ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მეორე კოლონა შევიდა-გაერო

112
spot_img

გაეროს წარმომადგენლის, მარტინ გრიფიტსის განცხადებით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მეორე კოლონა შევიდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეგვიპტიდან ღაზაში 14 სატვირთო მანქანა შევიდა.

„იმედის კიდევ ერთი მცირე ნაპერწკალი მილიონობით ადამიანისთვის, რომლებსაც ასე ძალიან სჭირდებათ ჰუმანიტარული დახმარება“, – დაწერა გრიფიტსმა X-ში.

შაბათს ჰუმანიტარული დახმარების ოცი სატვირთო მანქანას მიეცა ღაზაში შესვლის უფლება რაფაჰის გადასასვლელის გავლით. ეს სატვირთო მანქანები პირველი იყო რეგიონში მას შემდეგ, რაც ისრაელმა ბლოკადა დააწესა ორი კვირის წინ „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.