Home Blog Page 1897

“კალაძის საცობებს ჩვენი თანამოქალაქეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება” – ლაშა ფარულავა

თბილისის მერის, კახა კალაძის კორუფციული ინტერესებს ჩვენი დედაქალაქი ეწირება, ამის ნათელი მაგალითია დიდი დიღომი, რომელიც ურბანულ კატასტროფად გადაიქცა. რეკრეაციულ ზონაში სკვერის ნაცვლად, კორპუსის აშენება იგეგმება და ამას უნდა, რომ თბილისის მერმა მწვანე აუნთოს, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.

მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი მიუღებელია.

„დიდი დიღმის მცხოვრებლები თბილისის მერიის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, იმასთან დაკავშირებით, რომ რეკრეაციულ ზონაში, დაპირებული სკვერის ნაცვლად, მრავალსართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება.

თბილისის მერის, კახა კალაძის კორუფციული ინტერესებს ჩვენი დედაქალაქი ეწირება, ამის ნათელი მაგალითია დიდი დიღომი, რომელიც ურბანულ კატასტროფად გადაიქცა. ისეთი გადაწყვეტილებებია მიღებული სამშენებლო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. იმის ნაცვლად, რომ ამას ადეკვატურად პასუხობდეს თბილისის მერია, პირიქით, რეკრეაციულ ზონაში სკვერის ნაცვლად, კორპუსის აშენება იგეგმება და ამას უნდა, რომ კახი კალაძემ მწვანე აუნთოს. ეს მიუღებელია, ამასთან დაკავშირებით მოქალაქეებმა ხელმოწერები შეაგროვეს და ითხოვენ, მერიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს.

კალაძის საცობებს ჩვენი თანამოქალაქეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება. საცობების წყარო სწორედ ურბანული კატასტროფაა, ის სამშენებლო გადაწყვეტილებები და განაშენიანება, რომელიც სწორედ ღაზის სექტორად აქცევს ჩვენს დედაქალაქს. ნამდვილად, ჩვენი დედაქალაქი ევროპული ქალაქი უნდა იყოს, თუმცა ასეთი გადაწყვეტილებებით არა ევროპული ქალაქი, არამედ ღაზას სექტორს დაემსგავსა თბილისი“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

“არავითარი სივრცე აღარ არსებობს, რომ რაიმე პოზიციამ გავლენა მოახდინოს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე”

არავითარი სივრცე აღარ არსებობს, რომ რაიმე პოზიციამ გავლენა მოახდინოს ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე – თუ ასე მოხდება, გაუგებარი იქნება, რას ეფუძნება ევროკავშირის ღირებულებები, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილის განცხადებით, მათი მოლოდინია, რომ ქვეყანა სტატუსს მიიღებს.

„საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ნდობა გამოუცხადა “ქართულ ოცნებას” იმ რთულ გზაზე, რასაც გავდიოდით ამ ბოლო პერიოდში და სწორედ ჩვენი ხალხის დამსახურებით, ჩვენ შევძელით ღირსებაზე დაფუძნებით დამსახურებული კანდიდატის სტატუსი მიგვეღო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ველოდებით ამ სტატუსის ოფიციალურად გამოცხადებას, რაც დაიმსახურა ჩვენმა ქვეყანამ.

მაშინ, როცა ყველამ ვნახეთ ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც შეაფასა კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გადადგმული და სწორედ ამ გატარებული ღონისძიებების შედეგად გასცა დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, არავითარი სივრცე აღარ არსებობს იმისთვის, რომ რაიმე აქტმა თუ რაიმე პოზიციამ გავლენა მოახდინოს ამ დადებით რეკომენდაციაზე. გადადგმული ნაბიჯები და ჩვენი პოლიტიკა შეფასებულია, შეფასებულია დადებითად, საქმე გაკეთებულია და ამ გაკეთებული საქმის საბოლოო შედეგია სტატუსის მინიჭება. შესაბამისად, თუ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომელიც ევროკომისიის დადებით შეფასებასთან წინააღმდეგობაში მოვა, მაშინ გაუგებარი იქნება ეს ყველაფერი, თუ რას ეფუძნება ევროკავშირის ღირებულებები და ფასეულობები, თუ ევროკომისიის დასკვნა არაფრად არ ღირს. ჩვენ ეს მოლოდინი არ გვაქვს. პირიქით, ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ იქნება ადეკვატური გადაწყვეტილება მიღებული,”- განაცხადა ოხანაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს სამიტი იხსნება, რომელზეც ევროკავშირის გაფართოების საკითხზე, მათ შორის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე იმსჯელებენ.

“მე ვარ გაფართოების მომხრე და იმედი მაქვს, არსებული სირთულეების გადაჭრის” შარლ მიშელი

მე ვარ გაფართოების მომხრე და იმედი მაქვს, არსებული სირთულეების გადაჭრის. დღეს გვაქვს ოპტიმისტური გზავნილი. დღეს გაცილებით ძლიერია საერთო სურვილი მომავალი გაფართოების მიმართ, ვიდრე გასულ წლებში ან გასულ თვეებში, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის პროექტი დაფუძნებულია გაერთიანებაზე, უკეთესი მომავლის შექმნის საერთო სურვილზე, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაზე და ამიტომაა ევროკავშირის მთავარი ამოცანა კონფლიქტების გადაჭრა და დაპირისპირებების აღმოფხვრა.

„ჩვენ სამიტზე დავადასტურეთ ევროკავშირის ძალისხმევა, რათა დასავლეთ ბალკანეთი უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან. გვაქვს საგზაო რუკა რეფორმების განსახორციელებლად, რათა უკეთ მომზადებული ვიყოთ გაფართოებისთვის, რაც აუცილებლად უნდა იყოს დამსახურებაზე დაფუძნებული, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს სპეციფიკური სიტუაცია, რაც დღეს არის ევროპაში.

გაფართოებაზე 27 ქვეყნის ლიდერთან ერთად ვიმსჯელებთ, ამიტომ მანამდე ჩემს პოზიციაზე ვისაუბრებ – მე ვარ გაფართოების მომხრე და იმედი მაქვს, არსებული სირთულეების გადაჭრის. დღეს გვაქვს ოპტიმისტური გზავნილი. დღეს გაცილებით ძლიერია საერთო სურვილი მომავალი გაფართოების მიმართ, ვიდრე გასულ წლებში ან გასულ თვეებში. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს მყისიერად და ავტომატურად ყველა შემაფერხებელი ფაქტორისა ან პრობლემის გადაჭრას. არის სურვილი წავიდეთ სწრაფად წინ და გადავჭრათ, დავძლიოთ ყველა რთული საკითხი.

რაც შეეხება ქვეყნების თანხვედრას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, წევრ ქვეყნებშიც კი მიმდინარეობს ეს პროცესი და ვმუშაობთ საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე. ჩვენ გვინდა ინსპირაცია იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა იმ ქვეყნების ქმედებებში, ვისაც სურს ორგანიზაციაში გაწევრიანება და იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. ზოგიერთ ქვეყანას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრის მაღალი დონე აქვს, ნაწილს შემდგომი ძალისხმევა სჭირდება პროგრესის მისაღწევად“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭო ბრიუსელში დღეს და ხვალ შეიკრიბება და გაფართოების პაკეტზე იმსჯელებს, რომელიც 10 ქვეყანას მოიცავს. გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

14 დეკემბერს ქუთაისში +12 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7. ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. +12 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშია თოვლია მოსალოდნელი. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით წვიმა და +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი. დღისით +7, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში თოვლია მოსალოდნელი, სადაც დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

გუდაურში თოვლიანი დღე და +2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით +3, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება ლაგოდეხში, სადაც ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. მოასლოდნელია ნალექი.

გურჯაანშიც წვიმიანი დღეა. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც ნალექიანი დღეა. დღისით +8 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი დღე იქნება რუსთავშიც. დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ნალექი.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 41 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამით რუსების მიერ გაშვებული Shahed-136/131 ტიპის 42 უპილოტო საფრენი აპარატიდან 41 ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე წერს.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ნაწილები იღებდნენ მონაწილეობას.

რუსების შეტევის ძირითად მიმართულებას ოდესის ოლქი წარმოადგენდა.

ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს სამიტი გაიხსნება

ბრიუსელში დღეს ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი დაიწყება. ევროკავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის უახლეს მოვლენებს და უკრაინისა და მისი ხალხისადმი ევროკავშირის უწყვეტ მხარდაჭერას.

ამასთან, სამიტის დროს ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას, მათ შორის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესს და ამ კუთხით შემდგომ ნაბიჯებს.

გაფართოების პაკეტი ეხება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებას, ასევე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, ხოლო საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს.

განსახილველ საკითხებს შორისაა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაც. ამასთან, პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2023 წლის ოქტომბერში ბოლო შეხვედრის განხილვის საფუძველზე, ევროკავშირის ლიდერები, შეთანხმების მიღწევის მიზნით, 2021-2027 წლების მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე იმსჯელებენ.

,,ევროპალიამ“ საუკეთესო წვლილი შეიტანა პროცესში, რასაც საქართველოსთვის თაობების ოცნების აღსრულება უნდა მოჰყვეს”- წულუკიანი

ფესტივალმა „ევროპალია“ საუკეთესო წვლილი შეიტანა იმ პროცესში, რასაც 15 დეკემბერს საქართველოსთვის თაობების ოცნების აღსრულება უნდა მოჰყვეს. ჩვენ გვწამს, გვჯერა, რომ სტატუსის მონიჭება იქნება არა მხოლოდ ერთადერთი სამართლიანი, არამედ უბრალოდ გარდაუვალი გადაწყვეტილება ბრიუსელის მხრიდან. სხვაგვარად ვერ იქნება და არც უნდა იყოს, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თქმით, ამ წარმატებაში „ევროპალიამ“ თავისი როლი შეასრულა.

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ფესტივალში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ თბილისური, არამედ კოლექტივები რეგიონებიდან.

„ეს რეგიონების განვითარებისთვისაც არის მნიშვნელოვანი, გარდა იმისა, რომ ევროპელებმა დაინახეს – ჩვენ ჯერ კიდევ მანამ, სანამ ბევრი ქვეყანა ევროპელობას დაიჩემებდა, ვიყავით ევროპული, თვითმყოფადი კულტურის ერი. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ხელოვანს, ვინც დათანხმდა ფესტივალში მონაწილეობაზე სახელმწიფოს დაფინანსებით, ვინც ღირსეულად იასპარეზა სახელოვნებო სცენაზე როგორც ბელგიაში, ასევე ნიდერლანდებში“, – განაცხადა წულუკიანმა.

,,წელს ტურბულენტური, მაგრამ ძალიან წარმატებული წელი იყო ჩვენი სამინისტროსთვის”- თეა წულუკიანი

წელს ტურბულენტური, მაგრამ ძალიან წარმატებული წელი იყო ჩვენი სამინისტროსთვის და უფრო ფართოდ, მთავრობისთვის ამ დარგში, რომელსაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ. იყო რა თქმა უნდა სხვადასხვა ცვლილება, როგორც კინოცენტრში ასევე კონსერვატორიაში, მუზეუმებში და არაერთ სხვა ორგანიზაციებში, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა კინოცენტრის გარშემო განვითარებული მოვლენები მიმოიხილა.

„კინოცენტრში ფაქტობრივად დავასრულეთ ანალიზი იმ ვითარებისა, რაც დაგვხვდა და უკვე იანვრიდან მზად ვიქნებით, რომ სიახლეები შევთავაზოთ დარგის სპეციალისტებს. ანალიზის შედეგად ვნახეთ, რომ ფსევდო ბოიკოტი, რომელიც კინოცენტრს გამოუცხადეს ბოიკოტი არ არის, ეს არის პატარა ჯგუფის მიერ წამოწყებული ტაკიმასხარაობა, რომელსაც მხარს არ უბამს პროფესიონალთა უმრავლესობა. ბოიკოტი თუნდაც რეალური იყოს ესეც არ არის პრობლემა. ისინი ასე ხსნიან, რომ ბოიკოტი ნიშნავს უთხრა სახელმწიფოს, რომ არ გსურს მისი დაფინანსება. ჩვენი პასუხი არის, რომ არ გსურთ და არც არის საჭიროს, ვისაც სჭირდება ის მოგვმართავს და იმას დავაფინანსებთ, რა თქმა უნდა, კონკურსის წესით. ეს ბოიკოტიც არ არის, ეს არის რაღაც წამოწყება და ერთმანეთისთვის თავის მოსაწონებლად აწერენ ხელს, შემდეგ მოგვმართავენ წერილებით, რომ ხელისმომწერის მიუხედავად არ არიან ბოიკოტში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

,,ყველა დაიღალა კიეველი მათხოვრით, ზელენსკის არაფერი ეშველება, მაგრამ ამერიკელები რისკავენ” – ანატოლი ანტონოვი

„ზელენსკის მოგზაურობა ფუჭი აღმოჩნდა. მან ვერ დარწმუნება აშშ, რომ უკრაინა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შეერთებული შტატების უსაფრთხოება.

 

ყველა დაიღალა კიეველი მათხოვრით“, – აღნიშნავს ანატოლი ანტონოვი. „ზელენსკის არაფერი ეშველება, მაგრამ ამერიკელები რისკავენ, კიდევ უფრო მეტად ჩაეფლონ უკრაინის კონფლიქტის ჭაობში“, – დასძინა რუსეთის ელჩმა.

,,აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „მანამ, სანამ შეგვიძლია“- ბაიდენი

სამშაბათს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას „მანამ, სანამ ჩვენ შეგვიძლია“. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი Financial Times ავრცელებს.

ბრიტანული გაზეთი Financial Times აღნიშნავს, რომ წარსულში ბაიდენმა პირობა დადო, რომ მხარს დაუჭერდა უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნებოდა, თუმცა სამშაბათს მისი სიტყვები უფრო ზომიერი იყო.

“ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდებას მანამ, სანამ შეგვიძლია, მაგრამ დამატებითი დაფინანსების გარეშე ჩვენ სწრაფად გვეწურება ჩვენი შესაძლებლობა, დავეხმაროთ უკრაინას, უპასუხოს გადაუდებელ ოპერატიულ საჭიროებებს”, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისათვის ნებისმიერი დახმარების გამოყოფას თან უნდა ახლდეს აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოების საკითხი.

“ეს არის ჩვენი პირობები, რადგან ეს არის ამერიკელი ხალხის პირობები”, – აღნიშნა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

“რესპუბლიკელმა” სენატორმა, ჯონ კორნინმა, სენატის “რესპუბლიკელების” ლიდერის, მიტჩ მაკკონელის გუნდის წევრმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების განხილვა, სავარაუდოდ, 2024 წლამდე გადაიდო.

მისი თქმით, აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოებაზე შეთანხმების მიღწევა 25 დეკემბრამდე შეუძლებელი იქნება.

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა კარიერულის წინსვლის ან პროფესიული განვითარებისთვის. მოზღვავებული ენერგია საშუალებას გაძლევთ, რომ ყველაზე რთული საკითხები მოაგვაროთ. სამსახურში გაუგებრობამ ან მცირე უსიამოვნებამ შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ, თუმცა მეორე დღეს აღარც კი გემახსოვრებათ.

კურო

ამ დღეს მოულოდნელობები და სიურპრიზები გელით. მოემზადეთ იმისთვის, რომ ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. თუ გულზე ხელებს დაიკრეფთ და არ იმოქმედებთ, შეიძლება პრობლემებს ვერ გაუმკლავდეთ. ეცადეთ, ადვილად მისაღწევი მიზნები დაისახოთ და თუ საჭიროა, ნურც დახმარების თხოვნა მოგერიდებათ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა საკუთარი ქმედებების გაანალიზებისთვის. ეცადეთ, მოიფიქროთ, როგორ გახადოთ თქვენი სამუშაო უფრო ნაყოფიერი და კარგ შედეგებს სწრაფად როგორ მიაღწიოთ. ხშირად ცდილობთ, სასურველი რეალობად აღიქვათ და ილუზიებს იქმნით. ეს დღე დაგეხმარებათ შექმნილი ვითარება რეალურად შეაფასოთ და საკუთარი თუ სხვისი სუსტი მხარეები კარგად დაინახოთ.

კირჩხიბი

წარმატებული და ხალისიანი დღეა. ბედნიერი შეხვედრები და ნათელი შთაბეჭდილებები გელით. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ისე მოიქეცით, როგორც გული გკარნახობთ. ვარსკვლავები ფიქრობენ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებთ, წარმატებამდე მიგიყვანთ. ამ დღეს რჩევების მიცემის და სხვა ადამიანების ცხოვრებაში ჩარევისგან თავი უნდა შეიკავოთ.

ლომი

იღბლიანი დღეა, რომელიც დადებით ემოციებს და სასარგებლო შეხვედრებს მოგიტანთ. თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები იხსნება და ხელმძღვანელობა თქვენს ხარისხიან მუშაობას აუცილებლად დააფასებს. მოერიდეთ ხალხმრავალ შეხვედრებს – ეს შეიძლება საკმაოდ დამღლელი იყოს. თქვენი პრინციპულობის გამო შეიძლება საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი მოგივიდეთ.

ქალწული

ამ დღის ამოცანაა, ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ ახალი, საინტერესო პროექტის განხორციელება დაიწყოთ, რომელსაც დიდი ხანია გეგმავთ. ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები გელით. ეცადეთ, საჭირო ადამიანები თქვენი იდეების ეფექტურობაში დაარწმუნოთ – ეს თქვენთვის უმარტივესი საქმეა.

სასწორი

იფიქრეთ იმაზე, რაც დიდ ენერგიას გართმევთ და წინსვლაში ხელს გიშლით. დროა უსარგებლო ნივთებისა და ურთიერთობებისგან გათავისუფლდეთ და მიზნისკენ კიდევ ერთ ნაბიჯი გადადგათ. ეცადეთ, პრობლემები მშვიდად და ეტაპობრივად მოაგვაროთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ. სამსახურში შესაძლოა, ვიღაცის ყურადღება მიიქციოთ, ვინც მომავალში თქვენი მოკავშირე გახდება.

მორიელი

წარმატებას უფრო სწრაფად მიაღწევთ, თუ მიზნისკენ აუჩქარებლად იმოძრავებთ და თქვენს ყოველ მოქმედებას გააკონტროლებთ. ეცადეთ საკუთარ შესაძლებლობებს არ გადააჭარბოთ, რომ ჯანმრთელობა არ დაზიანოთ. ბოლო დღეებში დაგროვილმა სტრესმა მუშაობაში ხელი რომ არ შეგიშალოთ, ხშირად შეისვენეთ.

მშვილდოსანი

ადვილი წარმატების იმედი ნუ გექნებათ. თუ რაიმეს მიღწევა გსურთ, ხანგრძლივი შრომისთვის მზად უნდა იყოთ. ეს არა მხოლოდ სამუშაოს, ცხოვრების სხვა სფეროებსაც ეხება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უთანხმოება, არ არის გამორიცხული კამათი და ჩხუბი, თუმცა ძველი მეგობრის დახმარებით ყველა გაუგებრობას მალე დაივიწყებთ.

თხის რქა

ეს დღე შესაფერისია სიახლეებისა და ექსპერიმენტების – ეცადეთ, უფრო გაბედულად იმოქმედოთ და კომფორტის ზონას გასცდეთ. პირად ურთიერთობებში მეტი თავაზიანობა გამოიჩინეთ და პატივი ეცით პარტნიორის აზრს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელ დღეს არაფრისმომცემ კამათში გაატარებთ.

მერწყული

ამ დღეს ურთიერთობებში მეტი გულწრფელობა გმართებთ. შეგიძლიათ, საკუთარ სურვილებზე ან იმედგაცრუებაზე დაუფარავად ისაუბროთ – ახლობელი ადამიანები აუცილებლად გაგიგებენ და მხარს დაგიჭერენ. შესაძლოა ამ დღეს თქვენი დიდი სურვილიც ახდეს. ხშირად თქვენი კრიტიკა სამართლიანია, მაგრამ ნურც გარშემომყოფთა თავმოყვარეობის შესახებ დაივიწყებთ.

თევზები

ყურადღებით მოუსმინეთ, რას ამბობენ თქვენ გარშემო და შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დამკვირვებლის პოზიციას დასჯერდეთ და სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ, სანამ ამის შესახებ თავად არ გთხოვენ. ამ დღეს ბევრი პრობლემა თავისთავად, თქვენი მონაწილეობის გარეშე მოგვარდება.

რუსთაველის გამზირი და მისი მიმდებარე ქუჩები დროებით ჩაიკეტება

საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების პერიოდში, რუსთაველის გამზირი და მისი მიმდებარე ქუჩები დროებით ჩაიკეტება. კერძოდ, 14 დეკემბრის 09:00 საათიდან 16 დეკემბრის 02:00 საათამდე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გადაიკეტება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ორივე ზოლი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება და საპარკინგე ზონა ასევე გათავისუფლდება ლესია უკრაინკასა და არჩილ ჯორჯაძის ქუჩებზე.

აღნიშნულ პერიოდში, რუსთაველის გამზირიდან, ტ. შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტოსატრანსპოტო საშუალებები ლესია უკრაინკას ქუჩის ნაცვლად,  გადაადგილებას შეძლებენ ჭიჭინაძის ქუჩის გამოყენებით; აღნიშნული ქუჩებიდან, რუსთაველის ქუჩის მიმართულებით, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 9 აპრილის ქუჩის გამოყენებით; რ. თაბუკაშვილის ქუჩიდან, ა. ჯორჯაძის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობა დასაშვები იქნება გ. ჭანტურიას ქუჩის გამოყენებით.

15 დეკემბრის 10:00 საათიდან 16 დეკემბრის 01:00 საათამდე, განხორციელდება სატრანსპორტო მოძრაობის სრული შეზღუდვა და საპარკინგე ზონის გათავისუფლება რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე (რუსთაველის გამზირი, ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ანტონ ფურცელაძის, ლესია უკრაინკას და არჩილ ჯორჯაძის ქუჩები).

რუსთაველის გამზირიდან – ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ნ. ვაჩნაძის (ლ. გუდიაშვილის შესახვევი) ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან (გ. ჭანტურიასა და რუსთაველის გამზირის კვეთიდან) თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული იქნება – ლ. უკრაინკას, ა. ჯორჯაძის, ზ. ჭიჭინაძის, 9 აპრილისა და ა. ფურცელაძის ქუჩებიდან.

თავისუფლების მოედნიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის  გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით სრულად, რუსთაველის გამზირისა და გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე.

თავისუფლების მოედნიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლ. გუდიაშვილის, რ. თაბუკაშვილის, რ. ლაღიძის, შ. მესხიასა და ინაშვილის ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის ტერიტორიიდან მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება გ. ლეონიძის, პ. ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძისა და ა. გრიბოედოვის, პ. კაკაბაძის, კ. მაყაშვილის და ვ. ბარნოვის  ქუჩების გამოყენებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები, რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას შეძლებენ გ. ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე. შემდეგ, მარცხნივ მოხვევით, გ. ჭანტურიასა და ს. ვირსალაძის ქუჩების გავლით იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნ. ბარათაშვილისა და ა. პუშკინის ქუჩების გამოყენებით.

რუსთაველის გამზირის გადაკეტვისას, მელიქიშვილის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტობუსების – N301, 306, 310, 314, 326, 331, 337, 342, 345, 352, 358, 359, 388, 397 კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ რუსთაველის გამზირზე არსებულ ხეთის ხილის ხემდე, რის შემდეგაც დაუკავშირდებიან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩისკენ;

უკუმიმართულებისას, N306, 310, 314, 326, 342, 352, 358, 359, 388, 397 ავტობუსები გადავლენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და ბარათაშვილის პანდუსით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენას სანაპიროს და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, დაუკავშირდებიან კოსტავას ქუჩას და იმოძრავებენ დადგენილი სქემით, ხოლო ავტობუსები: N301, 331, 337, 345 ბარათაშვილის ხიდზე მოხვედრისას მარჯვნივ მოხვევით, გადაინაცვლებენ იუსტიციის სახლისკენ, იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით, რის შემდეგაც კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფომრაციაში.