა, რომლის ფორმატშიც მოლაპარაკებები პირველად 2021 წელს გამართა, საქართველოსაც უნდა მოიცავდეს, მაგრამ საქართველომ ადრე განაცხადა, რომ მასში მონაწილეობას არ აპირებს და გუშინ ასევე განაცხადა, რომ თეირანში არ ჩავა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 ოქტომბერს ქუთაისში +28 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი. ახალციხეშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც დღისით +22, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურში +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +14, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +21 იქნება გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +10 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მეორე კოლონა შევიდა-გაერო

გაეროს წარმომადგენლის, მარტინ გრიფიტსის განცხადებით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მეორე კოლონა შევიდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეგვიპტიდან ღაზაში 14 სატვირთო მანქანა შევიდა.

„იმედის კიდევ ერთი მცირე ნაპერწკალი მილიონობით ადამიანისთვის, რომლებსაც ასე ძალიან სჭირდებათ ჰუმანიტარული დახმარება“, – დაწერა გრიფიტსმა X-ში.

შაბათს ჰუმანიტარული დახმარების ოცი სატვირთო მანქანას მიეცა ღაზაში შესვლის უფლება რაფაჰის გადასასვლელის გავლით. ეს სატვირთო მანქანები პირველი იყო რეგიონში მას შემდეგ, რაც ისრაელმა ბლოკადა დააწესა ორი კვირის წინ „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

„ქართული ოცნება“ 11 წელია საქართველოს მიათრევს რუსეთისკენო – რა გახდა ასეთი, რომ ვერ მიათრია?”-  სუბარი

გადაფარებულები ვიყავით და ვამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის „ეფ ეს ბეს“ რეზიდენტი, არ არის რუსეთის აგენტი, არ არის პუტინისტი და დღეს, ზუსტად იგივეს, რასაც ამბობდა რადიკალური ოპოზიცია მასზე, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად იყენებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველო ომში ჩართულიყო.

 

„როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ 11 წელია საქართველოს მიათრევს რუსეთისკენ – რა გახდა ასეთი, რომ ვერ მიათრია? გზა აგვერია ეტყობა და იმის ნაცვლად, რომ რუსეთში წაგვეყვანა, უცებ მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, უცებ მივიღეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, უცებ წარვადგინეთ კანდიდატის სტატუსზე განაცხადი და გავატარეთ რეფორმები, რომლებითაც ყველაზე მეტად თავსებადია საქართველო არა მხოლოდ იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი ახლახან, არამედ ბევრ იმ ქვეყანასთან შედარებითაც, რომლებმაც მრავალი წლის წინ მიიღეს ეს სტატუსი და დღესაც იმ სტატუსში არიან გაჩხირულები“, – განაცხადა სუბარმა.

 

,,ქართველი თავდამსხმელი „ნაპოლის“ შემდეგ მხოლოდ ტოპ გუნდში ითამაშებს”- ორესტე ჩინკვინი

 

საფეხბურთო სპეციალისტმა, ორესტე ჩინკვინიმ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ თამაშზე ისაუბრა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ქართველი თავდამსხმელი „ნაპოლის“ შემდეგ მხოლოდ ტოპ გუნდში ითამაშებს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ მოთამაშე „ოქროს ბურთის“ და ფიფა-ს წლის ფეხბურთელის ნომინანტებს შორისაა.

 

„კვარაცხელიამ გასულ სეზონში შესანიშნავად ითამაშა. ეს შეძლო არა მხოლოდ იტალიის, არამედ ევროპის ტოპ ჩემპიონატების დონეზე.

 

მაგრამ, წელს „ნაპოლიში“ მწვრთნელი შეიცვალა, წავიდა ჩემი მეგობარი ლუჩანო სპალეტი, რომელთანაც „უდინეზეში“ ვმუშაობდი. ის საუკეთესო სპეციალისტია, რუდი გარსია კი სულ სხვაა – სხვა მენტალიტეტით, სხვა ფეხბურთის მიმდევარი.

 

ყველა, რა თქმა უნდა, ელოდა, რომ ხვიჩა ახალ სეზონშიც მსგავს ფეხბურთს აჩვენებდა. ვნახოთ, კვარაცხელია „ნაპოლის“ ლიდერი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. თუ ის ნეაპოლს დატოვებს, მხოლოდ ტოპ გუნდში წავა“, – განაცხადა ჩინკვინიმ RBSport-თან.

 

ორესტე ჩინკვინი იყო „ფიორენტინას“, „ლაციოს“, „უდინეზეს“ და „პარმას“ ფეხბურთელი. სამწვრთნელო კარიერა დაიწყო 1994 წელს „ფიორენტინაში“, სადაც მოიგო იტალიის თასი. 1998 წელს გადავიდა „ბოლონიაში“. შემდეგ „ლაციოში“ რობერტო მანჩინის ასისტენტი გახლდათ. ჩაიბარა „ უდინეზე“, „პარმა“, „კალიარი“, „სპეცია“. „პიზაში“ სპორტულ მენეჯერად მუშაობდა, სადაც აიყვანა 22 წლის ლეონარდო ბონუჩი.

 

2011 წლის 21 ივნისს დაინიშნა „ვენეციის“ მენეჯერად, ხოლო 2012 წლის 20 ივლისს დატოვა თანამდებობა და ფაბიო კაპელოს რუსეთის ნაკრებში ეხმარებოდა. 2017 წელს „ზენიტის“ სპორტული დირექტორი გახდა და ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთში გამოსვლის პერიოდიდან იცნობს.

უბედური შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში

უბედური შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტში – გამოცემა “ინფო რუსთავის” ცნობით, სოფელ თაქალოში დენის დარტყმას 25 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ახალგაზრდა კაცი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

,,ზუსტად იცოდა, რომ ისინი მის იმპიჩმენტს ხმას არ მისცემდნენ”- სოზარ სუბარი

სალომე ზურაბიშვილი ცინიკურად, უხეშად და მრავალგზის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, რაც, ბუნებრივია არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრის თქმით, პრეზიდენტს მხარი იმ ადამიანებმა დაუჭირეს, ვინც მას ადრე შეურაცხყოფას აყენებდა.

„თუმცა, რადიკალური ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოდან წერტილებს აგზავნიდა, რომ ეს არის შეთანხმებული „ქართულ ოცნებასთან“ და სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ ძალიან უხეში სიტყვებით მოიხსენიებდა. თუ ამაში დარწმუნებულები იყვნენ, მაშინ, რა თქმა უნდა ხმა უნდა მიეცათ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული მოთამაშის იმპიჩმენტისთვის.

რადგან ეს არ გააკეთეს, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ასე უტიფრად და უხეშად სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა. ზუსტად იცოდა, რომ ისინი ხმას არ მისცემდნენ მის იმპიჩმენტს. კონსტიტუციის ასეთი უხეში დარღვევა მან დაიწყო შარშან, თებერვლის შემდეგ, როდესაც პრაქტიკულად გახდა იარაღი „ომის პარტიის“ ხელში“, – განაცხადა სუბარმა.

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემომყოფები თქვენს გაღიზიანებას და წყობიდან გამოყვანას ცდილობენ. ასეც რომ იყოს, ეცადეთ კონფლიქტი და დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. დროთა განმავლობაში ურთიერთობები გაუმჯობესდება და ჰარმონია აღდგება.

ფრთხილად იყავით გარიგებების დადებისას, რადგან მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები. ახალ ნაცნობებს არ ენდოთ – განსაკუთრებით, თუ ბევრს გპირდებიან.

კურო

ვარსკვლავების კეთილგანწყობა სხვადასხვა საკითხში წარმატებას გპირდებათ. კოლეგები პროფესიული პრობლემების გადაჭრაში სიამოვნებით გეხმარებიან, საკუთარ იდეებს და რჩევებს გიზიარებენ.

ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისთვის. ბევრი კურო ახალ გატაცებას აღმოაჩენს, რომელიც მათ ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის.

ტყუპები

სირთულეებით სავსე დღეა, მაგრამ მათ გადალახვას აუცილებლად შეძლებთ. ტყუპებს, ხანგრძლივ მოგზაურობებსა და ფიზიკურ შრომაზე მეტად, მოსაწყნი საქმეები და ლოდინი ღლით.

ხელსაყრელი დღეა ნათესავებთან ურთიერთობისა და ოჯახური კავშირების გასამყარებლად. ასე რომ, შეგიძლიათ დიდი ხნის უნახავ ადამიანებს ესტუმროთ ან სტუმრად მოიწვიოთ.

კირჩხიბი

ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ ძველ მეგობრებთან შეხვედრა, რომლებიც მზად არიან, საინტერესო იდეები გაგიზიარონ ან რაიმე უჩვეულო შემოგთავაზონ.

ეს დღე შესაფერისია სემინარებზე, კონფერენციებზე და ლექციებზე დასასწრებად, რომლებიც თვალსაწიერის გაფართოებაში დაგეხმარებათ. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ.

ლომი

შესაძლოა, მოვლენები არასახარბიელოდ განვითარდეს, მაგრამ მიზნის მიღწევას მაინც შეძლებთ. მოსალოდნელია გარშემო მყოფებთან დაპირისპირება, თუმცა იუმორის გრძნობა კონფლიქტის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. საღამო შესაფერისია წვრილმანი შესყიდვებისთვის.

ქალწული

ეცადეთ, ამ დღის მოვლენებს ზედმეტად სერიოზულად არ მოეკიდოთ. წარმოქმნილი პრობლემები არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ და გაუგებრობები, რომლებიც დღის პირველ ნახევარში წარმოიქმნება, მალე დავიწყებას მიეცემა.

მალე შეიძლება დახმარება დაგჭირდეთ, ამიტომ ეცადეთ, წინასწარ გაარკვიოთ, მზად არიან თუ არა თქვენი მოკავშირეები ამისთვის. მგზავრობისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – განსაკუთრებით, ვისაც საჭესთან დიდი დროის გატარება გიწევთ.

სასწორი

დღე ფიქრისა და ანალიზისთვის უფრო შესაფერისია, ვიდრე აქტიური მოქმედებისთვის. სამომავლო გეგმებზე ფიქრისას ეცადეთ, ყველა ის ფაქტორი გაითვალისწინოთ, რომელსაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია. სავარაუდოდ, მოკავშირეებს და თანამოაზრეებს იპოვით, რომლებიც თამამი პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებიან.

ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებით შეიძლება მოულოდნელი სიახლეები გაიგოთ. არ არის გამორიცხული ოჯახში მნიშვნელოვანი ცვლილებები.

მორიელი

რაც არ უნდა მოხდეს, საკუთარი თავის რწმენა არ დაკარგოთ. ბევრ მორიელს შეიძლება ამ დღემ ნებისყოფის გამოცდა მოუწყოს. არახელსაყრელი ტენდენციების მიუხედავად, ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ და ამაში ძველი მეგობრები დაგეხმარებიან.
ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. თავი შეიკავეთ სარისკო ოპერაციებში მონაწილეობისგან.

მშვილდოსანი

ნაყოფიერი, ბევრი ახალი იდეისა და გეგმის მომტანი დღეა. შესაძლოა, ისეთ საკითხებით დაინტერესდეთ, რაც არასოდეს გაინტერესებდათ, ისეთ პროექტებზე მუშაობა დაიწყოთ, რომლებსაც ყოველთვის თავს არიდებდით.

ხელსაყრელი დღეა სოციალურ ღონისძიებებზე დასასწრებად, სადაც ყურადღების ცენტრში მოექცევით. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა იმისთვის, რომ საჭირო კავშირები დაამყაროთ და მოგებიანი გარიგებები დადოთ.

თხის რქა

სასარგებლო ნაცნობობის დღეა; უჩვეულო და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწევთ. ისინი ცხოვრებისეულ გამოცდილებას სიამოვნებით გაგიზიარებენ და სასარგებლო რჩევებს მოგცემენ. შესაძლებელია ერთობლივი კომერციული თუ შემოქმედებითი საქმიანობის დაწყება.

მერწყული

საინტერესო და სასიამოვნო მოვლენებით დატვირთული დღეა. თქვენი საქმიანი ალღო საშუალებას გაძლევთ, რომ წარმატებული შესყიდვები განახორციელოთ და მოგებიანი გარიგებები დადოთ. არაფორმალურ გარემოში, კოლეგებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია სასარგებლო იქნება.

ხელსაყრელი დღეა სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ურთიერთობისთვის.

თევზები

საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღეა, თქვენ კი ენერგიით სავსე ხართ და გადაღლის საფრთხე არ გემუქრებათ. შეიძლება რაღაც უჩვეულო ურთიერთობა დაიწყოს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

დროა კარგად დაფიქრდეთ, ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე აწონ-დაწონოთ და გადაწყვიტოთ, ვინ იქნება თქვენი მოკავშირე.

,,ეს ომი შეიძლება თვეები გაგრძელდეს”- ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი ამბობს, რომ ისრაელის მომავალი სახმელეთო შეტევა ღაზას სექტორში შესაძლოა თვეები გაგრძელდეს, მაგრამ მისივე თქმით, ეს იქნება ბოლო, თუ ისრაელი ჰამასს სრულად გაანადგურებს. ამის შესახებ The Times Of Israel წერს.

„ეს უნდა იყოს ბოლო [სახმელეთო] მანევრი ღაზაში, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამის შემდეგ ჰამასი აღარ იქნება. დასჭირდება ერთი თვე, ორი თვე, სამი, მაგრამ საბოლოოდ ჰამასი აღარ იქნება“, – თქვა გალანტმა ისრაელის საჰაერო ძალების სამეთაურო ცენტრში, თელ-ავივში.

„სანამ მტერი არ შეხვდება ჯავშანსატანკო და ქვეით ჯარებს, ის შეხვდება საჰაერო ძალების ბომბებს“, – დასძინა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.

,,ისრაელიდან საქართველოში გამგზავრების მსურველს ბილეთის შეძენის პრობლემა არ აქვს”- ლაშა ჟვანია

ისრაელიდან საქართველოში გამგზავრების მსურველს არ აქვს პრობლემა, რომ შეიძინოს ბილეთი და გაემგზავროს პირდაპირი ავიარეისით ან კიდევ ლარნაკის გავლით, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში ლაშა ჟვანიამ „იმედის კვირაში“ ჩართვისას განაცხადა.

ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტები არ დაკეტილა და ისინი ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ.

მისივე თქმით, „ჯორჯიან ეარვეისმა“ ავიარეისები გადაიტანა ლარნაკაზე და შედეგად, კვიპროსიდან საქართველოსკენ რეისებს კიდევ დაემატა ყოველდღიური რეისები.

რაც შეეხება ისრაელურ ავიაკომპანიებს, ისინი პირდაპირ ფრენებს ახორციელებენ როგორც თბილისის, ისე ბათუმის მიმართულებით დღეში მინიმუმ ორჯერ.

„ასე, რომ ნებისმიერ მსურველს, რომელსაც სურს პირდაპირი რეისით ისარგებლოს, შეუძლიათ ისრაელური კომპანიებით იფრინონ, ან თუ მათ მაგალითად, დღევანდელ ან ხვალინდელ რეისზე ვერ შეიძინეს ბილეთი, თელ-ავივიდან კვიპროსის მიმართულებით დღეში 12 რეისია, ხოლო კვიპროსიდან უკვე ორი რეისია საქართველოს მიმართულებით. ამიტომ, ისრაელიდან გამგზავრების მსურველს არ აქვს პრობლემა, რომ შეიძინოს ბილეთი და გაემგზავროს საქართველოში პირდაპირი რეისით, ან კიდევ ლარნაკის გავლით“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.