,,ზუსტად იცოდა, რომ ისინი მის იმპიჩმენტს ხმას არ მისცემდნენ”- სოზარ სუბარი

132
spot_img

სალომე ზურაბიშვილი ცინიკურად, უხეშად და მრავალგზის არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, რაც, ბუნებრივია არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრის თქმით, პრეზიდენტს მხარი იმ ადამიანებმა დაუჭირეს, ვინც მას ადრე შეურაცხყოფას აყენებდა.

„თუმცა, რადიკალური ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოდან წერტილებს აგზავნიდა, რომ ეს არის შეთანხმებული „ქართულ ოცნებასთან“ და სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ ძალიან უხეში სიტყვებით მოიხსენიებდა. თუ ამაში დარწმუნებულები იყვნენ, მაშინ, რა თქმა უნდა ხმა უნდა მიეცათ „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული მოთამაშის იმპიჩმენტისთვის.

რადგან ეს არ გააკეთეს, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას ასე უტიფრად და უხეშად სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით არღვევდა. ზუსტად იცოდა, რომ ისინი ხმას არ მისცემდნენ მის იმპიჩმენტს. კონსტიტუციის ასეთი უხეში დარღვევა მან დაიწყო შარშან, თებერვლის შემდეგ, როდესაც პრაქტიკულად გახდა იარაღი „ომის პარტიის“ ხელში“, – განაცხადა სუბარმა.