Home Blog Page 1826

დღეს, ბედობა კი არა – წმ. მღვდელმთავარ ეგნატე ღმერთშემოსილისა და წმ. იოანე კრონშტადტელის ხსენების დღეა -ლევან ჩაჩუა

დღეს, ბედობა კი არა – წმ. მღვდელმთავარ ეგნატე ღმერთშემოსილისა და წმ. იოანე კრონშტადტელის ხსენების დღეა.

გილოცავთ, ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს,- წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივ–პოლიტიკური მოძრაობა “ქართული იდეის” თავმჯდომარე,  ლევან ჩაჩუა.

“გადმოცემით, წმ. ეგნატე ის ყრმა იყო, რომელიც მაცხოვარმა მოწაფეებს შორის დააყენა და თქვა: „უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“ (მთ. 18,3). მოგვიანებით ეგნატე წმიდა იოანე მოციქულს (ღვთისმეტყველს) დაემოწაფა და მოციქულთა კრების გადაწყვეტილებით ანტიოქიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი (წმიდანი ანტიოქიის მეორე მღვდელმთავარი იყო – სამოცდაათთაგანი მოციქულის, ევოდის შემდგომ). უფლის რჩეული ოთხი ათეული წლის მანძილზე მოციქულებრივი მოშურნეობით იღვწოდა ქრისტეს ეკლესიისათვის, ამიტომ ერთხელაც ღირსი შეიქმნა ზეცად აღტაცების და საღვთო ჩვენებით იხილა ანგელოზთა ორი დასი, რომელიც მონაცვლეობით აქებდა ყოვლადწმიდა სამებას. ამის შემდეგ მან ანტიოქიის ეკლესიაში შემოიღო ანტიფონური გალობა, რაც ყველა ადგილობრივ ეკლესიებშიც დამკვიდრდა. ქრისტიანთა დევნის დროს მეუფე განამტკიცებდა მრევლს და თავადაც მოწამეობის სურვილით იყო ანთებული. სამწყსოს ძალიან უყვარდა თავისი მღვდელმთავარი და მას „ღმერთშემოსილს“ ეძახდა.

იმპერატორმა ტრაიანემ (98-117) ბრძანა, სკვითებზე მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად მთელს ქვეყანაში წარმართული მსხვერპლშეწირვები გაემართათ, ქრისტიანები კი, რომლებიც კერპების თაყვანისცემაზე უარს განაცხადებდნენ, დაეხოცათ. 107 წელს სომხებისა და პართების წინააღმდეგ სალაშქროდ მიმავალმა იმპერატორმა გზად ანტიოქიაზე გაიარა. ანტიოქიის ეკლესია დევნისა და რბევისაგან რომ დაეცვა, წმიდა მღვდელმთავარი თავად გამოცხადდა უსჯულო ხელისუფალთან. ტრაიანე ბევრს ეცადა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა ნეტარი, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, წმიდა ეგნატე რომში ლომებისთვის მიეგდოთ დასაგლეჯად. მღვდელმთავარი სიხარულით შეხვდა განაჩენს.

ნეტარი ეგნატე სხვა პყრობილ აღმსარებლებთან ერთად ათი მხედრის თანხლებით გაამგზავრეს სასჯელის აღსრულების ადგილისკენ. გზაზე უამრავი დამცირება და ტანჯვა გადაიტანა. ქალაქ სმირნაში უფლის რჩეული შეხვდა თავის მეგობარს, წმ. ეპისკოპოს პოლიკარპე სმირნელს. აღმსარებლის მოსანახულებლად, ნუგეშინისსაცემად და მისადმი სიყვარულის გამოსახატავად აქ ჩავიდნენ ასიის სხვა ეკლესიების წარმომადგენლებიც.

ეგნატე ღმერთშემოსილი ხედავდა, თუ როგორ თანაუგრძნობდნენ მას მართლმორწმუნეები, როგორ წუხდნენ მისი მოახლოებული აღსასრულის გამო და შიში შეეპარა, ვაითუ რომაელმა ქრისტიანებმა ჩემი გამოხსნა მოისურვონო. ამიტომ წმიდანმა მათ ეპისტოლით მიმართა, სადაც წერდა: „მეშინის მე სიყუარულისა თქუენისაგან, ნუუკუე ვიმძლავრო მისგან. ნებსით მოვკუდები მე ღმრთისათვის, უკუეთუ ოდენ თქუენ არა დამაბრკოლოთ. ვინაცა გლოცავ თქუენ, ნუ მაჩუენებთ ურგებსა წყალობასა და მაცადეთ მე, რათა ვიქმნე მხეცთა შესაჭმელ, რომელთა მიერ მომენიჭების მე მიმთხვევა ღმრთისა“.

რომაელი ქრისტიანები დიდი სიხარულით შეხვდნენ უფლის რჩეულს. წმიდა ეგნატემ სასოებით მოიყარა მუხლი და სხვა მორწმუნეებთან ერთად მხურვალედ ილოცა ეკლესიისთვის, ურთიერთარს შორის სიყვარულისთვის და ქრისტიანთა დევნის შეწყვეტისთვის. 20 დეკემბერს, წარმართულ დღესასწაულზე, ეგნატე რომის კოლიზეუმის არენაზე გაიყვანეს. მან შემოკრებილ რომაელებს მიმართა: თქვენ იცით, რომ სიკვდილით ვისჯები არა ბოროტმოქმედებისათვის, არამედ ჩემი ერთი ღმერთის გამო, რომლის სიყვარულსაც მოვუცვივარ და რომლისკენაც ვისწრაფვი, „იფქლი ვარ მე ღმრთისა და კბილითა მხეცთა დავიფქვი, რათა ვიქმნე მე პურ წმიდა ღმრთისა“. ამ სიტყვების წარმოთქმა და გააფთრებული მხეცების გამოშვება ერთი იყო. გადმოცემით, სასიკვდილოდ მიმავალი წმიდა ეგნატე დაუდუმებლად იმეორებდა იესო ქრისტეს სახელს. როცა მას ჰკითხეს, რატომ აკეთებდა ამას, ნეტარმა უპასუხა, ამ სახელს გულით ვატარებ, და ვინც გულშია აღბეჭდილი, ბაგეებითაც მას ვაღიარებო. როცა წმიდანი ლომებმა დაფლითეს, მისი გული უვნებელი აღმოჩნდა. წარმართებმა გაჭრეს იგი და ნახეს, რომ მის შიდა მხარეებზე ოქროს ასოებით იყო ამოტვიფრული: „იესო ქრისტე“.

მეუფის საოცარი აღსასრულის შესახებ რომ შეიტყო, ტრაიანემ ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები ანტიოქიაში გადაასვენეს, შემდეგ კი პატივით დააბრუნეს უკან”, – წერს ლევან ჩაჩუა.

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ყველაზე რთული მდგომარეობა ისიკავას პრეფექტურაშია, სადაც 100-ზე მეტი სახლი დაიწვა, ათობით კი, დანგრეულია.

7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიის ცენტრალურ ნაწილში პირველ იანვარს მოხდა. ეპიცენტრი ნახევარკუნძულ ნოტოზე დაფიქსირდა. მიწისძვრიდან რამდენიმე წუთში ცუნამის განგაში ჩაირთო, ოკეანის პირას მცხოვრებ მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, ცოტა ხანში კი, განგაშის სიგნალი მოიხსნა.

სამხრეთ კორეაში ოპოზიციის ლიდერი დაჭრეს

სამხრეთ კორეის პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი, ლი ჯემიუნგი ქალაქ ბუსანში, პრესკონფერენციის დროს ცივი იარაღით დაჭრეს, – ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

თავდამსხმელი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, ლი ჯემიუნგი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ლი ჯემიუნგს ავტოგრაფის თხოვნით მიუახლოვდა და კისრის არეში დანით ჭრილობა მიაყენა.

59 წლის ლი ჯემიუნგი „კორეის დემოკრატიულ პარტიას“ ხელმძღვანელობს. მან 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მოქმედ პრეზიდენტთან, იუნ სუკ-იოლთან ხმების მხოლოდ 0.73%-იანი სხვაობით წააგო. ვარაუდობენ, რომ ლი ჯემიუნგი 2027 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტოო არჩევნებში კენჭს იყრის.

უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის გამო, პოლონეთმა F-16-ები ააფრინა

უკრაინაზე რუსეთის მასიური თავდასხმის გამო, პოლონეთმა F-16-ები ააფრინა, – ამის შესახებ განცხადებას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

„პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ორი F-16-ის ტიპის გამანადგურებელი ცაში აფრინდა“, – ნათქვამია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა.

რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური შეტევა განახორციელა, არის მსხვერპლი

რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური შეტევა განახორციელა, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქების ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ქალაქის საცხოვრებე ლ უბნებში რუსების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით კი, კიევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. დედაქალაქის 5 რაიონში რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა კიევის მიმართულებით ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“ გაუშვეს.

ამ დროისთვის კიევის მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალმომარაგება შეზღუდვით მიეწოდება.

ბელგია ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გახდა

პირველი იანვრიდან ბელგია ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე გახდა.

თავმჯდომარეობა ბელგიამ ესპანეთისგან გადაიბარა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ყოველ 6 თვეში, როტაციის პრინციპით გადაიცემა წევრ ქვეყნებს შორის.

ბელგიის თავმჯდომარეობა 2024 წლის იანვრიდან ივნისამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მას უნგრეთი გადაიბარებს.

ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა აჯა ლაბიბმა წარადგინეს ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები.

პრიორიტეტები მოიცავს დისკუსიებს ევროკავშირის რეფორმირებაზე, ინოვაციებისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის სტიმულირებაზე, ევროკავშირის საგარეო საზღვრების დაცვასა და მშვიდობის ხელშეწყობაზე.

დე კროოს განცხადებით, პრიორიტეტები ასევე მოიცავს ევროკავშირის შესაძლო გაფართოებას აღმოსავლეთით და დასავლეთ ბალკანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ესტონეთში ძალაში შევიდა ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონი

ესტონეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ითვალისწინებს ორ ზრდასრულ ადამიანს შორის ქორწინების შესაძლებლობას, განურჩევლად მათი სქესისა. ინფორმაციას ამის შესახებ ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი (ERR) ავრცელებს.

ესტონეთის პარლამენტმა შესაბამისი კანონი 20 ივნისს დაამტკიცა. ესტონეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინებები დააკანონეს.

მიღებული დოკუმენტის თანახმად, ესტონეთში დაქორწინებას ორი ზრდასრული ადამიანი მათი ქსესის მიუხედავად შეძლებს. ამასთან, ახალი კანონი ერთნაირსქესიან წყვილებს ბავშვების შვილად აყვანის შესაძლებობას აძლევს.

ესტონეთის სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი დაასრულებს მრავალწლიან სამართლებრივ დაბნეულობას და უზრუნველყოფს უსაფრთხოების განცდას და თანაბარ უფლებებს ესტონეთის ყველა მოქალაქისთვის.

ღაზაში ბრძოლა გაგრძელდება სხვადასხვა მეთოდით, სხვადასხვა ინტენსივობითა და სხვადასხვა ფორმით – “ცაჰალის” სამხრეთ სარდლობის უფროსი

ისრაელის თავდაცვითი ძალების სამხრეთ სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-მაიორმა იარონ ფინკელმანმა განაცხადა, რომ ღაზაში ბრძოლა გაგრძელდება სხვადასხვა მეთოდით, სხვადასხვა ინტენსივობითა და სხვადასხვა ფორმით.

იარონ ფინკელმანმა აღნიშნა, რომ ბრძოლის მეთოდებში ცვლილებების შეტანა მტერს გაურთულებს მათ დაზუსტებასა და გაგებას.

“ჩვენ გავაგრძელებთ [“ჰამასზე”] იერიშის მიტანას აქ და ღაზის სექტორის ყველა ნაწილში”, – დასძინა ისრაელის თავდაცვითი ძალების სამხრეთ სარდლობის ხელმძღვანელმა.

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

იაპონიის იშიკავას პრეფექტურაში მიწისძვრების სერიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას ტელეკომპანია NHK-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დაღუპულთა უმეტესობა, 15 ადამიანი, ქალაქ ვაჯიმადანაა.

სტიქიის შედეგად დაშავებულია ათობით ადამიანი. გარდა ამისა, ადამიანები, სავარაუდოდ, დანგრეული შენობების ნანგრევების ქვეშაც არიან მოყოლილი.

იაპონიის დასავლეთ ნაწილში გუშინ ძლიერი მიწისძვრების სერია მოხდა. იშიკავასა და ნიიგატას პრეფექტურებში, ორი საათის განმავლობაში, დაახლოებით 30 მიწისძვრა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე ძლიერი 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ოსაკაში, კიოტოსა და ტოკიოში. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ნოტოს ნახევარკუნძულის რეგიონში 1885 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

ხაიში-უშგულის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ138-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

პუტინი სისუსტეს გრძნობს, როგორც ცხოველი, რადგან ის ცხოველია და თუ გაიმარჯვებს, ვახშამზე შეგჭამთ -ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რომ ის ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან მშვიდობისკენ მიმართულ ფუნდამენტურ ნაბიჯებს.

ჟურნალ The Economist-თან ინტერვიუში უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ ნაცვლად უკრაინელები განიცდიან საჰაერო თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე.

“მე მხოლოდ ტერორისტული ქვეყნის ნაბიჯებს ვხედავ. თუ რუსეთი აგზავნის სიგნალებს კონფლიქტის გაყინვის შესახებ, როგორც ზოგიერთი დასავლური მედია იუწყება, ეს იმიტომ კი არ არის, რომ ისინი წმინდანები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ საკმარისი რაკეტები, საბრძოლო მასალა ან გაწვრთნილი ჯარები. მათ ეს შესვენება სჭირდებათ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, პუტინი ომს დასავლეთს მიუახლოვებს.

“პუტინი სისუსტეს გრძნობს, როგორც ცხოველი, რადგან ის ცხოველია და თუ გაიმარჯვებს, ვახშამზე შეგჭამთ ევროკავშირთან, ნატოსთან, თავისუფლებასა და დემოკრატიასთან ერთად”, – დასძინა მან.

აშშ მზად არის, ნებისმიერი საჭირო დახმარება გაუწიოს იაპონელ ხალხს -თეთრი სახლი

WASHINGTON, DC - DECEMBER 13: U.S. President Joe Biden arrives for a meeting of his National Infrastructure Advisory Council in the Indian Treaty Room of the Eisenhower Executive Office Building on December 13, 2023 in Washington, DC. Biden talked about his administration's success in passing the $1 trillion Bipartisan Infrastructure Law, legislation that is "not just about building infrastructure," he said. "It’s about building better infrastructure.” (Photo by Chip Somodevilla/Getty Images)

ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იაპონიას მხარდაჭერას სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

როგორც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, აშშ მზად არის, ნებისმიერი საჭირო დახმარება გაუწიოს იაპონელ ხალხს.

“როგორც ახლო მოკავშირეები, აშშ და იაპონია იზიარებენ ღრმა მეგობრულ კავშირს, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხს. იაპონელ ხალხზე ვფიქრობთ ამ რთულ პერიოდში”, – ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში.

იაპონიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქია ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 7.6 მაგნიტუდას აღწევდა.