Home Blog Page 1833

,,“Edison Research-ის კვლევაც ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნომერ პირველი”- ხაბეიშვილი

Edison Research-ის კვლევა ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნომერ პირველი ევროპული პარტია საქართველოში, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი Edison Research-ის კვლევას.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ოპოზიციას ჰქონდეს საერთო სტრატეგია, ხოლო ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი კოალიციური მთავრობა უნდა შემდეგ ხელისუფლებაში

“Edison Research-ის კვლევაც ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ნომერ პირველი ევროპული პარტია საქართველოში, ასე მიიჩნევს ქართველი ხალხი, რადგან „რუსული ოცნებას“ არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულ ღირებულებებთან და შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მთავარი ძალა რუსი ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში. ასევე მნიშვნელოვანია და კარგია, რომ ამ შედეგების მიხედვით სხვა ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებს აქვთ გარკვეული შედეგები, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, მეტიც, მნიშვნელოვანია ახლა მათ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე იფიქრონ მათ გაერთიანებაზე, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო დამატებით სხვა ერთობები და ასევ ვთქვათ შემომატებები აუცილებლად ექნება, ამ მიმართულებით ვმუშაობთ და მნიშვნელოვანია, სხვა პროდასავლური ძალებიც გაძლიერდნენ, გაერთიანდნენ და მე კიდევ ერთხელ ვთავაზობ მათ, საერთო სტრატეგიას და არა ვინმესთან გაერთიანებას, რადგან ეს კვლევაც ჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ არავისთან გაერთიანება არ სჭირდება, ჩვენ ჩვენი ელექტორატი გვყავს, მეტიც, არის მზარდი, ამაზე ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბიძინა ივანიშვილის, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ გვქონდეს საერთო გეგმა, სტრატეგია და საერთო ჯამში მისმა აღმატებულებამ, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს, როგორი კოალიციური მთავრობა უნდა შემდეგ ხელისუფლებაში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ნაცმოძრაობა“ ახლა კეზერაშვილ-მერაბიშვილის ხელშია”- ზურაბ ქადაგიძე

კეზერაშვილი ცდილობს ძალის დემონსტრირება ჩაატაროს, რომ მიუხედავად ძველი კვლევებისა, მისი სწორი მენეჯმენტით, და სასაცილოა, მაგრამ ხაბეიშვილის ლიდერობით, „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე მეტად მოწოდების სიმაღლეზეა და ის კიდევ ერთ რებრენდინგს არ საჭიროებს, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ახლა კეზერაშვილ-მერაბიშვილის ხელშია, პარტიის შიდა მართვას სააკაშვილის ყველა კადრი ჩამოცილებულია და შესაბამისად, Edison research-ის ახალი კვლევა, სადაც „ნაცმოძრაობას“ კარგი შედეგები აქვს, ორი ფრთის დაპირისპირებას ასახავს:

„ხელაღებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების ნაწილი არის მანიპულაციური საშუალება, რათა აზრის ფორმირებას მიაღწიონ. ამ კვლევების ჩამტარებელი ორგანიზაციები ირიბად თუ პირდაპირ რადიკალურ ოპოზიციასთან არიან კავშირში. რაც შეეხება Edison research-ის ახალ კვლევას, ეს ჩემთვის შიდა დაპირისპირების ერთ-ერთ იარაღს წარმოადგენს კეზერაშვილსა და მის მოწინააღმდეგე ფრთას შორის და აი, რატომ:

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო კვლევებით „ნაცმოძრაობა“ დეგრადაციის გზაზეა ციფრების თვალსაზრისითაც კი (და არა მხოლოდ – რეალურად), და მაშინ როდესაც შიდა დაპირისპირება იმ დონეზე მიდის, რომ კობა ნაყოფიას საშუალებით მცდელობაა დავით არახამია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში შემოვიდეს კეზერაშვილ-მერაბიშვილისა და „ნაცმოძრაობის“ დღეს არსებული ლიდერშიპის საპირწონედ, ამ დროს კეზერაშვილი ცდილობს ძალის დემონსტრირება ჩაატაროს, რომ მიუხედავად ძველი კვლევებისა, მისი სწორი მენეჯმენტით და სასაცილოა, მაგრამ ხაბეიშვილის ლიდერობით, „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციურ სპექტრში ყველაზე მეტად მოწოდების სიმაღლეზეა და ის კიდევ ერთ რებრენდინგს არ საჭიროებს.

იმ აზრს, რომ შიდა ჭიდილი მიმდინარეობს, მიმძაფრებს კიდევ ერთი მომენტი, რომ მიხეილ სააკაშვილი უცბად გამოჯანმრთელდა. ვხედავთ უკვე, რომ ეს კაცი, რომელიც წელიწად-ნახევარი კვდებოდა, უცბად, არსაიდან გამოფრინდა და თქვა, რომ მორჩა, ნუღარ ვისაუბრებთ ჩემს ავადმყოფობაზე, პოლიტიკას უნდა მივხედოო. ამ დროს, სად არის და სად არა, კეზერაშვილის კვლევა გამოდის, სადაც „ნაცმოძრაობას“ კარგი შედეგები აქვს. არ დაგავიწყდეს, რომ „ნაცმოძრაობა“ ახლა კეზერაშვილ-მერაბიშვილის ხელშია. კი, შეიძლება ირიბად მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება და თუკი რაიმე პოზიტივი დარჩენია „ნაცმოძრაობასთან“ შემხებლობის თვალსაზრისით, ამის გამოყენებას ცდილობენ, მაგრამ რეალობა არის ის, რომ „ნაცმოძრაობის“ შიდა მართვას სააკაშვილის ყველა კადრი და გავლენა აბსოლუტურად ჩამოცილებულია და კეზერაშვილი სრულად აკონტროლებს. ის მეორე ფრთა კი, რომელიც კეზერაშვილს ორგანულად ვერ იტანს, არის კობა ნაყოფიას ფრთა, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში არახამიას შემოყვანას ცდილობენ. აქ სჭირდება კეზერაშვილს ძალის დემონსტრირება, რომ მის ხელში „ნაცმოძრაობა“ იმაზე ძლიერია, ვიდრე ეს იყო მელიას ხელში თუ 2012 წლამდე. ვფიქრობ, ეს კვლევა მათი ადგილობრივი ხელის გადაგრეხის ასახვაა.“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

,,საქართველოს გამოყოფა იქნება დასავლეთის სტრატეგიული შეცდომა ”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მთავრობის მეთაურმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ავტომატურად შეამცირებს პოლარიზაციის ხარისხს.

„მათ ვუთხარი, რომ ასეთ ვითარებაში, საქართველოს გამოყოფა იქნება სტრატეგიული შეცდომა დასავლეთის და ეს არ შედის არც დასავლეთის, არც ჩვენს ინტერესებში. ასევე მკაფიოდ ვუთხარი ჩვენს მეგობრებს, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი თუ არის პოლარიზაციის დასრულება, აუცილებლად უნდა მოგვანიჭონ სტატუსი, იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი სპეკულაციის საგანი და პოლარიზაციის წყარო. თუ ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ავტომატურად, მინიმუმ გაანახევრებს პოლარიზაციის ხარისხს,“- განაცხადა პრემიერმა.

,,ზემო ლარსზე ეკონომიკური ბლოკადის რღვევა ხორციელდება, რომელიც ევროპის ქვეყნებმა დაგვიწესეს”- რუსეთის საბაჟო სამსახური

რუსეთმა დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა გაარღვია. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან დავიდოვმა განაცხადა.

„ზემო ლარსზე, ამჟამად, ეკონომიკური ბლოკადის რღვევა ხორციელდება, რომელიც ევროპის ქვეყნებმა დაგვიწესეს. ჩვენ შეგვიძლია „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ დერეფნით 15 მილიონი ტონა ტვირთის გატარება“, – განაცხადა მან.

დავიდოვის თქმით, გასულ წელს 5.5 თვის განმავლობაში, ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციის რეგიონში საბაჟოს თანამშრომლებმა ორივე მიმართულებით მიმავალი 5,6 მილიონი ტონა ტვირთი დაამუშავეს, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში – უკვე 7,8 მილიონი ტონა.

„ვფიქრობ, რომ წელს ჩრდილოეთ კავკასიაში 15 მილიონი ტონა ბრუნვას გადავაჭარბებთ. მხოლოდ ზემო ლარსში გვაქვს სავაჭრო ბრუნვის 20 პროცენტზე მეტი ზრდა, – განაცხადა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.

საბაჟო სამსახურში განაცხადეს, რომ მიმდინარე წლის 15 ივნისს სატვირთო ტრანსპორტისთვის დამატებითი კონტროლის ხაზების ამოქმედების შემდეგ, საზღვრის გადაკვეთაზე, ყოველდღიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 1,2 ათასი სატვირთო მანქანა გადის, ხოლო რეკონსტრუქციამდე – ათასზე ნაკლები გადიოდა.

დავიდოვი დღეს ჩრდილოეთ ოსეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზემო ლარსის საგუშაგოს ეწვია. უწყების ინფორმაციით, ახლა ზემო ლარსზე 39 ზოლია: 12 სატვირთო მანქანებისთვის, ორი ავტობუსებისთვის, ერთი სარეზერვო და 24 მსუბუქი ავტომობილებისთვის.

,,ამას პალატაში უნდა ჩამოუკიდო მისი ხელისუფლების მიერ და მისი ბრძანებით ნაწამები ხალხის ფოტოები”- სალუქვაძე

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში სააკაშვილის წერილს ეხმაურება:

„თავიდან ირონია გამოიწვია სააკაშვილის პოსტმა. 7 ნოემბრის და ციხეებში წამების სისტემის შემქნელი სხვაზე რომ ამბობს დაშინების პარტიააო. მერე ბრაზი მომერია.
ამას პალატაში უნდა ჩამოუკიდო მისი ხელისუფლების მიერ და მისი ბრძანებით ნაწამები ხალხის სულხან მოლაშვილის, სერგო თეთრაძის, კობა დავითაშვილის და სხვათა ფოტოები. მისი პოსტის და კომენტარების ავტორებს კი უნდა მიუსაჯო წამების და ძალადობის შესახებ სისხლის სამართლის საქმეების შესწავლა და ზეპურად მოყოლა. წაკითხული აქვთ თეთრაძის ან სხვა საქმეები?
რაც შეეხება “რუსულს”, სააკაშვილი ხმას როგორ იღებს, როცა პუტინის დავალებით 2003 წელს პირდაპირ საგარეო საქმეთა მინისტრი გამოგზავნა, კრწანისში თათბირი ჩაუტარა შევარდნაძის მთავრობას და ოპოზიციის სამეულს და სააკაშვილი დასვა პრეზიდენტად.
წერს, პრეზიდენტის რეზიდენციაზე გულების დროშა აღვმართე და “ოცნება” აღშფოთდაო. გულების კი არა, ნაცმოძრაობის ახალ დროშად მიიღეს ჯვრების ნაცვლად გულებით ჩანაცვლებული დროშა და სახელმწიფო შენობის თავზე პარტიული დროშა აღმართა. იგივეა, კანცელარიის თავზე პრემიერმა “ქართული ოცნების” დროშა რომ აღმართოს.
ციხეში საქართველოს მონატრების გამო ჩამსვესო. ჩამოფრენილიყო თვითმფრინავით და მაშინ ექნებოდა მსგავსი უტიფრობის ოდნავი მორალური უფლება. გეგმა რომ გამისვლოდა და არჩევნების წინა დღეს არ აეყვანათ, ვნახავდით რისთვის იყო ჩამოსული.
მსჯავრი და ბრალი კი გაცილებით მეტ საქმეზე უნდა ჰქონდეს წაყენებული, თუმცა გირგვლიანის, გელაშვილის ცემის, 7 ნოემბრის, 9 მილიონის ფლანგვის და საზღვრის უკანონო კვეთის საქმეები საკმარისი უნდა ყოფილიყო, რათა მისი მომხრეებისთვის პოლიტიკურად მომკვდარიყო, მაგრამ აბა რისი სექტა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებაა? ამათთვის 9 მილიონის ფლანგვა პიჯაკების საქმეა, 7 მილიონის ფლანგვა მანქანით სარგებლობის.
სტრასბურგში გაიმართლოს თავი და შემდეგ ელაპარაკოს ქართველ ხალხს. მანამდე დარჩება საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელ კრიმინალ ყოფილ პრეზიდენტად.
ოპოზიციას არაფერი გეშველებათ, სანამ მისი გავლენისგან არ გათავისუფლდებით.“

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 ივნისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6208 ლარი ეღირება, ევრო – 2.8622 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3287 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6164 ლარი ღირდა, ევრო – 2.8602 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3393 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 22 ივნისს ამოქმედდება.

მთავრობა ავტოსადგურების სერტიფიცირებისა და მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი ნებართვების შემოღების ინიციატივით გამოდის

მთავრობა ავტოსადგურის სერტიფიცირების, მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღების ინიციატივით გამოდის და ამ მიმართულებით პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტის მიღებას სთავაზობს.

პარლამენტში განსახილველად უკვე წარდგენილია “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონსა და სხვა გამომდინარე კანონებში ცვლილებების პროექტი, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.

პროექტის თანახმად, ავტოსადგური განიმარტება როგორც მგზავრთა და გადამზიდველთა მომსახურების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე მოწყობილი ადგილი, სადაც დადგენილი წესით შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო რეგულარულ, არარეგულარულ, ქვეყნის შიდა ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებული მომსახურება.

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონს ავტოსადგურთან დაკავშირებული სპეციალური მუხლები ემატება, რომლებიც ავტოსადგურის კლასებსა და მათ სერტიფიცირებას განსაზღვრავენ. ასევე, მუნიციპალიტეტი თავისი ნორმატიული აქტით იმ დასახლებების ჩამონათვალს განსაზღვრავს, სადაც ავტოსადგურიდან ავტობუსების რეისში გასვლა სავალდებულო არ არის.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, ორი უნივერსალური სახის ნებართვის შემოღება ხდება – ეს არის საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომლის აღების შემთხვევაში გადამზიდველს საშუალება მიეცემა განახორციელოს როგორც საერთაშორისო რეგულარული/არარეგულარული და ქვეყნის შიდა რეგულარული გადაყვანა, ისე საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა.

როგორც ცვლილებებთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განმარტავს, ავტოსადგურებში საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი სანიტარულ-ჰიგიენური, მოძრაობის, ეკოლოგიური და სახანძრო უსაფრთხოების წესების მოთხოვნები დაცული არ არის.

უწყების ინფორმაციით, უმეტესი ავტოსადგურების ტექნოლოგიური აღჭურვილობა და საექსპლუატაციო-ტექნიკური მახასიათებლები ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

“მიუხედავად ამისა, ავტოსადგური ხშირ შემთხვევაში თვითონ ხდება გადამზიდველი, რითაც ზღუდავს სხვა გადამზიდველებს, აწესებს მომსახურების მაღალ ტარიფს და გადამზიდველებს შორის ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას სპობს.

დღეს არსებული სრული ლიბერალიზაციის პირობებში, მოხდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების სფეროს მთავარი შემადგენელი ნაწილის – სამარშრუტო ქსელის მითვისება ავტოსადგურების მესაკუთრეებისა და სხვა პირების მიერ, რომელთა თანხმობის გარეშე ქვეყნის შიგნით რეგულარულ მარშრუტებზე საქმიანობის განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ასეთივე უწესრიგობას სადგურების გვერდის ავლით მგზავრთა კომერციული გადაყვანების განხორციელებისას ვაწყდებით.

სისტემატური ხასიათი მიიღო მგზავრთა გადაყვანამ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან, ნაცვლად ავტოსადგურებისა, რის გამოც მკვეთრად გაიზარდა ავტობუსების ქაოსური მოძრაობის ინტენსივობა, იქმნება საცობები, საგრძნობლად გაუარესდა ეკოლოგიური მდგომარეობა.

ხშირ შემთხვევებში გადაზიდვების პროცესი ხორციელდება სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მომუშავე გადამზიდველების მიერ მოძრაობის განრიგების გარეშე – მოძრაობის, გარემოს დაცვისა და მძღოლთა შრომისა და დასვენების ნორმების უგულებელყოფით.

ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზრდა დაბალი კვალიფიკაციის მქონე არაპროფესიონალთა რიცხვი, რომლებიც მგზავრთა გადაყვანის მიზნით იყენებენ რესურსამოწურულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა უმრავლესობა არც ტექნიკური პარამეტრებით და არც კომფორტის თვალსაზრისით მგზავრთა რეგულარული გადაყვანის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

შედეგად ის მეწარმე-გადამზიდველები, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ახორციელებენ, არაკონკურენტუნარიან პირობებში აღმოჩნდენ, რაც იწვევს მათ განდევნას სატრანსპორტო ბაზრიდან და კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით მომუშავე ავტობუსის მფლობელი ინდივიდუალური პირებით ჩანაცვლებას“, – ნათქვამია პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

“ყირიმში “ქიმიური ქარხნის დანაღმვით 3 ქვეყანას საფრთხე ემუქრება” – უკრაინული მხარე

უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია გუმენიუკი რუსული ძალების მიერ ქიმიური ქარხნის, „ყირიმის ტიტანის“ დანაღმვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს შესაძლოა, ოკუპანტების მხრიდან მორიგი ტექნოგენური შანტაჟის საშუალებად იქცეს.

როგორც ნატალია გუმენიუკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ყირიმის ტიტანის“ ტერიტორიაზე აფეთქებას შეიძლება ბევრად უფრო დიდი კატასტროფა მოჰყვეს, ვიდრე ეს კახოვკას ჰესის ჩამონგრევის შემთხვევაში მოხდა.

„თუ შევადარებთ შანტაჟს და კახოვკას ჰესთან დაკავშირებული ტექნოგენური კატასტროფის სისრულეში მოყვანას, მაშინ, ეს უფრო ლოკალური სიტუაცია იყო, ხოლო რაც შეეხება საწარმო „ტიტანს“, ამას უკვე სახელმწიფოთაშორისი ხასიათი ექნება“, – აცხადებს ნატალია გუმენიუკი.

როგორც ის სპეციალისტებზე დაყრდნობით აცხადებს, კატასტროფის შემთხვევაში, ზარალი შეიძლება სხვა ქვეყნებსაც შეეხოს, კონკრეტულად კი თურქეთს, რუმინეთს და მოლდოვას. როგორც ნატალია გუმენიუკი ამბობს, მსგავსი საფრთხე ამ ქვეყნების ხელისუფლების შეშფოთების საგანს უნდა წარმოადგენდეს.

რიკოთთან, მდინარეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

რიკოთზე ხიდიდან მდინარეში გადავარდნილი მუშის ცხედარი იპოვეს.

შუა ხნის კაცს 20 ივნისის საღამოდან ეძებდნენ.

არსებული ცნობით, მუშა მდინარეში ავტობანის უბისის მონაკვეთზე მშენებარე ხიდიდან გადავარდა და წყალმა წაიღო.

სამძებრო სამუშაოების შედეგად კაცის ცხედარი, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, შროშას მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

“ბავშვებში LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია” – ირაკლი კობახიძე

ბავშვებში LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, LGBT პროპაგანდას ძალიან ფართო მხარდაჭერა აქვს და იმედოვნებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული ასეთი მოთხოვნა, რომ ბავშვებში LGBT პროპაგანდას დაუჭირონ მხარი.

„სტატისტიკა ვნახეთ: ამერიკის შეერთებულ შტატებში, 18-დან 25 წლამდე მოსახლეობის 20% არის LGBT პირი, საფრანგეთში – 22%, არიან ქვეყნები, სადაც კიდევ უფრო მაღალია მაჩვენებელი. თავის დროზე, ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ პროპაგანდას გავლენა ვერ ექნებოდა ადამიანის ორიენტაციაზე. აღმოჩნდა, რომ ეს ტყუილია. პროპაგანდას, რა თქმა უნდა გავლენა აქვს ადამიანების ქცევაზე, ამის დადასტურებაა ის სტატისტიკა, რომელიც გამოქვეყნდა. ეს რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. ჩვენ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, მითუმეტეს, როდესაც ამ პროპაგანდის ადრესატები არიან ბავშვები. ბავშვებში LGBT პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ჩვენ ამას დავუპირისპირდეთ სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, LGBT პროპაგანდას ძალიან ფართო მხარდაჭერა აქვს. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არ იქნება წამოყენებული ასეთი მოთხოვნა, რომ ბავშვებში LGBT პროპაგანდას დავუჭიროთ მხარი. ეს ჩვენთვის მიუღებელი იქნებოდა. ესტონეთში გუშინ დაკანონდა ერთსქესიანთა ქორწინება და ამას მოჰყვა ძალიან ხმამაღალი შეფასებები კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან“, – აღნიშნა კობახიძემ.

გარდა ამისა, მან „მაკდონალდსთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბუკლეტებში ბავშვებს LGBT პროპაგანდა შეაპარეს.

„ჩვენ ელტონ ჯონზე კი არ ვამბობთ უარს, ელტონ ჯონი არაჩვეულებრივი შემოქმედია, ხელოვანი, ძალიან დიდ პატივს ვცემთ, როგორც ხელოვანს. ბროშურა და კონცერტი რა შუაშია? ხვალაც მოვუწოდებ, რომ თუ სადმე იქნება კონცერტი, ამ კონცერტზე წავიდნენ. რა შუაშია ელტონ ჯონის შემოქმედება ამ ყველაფერთან? საუბარია, რომ ბუკლეტებში ბავშვებს შეაპარეს LGBT პროპაგანდა, კონკრეტული ჩანაწერი იყო, რომელიც LGBT პროპაგანდას შეიცავდა. ხვალ შეიძლება მეც წავიდე ელტონ ჯონის კონცერტზე “, – აღნიშნა კობახიძემ.

“ევროკომისიის შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რეფორმების განხორციელების კუთხით საქართველოსგან მეტი ძალისხმევაა საჭირო”- Euractiv

European Union flags flap in the wind as they hang at half-staff, to pay respect to victims of the recent floods in Europe, outside EU headquarters in Brussels, Tuesday, July 20, 2021. Belgium is holding a day of mourning on Tuesday to show respect to the victims of the devastating flooding last week, when massive rains turned streets in eastern Europe into deadly torrents of water, mud and flotsam. (AP Photo/Virginia Mayo)

უკრაინამ და მოლდოვამ რეფორმების კუთხით კარგ პროგრესს მიაღწიეს და მოსალოდნელია, რომ მათ მომდევნო თვეებში დაასრულებენ, საქართველოსგან კი მეტი ძალისხმევაა საჭირო, – გამოცემა euractiv-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც მიმდინარე კვირაში ზეპირი სახით წარადგენენ.

გამოცემის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან 3 სრულად შეასრულა: გენდერული თანასწორობასთან დაკავშირებული, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებასთან დაკავშირებული და ასევე სახალხო დამცველის დანიშვნასთან დაკავშირებული.

„თუმცა, ევროკავშირის მსურველი ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა, რამაც დასავლეთში შეშფოთება გამოიწვია დემოკრატიის მიმართ აღებული ვალდებულებებისა და ევროატლანტიკური ორიენტაციის კუთხით საქართველოს უკუსვლის გამო. ეს ასახულია იმ პუნქტებში, რომლებიც ქვეყნის დეპოლარიზაციას მოითხოვენ “უხეში რიტორიკის დასრულებით” და ასევე პარლამენტის ეფექტური ზედამხედველობის შექმნას და კონსტრუქციული მრავალპარტიული შეთანხმებით”, – წერს გამოცემა.

euractiv-ის ინფორმაციით, თბილისს სთხოვენ ფოკუსირება მოახდინოს პოლიტიკურ დეპოლარიზაციაზე, სასამართლო რეფორმებზე, დეოლიგარქიზაციისა და მედიის თავისუფლების მიმართ უფრო სისტემურ და არა პიროვნულ მიდგომაზე.

გამოცემის ცნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს არანაირი პროგრესი არ განუცდია მედიის პლურალიზმის კუთხით და რომ არსებობს განსაკუთრებული საჭიროება ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტებისა და მედია მფლობელების უსაფრთხოების დონის ზრდა.

მოსალოდნელია ძლიერი ელჭექი, სეტყვა და ქარი – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

„22-23 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნავენ უწყებაში.