Home Blog Page 1854

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება ტვ პირველის ეთერში გასულ ინტერვიუს პიერ-ალექსანდრე კრევოსთან.

საზოგადოების იმ მცირე ნაწილისთვის, რომელიც მისი საუბრით დაინტერესდა, საჭიროა, რამდენიმე ფაქტობრივი ინფორმაციის მიწოდება.

ის არასდროს იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას. იგი 2018 წლის 24 დეკემბრიდან იყო სტაჟიორი. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება იმ მიდგომის შემადგენელი ნაწილი იყო, რომელიც უცხოეთში მყოფი ქართული წარმოშობის ახალგაზრდებისთვის სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობების მიცემას ემსახურებოდა.

უნდა აღინიშნოს, რომ იმავე პერიოდში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმდნენ ბევრად უფრო წარმატებული ქართველი სტუდენტები წამყვანი ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტებიდან (კოლუმბია, სიანს პო და ვესტ პოინტი).

ალექსანდრ კრევო 2019 წლის 1 აპრილიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა კომუნიკაციის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულებით. მისი საჯარო მოხელის პოზიციაზე დასაქმება არ მოხდა, რადგან ვერ წარმოადგინა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2023 წლიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ გააგრძელა მასთან შრომითი ხელშეკრულება, ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მისი მხრიდან კოვიდრეგულაციების უხეში დარღვევა, რითაც საფრთხე შეუქმნა თანამშრომლების ჯანმრთელობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ მას არ აქვს არც უფლება და არც ლეგიტიმაცია, გაავრცელოს ჭორები პრეზიდენტის თითქოსდა პოზიციებსა და მოსაზრებებზე. ყველაზე გასაკვირი და ნამდვილად სამწუხაროა, თუ რა სისწრაფით აღიქვა, აითვისა და გაითავისა უცხოეთში გაზრდილმა ახალგაზრდამ საქართველოს პოლიტიკური სივრცის ყველაზე მახინჯი და უღირსი თვისებები”, – ნათქვამია განცხადებაში.

,,ინფორმაცია, რომელსაც მალავს ხელისუფლება”- გიორხელიძე

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს

,,ვის აქვს ინფორმაცია, რომელსაც ძალიან მალავს ხელისუფლება?!

ზელენსკის ცოლი იყო თბილისში და
რამდენადაც ცნობილია, მიწის დიდ ნაკვეთებს ყიდულობს.

იგივეს აკეთებსო მილიარდერი არახამია.
ვიღაც ყოფილი ნაცი დათო საყვარელიძე და ეს ზედა
ჯამაათი ერთი ხროვაა, როგორც მითხრეს!

ძალზე კონფიდენციალურად მომაწვდინეს ხმა, –
ყველაფერი კონფიდენციალურად ხდებაო.

მე რაკი ეს გავიგე, –
კითხვა დავსვი “კონფიდენციალურად”, –
არავის გაუმხილოთ,
‘შემინახეთ” საიდუმლო.

დარწმუნებული რომ არ ვიყო, საქართველოს მთავრობა
ამაზე წამსვლელია, – არც არაფერს დავწერდი!”- წერს გიორხელიძე

,,რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა”- ვოლსკი

რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის, ან სანქციების დაწესების, ან სანქციებისგან თავის არიდების ხელშეწყობის, ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა, მაგრამ მაინც უტიფრად აწვებიან თავისას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი Facebook-ზე წერს.

„იმდენად მდაბიო საქციელია ურთულესი გამოწვევების წინაშე მყოფი საკუთარი სამშობლოს დესტაბილიზაციის მცდელობები, რომ ხელისუფლებისათვის რუსეთთან, ანუ ოკუპანტთან კოლაბორაციონიზმის უტიფრად დაბრალება ერთადერთია, რითიც რევოლუციურ კომიტეტში გაერთიანებულმა პოლიტიკოსმა ან აქტივისტმა შეიძლება თავი იმართლონ ამომრჩეველთან, ოჯახის წევრებთან, თუნდაც სარკეში ყურებისას.

რუსეთისათვის მეორე ფრონტის გახსნის, ან სანქციების დაწესების, ან სანქციებისგან თავის არიდების ხელშეწყობის, ან სააკაშვილის წამებულად გამოცხადების საკითხებზე რევოლუციური კომიტეტის პროპაგანდამ კრახი განიცადა, მაგრამ მაინც უტიფრად აწვებიან თავისას – ამით ამართლებენ უსამშობლოობას“, – წერს ვოლსკი.

თბილისის ზღვაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

თბილისის ზღვაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, ვის ეკუთვნის ის.

გარდაცვლილს, სავარაუდოდ, ექსპერტიზაზე გადაასვენებენ და დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის ზღვაში შუა ხნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი წყალში შევიდა და უკან გამოსვლა ვერ მოახერხა. სავარაუდოდ ის უცხოეთის მოქალაქეა.

“უკრაინის შეტევა რამდენიმე ფრონტზე უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ბევრი იმედოვნებდა”

Col. Gen. Oleksandr Syrskyi, top military commander in charge of the defense of the Ukrainian capital, walks in a trench at a position north of the capital Kyiv, Ukraine, Tuesday, March 29, 2022. The first face-to-face talks in two weeks between Russia and Ukraine began Tuesday in Turkey, raising flickering hopes there could be progress toward ending a war that has ground into a bloody campaign of attrition. (AP Photo/Vadim Ghirda)

BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეტევა რამდენიმე ფრონტზე უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ბევრი იმედოვნებდა.

„ჩვენ გვსურს მივიღოთ ძალიან სწრაფი შედეგები, მაგრამ სინამდვილეში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია“, – ამბობს გენერალი, რომელიც მეთვალყურეობს უკრაინის განახლებულ შეტევას აღმოსავლეთში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთში, ისევე როგორც სამხრეთში, ტერიტორია დანაღმულია და თავდაცვითი ბარიერებია აგებული.

„ამიტომ, ჩვენი წინსვლა ნამდვილად არ მიდის ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს“, – განაცხადა მან.

ოლექსანდრ სირსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობის ერთიანობა და უკრაინელი ჯარისკაცების ერთმანეთისადმი ნდობა უკრაინული არმიის ძლიერი მხარეა.

“ბელგიის საგარეო უწყების ძალიან ღია პოზიციაა, რომ საქართველო უნდა იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში” – ვახტანგ მახარობლიშვილი

ბელგიის საგარეო უწყების ძალიან ღია რეკომენდაცია და პოზიცია არის დადებითი, რომ საქართველო უნდა იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში, შესაბამისად ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და დავაზუსტებთ თუ რა კონკრეტული მიზეზი შეიძლება ყოფილიყო, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

„ეს არის ძალიან ცვალებადი, ნებისმიერი სახელმწიფო, ნებისმიერ წელს შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზით უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებული, ან დამატებული და მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კონსულტაციები, რაც გავმართეთ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მათი ძალიან ღია რეკომენდაცია და პოზიცია არის დადებითი, რომ საქართველო უნდა იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და დავაზუსტებთ თუ რა კონკრეტული მიზეზი შეიძლება ყოფილიყო. ის, რომ ეს იმოქმედებს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, ამაზე ფიქრის საფუძველი არ გვაქვს. მსგავსი მინიშნება ევროკავშირის მხრიდან არ განხორციელებულა“, – აღნიშნა მახარობლიშვილმა.

ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ბელგიის მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის ვებგვერდზე განახლებულ სიაში საქართველო აღარ არის და განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება კომისრის მოსაზრებას ეფუძნება.

ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აჭარაში უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს აბდულა არიპოვს აჭარაში უმასპინძლა. უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად სამუშაო სადილი გაიმართა, სადაც საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს.

დღესვე, აბდულა არიპოვს და საქართველოში ვიზიტად მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პორტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ამ სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
დელეგაციას ბათუმსა და ფოთში ლევან დავითაშვილთან ერთად აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა უმასპინძლეს. მათ უზბეკ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ფოთის საზღვაო პორტი და აკვატორია სანაპირო დაცვის გემით, ასევე გაეცნენ ბათუმის პორტის ინფრასტრუქტურას და მუშაობას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.

უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტი დღეს დასრულდა. აბდულა არიპოვი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.

უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 17 ივლისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას.

ევროპაში ძლიერი სიცხით გამოწვეულ ტყის ხანძრებს ებრძვიან

მეხანძრეები ევროპაში ძლიერი სიცხით გამოწვეულ ტყის ხანძრებს ებრძვიან, იწვის ტერიტორიები, შენობები და ხორციელდება ათასობით ადამიანის ევაკუაცია.

ხანძრებს ებრძვიან ესპანეთის კუნძულ ლა პალმაზე, საბერძნეთსა და შვეიცარიაში.

სამხრეთ შვეიცარიაში ტყის ხანძრის გასაკონტროლებლად მიმდინარე სამუშაოებში ასზე მეტი მეხანძრეა ჩართული. ხანძარი გუშინ სოფელ ბიტჩთან ახლოს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა. უსაფრთხოების მიზნით, ევაკუირებულია ახლომდებარე სოფლების 200-ზე მეტი მცხოვრები. ხანძარი ამ დროისთვის 100 ჰექტარ ტერიტორიაზე, მანქანებისთვის ძნელად მისადგომ ადგილებში მძვინვარებს.

საბერძნეთმა ტყის ხანძრებთან გამკლავებაში დახმარება ევროკავშირის ქვეყნებს სთხოვა და ბლოკმა ქვეყანაში იტალიიდან და საფრანგეთიდან ოთხი თვითმფრინავის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

ძლიერი სიცხე ფიქსირდება იტალიაშიც. კუნძულ სარდინიაზე მოსალოდნელია 46 გრადუსი ცელსიუსი ტემპერატურა. სინოპტიკოსების ვარაუდით, უკიდურესი სიცხე იტალიის ზოგიერთ ნაწილში, შესაძლოა, კიდევ 10 დღის განმავლობაში გაგრძელდეს.

ძლიერი სიცხის ტალღაა ესპანეთშიც, სადაც, გუშინ ტემპერატურამ ქვეყნის სამხრეთით 44 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5702 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5702 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5702 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5731 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8935 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8909 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0026 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ შეიქმნას „საქართველოს გამარჯვების პლატფორმა“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის დეპუტატ დავით კირკიტაძის განცხადებით, უნდა შეიქმნას „საქართველოს გამარჯვების პლატფორმა“, სადაც ყველა თაობის ადამიანისთვის კარი ღია იქნება.

მისივე თქმით, აღნიშნულ პლატფორმაში უნდა გაერთიანდნენ ადამიანები, ვისთვისაც ქვეყნის ევროპული პერსპექტივა მნიშვნელოვანია.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ შეიქმნას „საქართველოს გამარჯვების პლატფორმა“, სადაც არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის, არამედ ყველა თაობის ადამიანისთვის კარი ღია იქნება. ადამიანებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა და მნიშვნელოვანია ქვეყნის იმ ვითარებიდან გამოყვანა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა ქვეყანა“,- განაცხადა კირკიტაძემ.

“ნებისმიერ მართლა ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციას ან ინდივიდუალურ სახეს განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორად”-პეტრე ცისკარიშვილი

ნებისმიერ მართლა ოპოზიციურ პოლიტიკურ ორგანიზაციას ან ინდივიდუალურ სახეს განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორად – ბევრ პარტიასთანაა კონსულტაცია, ასევე არიან ინდივიდუალური პოლიტიკოსებიც, ვისაც ვესაუბრებით,-განუცხადა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომაზე იმსჯელეს ყველაფერზე, “მათ შორის იმაზე, რომ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიასთან სათანამშრომლოდ მზად არიან”.

“ჩვენ ნებისმიერ მართლა ოპოზიციურ, ბიძინა ივანიშვილთნ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ორგანიზაციას ან ინდივიდუალურ პოლიტიკურ სახეებს განვიხილავთ პოტენციურ პარტნიორად. ასევე ბუნებრივი მოცემულობაა, რომ თუ ივანიშვილთან მართლა დაპირისპირებული ხარ, ნიშნავს იმას, რომ შენი საგარეო ვექტორი ევროინტეგრაციაა. შესაბამისად, ამ ორ მოცემულობას ვინც აკმაყოფილებს, თუ მათი მხრიდანაც იქნება სურვილი და შედგება ორმხრივი მოძრაობა, საერთო ენის გამონახვა და თანამშრომლობა არ გაგვიჭირდება”,- განაცხადა ცისკარიშვილმა.

რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას არ აპირებს, ცისკარიშვილი ამბობს, რომ თუ აღნიშნული პარტიები ნამდვილად ოპოზიციურად განწყობილები არიან, მხოლოდ წარმატებას და გაძლიერებას უსურვებს.

„თანამშრომლობა და კოორდინაცია რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ორმხრივი მოძრაობაა. თუ მათი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები არ გადმოიდგმება, მაგრამ ისინი რადიკალური, მართლა ოპოზიციური პროდასავლური პარტიები არიან, მხოლოდ წარმატება შეგვიძლია ვუსურვოთ. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, გაძლიერდნენ. ბარიერის გადალახვის პრობლემა რომ არ ჰქონდეთ, სწორედ ეს გვინდა ჩვენ, რადგან ასეთ პოლიტიკურ პარტიებში ვხედავთ მოკავშირეებს შემდგომ ეტაპზე, როდესაც აუცილებელი იქნება კოალიციური ხელისუფლების ფორმირება და საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

“სპეკულაციების აგორება ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე და მერე იმედგაცრუება ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას ეხმარება”

ყველანაირი სპეკულაციების აგორება ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე და მერე იმედგაცრუება, რომ არ შედგა ესა თუ ის გაერთიანება, ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას ეხმარება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მსგავსი სპეკულაციების ნაცვლად, პოლიტიკურმა პარტიებმა მათ გარშემო რწმენის მქონე ადამიანებისა და მხარდამჭერების რაოდენობა უნდა გაზარდონ.

“მხოლოდ შინაარსზე ბევრი საუბრის შემდეგ, ადამიანთა დარწმუნების შემდეგ, უნდა ვიფიქროთ, თუ რომელ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს შინაარსობრივი სიახლოვე და ვისთან ღირს პრაგმატულად არჩევნების წინ გაერთიანება, რათა ამომრჩეველთა რაოდენობა გამსხვილდეს ბარიერის გადასალახად. ეს არის სწორი და არა ის მუდმივი სპეკულაციები, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების შიგნით”,- განაცხადა ბოკერიამ.