,,ქართველი თავდამსხმელი „ნაპოლის“ შემდეგ მხოლოდ ტოპ გუნდში ითამაშებს”- ორესტე ჩინკვინი

153
spot_img

 

საფეხბურთო სპეციალისტმა, ორესტე ჩინკვინიმ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ თამაშზე ისაუბრა და გამოთქვა მოსაზრება, რომ ქართველი თავდამსხმელი „ნაპოლის“ შემდეგ მხოლოდ ტოპ გუნდში ითამაშებს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ მოთამაშე „ოქროს ბურთის“ და ფიფა-ს წლის ფეხბურთელის ნომინანტებს შორისაა.

 

„კვარაცხელიამ გასულ სეზონში შესანიშნავად ითამაშა. ეს შეძლო არა მხოლოდ იტალიის, არამედ ევროპის ტოპ ჩემპიონატების დონეზე.

 

მაგრამ, წელს „ნაპოლიში“ მწვრთნელი შეიცვალა, წავიდა ჩემი მეგობარი ლუჩანო სპალეტი, რომელთანაც „უდინეზეში“ ვმუშაობდი. ის საუკეთესო სპეციალისტია, რუდი გარსია კი სულ სხვაა – სხვა მენტალიტეტით, სხვა ფეხბურთის მიმდევარი.

 

ყველა, რა თქმა უნდა, ელოდა, რომ ხვიჩა ახალ სეზონშიც მსგავს ფეხბურთს აჩვენებდა. ვნახოთ, კვარაცხელია „ნაპოლის“ ლიდერი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა. თუ ის ნეაპოლს დატოვებს, მხოლოდ ტოპ გუნდში წავა“, – განაცხადა ჩინკვინიმ RBSport-თან.

 

ორესტე ჩინკვინი იყო „ფიორენტინას“, „ლაციოს“, „უდინეზეს“ და „პარმას“ ფეხბურთელი. სამწვრთნელო კარიერა დაიწყო 1994 წელს „ფიორენტინაში“, სადაც მოიგო იტალიის თასი. 1998 წელს გადავიდა „ბოლონიაში“. შემდეგ „ლაციოში“ რობერტო მანჩინის ასისტენტი გახლდათ. ჩაიბარა „ უდინეზე“, „პარმა“, „კალიარი“, „სპეცია“. „პიზაში“ სპორტულ მენეჯერად მუშაობდა, სადაც აიყვანა 22 წლის ლეონარდო ბონუჩი.

 

2011 წლის 21 ივნისს დაინიშნა „ვენეციის“ მენეჯერად, ხოლო 2012 წლის 20 ივლისს დატოვა თანამდებობა და ფაბიო კაპელოს რუსეთის ნაკრებში ეხმარებოდა. 2017 წელს „ზენიტის“ სპორტული დირექტორი გახდა და ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთში გამოსვლის პერიოდიდან იცნობს.