,,ევროპალიამ“ საუკეთესო წვლილი შეიტანა პროცესში, რასაც საქართველოსთვის თაობების ოცნების აღსრულება უნდა მოჰყვეს”- წულუკიანი

39
spot_img

ფესტივალმა „ევროპალია“ საუკეთესო წვლილი შეიტანა იმ პროცესში, რასაც 15 დეკემბერს საქართველოსთვის თაობების ოცნების აღსრულება უნდა მოჰყვეს. ჩვენ გვწამს, გვჯერა, რომ სტატუსის მონიჭება იქნება არა მხოლოდ ერთადერთი სამართლიანი, არამედ უბრალოდ გარდაუვალი გადაწყვეტილება ბრიუსელის მხრიდან. სხვაგვარად ვერ იქნება და არც უნდა იყოს, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თქმით, ამ წარმატებაში „ევროპალიამ“ თავისი როლი შეასრულა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ფესტივალში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ თბილისური, არამედ კოლექტივები რეგიონებიდან.

„ეს რეგიონების განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ ევროპელებმა დაინახეს – ჩვენ ჯერ კიდევ მანამ, სანამ ბევრი ქვეყანა ევროპელობას დაიჩემებდა, ვიყავით ევროპული, თვითმყოფადი კულტურის ერი. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ხელოვანს, ვინც დათანხმდა ფესტივალში მონაწილეობაზე სახელმწიფოს დაფინანსებით, ვინც ღირსეულად იასპარეზა სახელოვნებო სცენაზე როგორც ბელგიაში, ასევე ნიდერლანდებში“, – განაცხადა წულუკიანმა.