„ქართული ოცნება“ 11 წელია საქართველოს მიათრევს რუსეთისკენო – რა გახდა ასეთი, რომ ვერ მიათრია?”-  სუბარი

105
spot_img

გადაფარებულები ვიყავით და ვამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის „ეფ ეს ბეს“ რეზიდენტი, არ არის რუსეთის აგენტი, არ არის პუტინისტი და დღეს, ზუსტად იგივეს, რასაც ამბობდა რადიკალური ოპოზიცია მასზე, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად იყენებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველო ომში ჩართულიყო.

 

„როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ 11 წელია საქართველოს მიათრევს რუსეთისკენ – რა გახდა ასეთი, რომ ვერ მიათრია? გზა აგვერია ეტყობა და იმის ნაცვლად, რომ რუსეთში წაგვეყვანა, უცებ მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან, უცებ მივიღეთ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, უცებ წარვადგინეთ კანდიდატის სტატუსზე განაცხადი და გავატარეთ რეფორმები, რომლებითაც ყველაზე მეტად თავსებადია საქართველო არა მხოლოდ იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი ახლახან, არამედ ბევრ იმ ქვეყანასთან შედარებითაც, რომლებმაც მრავალი წლის წინ მიიღეს ეს სტატუსი და დღესაც იმ სტატუსში არიან გაჩხირულები“, – განაცხადა სუბარმა.