Home Blog Page 1897

როდესაც იქნება ექიმების რეკომენდაცია, სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადავიყვანთ – ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც ექიმებისგან იქნება შესაბამისი რეკომენდაცია, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი.

ბრეგაძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რითაც მოხარულები არიან.

„მსჯავრდადებულ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ სამართლის წინაშე აბსოლუტურად მართლები ვართ, ეს დადასტურდა, როგორც საქართველოში ქართული სასამართლოების დონეზე, ასევე, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც. ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, იმისთვის რომ კონკრეტულად ამ ადამიანის ჯანმრთელობის უფლება იყოს სრულად დაცული.

როგორ მოგეხსენებათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რითაც ჩვენ მოხარულები ვართ და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი რეკომენდაცია, ის გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.

დიმიტრი ხუნდაძე GORBI-ს მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე GORBI-ს მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ კვლევამ ცხადყო, რატომ სურს ოპოზიციას საარჩევნო ბარიერის დაწევა – ვინაიდან „ნაცმოძრაობის“ გარდა, ვერც ერთი ოპოზიციური ძალა ბარიერს ვერ გადალახავს.

„გორბის“ კვლევა რომ კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის გაცემის შემდეგ ჩატარებულიყო, სახელისუფლებო პარტიას ბევრად უფრო დიდი პროცენტები ექნებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2024 წელსაც მმართველი გუნდი ისევ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 8 ნოემბრამდე გამოკითხულთა 55% ხმას აძლევს სახელისუფლებო პარტიას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტატუსის მონიჭებამდეც საზოგადოების დიდი ნაწილი სწორად იყო გარკვეული სიმართლეში და ხედავდნენ, თუ როგორ იბრძოდა ხელისუფლება კანდიდატის სტატუსისთვის და როგორ იბრძოდა ოპოზიცია სტატუსის წინააღმდეგ.

საზოგადოება ყველაფერს სწორად აფასებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს.

„გორბის“ კვლევიდან ჩანს, თუ რატომ სურს ოპოზიციის უმრავლესობას ბარიერის დაწევა, ნაცმოძრაობის გარდა, ვერც ერთი პარტია ვერ შეძლებს 5%-იანი ბარიერის გადალახვას. ️არადა, პარლამენტში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ხალხის დამაჯერებელი მხარდაჭერა აქვთ. ამ შემთხვევაში ოპოზიციას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება და ხალხსაც მეტი მოთხოვნის უფლება აქვს.

არჩევნებამდე ჯერ კიდევ არის დრო, რათა ამომრჩევლის იმ ნაწილმა, რომელსაც ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, თუ ვის უნდა დაუჭიროს მხარი, გააკეთოს სწორი არჩევანი. თუკი გავითვალისწინებთ არჩევნებამდე დაგეგმილ პოზიტიურ პროცესებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი არჩევანიც აუცილებლად მმართველი გუნდის სასარგებლოდ იქნება“, – წერს ხუნდაძე.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება:

  • „ქართული ოცნება“ 55%
  • „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ 20%
  • „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ 4%
  • „ლელო“ 4%
  • „ევროპული საქართველო“ 3%
  • „საქართველოსთვის“ 3%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ 2%
  • „ლეიბორისტული პარტია“ 2%
  • „მოქალაქეები“ 1%
  • „გირჩი“ 1%
  • სხვა 5%

საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხა. საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია.

“ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება”- ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ 2024 წელი გადამწყვეტი იქნება რუსეთის წინააღმდეგ ომში.

“ომის გარდამტეხი მომენტი ახლოვდება. მომავალი წელი გადამწყვეტი იქნება”, – აღნიშნა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა, რომელიც აშშ-ში ვიზიტით იმყოფება.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება, შეიარაღებულ ძალებს აქვთ პლაცდარმი დნიპროს მარცხენა სანაპიროზე, ხოლო პრეზიდენტმა ზელენსკიმ იცის როგორ მიაღწიოს გამარჯვებას.

ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის დამატებით 110 მილიონ ევროს გამოუყოფს, – ამის შესახებ ევროკომისარმა ჰუმანიტარულ საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა განაცხადა. აღნიშნული თანხიდან 100 მილიონი უკრაინაში, ხოლო 10 მილიონი ევრო მოლდოვაში მცხოვრებ უკრაინელი ლტოლვილთათვის იქნება განკუთვნილი.

ევროკომისრის თქმით, ზამთრის დადგომას დამატებითი პრობლემები მოაქვს ისედაც მოწყვლადი უკრაინის მოსახლეობისთვის, სწორედ ამიტომ, გამოყოფილი თანხა მოხმარდება, როგორც ფულად დახმარებას, ასევე მოქალაქეების საცხოვრებლით, სამედიცინო მომსახურებით, ფსიქოლოგიური დახმარებითა და დაცვით უზრუნველყოფას.

ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარებისთვის საერთო ჯამში 843 მილიონი ევრო გამოუყო.

პრემიერი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპას შეხვდა.

 განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობაევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

 შეხვედრაზე განიხილეს ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია ევროპული საბჭოსადმი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნაეს რეკომენდაცია საქართველოს მიერ გაწეული ინტენსიური მუშაობისა და მიღწეული შედეგების მკაფიო აღიარებაა და საქართველო  ევროკავშირში ინტეგრაციისთვის თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამსირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვარომ ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრიის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

 საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებსგანიხილესთუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

პრემიერმაავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული გზის მიმართ ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია მკვლელობის ნაწილში სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ამ ნაწილში რუსთავის საქალაქო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი. პირველი ინსტანციის განაჩენს პროკურატურა ასაჩივრებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ასევე ძალაში დატოვა რუსთავის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი იარაღის ნაწილში. ჭანტურიას მიმართ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში შეფარდებულ 6-წლიან პატიმრობას ადვოკატები ასაჩივრებდნენ და ამ ნაწილშიც ბრალდებულის გამართლებას ითხოვდნენ.

განაჩენის გამოცხადებამდე საბოლოო სიტყვით ისარგებლა გიორგი ჭანტურიამ. როგორც მან განაცხადა, უდანაშაულოა და იმედი გამოთქვა, იარაღის ნაწილშიც გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა.

სამსონ ქუთათელაძე რუსთავის ბაზრობის დირექტორი და ბაზრობის მეწილე იყო. ის 2018 წლის 15 იანვარს რუსთავის ბაზრობის ტერიტორიაზე მოკლეს. ორ დღეში გიორგი ჭანტურია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მკვლელობის მუხლით ბრალდება მას მოგვიანებით წარუდგინეს.

სამგორში, რაჭის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, რაჭის ქუჩაზე, 11 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე გზის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტიანი გზით გადაადგილდებოდა.

 

ტერიტორიაზე ახალი ორფენიანი საფარი იგება და მიმდებარედ ბორდიურები წესრიგდება. პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ.

 

მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე გაეცნენ.

 

საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო. სამგორის გამგეობამ მიმდინარე წელს ასფალტის ძველი საფარი ახლით 100 მისამართზე შეცვალა. ჯამში, ახალი საფარი 137 000 კვ.მ ფართობზე დაიგო.

„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს, რომ ყველა ოპოზიციური ჯგუფის მარგინალიზაცია მოახდინოს” – ცაგარეიშვილი

ხელისუფლების ინტერესია, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. ეს ბარიერიც, რომელიც ახლაა წარმოდგენილი, მთელ ევროპულ კონტინენტზეა დამკვიდრებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მარგინალიზაცია მოახდინოს ყველა ოპოზიციური ჯგუფის.

„სამწუხაროდ, ადამიანები ოპოზიციიდან ვერაფრით ვერ დაეხსნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მარწუხებს. ყოველთვის თავს მიდევნიან ხოლმე იქ, საიდანაც გამოსვლა ძალიან უჭირთ. რა თქმა უნდა, ეს აწყობს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მარგინალიზაცია მოახდინოს ყველა ოპოზიციური ჯგუფის და ეს კარგად გამოსდით ამ ადამიანებს. ამიტომ, პარტიებმა, რომლებიც დღესაც არიან პარლამენტში წარმოდგენილი, ან ისინი, რომლებიც ცდილობენ გადალახონ ბარიერი და მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტში მოხვდნენ, ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ როგორმე „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს ჩამოშორდნენ.

ხელისუფლების ინტერესია, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ ეს ბარიერიც, რომელიც ახლაა წარმოდგენილი, მთელ ევროპულ კონტინენტზეა დამკვიდრებული. ფაქტობრივად ყველგან 4 ან 5%-იანი ბარიერია, მგონი ჰოლანდიაში ნულოვანი ბარიერი, დანარჩენი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და არაწევრ ქვეყნებშიც, ფაქტობრივად ყველგან 4-5%-იანი ბარიერია“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

,,თუ ვინმეს თანამშრომლობა უნდა, შედგება ფორმატები, კარი ღიაა და ვნახავთ რისი გამკეთებლები არიან“,”- დავითულიანი

ბექა დავითულიანი ხათუნა სამნიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა კახა კალაძე ოპოზიციასთან თანამშრომლობის შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო გააკრიტიკა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გაიხსენა, რომ სამნიძემ თვითონ ამხილა ოპოზიციის ნაწილი იმაში, რომ ისინი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.

„თავად ხათუნა სამნიძემაც აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ჩადიოდნენ ბრიუსელში და ამბობდნენ, რომ არ შეიძლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამ ფონზე რა გაუკვირდა სამნიძეს, რომ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ თანამშრომლობის განწყობა არსებობს ოპოზიციის მხრიდან დამატებითი 9 რეკომენდაციის შესრულებაში და კახა კალაძემ ამ თვალსაზრისით სკეპტიციზმი გამოთქვა. ცოტა გაუგებარია და როგორც მინიმუმ, უტიფრობაა ამაზე რაღაც შეცხადება. თუ ვინმეს თანამშრომლობა უნდა, შედგება ფორმატები, კარი ღიაა და ვნახავთ რისი გამკეთებლები არიან“, – განაცხადა დავითულიანმა.

ხათუნა სამნიძემ კახა კალაძის განცხადებას უპასუხა, რომელშიც თბილისის მერმა თქვა, რომ მისთვის, გამოცდილებიდან გამომდინარე, ევროკომისიის ახალი დათქმების შესრულების მიზნით, ოპოზიციასთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ამბობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.

,,რაში გვჭირდება ასეთ მავნებლებთან თანამშრომლობა?!”- ზარქუა

რაში გვჭირდება ასეთ მავნებლებთან თანამშრომლობა?! ის, ვინც აქტიური, კონსტრუქციული და აქცენტირებული იყო, რომ დიახ, საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი, მათთან ახლაც ვთანამშრომლობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა ხათუნა სამნიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც კახა კალაძის განცხადებას უპასუხა, რომელშიც თბილისის მერმა თქვა, რომ მისთვის, გამოცდილებიდან გამომდინარე, ევროკომისიის ახალი დათქმების შესრულების მიზნით, ოპოზიციასთან თანამშრომლობა წარმოუდგენელია.

„სულ რამდენიმე ხნის წინ თავის კოლეგებს თვითონ [ხათუნა სამნიძე] არ იყო რომ საყვედურობდა, რომ თურმე საბოტაჟს ეწეოდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ?! ასეთ ოპოზიციასთან რა საერთო გვაქვს? წლებია ვერ შემოვიყვანეთ სამუშაო ჯგუფებში, რომ ან ერთი ადეკვატური იდეა ჰქონოდათ, ან რეფორმებში მიეღოთ მონაწილეობა. რაში გვჭირდება ასეთ მავნებლებთან თანამშრომლობა?! ის, ვინც აქტიური, კონსტრუქციული და აქცენტირებული იყო, რომ დიახ, საქართველოს უნდა მიეღო კანდიდატის სტატუსი, მათთან ახლაც ვთანამშრომლობთ და მომავალშიც გავაგრძელებთ“, – აღნიშნა ზარქუამ.

SITA რუსულ ავიაკომპანიებს საერთაშორისო საავიაციო დომენის ზონიდან თიშავს

სამოქალაქო ავიაციისთვის მომსახურების მიმწოდებელი შვეიცარიული პროვაიდერმა SITA-მ რუსულ ავიასატრანსპორტო კომპანიებისთვის საერთაშორისო ავიაციის დომენის უმაღლესი დონე .aero-ზე წვდომის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო, რომელსაც ადმინისტრირებას თავად SITA უწევს.

„იზვესტია“ სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ავიაკომპანიების ნაწილმა 10 ნოემბრიდან აღნიშნულ ზონაში რეგისტრაციისა და დომენების გახანგრძლივების შეწყვეტის შეტყობინებები უკვე მიიღეს. ინფორმაცია გამომცემლობას აეროპორტების ჰოლდინგიდან, მსხვილმა ავიაკომპანიებმა და თვითმფრინავების ტექმომსახურების ორგანიზაციებმა მიაწოდეს.

გამოცემა წერს, რომ კომპანიებს შეტყობინებები გასულ პარასკევს Ru-Center-დან მიუვიდათ, რომელიც რუსეთის ფედერაციაში .aero-ს დომენის სახელების რეგისტრირების ავტორიზებული ორგანიზაციაა.

„დღეს ჩვენ .AERO-ს უმაღლესი დონის ადმინისტრაციიდან მივიღეთ შეტყობინება. 2023 წლის 10 ნოემბრიდან SITA რიგი ქვეყნების კლიენტებისთვის, მათ შორის რუსეთის ფედერაციისთვის, დომეინ ზონა .aero-ში დომენების რეგისტრაციაზე შეკვეთების მიღებას წყვეტს“, – წერია შეტყობინებაში.

„იზვესტია“ რეგისტრატორის პრესამსახურსაც დაუკავშირდა, ამ შეტყობინების გაგზავნაზე დასტური მიიღო. ავტორიზებულ ორგანიზაცია Ru-Center-ში შეტყობინების მიღების შემდეგ დომენების ვადები 1 წლით გაახანგრძლივეს, რათა მათი ვებგვერდების ქმედუნარიანობა შეენარჩუნებინათ. ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მომხმარებელთა სრული სიმშვიდისთვის, ჩვენ შესაძლო შეფერხებები გადავაზღვიეთ და ამ ზონის დომენების ვადა გავახანგრძლივეთ“, – განუცხადეს „იზვესტიას“ Ru-Center-ის პრესსამსახურში.

ორგანიზაციაში აზუსტებენ, რომ ამ დროისთვის დომენების რეგისტრაცია და ვადის გახანგრძლივება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ყველაფერი განრიგით მუშაობს, რადგან შეზღუდვები ძალაში ჯერ არ შესულა.

ქეთევან დედოფლის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისი მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეზღუდვა 15 და 16 ნოემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

„აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით).

გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით“, – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.