“ბელგიის საგარეო უწყების ძალიან ღია პოზიციაა, რომ საქართველო უნდა იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში” – ვახტანგ მახარობლიშვილი

87
spot_img

ბელგიის საგარეო უწყების ძალიან ღია რეკომენდაცია და პოზიცია არის დადებითი, რომ საქართველო უნდა იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში, შესაბამისად ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და დავაზუსტებთ თუ რა კონკრეტული მიზეზი შეიძლება ყოფილიყო, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

„ეს არის ძალიან ცვალებადი, ნებისმიერი სახელმწიფო, ნებისმიერ წელს შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზით უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოღებული, ან დამატებული და მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი კონსულტაციები, რაც გავმართეთ ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მათი ძალიან ღია რეკომენდაცია და პოზიცია არის დადებითი, რომ საქართველო უნდა იყოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში, შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და დავაზუსტებთ თუ რა კონკრეტული მიზეზი შეიძლება ყოფილიყო. ის, რომ ეს იმოქმედებს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით, ამაზე ფიქრის საფუძველი არ გვაქვს. მსგავსი მინიშნება ევროკავშირის მხრიდან არ განხორციელებულა“, – აღნიშნა მახარობლიშვილმა.

ბელგიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ბელგიის მოქალაქეობის არმქონე პირთა გენერალური კომისრის ვებგვერდზე განახლებულ სიაში საქართველო აღარ არის და განმარტებულია, რომ გადაწყვეტილება კომისრის მოსაზრებას ეფუძნება.