14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2881
spot_img

ვერძი

ხელსაყრელი დღეა კარიერულის წინსვლის ან პროფესიული განვითარებისთვის. მოზღვავებული ენერგია საშუალებას გაძლევთ, რომ ყველაზე რთული საკითხები მოაგვაროთ. სამსახურში გაუგებრობამ ან მცირე უსიამოვნებამ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, თუმცა მეორე დღეს აღარც კი გემახსოვრებათ.

კურო

ამ დღეს მოულოდნელობები და სიურპრიზები გელით. მოემზადეთ იმისთვის, რომ ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. თუ გულზე ხელებს დაიკრეფთ და არ იმოქმედებთ, შეიძლება პრობლემებს ვერ გაუმკლავდეთ. ეცადეთ, ადვილად მისაღწევი მიზნები დაისახოთ და თუ საჭიროა, ნურც დახმარების თხოვნა მოგერიდებათ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა საკუთარი ქმედებების გაანალიზებისთვის. ეცადეთ, მოიფიქროთ, როგორ გახადოთ თქვენი სამუშაო უფრო ნაყოფიერი და კარგ შედეგებს სწრაფად როგორ მიაღწიოთ. ხშირად ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ და ილუზიებს იქმნით. ეს დღე დაგეხმარებათ შექმნილი ვითარება რეალურად შეაფასოთ და საკუთარი თუ სხვისი სუსტი მხარეები კარგად დაინახოთ.

კირჩხიბი

წარმატებული და ხალისიანი დღეა. ბედნიერი შეხვედრები და ნათელი შთაბეჭდილებები გელით. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ისე მოიქეცით, როგორც გული გკარნახობთ. ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებთ, წარმატებამდე მიგიყვანთ. ამ დღეს რჩევების მიცემის და სხვა ადამიანების ცხოვრებაში ჩარევისგან თავი უნდა შეიკავოთ.

ლომი

იღბლიანი დღეა, რომელიც დადებით ემოციებს და სასარგებლო შეხვედრებს მოგიტანთ. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები იხსნება და ხელმძღვანელობა თქვენს ხარისხიან მუშაობას აუცილებლად დააფასებს. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს – ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს. თქვენი პრინციპულობის გამო შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი მოგივიდეთ.

ქალწული

ამ დღის ამოცანაა, ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ახალი, საინტერესო პროექტის განხორციელება დაიწყოთ, რომელსაც დიდი ხანია გეგმავთ. ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები გელით. ეცადეთ, საჭირო ადამიანები თქვენი იდეების ეფექტურობაში დაარწმუნოთ – ეს თქვენთვის უმარტივესი საქმეა.

სასწორი

იფიქრეთ იმაზე, რაც დიდ ენერგიას გართმევთ და წინსვლაში ხელს გიშლით. დროა უსარგებლო ნივთებისა და ურთიერთობებისგან გათავისუფლდეთ და მიზნისკენ კიდევ ერთ ნაბიჯი გადადგათ. ეცადეთ, პრობლემები მშვიდად და ეტაპობრივად მოაგვაროთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ. სამსახურში შესაძლოა, ვიღაცის ყურადღება მიიქციოთ, ვინც მომავალში თქვენი მოკავშირე გახდება.

მორიელი

წარმატებას უფრო სწრაფად მიაღწევთ, თუ მიზნისკენ აუჩქარებლად იმოძრავებთ და თქვენს ყოველ მოქმედებას გააკონტროლებთ. ეცადეთ საკუთარ შესაძლებლობებს არ გადააჭარბოთ, რომ ჯანმრთელობა არ დაზიანოთ. ბოლო დღეებში დაგროვილმა სტრესმა მუშაობაში ხელი რომ არ შეგიშალოთ, ხშირად შეისვენეთ.

მშვილდოსანი

ადვილი წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, ხანგრძლივი შრომისთვის მზად უნდა იყოთ. ეს არა მხოლოდ სამუშაოს, ცხოვრების სხვა სფეროებსაც ეხება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება, არ არის გამორიცხული კამათი და ჩხუბი, თუმცა ძველი მეგობრის დახმარებით ყველა გაუგებრობას მალე დაივიწყებთ.

თხის რქა

ეს დღე შესაფერისია სიახლეებისა და ექსპერიმენტების – ეცადეთ, უფრო გაბედულად იმოქმედოთ და კომფორტის ზონას გასცდეთ. პირად ურთიერთობებში მეტი თავაზიანობა გამოიჩინეთ და პატივი ეცით პარტნიორის აზრს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ დღეს არაფრისმომცემ კამათში გაატარებთ.

მერწყული

ამ დღეს ურთიერთობებში მეტი გულწრფელობა გმართებთ. შეგიძლიათ, საკუთარ სურვილებზე ან იმედგაცრუებაზე დაუფარავად ისაუბროთ – ახლობელი ადამიანები აუცილებლად გაგიგებენ და მხარს დაგიჭერენ. შესაძლოა ამ დღეს თქვენი დიდი სურვილიც ახდეს. ხშირად თქვენი კრიტიკა სამართლიანია, მაგრამ ნურც გარშემომყოფთა თავმოყვარეობის შესახებ დაივიწყებთ.

თევზები

ყურადღებით მოუსმინეთ, რას ამბობენ თქვენ გარშემო და შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ, სანამ ამის შესახებ თავად არ გთხოვენ. ამ დღეს ბევრი პრობლემა თავისთავად, თქვენი მონაწილეობის გარეშე მოგვარდება.